imedi /  16 ოქტომბერი 2021, 15:56 / სანდო წყარო

ზუგდიდში, ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით რაგბის კომპლექსი შენდება

ქართულ რაგბის მალე კიდევ ერთი სარაგბო კერა შეემატება. საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ზუგდიდში უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტს შეეჭიდა. ფონდის დაფინანსებით ზუგდიდელებს მალე ორმოედნიანი თანამედროვე სტანდარტების სარაგბო კომპლექსი ექნებათ, რომელიც ჯამში 5000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

სამეგრელოში ეს მეორე პროექტია ფოთის სარაგბო სტადიონის შემდეგ, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ განახორციელებს, რაც რეგიონში რაგბის განვითარებას უცილობლად შეუწყობს ხელს. წარმოუდგენელია ამ კუთხის შვილების გარეშე სპორტის ნებისმიერ სახეობაში და, მით უფრო,რაგბიში საერთაშორისო ასპარეზზე რაიმე ხელშესახები შედეგის ჩვენება. აქ გაიზარდნენ რაგბის ისეთი ვარსკვლავები, როგორიც იყვნენ დათო კილასონია, ირაკლი კიზირია, ალექსანდრე გრიგალავა, დიმიტრი ბასილაია და სხვები.

მშენებლობის პროცესი საქართველოს რაგბის კავშირის, საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მოინახულეს.

„რაგბის განვითარებისთვის ზრუნვა გრძელდება. ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ 14 საუცხოო სარაგბო ბაზა ააშენა. მათ შორის ერთი ქალაქ ფოთში. ახლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზის მშენებლობა ზუგდიდში მიმდინარეობს. ვფიქრობ, ცოტა დაგვიანებულიც კია. ზუგდიდს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გამართული სარაგბო ინფრასტრუქტურა, რადგან ამ რეგიონმა ბევრი სახელოვანი მორაგბე აღუზარდა ქართულ რაგბის. ბაზას უმნიშვნელოვანესი დატვირთვა მიეცემა, რადგან აფხაზეთის სიახლოვეს გვექნება შესანიშნავი სარაგბო კომპლექსი. მეზობელი სოფლებიდან ბავშვები შეძლებენ რაგბიში ჩაერთონ. იმ ამბიციური გეგმების განხორციელებას კი, რომელიც გაცხადებული გვაქვს, სამეგრელოსა და ჩვენი აფხაზი ძმების გარეშე ვერ შევძლებთ. დღეს ჩვენ მოვიარეთ, დავათვალიერეთ, ვნახეთ სამშენებლო პროცესი და, ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვები უკვე შეძლებენ ვარჯიშს. ველით, რომ მათგანაც მივიღებთ მაღალი დონის მორაგბეებს. მომდევნო წლები გამორჩეული იქნება სარაგბო აქტივობით. ახლახან, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა და გარწმუნებთ, წინ დიდი გამარჯვებები გველოდება“, - აცხადებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე.

საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, ფონდი „ქართუ“ განაგრძობს რაგბის მხარდაჭერის პროგრამას.

„ჯამში ჩვენ თოთხმეტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო ბაზა ავაშენეთ. დავიწყეთ ზუგდიდში მორიგი ბაზის მშენებლობა. ეს ბაზა ოთხ ჰექტარზე იქება განთავსებული. ორი მოედნიდან ერთი ხელოვნურსაფარიანი იქნება, მეორეზე კი, ბუნებრივი საფარი დაიგება. აშენდება სასტუმრო, სადაც საწვრთნელი შეკრებებისას შეიძლება დაბინავდნენ კლუბები, ასაკობრივი ნაკრებები. ეს პროექტი ზუგდიდისთვის იქნება უმნიშვნელოვანესი სპორტის განვითარების კუთხით, ასევე მთელი რეგიონისთვის, ვინაიდან აფხაზეთიდანაც შეძლებენ მსურველები რაგბიში ჩაბმას. ვფიქრობ, ამით ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო საქმე გაკეთდება“, - ამბობს ნიკოლოზ ჩხეტიანი.

ცხადია, ასეთი მასშტაბური პროექტის მიმდინარეობა ახარეს ზუგდიდის მერობის კანდიდატს მამუკა წოწერიასაც.

„საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ზუგდიდში დაიწყო უმნიშვნელოვანესი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. პროექტი მოიცავს ორ სარაგბო მოედანს, ბუნებრივი და ხელოვნური საფარით. ასევე გათვალისწინებულია სასტუმრო და ყველა მნიშვნელოვანი დამხმარე ინფრასტრუქტურა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სტანდარტების მქონე ობიექტს, რომელიც ასევე იქნება წამახალისებელი ამ უბნის, როგორც ინფრასტრუქტურული ასევე, ურბანული განვითარებისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ იმ იმიჯის შემქმნელი ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის, რომელიც მიმდინარეობს ან უკვე დასრულდა ჩვენს ქალაქში. ესენია დრამატული თეატრი, ნიკოსეული სასახლე და ბოტანიკური ბაღის საპროექტო სამუშაოები. ეს ის დახმარებაა, რომლის გარეშეც ამ ობიექტების რეაბილიტაცია წარმოუდგენელი იყო ადგილობრივი ბიუჯეტით“, - ამბობს მამუკა წოწერია.

ყველა სიახლე

27 ნოემბერი 2021, 15:53

სამართალი

ტყიბულში, ქვანახშირის მოპოვების კარიერში, ნახშირის მასა ჩამოიშალა - სავარაუდოდ, ნანგრევებში ორი ადამიანია მოყოლილი

ტყიბულში, ქვანახშირის კერძო მოპოვების კარიერში ნახშირის მასა ჩამოიშალა, რის შედეგადაც, ნანგრევებში, სავარაუდოდ, ორი ადამიანია მოყოლილი. „იმედინიუსის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

27 ნოემბერი 2021, 15:42

საზოგადოება

ზუგდიდში 600 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

ზუგდიდში, დევნილი ოჯახებისთვის, უპრეცედენტოდ მასშტაბური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებლის მფლობელი კიდევ 600 დევნილი ოჯახი გახდა.

27 ნოემბერი 2021, 15:25

რეგიონი

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ფარავნის უღელტეხილზე შეზღუდვა დაწესდა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ფარავნის უღელტეხილზე შეზღუდვა დაწესდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

27 ნოემბერი 2021, 15:14

COVID19

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი გერმანიაშიც დაფიქსირდა

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი გერმანიაშიც დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჰესენის მხარის სოციალურ საკითხთა მინისტრი კაი კლოზე ავრცელებს.

27 ნოემბერი 2021, 15:05

მსოფლიო

ბრიტანეთში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა - არის მსხვერპლი

დიდ ბრიტანეთში ქარიშხალმა „არვენმა“ ორი კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. ერთი ადამიანი, რომელიც მასწავლებელი იყო, ანტრიმში, მას შემდეგ დაიღუპა, რაც მის ავტომობილს ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა. ხემ მოიყოლა კიდევ ერთი კაცი კამბრიაში. ისიც დაიღუპა.

27 ნოემბერი 2021, 14:44

სამართალი

ჰოლივუდის კინოსტუდიების მოთხოვნით, Facebook-მა და Instagram-მა ქართული ე.წ. მეკობრული საიტების გვერდები წაშალა - შესაძლოა, საიტები Google-მაც შეზღუდოს

სოციალურმა ქსელებმა - Facebook-მა და Instagram-მა, ჰოლივუდის კინოსტუდიების მოთხოვნით, ქართული მეკობრული საიტების Facebook და Instagram-გვერდები წაშალა. მოსალოდნელია, რომ მეკობრულ საიტებს Google-ის საძიებო სისტემაც შეზღუდავს.

27 ნოემბერი 2021, 14:25

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძე: მომდევნო 4 წლის განმავლობაში, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება

ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ოზურგეთისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრეს.

გიორგი ვოლსკი

27 ნოემბერი 2021, 14:21

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ენტონი ბლინკენის განცხადებები არ არის მხოლოდ განცხადებები, ეს არის მოქმედებების დაწყების სიგნალი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებებს გამოეხმაურა.

თამარ გაბუნია

27 ნოემბერი 2021, 14:15

COVID19

თამარ გაბუნია: ძალიან რთულია პროგნოზირება, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსის ახალი ვარიაციის ამ ქვეყანაში გავრცელებამ - ეს შტამი კიდევ ერთი, დამატებითი მიზეზია, რომ ყველამ დროულად მიიღოს ვაქცინაციის გადაწყვეტილება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გამოვლენის შემდეგ, აუცილებელია, კოვიდვაცინაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს.

ბრაიან ადამსი

27 ნოემბერი 2021, 14:01

COVID19

ბრაიან ადამსს კორონავირუსი ერთ თვეში მეორედ დაუდგინდა

კანადელ მუსიკოსსა და შემსრულებელს, ბრაიან ადამსს, ერთი თვის განმავლობაში, კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა. როგორც ხელოვანი Instagram-ის საკუთარ გვერდზე წერს, ვირუსი იტალიაში, მილანის აეროპორტში აღმოაჩნდა.

ფრანკ ულრიხ მონტგომერი

27 ნოემბერი 2021, 13:34

COVID19

მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელი: „ომიკრონი“ შესაძლოა ისეთივე საშიში იყოს, როგორიც „ებოლას“ ვირუსია

მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის (WMA) ხელმძღვანელის, ფრანკ ულრიხ მონტგომერის განცხადებით, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი შესაძლოა ისეთივე საშიში იყოს, როგორიც „ებოლას“ ვირუსია. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Berliner Zeitung-ი წერს.

27 ნოემბერი 2021, 13:26

მსოფლიო

აშშ-ის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სროლა იყო, დაჭრილთა შორის 10 წლის ბავშვიცაა

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ქალაქ დარემში მდებარე სავაჭრო ცენტრში სროლა იყო. დაჭრილია 3 ადამიანი, მათ შორის 10 წლის ბავშვიცაა. პოლიციაში აცხადებენ, რომ სროლა ადამიანთა ორი ჯგუფის დაპირისპირებას მოჰყვა. ისინი ერთმანეთს იცნობდნენ. არსებული ინფორმაციით, ბავშვს ასხლეტილი ტყვია მოხვდა და სამიზნე ის არ ყოფილა.

27 ნოემბერი 2021, 12:58

მსოფლიო

თურქმენეთის საბავშვო ბაღებში მულტფილმების რუსულად ჩვენება და სატრანსპორტო საშუალებებში ინსტრუქციების რუსულ ენაზე გაცემა აიკრძალა

თურქმენეთში, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ანიმაციურ ფილმებს რუსულ ენაზე აღარ უჩვენებენ. მედიის ინფორმაციით, ინსპექტორებმა უკვე შეამოწმეს რამდენიმე ბაღი და იქ, სადაც დარღვევა დაფიქსირდა, თანამშრომლების ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილს კი მკაცრი საყვედური გამოუცხადეს.

27 ნოემბერი 2021, 12:33

COVID19

ფარმაცევტული გიგანტები „ომიკრონის“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ

ფარმაცევტული გიგანტები კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.

ირაკლი ჭიჭინაძე და ფრენკ აბელი

27 ნოემბერი 2021, 12:32

თავდაცვა

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ გერმანელი ექსპერტი დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო საინჟინრო ინიციატივის გერმანელ ლიდერს, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის მედალი გადასცა.

27 ნოემბერი 2021, 12:27

საზოგადოება

მთაწმინდის პარკი „ახალი ღვინის ფესტივალს“ მასპინძლობს

მთაწმინდის პარკში რიგით მე-12 „ახალი ღვინის ფესტივალი" იმართება. ფესტივალში 150-მდე ღვინის მწარმოებელი, მათ შორის, 100-მდე მცირე საოჯახო მარანი მონაწილეობს, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

27 ნოემბერი 2021, 12:20

სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია

საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. რუსეთის ქალაქ უფაში მიმდინარე ევროპის გუნდური ჩემპიონატის მეოთხედფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის ნაკრები 4-2 დაამარცხეს.

ივანე ჩხაიძე

27 ნოემბერი 2021, 12:13

COVID19

ივანე ჩხაიძე: თუ „ომიკრონი“ უფრო გადამდებია, ვიდრე - „დელტა“, რის წარმოდგენაც რამდენიმე კვირის წინ შეუძლებელი იყო, უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანას კიდევ უფრო ძლიერი ტალღა დაემუქრება

იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავრუსის ახალმა შტამმა - „ომიკრონმა“, შესაძლოა, იმაზე დიდი საფრთხე შეუქმნას საქართველოსა და მსოფლიოს, ვიდრე ეს წინა შტამების შემთხვევაში იყოს.

27 ნოემბერი 2021, 11:59

მსოფლიო

მექსიკაში ავარიას, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა

ცენტრალურ მექსიკაში, სან ხოსე ელ გუარდაში ავტობუსი სახლს შეეჯახა. შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 20-მდე მგზავრი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსს, რომლითაც მგზავრები სალოცავისკენ მიემართებოდნენ, სამუხრუჯე სისტემის პრობლემა აღმოაჩნდა, თუმცა, ოფიციალურად, ეს ჯერ დაზუსტებული არაა.

ჯო ბაიდენი

27 ნოემბერი 2021, 11:52

მსოფლიო

ჯო ბაიდენის განცხადებით, უახლოეს დღეებში ის ვლადიმირ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ „დიდი ალბათობით“, უახლოეს დღეებში ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გაესაუბრება. ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი წერს.