23 ივლისი 2021, 11:57 / სანდო წყარო

ირაკლი ქარსელაძე: ქვეყნის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების განვითარებას 10 წელიწადში 9 მილიარდი ლარი მოხმარდება

ქვეყნის რეგიონების წყალმომარაგება რჩება ჩვენს მთავარ გამოწვევად და ამავდროულად, მთავარ პრიორიტეტად, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მან, ასევე, შეაფასა 2020 წელი და აღნიშნა, რომ, ამ მიმართულებით, შედეგები შთამბეჭდავი იყო, რადგან პირველად მათი არსებობის განმავლობაში, 4 დიდი ქალაქი - ქუთაისი, ზუგდიდი, ჭიათურა და წნორი, გადავიდა 24-საათიან წყალმომარაგებაზე.

„წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სამუშაოებს აქტიურად ვაგრძელებთ, რის შედეგადაც მალე 360 000 ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება 150 დასახლებაში, მათ შორის - თელავში, დედოფლისწყაროში, ზესტაფონში, ცხვარიჭამიაში, ბულაჩაურში, ტყიბულში, ვალეში, მანგლისსა და სხვა დასახლებებში, რომელთაგან 200 000 საერთოდ არასდროს ჰქონია ცენტრალიზებული წყალმომარაგება. წელს, გაზაფხულზე ხელი მოვაწერეთ ხაშურის სრული წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობას 260 მილიონი ლარის ღირებულების პროექტს, რომლის ფარგლებშიც, 5 წლის განმავლობაში 18 კმ მაგისტრალისა და 191 კმ გამანაწილებელი ქსელის გაფართოება-რეაბილიტაცია და დაახლოებით, 40 კმ საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია-გაფართოება იგეგმება“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის განცხადებით, წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოებზე პროექტირება იწყება ისეთ მდებარეობებში, როგორებიცაა ოზურგეთი, სენაკი, ბოლნისი, ხონი, ნინოწმინდა, ასევე - ინგირი, ცაიში, წაღვერი, ნუკრიანი, ცხვარიჭამია, ცხემლისხიდი, დვაბზუ, თეზამი, კევლიანი და სხვა.

მისივე თქმით, 2025 წლისთვის საქართველოს ყველა ქალაქის 24-საათიანი, სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა იგეგმება, ხოლო 2030 წლისთვის უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება სრული ხელმისაწვდომობა სტანდარტის შესაბამის წყალმომარაგებაზე.

წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია შესაბამისი სტანდარტების დაცვა, ამ მიმართულებით გათვალისწინებულია ლაბორატორიების აღჭურვილობის განახლება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, პერსონალის გადამზადება და სასმელი წყლის ხარისხის შესაბამისი კონტროლი.

,,რაც შეეხება წყალარინებას, აქ ჩვენი ამოცანა არა მხოლოდ თანამედროვე სისტემების განვითარება და ცენტრალიზებული, სტანდარტის შესაბამისი გაწმენდის უზრუნველყოფა, არამედ ასევე გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებაცაა. ამ მიმართულებით სამაგალითოა 2019-2021 წლებში ევროპული სტანდარტით აშენებული 5 გამწმენდი ნაგებობა ურეკში, ზუგდიდში, ანაკლიაში, თელავსა და წყალტუბოში. ასეთივე ნაგებობების მშენებლობა გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - აღნიშნა მინისტრმა.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილტაციას 10 წელიწადში 9 მილიარდი ლარი მოხმარდება, მაშინ, როდესაც 2012 წელს სექტორის დაფინანსება მხოლოდ მხოლოდ 34 მილიონი იყო, 2021 წელს კი უკვე - 348 მილიონი ლარია.

ყველა სიახლე

23 სექტემბერი 2021, 12:27

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზეც.

გიორგი ამილახვარი

23 სექტემბერი 2021, 12:25

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი გახარიაზე: საზოგადოებამ დასკვნები თავად უნდა გააკეთოს, ტესტის გაკეთებას არც ავსტრიაში სიარული სჭირდებოდა და არც სხვაგან

„თავად ის ფაქტი, რაც მის მიერ ამ საკითხის შეფასებას მოჰყვა - გადადება, იგნორირება, ტესტების საზღვარგარეთ ჩატარება, ცხადია, რაღაცაზე მიუთითებს, რომელზეც საზოგადოებამ დასკვნები თავად უნდა გააკეთოს, რადგან ამას არც ავსტრიაში სიარული სჭირდებოდა და არც სხვაგან. მარტივად, 5 წუთში შესაძლებელი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის გაწევა ისე, როგორც გააკეთა კახა კალაძემ. ამდენად, ვფიქრობ ამასთან დაკავშირებით დასკვნებს საზოგადოება თავად გააკეთებს“, - განაცხადა ამილახვარმა.

23 სექტემბერი 2021, 12:24

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია 50,9%-ით ლიდერობს

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 792 რესპოდენტი. ცდომილების ზღვარი 3%-ს შეადგენს.

კახა კალაძე

23 სექტემბერი 2021, 12:21

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კახა კალაძე 57.9%-ით ლიდერობს

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 792 რესპოდენტი. ცდომილების ზღვარი 3%-ს შეადგენს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 სექტემბერი 2021, 12:14

მსოფლიო

ზელენსკი: დღეს გაერო პენსიაზე გასული სუპერგმირივითაა, რომელსაც დაავიწყდა, რისი გაკეთება შეეძლო - გაერო თავს უძლურ და სუსტ მოხუცად გრძნობს

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო პენსიაზე გასულ სუპერგმირს შეადარა.

23 სექტემბერი 2021, 12:08

მსოფლიო

აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი „თალიბანთან“ დაკავშირებით საერთო პოზიციაზე შეთანხმდნენ

გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ქვეყანა „თალიბანთან“ დაკავშირებით საერთო პოზიციაზე შეთანხმდა, ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძე

23 სექტემბერი 2021, 12:06

თავდაცვა

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2021“ დასრულდა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიმულაციური სცენარის მიხედვით, მე-4 მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა მოწინააღმდეგეზე კომბინირებული საბრძოლო სროლები განახორციელა. 41-ე ბატალიონს მხარს 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის სატანკო და მექანიზებული ოცეულები და 44-ე საარტილერიო ბატალიონის III ბატარეა უჭერდა. წვრთნებში ჩართული იყო ასევე, სამედიცინო და საინჟინრო ასეულები.

კოალები

23 სექტემბერი 2021, 12:03

მსოფლიო

ბოლო 3 წლის განმავლობაში ავსტრალიაში კოალების პოპულაცია 30%-ით შემცირდა🐨

სპეციალისტების თქმით, პოპულაციის შემცირებას 2019-2020 წლის ტყის ხანძრებთან ერთად ხელი ანომალიურმა სიცხემ, გვალვამ და სასმელი წყლის უკმარისობამ შეუწყო. კოალების რაოდენობის კიდევ ერთი მიზეზი ადამიანის მიერ მათი ბინადრობის არეალის განადგურებაა.

23 სექტემბერი 2021, 11:39

საზოგადოება

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ პროექტის „დისკუსიები COVID-19-ის შესახებ“ მორიგი შეხვედრა გამართა

ჟვანიას სკოლის ბენეფიციარებსა და ტრენერებთან შეხვედრისას მაია რუხაძემ ისაუბრა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რა უნდა ვიცოდეთ COVID-19-ის ვირუსის შესახებ და შეხვედრის მონაწილეებს საინტერესო ინფორმაცია, კვლევის შედეგები და რეკომენდაციები მიეწოდათ.

23 სექტემბერი 2021, 11:36

COVID19

FDA-მ Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაამტკიცა.

23 სექტემბერი 2021, 11:29

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

23 სექტემბერი 2021, 11:19

სამართალი

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ამ გადაწყვეტილებამდე 11 მსაჯული თითქმის 10 საათის განმავლობაში მსჯელობდა. მოსაამრათლმემ ზანდარაშვლს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაკავება

23 სექტემბერი 2021, 11:16

სამართალი

თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული დააკავეს

სამინისტროს განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.პ. თბილისში დააკავეს. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება.

23 სექტემბერი 2021, 11:14

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 230 მილიონს გადააჭარბა

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 42 545 119 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 681 197 ​​​ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

23 სექტემბერი 2021, 11:11

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი კვიპროსელ კოლეგას, ნიკოს კრისტოდულიდესს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, 2021 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, კვიპროსელ კოლეგას, ნიკოს კრისტოდულიდესს შეხვდა.

23 სექტემბერი 2021, 10:59

სპორტი

თეა წულუკიანმა და სოსო გიორგაძემ ფიგურული ციგურაობის ფედერაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფიგურული ციგურაობის ფედერაციას დამატებით 300 ათასი ლარი გამოეყო, რათა სპორტსმენებმა სრულფასოვანი მოსამზადებელი ეტაპები გაიარონ და მაქსიმალურად ბევრ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზონ.

23 სექტემბერი 2021, 10:53

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 559 თბილისში, 241 კახეთში, 100 კი აჭარაში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1653 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 559 შემთხვევა, აჭარა - 100, იმერეთი - 227, ქვემო ქართლი - 116, შიდა ქართლი - 117, გურია - 35, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 180, კახეთი - 241, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

23 სექტემბერი 2021, 10:53

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს.

23 სექტემბერი 2021, 10:52

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,79%-ს შეადგენს

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 602 065 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 570 443, გარდაიცვალა 8 711 პაციენტი.

23 სექტემბერი 2021, 10:51

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 12 948 ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 700 895 აცრა გაკეთდა.