Imedi /  15 სექტემბერი 2021, 12:37 / სანდო წყარო

წყალტუბოში დევნილი ოჯახების ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა

წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები 420 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

„ბინების გადაცემის შემდეგ, წყალტუბოში დევნილთა საცხოვრებელი ყველა ყოფილი სანატორიუმის შენობა იხურება. დღეს, საცხოვრებელი ფართები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა, კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ დევნილი ოჯახები. ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები უახლოეს დღეებში გადაეცემათ“, - აცხადებენ სააგენტოში.

ყველა სიახლე

22 სექტემბერი 2021, 18:12

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის საკითხები განიხილეს და გამოთქვეს მზაობა ალიანსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ხელშეწყობის მიზნით.

22 სექტემბერი 2021, 18:12

სამართალი

შსს-მ კაფე-ბარ „სკარპაში“ და კლუბ „როიალში“ თაღლითური სქემები გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ტურისტების მიმართ განხორციელებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქურდობის ფაქტზე, 1989 წელს დაბადებული ლ. მ. დააკავეს.

22 სექტემბერი 2021, 18:09

რეგიონი

რუსთავსა და ვაზიანში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

დევნილებს ენდოკრინულ დაავადებათა და მხედველობის სკრინინგი (საჭიროების შემთხვევაში სათვალის რეცეპტის გაცემა), სისხლი მიმოქცევის სისტემის სკრინინგი, რადიოლოგიური კვლევა და სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციასთან ერთად დანიშნულების შესაბამისად, საჭირო მედიკამენტები გადაეცათ.

ბექა დავითულიანი

22 სექტემბერი 2021, 18:07

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: თუ ეს აუდიო ჩანაწერები რეალურია, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ამაში მონაწილეობს

ეს არ არის ფარული აუდიო ჩანაწერები, გამავარცელებლების თქმით, ეს არის ტექსტური მასალა აუდიო ჩანაწერების შესახებ. რაღაც ოქმებს წარმოადგენენ. აქედან რა არის მართალი და რა ტყუილი ღმერთმა უწყის და მბობენ, რომ ეს არის ფარულად მიყურადების მასალები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

22 სექტემბერი 2021, 18:03

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო კომპანია „ენკასთან“ დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

„მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის. საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით გაგრძელდეს ინვესტიციების მოზიდვა, რათა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და რაც მთავარია, ენერგეტიკული უსაფრთხოება სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბექა დავითულიანი

22 სექტემბერი 2021, 17:57

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: გაეროში პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადეს ავღანეთის ჰუმანიტარული მისიისთვისა და ყარაბაღის კონფლიქტში საქართველოს დადებითი როლისთვის

„გაეროში შეხვედრისას ხაზი გაესვა და პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა ავღანეთის ჰუმანიტარულ მისიაზე, რისთვისაც მხარეებმა მას მადლობა გადაუხადეს. ასევე განიხილეს ყარაბაღში კონფლიქტისას საქართველოს დადებით როლი და ძალიან პოზიტიურად შეაფასეს“,- აღნიშნა დავითულიანმა.

22 სექტემბერი 2021, 17:53

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: მაღალმთიანი აჭარისთვის ხულო-ზარზმის პროექტის დასრულება განვითარების ახალი ეტაპი იქნება

მაღალმთიანი აჭარისა და სამცხე-ჯავახეთისთვის ხულო-ზარზმის პროექტის დასრულება განვითარების ახალი ეტაპი იქნება, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

22 სექტემბერი 2021, 17:53

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მოვიგებთ ისეთი ანგარიშით და შედეგებით, რომ კითხვის ნიშნებიც კი ვერავის გაუჩნდება

წინასაარჩევნო განწყობა არის საუკეთესო. მოვიგებთ ისეთი ანგარიშით და შედეგებით, რომ კითხვის ნიშნებიც კი ვერავის გაუჩნდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შეფასებისას განაცხადა.

22 სექტემბერი 2021, 17:44

რეგიონი

ირაკლი ქარსელაძე: ხულო-ზარზმის პროექტის დასრულების შემდეგ მთიანი აჭარის კურორტებს ახალი შესაძლებლობები გაუჩნდება

​​​​​​​ხულო-ზარზმის ისტორიულ პროექტზე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული ხელოვნური ნაგებობების მოწყობის მიმართულებით, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ხულოსა და ზარზმის დამაკავშირებელი გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოს დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

22 სექტემბერი 2021, 17:43

მსოფლიო

ზელენსკი: სისუსტეა - „მოკითხვა“ გადმომცე ტყიდან ჩემი მეგობრის ავტომობილზე სროლით და ამაზე პასუხი ძლიერი იქნება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მის თანაშემწე სერგეი შეფირზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.

მამუკა მდინარაძე

22 სექტემბერი 2021, 17:32

ეკონომიკა

მამუკა მდინარაძე ნამახვან ჰესზე: როგორც მე ვიცი, ამ წუთის მონაცემებით, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის

რუსული დაკვეთით თუ ა.შ. იყო ძალიან ბევრი არასასიამოვნო აქტივობა. ბევრი ადამიანი შეიძლება მართლა გულწრფელი იყო და მართლა სჯეროდა, რადგან პიარულად და პროპაგანდისტულად აჯერებდნენ რაღაცებს. ზოგიერთი შეიძლება ვიღაცის შეკვეთით მოქმედებდა, მე ვერავის ვერაფერს დავაბრალებ, მაგრამ მედიაციის ის პლატფორმა, რომელიც ჩვენთან ერთად ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, ვფიქრობ, რომ საბოლოოდ მაინც სასურველ შედეგებს დადებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ენკას“ მიერ საქართველოსთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ კომენტირებისას​ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2021, 17:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას მიერ დებატების დატოვებაზე: ცხოვრებაში პირველად, სწორად შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები და გაიქცა

ნიკა მელია გაექცა დებატებს ერთი მარტივი მიზეზის გამო - მას სათქმელი არაფერი აქვს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ნიკა მელიას არ აქვს არც ინტელექტი, ის არის „ხულიგანი“ და ასეთი ადამიანების ადგილი ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესში, დებატებში არ არის.

მამუკა მდინარაძე

22 სექტემბერი 2021, 17:30

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე დმანისის მოვლენებზე: თუ დადასტურდება, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონეს მიმართ მძიმე პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, „ნაცმოძრაობას“ ეს ძალიან ძვირად დაუჯდება

თუ დადასტურდება, რომ მძიმე პროვოკაციას ადგილი ჰქონდა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანის მიმართ, ეს „ნაცმოძრაობას“ ძალიან ძვირად დაუჯდება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დმანისში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კონკრეტულ დეტალებზე ჯერ აღნიშნულთან დაკავშირებით დანამდვილებით საუბარი არ შეუძლია.

ირაკლი ზარქუა

22 სექტემბერი 2021, 17:28

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: პრემიერ-მინისტრს შეხვედრები ჰქონდა მათ შორის, პოლონეთის პრეზიდენტისა და ავსტრიის კანცლერის მიწვევით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრებზე განიხილებოდა საკითხი, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიაში.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2021, 17:27

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: „ენკას“ გადაწყვეტილება სამწუხაროა, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი

მთავრობას აქვს ათწლიანი სამოქმედო გეგმა, მათ შორის ენერგეტიკის კუთხითაც. მილიარდობით დოლარის ინვესტიციის მოზიდვა არის ამ სფეროში დაგეგმილი. ამ კუთხით, ამ ჭრილში ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება, სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2021, 17:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დმანისში დაჭრაში ბრალდებულს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს - თუ მის მიმართ პროვოკაცია მიზანმიმართულად განხორციელდა, ეს ამძიმებს „ნაცმოძრაობის“ პასუხისმგებლობას

თუ ეს გამოიკვეთა და თუ ასეთი ადამიანის მიმართ პროვოკაცია მიზანმიმართულად განხორციელდა, ეს ცოტა ამძიმებს „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობას. რაც შეეხება ამ ქმედებაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება პირს, ვინც ეს ჩაიდინა, ზომები არის კიდეც მიღებული - პირი არის დაკავებული“, - აღნიშნა კობახიძემ.

ბექა დავითულიანი

22 სექტემბერი 2021, 17:20

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: მას შემდეგ, რაც კახა ოქრიაშვილი ოპოზიციაში წავიდა, რატომღაც დმანისში დაპირისპირებები მუდმივად ხდება

ვფიქრობ, კარგად არის გამოსაძიებელი რატომ ხდება და ვის აწყობს დმანისში ამ დაძაბულობის კერების შექმნა. ამას ბოლომდე უნდა ჩავყვეთ და ჯამურად, მთლიანი სურათი უნდა დავინახოთ. გარდა იმისა, რომ დამნაშავე, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მხარეს წარმოადგენს, ცალსახად დასასჯელია, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

22 სექტემბერი 2021, 17:17

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერის სიტყვით გამოსვლაზე: ეს ფორმატი ქვეყნის საგარეო გამოწვევებზე სასაუბროდ საუკეთესოა

„ჩვენ არცერთი წუთით ძალისხმევა არ უნდა შევაჩეროთ, რომ ჩვენი პარტნიორების ჩართულობით დეოკუპაციის გზაზე ვიაროთ შეუქცევადად. ეს არის ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული და სტრატეგიული ამოცანა და ჩვენ ამას ყველა პლატფორმიდან გავაკეთებთ და ამას გააკეთებს ირაკლი ღარიბაშვილი, რა თქმა უნდა, ამ პლატფორმის ფარგლებში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

22 სექტემბერი 2021, 17:15

ეკონომიკა

კომპანია „ენკა“ საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს

„ენკას“ ქართულ წარმომადგენლობაში კომენტარს არ აკეთებენ, ასევე ჯერჯერობით უცნობია, ეკონომიკის სამინისტროს პოზიციაც. მანამდე კი შეფასება გაკეთდა მმართველ პარტიაში, სადაც თქვეს, რომ ეს ფაქტი ცუდი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის, თუმცა ხელისუფლებას, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიმართულებით დიდი გეგმები აქვს.

გიორგი ვოლსკი

22 სექტემბერი 2021, 17:14

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საქართველოს, როგორც რეგიონალური ლიდერის, პოზიციები გაძლიერდა

საქართველოს, როგორც რეგიონალური ლიდერის, პოზიციები გაძლიერდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გაეროში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.