imedi /  14 ივლისი 2021, 22:25 / სანდო წყარო

აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მასშტაბურ პროექტებზე იმსჯელეს

დღეს აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გაიმართა. სხდომაზე მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოტენციალზე და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პროექტები ხორციელდება როგორც სახელმწიფო, ისე აჭარის მთავრობის და მუნიციპალიტეტის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში. 2021 წლის ნაერთი ბიუჯეტი მუნიციპალიტეტში 46 მლნ ლარამდეა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, გზების მშენებლობა.

„სოფელ ჯოჭოში, სადაც გასულ წელს გვქონდა მეწყერი, რომელიც სამწუხაროდ მსხვერპლით დასრულდა, ხორციელდება მასშტაბური პროექტი, რომელიც გაამაგრებს დამეწყრილ ადგილებს. მეწყერსაშიშ ზონებში, ფერდსამაგრი სამუშაოებისთვის ჩვენ წელს გათვალისწინებული გვაქვს 3 მილიონ ლარზე მეტი.

გაგრძელდება ჭოროხის შემოვლითი გზა, რომელიც განტვირთავს ფრიდონ ხალვაშის გამზირს. სამრეწველო გზასთანაც გათვალისწინებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში გაიზარდა როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური პროგრამების მიმართულება. წელსაც კაპრეშუმსა და ერგეში განხორციელდება ახალი სოციალური სახლების მშენებლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაჭახელაში ეთნოსოფლის მშენებლობა, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს, ეს მუნიციპალიტეტში შექმნის მეტ შემოსავალს ადგილობრივი მოსახლეობისთვის - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციისთვის 11 397 000 ლარს დახარჯავს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება 9 კმ.მდე გზას. განხორციელდება 4 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია. მოეწყობა ინფრასტრუქტურა დამეწყრილი ადგილების გამაგრებისთვის. ფერდსამაგრი სამუშაოებისთვის დამატებით - 3 648 64 5 ლარი დაიხარჯება.

ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობისა და ადგილზე სამუშაო ადგილების შესაქმნელად ხელვაჩაურში დაიწყო სამრეწველო ზონის განვითარება. ამ ეტაპზე 20 ობიექტის პრივატიზება უკვე განხორციელდება, რაც ჯამში არანაკლებ 25 მლნ ლარის ინვესტიციას ითვალისწინებს. ეკონომიკური გათვლებით აღნიშნული ზონის განვითარება მოიზიდავს დაახლოებით 75 მლნ ლარის კერძო ინვესტიციას და შექმნის დაახლოებით 1 500-მდე სამუშაო ადგილს. ახალი ინდუსტრიული ზონის პროექტი მოიცავს 90 ჰექტარ ფართობს, სადაც ძირითადად განთავსებული იქნება გადამამუშავებელი და მწარმოებელი საწარმოები.


მაჭახლის ხეობაში ხორციელდება „ეთნოსოფლის“ მასშტაბური პროექტი, რომელიც ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრს შექმნის რეგიონში. დასკვნით ეტაპზეა თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა. „ეთნოსოფლის“ პროექტი რამდენიმე წელზეა გათვლილი და მოიცავს ისტორიული და ეთნოგრაფიული ძეგლების რეაბილიტაციას და ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებას.
გაიზარდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ისე მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში. გასულ წელს 39 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა ბინები ახლადაშენებულ სოციალურ სახლში. ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება და ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იქნება.

მნიშვნელოვანი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. სკოლების მშენებლობისთვის ხელვაჩაურში 7,5 მლნ დაიხარჯება. 7 სკოლას უტარდება რეაბილიტაცია. განხორციელდება ქვემო ახალშენის, მახინჯაურის, ზემო წინსვლის, ქვემო მახოს სკოლების სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაო. აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სპორტულ და სააქტო დარბაზებს.

მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ ახალშენში, რისთვისაც 2 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული.

წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ახალი წყლის სისტემები მოეწყობა, რისთვის 6,531,902 ევრო დაიხარჯება.

სოფლის მეურნეობის სფეროს ხელშეწყობისა და ადგილზე შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და მცირე საოჯახო მეურნეობების 42 პროექტი. სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდება 5 პროექტი. მოხდება ინოვაციური და ახალგაზრდა მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროექტების მხარდაჭერა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი 1 მლნ ლარით განისაზღვრა. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელში, სხვადასხვა პროექტის განხორციელდება.2021 წლის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 3 348 811 ლარით გაიზარდა და შეადგენს 26 022 017 ლარს.

ყველა სიახლე

tably

29 ივლისი 2021, 10:40

ტექნოლოგიები

კანადაში შექმნეს აპლიკაცია, რომელიც ფოტოთი კატების ჯანმრთელობის მდგომარეობას განსაზღვრავს

სერვისი ცხოველის თავის, ყურების, ულვაშებისა და კუნთების დაძაბულობას იკვლევს, რათა დაასკვნას კარგად გრძნობს თავს კატა თუ მას ტკივილის აწუხებს. კვლევებმა დაადგინა, რომ ამ მდგომარეობის დადგენა კატის სახეზე დაკვირვებით მართლაც შესაძლებელია.

29 ივლისი 2021, 10:23

საზოგადოება

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის პროცესის სრულყოფის მიზნით, საერთაშორისო ექსპერტის ხელმძღვანელობით, ქართველი სპეციალისტებისთვის ონლაინ ტრენინგი ჩატარდა

ტრენინგი ადგილობრივ სპეციალისტებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირების მიმართულებით ცოდნის გაუმჯობესებასა და მიღებული გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას მისცემს. აღნიშნული პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის მმართველობის რეფორმის ფონდის (UNDP-GRF) ქვეპროექტის „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება - ფაზა II“ ფარგლებში ხორციელდება.

ვიოლა ფონ კრამონი

29 ივლისი 2021, 10:12

COVID19

ვიოლა ფონ კრამონი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართულ ოცნებას“ შეთანხმებაზე ხელმოწერის ანულირება გაუმარტივა

„მართალია. სამწუხაროდ, იგივე შეიძლება ითქვას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელსაც 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელი არც მოუწერია. მათ „ქართულ ოცნებას“ ხელმოწერის ანულირება გაუმარტივეს. უფრო მეტი სიმართლე კი ის არის, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მოსახლეობა დაიტანჯება“, - წერს ფონ კრამონი.

29 ივლისი 2021, 10:11

ეკონომიკა

ნათია თურნავამ იაპონიის მსხვილ კორპორაცია „ტოიოტა თსუშოს“ წარმომადგენლებთან საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირების შესაძლებლობები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იაპონური კორპორაციის „ტოიოტა თსუშოს“ (Toyota Tsusho Corporation) დელეგაციას შეხვდა. აღნიშნული კორპორაცია, რომელიც „ტოიოტა ჯგუფის“ შემადგენლობაში შედის, მსოფლიოს 120 ქვეყანაში საქმიანობს და 66.000-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, აგრეთვე იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა.

შარლ მიშელი და სალომე ზურაბიშვილი

29 ივლისი 2021, 10:00

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, არაფორმალურ შეხვედრაზე ზურაბიშვილმა და მიშელმა საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

დასტი ჰილი

29 ივლისი 2021, 09:12

კულტურა

ჯგუფ ZZ Top-ის ბასისტი დასტი ჰილი გარდაიცვალა

ZZ Top-ი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საუზერნ-როკ ჯგუფია ისტორიაში. მხოლოდ აშშ-ში მათ თავიანთი ალბომების 25 მილიონ ასლზე მეტი გაყიდეს.

ლაშა ბექაური

29 ივლისი 2021, 09:00

სპორტი

ლაშა ბექაური: ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ოლიმპიური ჩემპიონი გავმხდარიყავი, ეს ყველაზე ბედნიერი მომენტია ჩემს ცხოვრებაში

„მე ვიტყოდი, რომ უფრო ხასიათით, ქართლი მებრძოლი სულით. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ოლიმპიური ჩემპიონი გავმხდარიყავი. ეს დღეც მოვიდა და იქ უნდა გამეკეთებინა ყველაფერი“, - განაცხადა ძიუდოისტმა.

ჯომართ ახმედოვი

29 ივლისი 2021, 08:42

რეგიონი

საგარეჯოს რაიონში დაკარგულ მწყემსს ეძებენ

დაკარგულის ოჯახის წევრებმა მომხდარის შესახებ ქრონიკას აცნობეს. შსს-ში განმარტავენ რომ გამოძიება 143-ე მიხლითაა დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, სამძებრო სამუშაოები კი აქტიურად მიმდინარეობს.

ვიოლა ფონ კრამონი

29 ივლისი 2021, 08:33

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი დღეს თბილისში კონსულტაციების გამართავს

ევროპელი დეპუტატი საქართველოში გუშინ ღამით ჩამოფრინდა და აეროპორტი უკომენტაროდ დატოვა. მანამდე ის Twitter-ზე საქართველოში გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. შეაფასა როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის ქმედებები.

ვარლამ ლიპარტელიანი

29 ივლისი 2021, 08:14

სპორტი

ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია

ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა უკვე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოლიმპიური ჩემპიონი 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური გახდა, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

ამინდი წვიმა

29 ივლისი 2021, 08:03

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში იწვიმებს. დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. დედაქალაქშიც წვიმაა მოსალოდნელი.

29 ივლისი 2021, 01:02

COVID19

ენტონი ბლინკენმა ჯანმოს დირექტორთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით დამატებითი კვლევების ჩატარებას მხარს უჭერს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით დამატებითი კვლევების ჩატარებას მხარს უჭერს.

თეა წულუკიანი

29 ივლისი 2021, 00:53

საზოგადოება

თეა წულუკიანი: 2030 წლისთვის საქართველოს ყველა რეგიონში იარსებებს სულ მცირე 1 მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე თეა წულუკიანმა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 10 წლის თავზე საქართველოს ყველა რეგიონში იარსებებს სულ მცირე 1 მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი სპორტის ძირითადი სახეობების განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

29 ივლისი 2021, 00:26

COVID19

საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესმა კომიტეტმა 12-17 წლის პირებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა

საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესმა კომიტეტმა 12-17 წლის პირებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა. 23 ივლისს, ევროპის წამლის სააგენტომ 12-17 წლის პირებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

29 ივლისი 2021, 00:26

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ოპოზიციას შექმნილ სიტუაციაში ყველა შესაძლო „ტყვია“ გასროლილი აქვს და არ იცის რას მიედ-მოედოს

„ოცნების“ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ „ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს და კარგად მოფიქრებულ სვლად მეჩვენება, რამაც ოპოზიციის მოწინააღმდეგე, მაგრამ დაქსაქსული ამომრჩეველი „ოცნების“ გარშემო უნდა გააერთიანოს. - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი. მისი აზრით, ოპოზიცია დაბნეულია, ქუჩაში ხალხი ვერ გამოჰყავთ და არ იციან რა ქნან, „მიკროფონების რევოლუციაც“ ჩაფლავდა, მათი უკანასკნელი იმედი.

28 ივლისი 2021, 23:59

პოლიტიკა

შარლ მიშელის მრჩეველი: შარლ მიშელი საქართველოში მხარეებთან კონსულტაციებს გადის - ამ ეტაპზე ის სიტუაციის შესახებ კომენტარს არ გააკეთებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კომუნიკაციებისა და მედიის საკითხებში სტრატეგიული მრჩეველი, იურეკ კუჩკიევიჩი „ქართულმა ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ეხმაურება.

პედრო კასტილიო

28 ივლისი 2021, 23:41

მსოფლიო

პედრო კასტილიო პერუს პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას შეუდგა

პედრო კასტილიო პერუს პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას შეუდგა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

28 ივლისი 2021, 23:23

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 29 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 29 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - მის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

თეა წულუკიანი

28 ივლისი 2021, 23:18

კულტურა

თეა წულუკიანი: სახელმწიფომ არა მხოლოდ ქართული კინომემკვიდრეობის დაცვაზე, არამედ კინოინდუსტრიის განვითარებაზე უნდა იზრუნოს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე თეა წულუკიანმა ქართული კინოს განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულ კინოს აქვს ინდუსტრიასა და ეკონომიკაში თავისი წვლილის შეტანის შესაძლებლობა, რომელიც დღეს პრაქტიკულად არ არის გამოყენებული, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის თქმით, სამინისტრომ არა მხოლოდ ქართული კინომემკვიდრეობის დაცვასა და გაციფრებაზე, არამედ კინოინდუსტრიის განვითარებაზე უნდა იზრუნოს და ამ მიმართულებით სამინისტრო აპირებს 40 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას.

ზურაბ ქადაგიძე

28 ივლისი 2021, 22:49

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიაზე: „მედია-ტერორისტი“ „ჯიჰადს“ აანონსებს

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას ბრიფინგს ეხმიანება, რომელმაც დააანონსა, რომ მისი ტელეკომპანია - გამოდის სპეციალური მუშაობის რეჟიმიდან და უბრუნდებიან მწვავე კრიტიკული გაშუქების სტანდარტებს.