imedi /  15 ოქტომბერი 2021, 11:06 / სანდო წყარო

სოფლების - ხიდისყურისა და საქადაგიანოს მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად განაგრძობს სამუშაოებს სოფლებში, სადაც წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არასდროს ყოფილა.

უწების ცნობით, წყლის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მომზადდა პროექტი და ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ხიდისყურსა და საქადაგიანოში.

ორივე სოფელში მოსახლეობის უმრავლესობა წყალს ეზოებში თვითნებურად მოწყობილი ჭებიდან მოიხმარს. სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელების, წყლის სათავე ნაგებობებისა და სატუმბი სადგურების მოწყობა. შენდება რეზერვუარები და გამრიცხველიანდება მოსახლეობა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს წყლის დანაკარგს.

პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2,6 მილიონ ლარზე მეტი ხმარდება. სამუშაოების დასრულება 2022 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი, რის შემდეგაც ადგილობრივ მოსახლეობას უწყლობით გამოწვეული პრობლემა მოუგვარდება და ორი სოფლის 2 000-მდე მცხოვრებელი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

ყველა სიახლე

ვიქტორ ყიფიანი

04 დეკემბერი 2021, 21:48

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე: ჩვენს სამეზობლოსთან შედარებით ჩვენი ინსტიტუტები, პოლიტიკური და სამართლებრივი რეფორმები დაწინაურებულია და საქართველოს, როგორც ღირსეულ პარტნიორს ისე შეუძლია ჩავიდეს თავის ევროპელ პარტნიორებთან

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რამდენად წელგამართული მიდის საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე ვფიქრობ, რომ ჩვენი წელ გამართულობის მთავარი მიზეზი გამოიხატება ორ ასპექტში: პირველი - მიუხედავად გარკვეული განსხვავებებისა ქვეყნის პოლიტიკურ კუსთან დაკავშირებით ყველა მთავარი პოლიტიკური მოთამაშე თანხმდება, რომ პოლიტიკურ ევროპაში საქართველოს გაწევრიანება არის ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო გზა და მეორე - საზოგადოებაში არის ვრცელი და ფართო კონსესუსი, რომ ეს არის ის გზა, რომლითაც ქვეყანამ უნდა იაროს. მე ვფიქრობ, რომ წელ გამართულობის მხრივ მორალური ძალისა და მორალური ავტორიტეტის, ეს არის ყველაზე ჩვენი მთავარი იარაღი.“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ვიქტორ ყიფიანი

04 დეკემბერი 2021, 21:13

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: იმისთვის, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინსტიტუტები „აიძულო“ შენსკენ გადმოდგან შემხვედრი ნაბიჯი, ფაქტია და პრაქტიკაც გვიჩვენებს, საჭიროა ძალისხმევათა გაერთიანება

იმისთვის, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინსტიტუტები „აიძულო“ შენსკენ გადმოდგან შემხვედრი ნაბიჯი, ფაქტია და პრაქტიკაც გვიჩვენებს, საჭიროა ძალისხმევათა გაერთიანება, - ამის შესახებ ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ დამფუძნებელმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

04 დეკემბერი 2021, 21:03

თემა

შეიძლება თუ არა ადამიანების „გამოცრა“? შეთქმულების თეორეტიკოსები „დევაქცინაციის“ საშუალებად საშიშ და ტოქსიკურ ნივთიერებებს მიიჩნევენ

სოციალური ქსელებში ანტივაქსერული შეთქმულების თეორიები აღარავის უკვირს. თუმცა დევაქცინაციის მოტივით გავრცელებული ახალი სიგიჟე უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება. შესაძლებელია თუ არა ადამიანების გამოცრა და რა საფრთხეს უქმნის სხვადასხვა ნივთიერებით დევაქცინაციის მცდელობა ადამიანების სიცოცხლეს?ამ კითხვებზე პასუხები Businessinsider- მა მოიძია.

მიხეილ სარჯველაძე

04 დეკემბერი 2021, 20:57

სამართალი

მიხეილ სარჯველაძე: მენიშნა, რომ დაიწყო ჯაჭვის შეკვრა, რაც შეიძლება გახანგრძლივდეს სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში ყოფნა

„ამბობდნენ, რომ კედელ-კედელ დადის და გადაადგილება უჭირსო, შემდეგ რაც სასამართლოზე ვიხილეთ იგივე მდგომარეობა არ არის. იმის გამო, რომ ნოემბრის დასაწყისში სააკაშვილს ჯანმრთელობის ასეთი მდგომარეობა ჰქონდა, ამის გამო 6 წელი გორის ჰოსპიტალში უნდა მოიხადოს?! ობიექტურად, ვიდრე ამის საჭიროება იარსებებს, დიახ ის უნდა დარჩეს გორის ჰოსპიტალში, მაგრამ რაც წამს ის ობიექტური საჭიროება აღარ იქნება და შესაძლებელი გახდება გარკვეული თერაპიული კურსი ან მკურნალობა გაიაროს არა გორის ჰოსპიტალში, არამედ რუსთავში ან გლდანის დაწესებულებაში, ბუნებრივია ეს გამოიწვევს მისი მდებარეობის შეცვლაზე გადაწყვეტილების მიღებას, ეს ლოგიკურია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძე

04 დეკემბერი 2021, 20:49

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ამ წუთას მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში არ დგას

ამ წუთას მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. რომც იყოს მოთხოვნა, დღეს საქართველოში სხვა ამოცანები დგას - განსახილველია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ვლადიმერ ბექიშვილი

04 დეკემბერი 2021, 20:31

სამართალი

პროკურორი ზურაბ ზვიადაურის საქმეზე: ბრალდების მხარისთვის მოულოდნელი იყო მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლების შესახებ

მისივე თქმით, ბრალდების მხარე ვერ ასაჩივრებს ცალკე მოსამართლის აღნიშნულ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება საჩივრდება შემაჯამებელ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად, ამიტომ, ამ ეტაპისთვის მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვერ გასაჩივრდება.

მიხეილ სარჯველაძე

04 დეკემბერი 2021, 20:28

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: რა დანაშაულიც აქვს ჩადენილი, ბუნებრივია იმაზე მიხეილ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს

რა დანაშაული აქვს ჩადენილი, ბუნებრივია იმაზე მიხეილ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

04 დეკემბერი 2021, 20:27

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: აღიარებაა, რომ ყველა იმ ხარჯის შესახებ, რაზეც იყო საუბარი, სააკაშვილი თურმე აბსოლუტურად ინფორმირებული ყოფილა

დიდი ხანია ცდილობენ, რომ რაღაცნაირად გააუბრალოვონ თემა - თემა კი უმძიმესია. ამაზე უფრო მძიმე კორუფციული სამართალდარღვევა, რაც იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მმართველობისთვის დამახასიათებელი, ასე სააშკარაოზე არასდროს გვინახავს- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

სილვესტერ სტალონე

04 დეკემბერი 2021, 19:33

მსოფლიო

სილვესტერ სტალონემ გერმანიაში თავისი ნახატების გამოფენა გახსნა

ექსპოზიცია მსახიობის იუბილეს ეძღვნება - წელს სტალონეს 75 წელი შეუსრულდა. ჰაგენის მუზეუმში მისი 50 ნახატი ჩაიტანეს. მათ შორისაა ავტოპორტრეტები და ახალგაზრდობის დროინდელი ნამუშევრები, რომელიც ფართო საზოგადოებას აქამდე არ უნახავს.

კახა კალაძე

04 დეკემბერი 2021, 19:17

საზოგადოება

კახა კალაძე: საახალწლო ბიუჯეტი, რასაკვირველია, დამოკიდებულია ღონისძიებების მასშტაბებზე

„თუ თქვენ მეტყვით და მირჩევთ, რანაირად შეიძლება მაგალითად, მომღერლები ტენდერის საფუძველზე შევარჩიოთ, უდიდეს მადლობას გადაგიხდით. რა უნდა იყოს ტენდერის პირობები, რის მიხედვით შევარჩიოთ, პირველი თუ მეორე ხმის მიხედვით?“, - განაცხადა კახა კალაძემ.

04 დეკემბერი 2021, 19:01

სამართალი

შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა

„აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციის მხრიდან აღნიშნული ორგანიზაცია არაერთგზის იქნა გაფრთხილებული, მასობრივი გასართობი ღონისძიების განხორციელების აკრძალვასთან დაკავშირებით, ვინაიდან 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედებული ცვლილებების მიუხედავად იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილების შესაბამისად, მასობრივი გასართობი თუ სოციალური ღონისძიებების განხორციელება კვლავ აკრძალვად რჩება“.

გურამ მაჭარაშვილი

04 დეკემბერი 2021, 17:57

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: თეა წულუკიანს პასუხები საკმაოდ სწორი და ადეკვატური ჰქონდა - თუ პოლიტიკოსი არ მოგწონს და იცი, რომ შენზე ძლიერია, არ უნდა შეხვიდე პოლემიკაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი პარლამენტში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის გუშინდელ გამოსვლას და ოპონენტებთან მის პოლემიკას გამოეხმაურა. მისი თქმით, კითხვებზე თეა წულუკიანის პასუხები ადეკვატური იყო.

ჟაირ ბოსონარუ

04 დეკემბერი 2021, 17:53

მსოფლიო

კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო ბრაზილიის პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

კონკრეტულად საუბარია ვიდეოჩანაწერზე, რომელშიც ბოლსონარუმ კოვიდსაწინააღმეგო ვაქცინასა და შიდსს შორის კავშირზე ისაუბრა. Facebook-ის პირდაპირ ეთერში, ის დაეყრდნო ბრიტანეთის ხელისუფლების არარსებულ „ოფიციალურ ანგარიშებს“, რომლის თანახმადაც, ადამიანებში, რომლებიც სრულად აცრილები არიან, შიდსი „უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.

04 დეკემბერი 2021, 17:48

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობის აქცია დასრულდა

მისი თქმით, სოფლის მოსახლეობისგან შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად პრობლემის მოგვარებაზე იმსჯელებს. გუბერნატორის განცხადებით, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს როგორც კეთილსინდისიერი მყიდველის, ასევე სოფლის მცხოვრებელთა ინტერესები.

დავით რეხვიაშვილი

04 დეკემბერი 2021, 17:37

COVID19

დავით რეხვიაშვილი: ცნობილია, რომ „ომიკრონი“ ძირითადად აუცრელ ადამიანებში ვრცელდება

როგორც ვიცით საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევა არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ახალი შტამი „ომიკრონი“ ძირითადად აუცრელ ადამიანებში ვრცელდება

დევი ტაბიძე

04 დეკემბერი 2021, 17:18

COVID19

დევი ტაბიძე: აცრა გვიცავს ადამიანებს, არ გავხდეთ პაციენტები

„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის ზუსტი ინფორმაცია ეს აცრა შველის თუ არა ახალი შტამის გავრცელებას, მაგრამ სხვა გამოსავალი და იარაღი ჯერჯერობით არ არსებობს, ამიტომ ამ ახალ შტამს აცრილები უნდა დავხვდეთ. აცრა არის ის, რომელიც დაგვიცავს ადამიანებს არ გავხდეთ პაციენტები“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.

04 დეკემბერი 2021, 17:04

მსოფლიო

ინდონეზიაში ვულკანი სემერუ ამოიფრქვა

ვულკანიდან ამოფრქვეული კვამლის სიმაღლე 12 000 მეტრს აჭარბებს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები კვამლის უზარმაზარი ღრუბლისგან თავის დაღწევას გაქცევით ცდილობენ.​

04 დეკემბერი 2021, 16:05

პოლიტიკა

ეუთოს გასულმა, მოქმედმა და მომავალმა თავმჯდომარეებმა ერთობლივ განცხადებაში საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს

ეუთოს 28-ე მინისტერიალის ფარგლებში, ეუთო-ს გასულმა (ალბანეთი), მოქმედმა (შვედეთი) და მომავალი ორი წლის (პოლონეთი და ჩრდილოეთ მაკედონია) თავმჯდომარეებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება - STOCKHOLM „QUADRIGA“ STATEMENT: OUR COMMITMENTS, OUR SECURITY, OUR OSCE.

გურამ მაჭარაშვილი

04 დეკემბერი 2021, 15:40

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ყველამ ნახა, რომ სააკაშვილი არის ჯანმრთელი, რუსთავის ციხეში გადაყვანაზე ექიმთა დასკვნების საფუძველზე გადაწყვეტილებას მიიღებს პენიტენციური სამსახური

მინდა გითხრათ, რომ „ქართულ ოცნებაში“ პატიმარ სააკაშვილზე მსჯელობა საერთოდ არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, „ნაცმოძრაობას“ და მის ტელეკომპანიებს სურთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი იყოს დღის წესრიგში, სწორედ ამიტომ, როდესაც ამ საკითხის მინელება ხდება, აუცილებლად რაღაც დეზინფორმაციას ავრცელებენ.

04 დეკემბერი 2021, 15:18

რეგიონი

სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობის ნაწილი მთავრობის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვს

ამ მიზნით სოფლის მოსახლეობის ნაწილი ამ წუთებში ავტობანის მიმდებარედ, მეორეხარისხოვანი მნიშვნელობის გზაზეა შეკრებილი. ისინი აცხადებენ, რომ თუ მათ მთავრობის წარმომადგენელი არ შეხვდება, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს გადაკეტავენ.