imedi /  11 ოქტომბერი 2021, 14:50 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ეს ცირკი და შოუ, რაც ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ, არის პირადად სააკაშვილის დავალება, რომ მეორე ტურამდე, იციან რა, რომ მეორე ტურებშიც ყველგან დამარცხდებიან, როგორმე აწიონ ტემპერატურა

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ეს ცირკი და შოუ, რაც ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ, რა თქმა უნდა, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს - ეს არის პირადად პატიმარი სააკაშვილის დავალება, რომ მეორე ტურამდე, იციან რა, რომ რა თქმა უნდა, მეორე ტურებშიც ყველგან დამარცხდებიან, როგორმე აწიონ ტემპერატურა და საზოგადოებას მოაჩვენონ, თითქოს პატიმარი სააკაშვილი არის მძიმედ ავად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფაქტი არის შემდეგი, რომ პატიმარი სააკაშვილი დღეს არის ციხეში და ქვეყანაში მის შემოსვლაზე დამატებით ინფორმაციას კვლავაც მიიღებს საზოგადოება.

„ჩვენ შედეგზე ვილაპარაკოთ. ადამიანი შემოიპარა ქურდულად, მანაც ახალი დანაშაული ჩაიდინა, სიტუაცია იყო აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ. ბინის კარი, სადაც სააკაშვილი იმალებოდა, ჩვენმა პოლიციელებმა ამ ბინის გასაღებით გააღეს, ასე რომ აბსოლუტურად უხმაუროდ. ყოველგვარი გართულების გარეშე დააკავეს და მოათავსეს ციხეში. შესაბამისმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე მის მდგომარეობას აკვირდებიან ძალიან კვალიფიციური ექიმები, აკონტროლებენ მის ჯანმრთელობას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამას გარდა, როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს, ამასაც სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ. შესაბამისმა სამსახურმა ამის თაობაზე განცხადებაც გაავრცელა, მან პირადად იყიდა, საკუთარი საკრედიტო ბარათით, ბანკის ბარათით, პირადად იყიდა, გეცინებათ თქვენც, 7 ქილა თაფლი და ნახევარი კილოგრამი თაფლი მიიღო. აქედან გამომდინარე, შეეშვით ტყუილებს და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

ლოიდ ოსტინი

18 ოქტომბერი 2021, 13:36

თავდაცვა

ლოიდ ოსტინი: აშშ აფასებს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს და ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია

აშშ აფასებს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.

18 ოქტომბერი 2021, 13:32

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, ივან კორჩოკს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

18 ოქტომბერი 2021, 13:28

პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ, ხმაური იყო

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც მოსახლეობის ნაწილი მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, ხმაური იყო.

თენგიზ ცერცვაძე

18 ოქტომბერი 2021, 13:17

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ქვეყანაში წარმატებული ვაქცინაციისთვის ყველა პირობაა შექმნილი

მოველოდი, რომ საქართველოში ვაქცინაცია ნელა წავიდოდა, რადგან ანტივაქსერები მძლავრობენ, მაგრამ ამას, რაც მოხდა, არ ველოდი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „იმედის დღეში“ სტუმრობისას განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

18 ოქტომბერი 2021, 13:13

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ვარაუდობენ, რომ იქნება ტვინდემია და წელს გრიპის კომპონენტი უფრო ძლიერად იქნება გამოკვეთილი, რადგან მოსახლეობას გრიპის მიმართ იმუნიტეტი არ აქვს

„რამდენიმე ვარიანტია: პირველი - ნაწილს დაემართოს კოვიდი და მეორე ნაწილს იგივე დროს გრიპი. ორივე ინფექციის კლინიკური გამოვლენა ერთნაირია, არ იცი რომელი გაქვს, ამიტომ აუცილებლად ორივეზე კომბინირებული ტესტირებაა საჭირო. ეს ფინანსურადაც და ტექნიკურადაც უფრო ძნელია, მაგრამ აუცილებელია. მეორე - როდესაც გამოვლინდება, რომ ერთ ავადმყოფს კოვიდი აქვს, მეორეს გრიპი, თუ მძიმე ფორმით არის და საჭიროა ჰოსპიტალიზაცია. ჰოსპიტალური სექტორი ისედაც გადატვირთულია. კიდევ გრიპის განყოფილების შექმნა გახდება საჭირო, რომ ერთად არ დაწვნენ კოვიდიანი და გრიპიანი პაციენტები. წარმოიდგინეთ, რამხელა უხერხულობას შექმნის ეს. და ბოლოს, მესამე - შეიძლება ერთსა და იმავე პიროვნებას ერთდროულად გრიპიც დაემართოს და კოვიდიც. ამიტომ, აუცილებელია არა ერთი, არამედ ორი ვაქცინაცია“, - განმარტა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე

18 ოქტომბერი 2021, 13:11

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: რატომ უწყობს ეს ხალხი საბოტაჟს თავის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, გაუგებარია - ასაცრელად პრაქტიკულად აღარ მოდიან

„რატომ უწყობს ეს ხალხი საბოტაჟს თავის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს! საბოლო ჯამში, ქვეყანას აზარალებს. გარდა იმისა, რომ ვკარგავთ ათეულობით ადამიანსა და ჩვენნაირი ქვეყნისთვის ეს ძალიან მტკივნეულია. ამასთან, ეს ხომ ძაბავს სიტუაციას ქვეყანაში. ისედაც პოლარიზებულია საზოგადოება! კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შემოაქვს. ირღვევა ეკონომიკა, რომელიც ძლივს აღორძინდა. კლებულობს შემოსავლები. ეს სიტუაცია ნორმალური ცხოვრებისგან სულ უფრო გვაშორებს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

18 ოქტომბერი 2021, 13:08

ეკონომიკა

საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, სლოვაკურ და ქართულ კომპანიებს შორის ბიზნეს შეხვედრები იმართება

ფორუმში 20 -მდე სლოვაკური და 50-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს. სლოვაკეთის ბიზნეს დელეგაციას წარმოადგენენ მსხვილი სლოვაკური კომპანიები ენერგეტიკის, ტურიზმის (სათხილამურო კურორტები), ტელეკომუნიკაციების, საკვები პროდუქციის, სამედიცინო და ნანო ტექნოლოგიების სექტორებიდან.

ლოიდ ოსტინი
ჯუანშერ ბურჭულაძე

18 ოქტომბერი 2021, 13:03

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროში ლოიდ ოსტინის დახვედრის ცერემონია გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში თავადაცვის სამინისტროს ეწვია, სადაც ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.

თენგიზ ცერცვაძე

18 ოქტომბერი 2021, 13:00

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ეპიდვითარების გაუარესების მიზეზი ვაქცინაციის კატასტროფულად დაბალი მაჩვენებელი, პირბადის ტარებაზე, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავშეკავებაზე უარი და პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული დიდი თავყრილობებია

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „იმედის დღეში“ სტუმრობისას, იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელთაც ქვეყანაში ეპიდვითარება დაამძიმა.

თენგიზ ცერცვაძე

18 ოქტომბერი 2021, 12:48

პოლიტიკა

თენგიზ ცერცვაძე: ნამდვილად აბსურდის თეატრია, როცა მოსახლეობის მესამედს წარსულში დაბრუნება სურს - მათ მიაჩნიათ, რომ მაშინ მეტი დემოკრატია, ნაკლები ძალადობა, სიტყვის მეტი თავისუფლება და, თქვენ წარმოიდგინეთ, უკეთესი სასამართლოც კი იყო

„სულ ახლახან, საკმაოდ დიდი პოლიტიკური აქტივობა, თავყრილობა იყო და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, საბედნიეროდ, არა უმრავლესობამ, წარსულში, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროში, იმ კოშმარში დაბრუნების სურვილი გამოხატა“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „იმედის დღეში“ სტუმრობისას.

ნათია თურნავა

18 ოქტომბერი 2021, 12:44

COVID19

ნათია თურნავა: ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ვაქცინაციის ე.წ. ირიბი იძულების გზას მიჰყვება, ჩვენ, ჯერჯერობით, იძულების ზომებს არ განვიხილავთ

„ჩვენ, ჯერჯერობით, იძულების ზომებს არ განვიხილავთ, თუმცა მე პირადად მივესალმები ცალკეული ბიზნესის ინიციატივებს, გახდნენ ე.წ. მწვანე სტატუსის მატარებელი და თავისი გადაწყვეტილებით მათ აქვთ უფლება, რომ გარკვეული რეგულაციები თავისი ობიექტის შიგნით შემოიღონ“, - განაცხადა თურნავამ.

18 ოქტომბერი 2021, 12:44

COVID19

რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 8 მილიონს გადააჭარბა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 8 მილიონს გადააჭარბა.

18 ოქტომბერი 2021, 12:39

საზოგადოება

ნიკოლოზ წულუკიძის რუბრიკა „პერსონა“ 10 წლისაა

ნიკოლოზ წულუკიძის რუბრიკა „პერსონა“ 10 წლისაა. „პერსონა“ ქართული ტელესივრცის ერთადერთი გადაცემაა, რომელიც 10 წლის განმავლობაში უწყვეტად მასპინძლობს ადამიანებს, რომლებმაც ეპოქა შექმნეს - ხელოვნების ლეგენდარულ, ცნობილ, დავიწყებულ თუ ისეთ წარმომადგენლებს, რომლებიც ტელესივრცეებს არ სწყალობენ.

ზაალ ანჯაფარიძე

18 ოქტომბერი 2021, 12:37

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: გვარამიას მიერ შიოზე მიტანილი იერიში კიდევ ერთი დასტურია, რომ მათი ენადათაფლული მოწოდებები შერიგებაზე არის სრული სიყალბე

„ცალკეულმა მღვდელმთავრებმა დაიწყეს „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური დღის წესრიგზე ქრისტიანული სწავლების და სახარების მორგება. ეს მათი არჩევანია, ხალხის და ღვთის წინაშე. ხოლო, როდესაც პატრიარქის თანამოსაყდრე შეეცადა საზოგადოებისთვის განემარტა ქრისტიანული სწავლების არსი, და ის, თუ რას გულისხმობს სახარება ბოროტებასთან ბრძოლის კუთხით, ის გახდა საშინელი თავდასხმების და შეურაცხყოფების ობიექტი ნაც-შემადგენლობის და მათი ღია თუ ლატენტური მომხრეების მხრიდან. იცით რატომ გავეშდნენ და გაგიჟდნენ? მათ ჩაეშალათ ის გეგმა -საზოგადოების გულუბრყვილო ნაწილის მიტყუება ყალბი შერიგების გზავნილით, რომელსაც ზურგს უმაგრებდნენ მათი მომხრე „მამაოები“. მოკლედ, თავიანთი რეალური სახე კიდევ ერთხელ აჩვენეს“, - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

ნათია თურნავა

18 ოქტომბერი 2021, 12:29

ეკონომიკა

ნათია თურნავა: კომპანია „ენკასთან“ გვაქვს კომუნიკაცია, რათა საქმე არბიტრაჟამდე არ მივიდეს

„ჩვენი მიმართება არის ის, რომ მაქსიმალურად დიალოგის რეჟიმში შევძლოთ კომპანია „ენკასთან“ ამ საკითხის დარეგულირება და არა საარბიტრაჟო დავის ფარგლებში. რა თქმა უნდა, არბიტრაჟი სასურველი არ არის არც ჩვენთვის და იმედი მაქვს, არც კომპანია „ენკასთვის“. რომლის მთავარი პროფილია მშენებლობა და არა არბიტრაჟში დავა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მათთან ერთად, კომუნიკაციით შევქმენით სამუშაო ჯგუფები, რომლებიც შეხვედრებს აწარმოებენ. ჯერჯერობით არა ჩემ დონეზე - პირადად მე ამ პროცესს ვაკვირდები და მონიტორინგს ვახორციელებ. უკვე სპეციალისტების, იურისტების, ენერგეტიკოსების დონეზე კომუნიკაცია მიმდინარეობს“, - განაცხადა თურნავამ.

18 ოქტომბერი 2021, 12:28

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია ორიენტირებულია ფისკალურ კონსოლიდაციაზე, ვალდებულებების შესრულებასა და ბიზნესის მხარდაჭერაზე

„2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ორიენტირებულია ფისკალურ კონსოლიდაციაზე, მის ფარგლებში სოციალური ვალდებულებების შესრულებასა და ბიზნესის მხარდაჭერაზე“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიას იხილავენ.

ნათია თურნავა

18 ოქტომბერი 2021, 12:25

ეკონომიკა

ნათია თურნავას თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება მომავალ წელს იგეგმება

რამენიმე თვის წინ ჩვენ მოვიწვიეთ კონსულტანტები. კომპანია MTBS-ი ცნობილია საზღვაო სფეროში და საპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. მათ, პრაქტიკულად, ეს პროექტი და საინვესტიციო შეთავაზება განაახლეს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ანაკლიის პორტზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თამთა მეგრელიშვილი

18 ოქტომბერი 2021, 12:12

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიან პოლიტიკას ვერც საღვთო წერილი გაამართლებს და ვერც სახარების „ჟორიკასეული“ აღქმა

„მწარე ღიმილის მომგვრელია, როცა მკვლელი სახარების არასწორ გააზრებაში გადანაშაულებს, საკუთარ მორალურ ღირებულებებს გთავაზობს და ღამღამობით საკუთარ ცოდვილ აჩრდილს ებრძვის!ერთადერთ სწორ რამეს კი ამბობ ისე, ჟორიკავ, „ღმერთს შევევედროთ რომ მოგვიტევოსო“... ევედრე, ევედრე, უფალთან სავედრებელი მართლაც ბევრი გაქვს“, - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

18 ოქტომბერი 2021, 12:06

COVID19

საქართველოში „ვაქცინაციის მარათონი“ დაიწყო

დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, „ვაქცინაციის მარათონი“ დაიწყო. „ჩაერთე შენივე სოფლიდან“, - ამ კამპანიის ფარგლებში, პირველი ადგილი სოფელი კავთისხევია, სადაც მოქალაქეები დილიდან ამბულატორიაში კოვიდვაქცინით იცრებიან.

ბენ ჰოჯესი

18 ოქტომბერი 2021, 12:06

პოლიტიკა

ბენ ჰოჯესი: საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში თავდაცვის მდივნის ვიზიტი მკაფიო სიგნალია, რომ აშშ დაინტერესებულია შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონით

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტს ეხმაურება.