Imedi.ge /  21 სექტემბერი 2021, 12:49 / სანდო წყარო

თეა ახვლედიანი მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

თეა ახვლედიანი

თეა ახვლედიანი

მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „ახალგაზრდების როლის გაზრდა მშვიდობის მშენებლობაში“.

ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეულ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და გაეროს მუდმივი წარმომადგენელთან საქართველოში საბინე მახლთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ, ასევე მშვიდობის მშენებლობის პროცესით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ.

ახალგაზრდებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვიდეოს საშუალებით მიმართა. შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა და მასში ჩართული იყვნენ სტუდენტები როგორც თბილისის, ასევე გორის, ზუგდიდის და ბათუმის უნივერსიტეტებიდან, მათ შორის ე.წ. 1+4 პროგრამით ჩარიცხული სტუდენტები.

თეა ახვლედიანმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მშვიდობის მშენებლობისა და ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების პროცესში ხალხთაშორისი დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაზრდაზე, რაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთ-ერთ ამოცანას და გაცხადებულ პრიორიტეტს წარმოადგენს.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა სახელმწიფო მინისტრისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე, მათ შორის საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმდინარეობის, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობისა და სამომავლო ხედვების შესახებ. მათ თეა ახვლედიანს გააცნეს საკუთარი ხედვები და მოსაზრებები სამშვიდობო პროცესთან და მასში ახალგაზრდების მონაწილეობასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ოკუპაციიდან გამომდინარე გამოწვევების ფონზე, საქართველოს მთავრობა ერთგული რჩება და განუხრელად, მტკიცედ განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას; კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე, მთავრობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება, მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის შექმნა და იმ პროგრამების, სერვისების, ევროინტეგრაციის სიკეთეებისა და შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომლითაც სარგებლობს საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა. ამასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ხარისხიან ჯანდაცვასა და განათლებაზე გამარტივებული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

თეა ახვლედიანმა და კახა კუჭავამ ღონისძიების დასასრულს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გამოცხადებული სლოგანების კონკურსის - „ახალგაზრდები და მშვიდობა“ - გამარჯვებული სამი ახალგაზრდა დააჯილდოვეს.

„ყოველ წელს სახელმწიფო მინისტრის აპარატი სხვადასხვა თემატური ღონისძიების და ახლებური ინიციატივების გზით ეხმიანება მშვიდობის საერთაშორისო დღეს, რომელიც 40 წელია უკვე დაარსდა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ და 20 წელი ხდება, რაც აღინიშნება გლობალური ცეცხლის შეწყვეტის და ძალის არგამოუყენებლობის მხარდასაჭერად. წელს ჩვენ გადავწყვიტეთ აქ ამ სივრცეში საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე ვიმსჯელოთ ჩვენს ახალგაზრდობასთან ერთად, მათ შორის ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილ და გამყოფ ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებთან ერთად, რადგან მათი ჩართულობა და როლის გაზრდა სამშვიდობო პროცესში უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და გამოცხადებული გვაქვს შერიგების სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტად. ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ დღეს სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან ერთად ჩვენ გამოვავლენთ კონკრეტულად ამ დღისადმი მიძღვნილი სლოგანების კონკურსის გამარჯვებულებს, ასევე დავააანონსებთ ერთ ასევე არანაკლებ მნიშვნელოვან ინიციატივას ახალგაზრდობისთვის სახელმწიფო მინისტრის აპარატის მშვიდობის ჯილდოს დაარსების თაობაზე, რომელიც მომავალი წლიდან დაარსდება და ამოქმედდება", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ყველა სიახლე

გია გაჩეჩილაძე

24 ოქტომბერი 2021, 23:00

საზოგადოება

გია გაჩეჩილაძე ლევან გაჩეჩილაძეზე: ახლა ერთმანეთისგან ვისვენებთ

ახლა ერთმანეთისგან ვისვენებთ, - ამის შესახებ გადაცემაში „ნოესთან“ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ ძმაზე საუბრისას განაცხადა. მან ძმასთან, ლევან გაჩეჩილაძესთან მის ურთიერთობაზე ისაუბრა და ბავშვობა გაიხსენა. მისი თქმით, ძმებს შორის განსხვავება წელიწადი და რვა თვეა. ბავშვობაში ისინი ხშირად ჩხუბობდნენ. კონფლიქტები ძმებს შორის დღესაც ხშირად ხდება.

გია გაჩეჩილაძე

24 ოქტომბერი 2021, 22:49

პოლიტიკა

გია გაჩეჩილაძე: სპეციალური განყოფილება იყო შექმნილი გაჩეჩილაძეების გვართან დაკავშირებით, გარშემო კაცი არ დამიტოვეს, ვინც არ დაიჭირეს

„სპეციალური განყოფილება იყო შექმნილი გაჩეჩილაძეების გვართან დაკავშირებით, რომელშიც სადღაც 50 კაცი [მუშაობდა]. გარშემო კაცი არ დამიტოვეს, ვინც არ დაიჭირეს. ამას ყველაზე ძალიან განვიცდიდი, იმიტომ, რომ ეს ჰქონდათ ყველაზე ცუდი - შენთან არ მოდიოდნენ და ხელს არ გკიდებდნენ, გარშემო გიქმნიდნენ ყველანაირ პრობლემას და შენ კიდევ საკუთარ თავს ადანაშაულებდი ამაში“, - იხსენებს გაჩეჩილაძე.

ანრი ოხანაშვილი

24 ოქტომბერი 2021, 22:47

სამართალი

ანრი ოხანაშვილი: ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ მოკლა თავისი პატიმრები, ძალადობრივი რეჟიმის წარმომადგენლები კი ციხის საავადმყოფოს მულტიფუნქციური კლინიკის პირობებს უწუნებენ

ევროპულმა სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ მოკლა თავისი პატიმრები და ამით დაარღვია ევროპული კონვენცია! ძალადობრივი რეჟიმის ეს წარმომადგენლები კი დღეს, მულტიფუნქციური კლინიკის პირობებს უწუნებენ ციხის საავადმყოფოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც იგი მიხეილ სააკაშვილის უფლებების დამცველთა განცხადებებს ეხმიანება.

გია გაჩეჩილაძე

24 ოქტომბერი 2021, 22:41

პოლიტიკა

გია გაჩეჩილაძე: როგორ შეიძლება ქვეყნისთვის მიზანი იყოს დასავლეთი ან ევროპა? ეს შეიძლება მიზნის მიღწევის საშუალება იყოს, მაგრამ არა მიზანი

„რაღაც განსაკუთრებული უნდა იყოს, მაგალითად ორგანული ქვეყნის {ნიშა}. ყოველ შემთხვევაში, ამაზე საფიქრალია, დისკუსიები უნდა იმართებოდეს. მაგრამ რაზე იმართება დისკუსიები? აბსოლუტურად ამოვარდნილები ვართ რეალობიდან და ფაქტობრივად ჩვენი ცხოვრება გავიდა იმაში, ვინ უფრო ცუდია - ერთი თუ მეორე და ეს არის 30-წლიანი ჯოჯოხეთი, რომელშიც ვიმყოფებით“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

„ცეკვავენ ვარსკვლავები“

24 ოქტომბერი 2021, 22:25

საზოგადოება

ხვალიდან, ყოველ ორშაბათს, „ცეკვავენ ვარსკვლავების” მე-10, ოქროს სეზონი იწყება

ხვალიდან, ყოველ ორშაბათს, 22:00 საათზე, „იმედზე“ „ცეკვავენ ვარსკვლავების” მე-10, ოქროს სეზონი იწყება. საიუბილეო სეზონზე კონკურსანტებს შორის „იმედის“ არაერთ სახეს იხილავთ. წელს „ცეკვავენ ვარსკვლავებში” სალომე ღვინიაშვილი, ნოდარიკო ხუციშვილი, ლაშა გურგენიძე, გიორგი გაბუნია, თათია თექთურმანიძე და სხვები იცეკვებენ.

პაატა იმნაძე

24 ოქტომბერი 2021, 22:17

COVID19

პაატა იმნაძე: თრობა არ შეიძლება, თორემ 1-2 ჭიქით აცრის აღნიშვნა შეიძლება

„ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს დალევა არ შეიძლება ვაქცინის მერე, ვერ იმუშავებ ვაქცინის მერე. ერთი დღე თუ დაისვენებ ვაქცინის მერე ძალიან კარგი იქნება, მაგრამ თუ დამერწმუნებით, პირველი დოზის მერე მთელი დღე ვმუშაობდი, ცოტათი მოთენთილობის გრძნობა ნამდვილად მქონდა. მეორე დოზის შემდეგ საერთოდ არაფერი მქონია. ვიღაცას კი, შეიძლება ნამდვილად ჰქონდეს რაღაც რეაქცია, სიცხეც ჰქონდეს. მაგრამ ეს არის ძალიან იშვიათი“, - განცხადა იმნაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

24 ოქტომბერი 2021, 22:06

COVID19

ჯანდაცვის მინისტრი გარკვეულ ადგილებში კოვიდპასპორტების შემოღებას არ გამორიცხავს

„ადგილები, რომლებიც პირველადი საჭიროების თავშეყრის ადგილებს არ წარმოადგენენ, სავსებით შეიძლება გადავიყვანოთ მანდატორულ მწვანე და წითელი პასპორტების გამოყენებაზე, რაც, რა თქმა უნდა, იქნება ირიბი წახალისება და რეგულაცია, იმისთვის რომ მოსახლეობის უფრო დიდი რაოდენობა ავცრათ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ირაკლი ხმალაძე

24 ოქტომბერი 2021, 21:56

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე მელიაზე: არ შეიძლება ისეთი პირობის მიცემა, რისი საშუალებაც მუნიციპალიტეტს არ აქვს, საარჩევნო მიზნებისთვის ეს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაა

არ შეიძლება ისეთი პირობის მიცემა, რისი საშუალებაც მუნიციპალიტეტს არ აქვს. ეს არის პირდაპირ მოტყუება ქალაქელების, ამომრჩევლების და საარჩევნო მიზნებისთვის მათი შეცდომაში შეყვანა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

არჩილ ჩიქოვანი

24 ოქტომბერი 2021, 21:49

ტაბლოიდი

ბათუმის მერობის კანდიდატი: არჩილ ჩიქოვანი არის უბრალო ბათუმელი ბიჭი

„ყველაზე მეტად როცა სჭირდებოდა ჩემს ქალაქს ფიზიკური თანადგომა, მე იქ არ ვიყავი და ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე“, - ამბობს კანდიდატი.

24 ოქტომბერი 2021, 21:29

რეგიონი

მეორედ დევნილების ცხოვრება - რეპორტაჟი სოფელ ფოცხოეწერიდან

2010 წლის ზაფხულში ე.წ ზაკვოს, გამომცემლობა „სამშობლოსა“ და ისნის ჰოსპიტლის შენობებიდან აფხაზეთიდან დევნილი 80 ოჯახი იძულებით, პოლიციის ძალით გამოასახლეს. ყვითელ ავტობუსებში ჩასვეს და სამეგრელოსკენ წაიყვანეს. მათგან 18 ოჯახი, ზუგდიდიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, სოფელ ფოცხოეწერში ჩაასახლეს.

24 ოქტომბერი 2021, 21:27

პოლიტიკა

რას ჰყვებიან „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალებული ბიზნესმენები

„იმედის კვირა“ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალებულ ბიზნესმენებს შეხვდა. მათ გაიხსენეს როგორ სძალავდა მმართველი გუნდი თანხებსა და ქონებას. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, კონკრეტული მტკიცებულებებით, ქვეყნის ძალოვან უწყებებს ქონების დაბრუნების მოთხოვნით 700-მდე ბიზნესმენმა მიმართა.

24 ოქტომბერი 2021, 21:16

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის სიმძლავრე 4.5 (ML) მაგნიტუდა იყო.

 მამა ლონგინოზი (სუარიშვილი)

24 ოქტომბერი 2021, 21:12

საზოგადოება

მამა ლონგინოზი (სუარიშვილი) გვარამიაზე: თავად მოახდინეს ქადაგების ასეთი ინტერპრეტირება, მეუფე შიოს ქადაგებაში რომელიმე კონკრეტული პიროვნება ან რომელიმე კონკრეტული პარტია არ მოიაზრებოდა

აღნიშნულის მიზეზი მეუფის 17 ოქტომბრის ქადაგება გახდა. საკვირაო წირვის შემდეგ მიტროპოლიტმა კაცთმოყვარეობაზე ისაუბრა. ქადაგება შეეხო შენდობის ქრისტიანულ წესსაც. პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს საკვირაო ქადაგებისას არ უხსენებია არც მსჯავრდადებული და ბრალდებული სააკაშვილი, არც მისი პარტია და არც მათთან დაახლოებული ადამიანები. თუმცა, ქადაგებაში ნახსენებ ბოროტებზე, გვარამიას მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ გაახსენდა.

რატი ბრეგაძე

24 ოქტომბერი 2021, 21:10

სამართალი

იუსტიციის მინისტრი: კონსილიუმის წევრებთან შეხვედრაზე ერთი სიტყვაც კი არ თქმულა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, კონკრეტულ დაწესებულებებზე საუბარი არ ყოფილა

„კონსილიუმის წევრებთან გამართულ პირველ შეხვედრაზე ერთი სიტყვაც არ თქმულა, თუ რომელ საავადმყოფოში უნდა ყოფილიყო მსჯავრდებული გადაყვანილი... კონკრეტულ დაწესებულებებზე საუბარი არ ყოფილა, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით... ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც სიტყვას იტყვიან და მერე არ ასრულებენ. პირიქით, ჩვენ ყველა ჩვენი სიტყვა შევასრულეთ, რაც ვთქვით, მთელი ამ პროცესის დაწყებიდან“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ლედი აფრასიძე

24 ოქტომბერი 2021, 21:00

საზოგადოება

ლედი აფრასიძე 2004 წლის სპეცოპერაციაზე: ჩვენი თვალით ვუყურებდით, როგორ დაიწვა ცეცხლწაკიდებულ სახლში ბაბუაჩემი და როგორ ჩაცხრილეს ხელბორკილდადებული ბიძაჩემი. ველოდებით როდის წაუყენებენ ბრალს სააკაშვილს და ბარამიძეს

„გადავრჩით ფიზიკურად, მაგრამ გაგვანადგურეს სულიერად და მორალურად, მაშინ როცა თვალწინ ჩაგვიხოცეს ოჯახის წევრები. ჩვენი თვალით ვუყურებდით, როგორ დაიწვა ცეცხლწაკიდებულ სახლში ბაბუაჩემი და როგორ ჩაცხრილეს ხელბორკილდადებული ბიძაჩემი. ჩვენი ოჯახი დღემდე მოთმინებით ელოდება თუ როდის წაუყენებენ ბრალს სააკაშვილს და ბარამიძეს - იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ამ სპეცოპერაციის ხელმძღვანელები“, - განაცხადა აფრასიძემ.

რატი ბრეგაძე

24 ოქტომბერი 2021, 20:39

სამართალი

რატი ბრეგაძე: როგორც ექიმები გვეუბნებიან, #18 დაწესებულების ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგებულია, იმისთვის რომ მართოს მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობა

„დღეს ჩვენ მოვინახულეთ სპეციალური პენიტენციური სამსახურის #18 დაწესებულება ქალბატონ თამარ გაბუნიასთან ერთად. როგორც ექიმები გვეუბნებიან, ინფრასტრუქტურა არის სრულად მოწესრიგებული იმისთვის რომ მიიღოს პაციენტი და მართოს მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობა. რაც შეეხება დანარჩენ ინფორმაციას, რომელსაც ბატონი გვარამიას განცხადება შეიცავდა, ბუნებრივია, ეს გადამოწმდება იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან. ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დაინტერესებულები, რომ გავიგოთ სიმართლე. აუცილებლად გავიგებთ და მივაწვდით საზოგადოებას“, - განაცხადა ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძე

24 ოქტომბერი 2021, 20:33

სამართალი

რატი ბრეგაძე: ასე ექცეოდნენ ისინი პატიმრებს, მათ ღირსებას და დღეს ისინი ჩვენ გელაპარაკებიან ადამიანის უფლებებზე

უნდა შევახსენოთ საზოგადოებას და ყოველთვის შევახსენებთ, თუ ვისთან გვაქვს საქმე. ეს არის ხალხი, რომელმაც დადგა მოდელირებული ქრონიკა; რომელმაც ძალით ჩაახშო ციხის ბუნტი და ამას მოჰყვა მსხვერპლი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედის კვირაში“ ჩართვისას განაცხადა.

რატი ბრეგაძე

24 ოქტომბერი 2021, 20:25

სამართალი

რატი ბრეგაძე: იმედი მაქვს ბატონი გვარამია უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის გენინსპექციის წარმომადგენლებს იმ განცხადების შესახებ, რომელიც გააკეთა

„ბატონი გვარამიას განცხადებას რაც შეეხება, ჰქონდათ მის ადვოკატთან კომუნიკაცია გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს და იმედი მაქვს, რომ ხვალ გაიმართება შეხვედრა და უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის გენინსპექციის წარმომადგენლებს იმ განცხადების შესახებ, რომელიც გააკეთა“, - განაცხადა ბრეგაძემ.

დავით მაღრაძე

24 ოქტომბერი 2021, 20:05

საზოგადოება

პარიზის წიგნის ფესტივალის ფორმატში, დღეს დავით მაღრაძის წიგნის - „ბარაქიანი მიწის“ ფრანგული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა

,,დათო მაღრაძე აერთიანებს რა, პოეტურ სიტყვას მეტაფიზიკურ არტერიასთან, ის ატარებს მას მრავალშრიან ენობრივ რეგისტრში. პოეტი მიმართავს, როგორც ჩვენს შეგრძნებებს, ასევე ჩვენს ინდივიდუალურ და კოლექტიურ მეხსიერებას. ციტატები ელიოტის „ბერწი მიწიდან“ და მალერის ნაწარმოებიდან „სიმღერა მიწაზე“, გადაფარულია ბერწი მიწის - ბარაქიან მიწად გარდაქმნის პოეტური, პოლიტიკური და კოსმოსური იმედით. ამ ტექსტუალური და ეგზისტენციალური ტრანსფორმაციის ბოლოს გადაიშლება ბარაქიანი მიწა, რომელიც ხელახლა შედის ჰარმონიაში სიცოცხლესთან, მატერიის ფორმებთან და სულიერებასთან, წმინდასთან და თავისუფალთან“, - აღნიშნულია ვერონიკა ბერგენის რეცენზიაში.

მამუკა წოწერია

24 ოქტომბერი 2021, 19:32

რეგიონი

მამუკა წოწერია: მოსახლეობა ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების მუხრუჭი იქნება

მოსახლეობა ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების მუხრუჭი იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატ, ანზორ მელიას მოუწოდა, რეალურად შეაფასოს ზუგდიდში არსებული ვითარება. წოწერიას აღნიშნა, რომ მის კონკურენტს სათანადო საარჩევნო კამპანიაც არ უწარმოებია.