imedi /  23 სექტემბერი 2021, 17:59 / სანდო წყარო

ირაკლი ქარსელაძე: რიკოთის პირველი 2 კმ-იანი მონაკვეთის გახსნა ისტორიული დღეა საუკუნის პროექტის - რიკოთის მონაკვეთის მშენებლობაში

ირაკლი ქარსელაძე

ირაკლი ქარსელაძე

გაიხსნა რიკოთის პირველი 2 კმ-იანი მონაკვეთი. ისტორიული დღეა საუკუნის პროექტის - რიკოთის მონაკვეთის მშენებლობაში. ამ 2 კმ-იან მონაკვეთზე გვაქვს 3 გვირაბი და 6 ხიდი და რეალურად ეს არის პირველი შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისა და სტუმრებსათვის შეიგრძნონ უკვე ფიზიკურად, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო სტანდარტის მაგისტრალური გზა, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

რიკოთის მაგისტრალის პირველ, 2 კმ-იან ორ ზოლიან ხევი-უბისას ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს გაიხსნა. ამჟამად მოძრაობა გაიხსნა 2 კმ-იანი 4 ზოლიანი მონაკვეთის 2 ზოლზე (ცალ მიმართულებაზე), ხოლო პარალელურად არსებულ 2 ზოლიანი გზის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.

ახალი გზის მონაკვეთი მოიცავს 6 ხიდსა (სიგრძით: 98 მ; 65 მ; 98 მ; 98 მ; 65 მ და 131 მ) და 3 გვირაბს (სიგრძით: 70 მ; 182მ; 100 მ).

„მოძრაობის გადმორთვის პირობებში, უკვე მეორე 2 ზოლიან მონაკვეთზე ინტენსიურად გაგრძელდება სამუშაოები და მთლიანობაში, პროგრესის გათვალისწინებით, უკვე მომდევნო მონაკვეთების გახსნა გვაქვს დაგეგმილი,-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, სულ აშენდება 51.6 კმ-მდე კმ გზა, 96 ხიდი და 53 გვირაბი. ინტენსიური უკვე სამუშაოები მიმდინარეობს 71 ხიდზე და 47 გვირაბზე, ხოლო 8 გვირაბი უკვე გაჭრილია. შესაბამისად, რიკოთის მაგისტრალის პროექტის 80% აქტიურ სამშენებლო ფაზაშია.

რიკოთის მაგისტრალური გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქარონსული მაგისტრალისა და ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ჩვენი ქვეყნის ლოჯისტიკურ და სტრანზიტო ჰაბად ფორმირებისთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა არის საუკუნის პროექტი, რომელიც სრულდება ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე და ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციებით. რიკოთის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაადგილების სიჩქარე გაიზრდება და რიგ მონაკვეთებზე თითქმის გაორმაგდება.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც მიმდებარე სოფლების მოსახლეობას საკუთარი ნაწარმის გაყიდვის საშუალება ექნება. ასეთი სავაჭრო მეოდნები მოეწყობა სურამში, შროშასა და ზესტაფონში.

COVID 19-ის გამოწვევის მიუხედავად, რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოები არ გაჩერებულა და მათი პროგრესი შენარჩუნებულია. რიკოთის პროექტებზე ამჟამად დასაქმებულია 4000-ზე მეტი ადამიანი და დასაქმებულთა 68% საქართველოს მოქალაქეა.

ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის 732 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა.

ყველა სიახლე

არჩილ ჩიქოვანი

23 ოქტომბერი 2021, 22:12

პოლიტიკა

არჩილ ჩიქოვანი: ჩვენი ხედვა და მოქალაქეების ჩართულობა გვაძლევს იმედს, რომ არჩევნების მეორე ტურში ბათუმში აბსოლუტურ მხარდაჭერას მივიღებთ

ბათუმის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში ელექტორატის აბსოლუტური მხარდაჭერის იმედი აქვს. მან „ქრონიკაში“ ის მიზეზებიც განმარტა, თუ რატომ ვერ დასრულდა პირველივე ტურში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

რატი ბრეგაძე

23 ოქტომბერი 2021, 21:57

სამართალი

რატი ბრეგაძე: ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე

ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, - მის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. „მოვისმინე ნიკოლოზ ყიფშიძის კომენტარი, რომლის თანახმადაც თითქოს ჩემთან შეხვედრაზე საუბარი იყო პატიმარ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე და თითქოს ამაზე ვმსჯელობდით. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის სიცრუე! ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე. ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ“, - წერსრატი ბრეგაძემ.

გიორგი კალანდარიშვილი

23 ოქტომბერი 2021, 21:48

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში

ისევე როგორს არჩევნების პირველ ტურში, საარჩევნო ადმინისტრაცია მეორე ტურშიც ყველაფერ გააკეთებს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჯანმრთელობისთვის სათანადო პირობები და უსაფრთხოება. ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

23 ოქტომბერი 2021, 21:42

სამართალი

სავაჭრო ცენტრ „გლდანი პლაზაში“ ხანძარი იყო

თბილისში, გლდანში არსებულ სავაჭრო ცენტრ „გლდანი პლაზაში“ ხანძარი იყო. ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „imedinews“-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. ცეცხლი სასაწყობე ფართში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.

არჩილ თალაკვაძე

23 ოქტომბერი 2021, 21:19

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დღეს ერთად გამოვიდნენ პოლიტიკურ სცენაზე, არასოდეს დაშლილან, თუმცა კახა კალაძეს ემუქრებოდნენ გავერთიანდითო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია, თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ვერ დაამარცხებს. მისი თქმით ოპოზიციის კოალიციამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია და დაგეგმილ შედეგზე ვერ გავიდა. ანალოგიური მოლოდინია ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.

არჩილ თალაკვაძე

23 ოქტომბერი 2021, 21:15

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დღეს ატყუებენ ხალხს, რომ გაერთიანდნენ და ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობა შექმნეს, მაგრამ ეს ერთი ძალაა -„ნაციონალური მოძრაობა“დაშლილი სხვადასხვა ფერებში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური გაერთიანება, რომელმაც კოალიციური „ჩრდილოვანი მთავრობა“ წარადგინა, რეალურად „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს და თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ უპირისპირდება. ამ თემაზე არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ ილაპარაკა.

თამთა მეგრელიშვილი

23 ოქტომბერი 2021, 21:05

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: აქციის მიზანი - მიHას დასახსნელად ბოლო გაბრძოლებაა ბათუმში, რაოდენობა - 500 კაცი

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი facebook გვერდზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბათუმში ორგანიზებულ აქციის ფოტოს აქვეყნებს, სადაც მანიფესტანტების მცირე რაოდენობაა.

გია გაბრიჭიძე

23 ოქტომბერი 2021, 21:00

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე: ვხედავთ რამდენი ხართ, პირველ-მეორეზე რომ გაითვალონ, მაქსიმუმ 500 ადამიანი

ვერ გაიმარჯვებთ ვერანაირად. ერთი შანსიც არ არის და თუ რატომ, ძალიან მარტივია - საქართველოს მოსახლეობას სურს სტაბილურობა, სიმშვიდე, უსაფრთხოდ ცხოვრება და ნორმალური, ღირსეული მომავალი, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბათუმში ორგანიზებულ აქციას და აქვეყნებს ფოტოსურათს სადაც ადამიანების მცირე რაოდენობაა.

დავით ქართველიშვილი

23 ოქტომბერი 2021, 20:55

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რაც დღეს ბათუმში ხდებოდა - 500-600 ოცლარიანი აქტივისტის 2-3 საათიანი მობილიზებაა

ის, რაც ხდებოდა დღეს ბათუმში - ეს არაა თავდადება, ეს არაა რევოლუციური განწყობა. ეს არის 500-600 ოცლარიანი აქტივისტის 2-3 საათიანი მობილიზება აჭარის უკლებლივ ყველა რაიონიდან, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას, სადაც მანიფესტანტების მცირე რაოდენობა შეიკრიბა.

არჩილ თალაკვაძე

23 ოქტომბერი 2021, 20:48

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ყველამ იცის რისი გაკეთება შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ ამ წლების განმავლობაში თუნდაც მუნიციპალიტეტების დონეზე

როდესაც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მეორე ტურში გამარჯვება საქმის კეთებისა და განვითარების წინაპირობა კი არა, რაღაც პროცესის დაწყების წინაპირობა იქნება, ყველამ ვიცით ეს რაღაც პროცესი რა არის, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

23 ოქტომბერი 2021, 20:36

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ნაცმოძრაობის“ გენეტიკური კოდი არეულობასა და დესტაბილიზაციაზეა მიმართული, თუ სადმე თავისი კანდიდატი გაიყვანეს, პოლიტიკური საბოტაჟის საფრთხე რეალურია

„ნაციონალურ მოძრაობას“თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, თუ სადმე თავისი კანდიდატის გაყვანის საშუალება მიეცა, ისინი ამას აუცილებლად გამოიყენებენ დესტაბილიზაციისა და არეულობისთვის, პოლიტიკური საბოტაჟისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

23 ოქტომბერი 2021, 20:09

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგარეო საქმეთა მინისტრს 10 ქვეყნის ელჩების „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების ინსტრუქცია მისცა

თურქეთის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრს 10 ქვეყნის ელჩების „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების ინსტრუქცია მისცა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. რამდენიმე დღის წინ, 10 ქვეყნის ელჩებმა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი ბიზნესმენისა და ფილანტროპის, ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

23 ოქტომბერი 2021, 19:58

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძემ ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პირადად გააცნო

თორნიკე რიჟვაძე ბათუმში ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა და სამთავრობო პროგრამის - „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ გადაწყვეტილება პირადად გააცნო. შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია და წელსვე 630 ოჯახზე მეტს, რომლებიც ცხოვრობენ საფრთხის შემცველ გარემოში, ბინების პრობლემა მოუგვარდებათ. მოსახლეობას ბინები გადაეცემა სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში, ბინების საკუთრებაში გადაცემამდე მოხდება ოჯახების ქირით უზრუნველყოფა.

23 ოქტომბერი 2021, 19:50

რეგიონი

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია დასრულდა

ბათუმში, კოლონადებთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია სლოგანით „ბრძოლა გამარჯვებამდე“ ჩატარდა. აქტივისტებს თან ჰქონდათ ბანერები -„ერთად თავისუფლებისთვის და ცვლილებებისთვის“ , „თავისუფლება მიშას“.

ეკატერინე ტიკარაძე

23 ოქტომბერი 2021, 18:52

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსის შემთხვევების განსაკუთრებული ზრდაა ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში, ამ რეგიონებში იყო ვაქცინაციის დაბალი აქტივობა

​​​​​​​კორონავირუსის შემთხვევების განსაკუთრებული ზრდა არის ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ სწორედ ამ რეგიონებში იყო ვაქცინაციის დაბალი აქტივობა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

23 ოქტომბერი 2021, 18:49

COVID19

დღე-ღამეში უკრაინაში 600-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23 785 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს 614 ადამიანი ემსხვერპლა.

23 ოქტომბერი 2021, 18:23

მსოფლიო

BBC: ლონდონში, ცხოველების ორჯერ მეტი ქანდაკებაა, ვიდრე - ქალების

გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში სულ 1 500-მდე ძეგლი დგას. ბრიტანული მაუწყებლის ცნობით, მათგან 100 ცხოველს გამოსახავს, 50 ძეგლი კი ქალისაა. ამასთან, BBC ხაზს უსვამს, რომ 50-დან მხოლოდ 3 ქანდაკება ეძღვნება არათეთრკანიან ქალს.

23 ოქტომბერი 2021, 17:52

რეგიონი

„ქართული ოცნების“ თელავის შტაბის ხელმძღვანელი „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს პროვოკაციაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“თელავის შტაბის ხელმძღვანელი პლატონ კალმახელიძის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თელავის მერობის კანდიდატ გიორგი ბოტკოველის დახმარებით, რადიკალური ოპოზიციის აგიტატორებმა, ცესკოს ოფიციალური გვერდიდან ამომრჩეველთა ერთიანი სიები ამოიღეს და თელავის სხვადასხვა ქუჩის საცხოვრებელ ჭიშკრებზე განათავსეს. კალმახელიძე აცხადებს, რომ ამ ქმედების მიზანია მმართველი პარტიის დისკრედიტაცია. „ნაცმოძრაობა“ მომხდარში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს.

23 ოქტომბერი 2021, 17:35

პოლიტიკა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეხვედრები დასრულდა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან, საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან და მხარდამჭერებთან.

კახა კალაძე

23 ოქტომბერი 2021, 17:32

საზოგადოება

კახა კალაძე: უნდა დავუმტკიცოთ ყველას, რომ ვართ ღირსეულები, ვემსახუროთ თბილისს და თბილისელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ქალაქის განვითარების თაობაზე, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, საკუთარი ხედვა წარუდგინა.