imedi /  25 ოქტომბერი 2021, 16:01 / სანდო წყარო

მამუკა წოწერია მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით სოფელ ჯიხაშკარში ხვდება

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, მამუკა წოწერია მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს, წოწერია ამჯერად მოქალაქეებს სოფელ ჯიხაშკარში ხვდება და მოსახლეობას არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატთან ერთად გამართულ შეხვედრაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სოზარ სუბარი, ლადო კახაძე და ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრები მონაწილეობენ. მამუკა წოწერიას განმარტებით, ერთადერთი ძალა, რომელსაც კონკრეტული გეგმები და მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგია აქვს, სწორედ „ქართული ოცნებაა“.

„ჩვენ პროგრამული ხედვებით მივდივართ მოსახლეობის წინაშე. თითოეული სოფლის მიხედვით განსახორციელებელი დეტალური პროექტები და ოთხწლიანი განვითარების გეგმა გვაქვს შემუშავებული. აქ საუბარია ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, ჯანდაცვის პროექტებსა და ახალგაზრდულ პოლიტიკაზე. რაც შეეხება განწყობას, იკვეთება ერთი გარემოება, რომ ამომრჩეველი თვლიდა საგრძნობ უპირატესობას „ქართული ოცნების“, მისი პროგრამული ხედვის. აქედან გამომდინარე, გარკვეული ელექტორატი პასიურ მდგომარეობაში იყო, რომელიც მოახდენდა მნიშვნელოვან ზეგავლენას პირველი ტურის შედეგებზე. ამჟამად ისინი გვიდასტურებენ, რომ იქნებიან აქტიურები და მიიღებენ მეორე ტურის არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რესურსი ჩვენი შედეგის გაზრდის არის ძალიან დიდი და ეს საშუალებას მოგვცემს დამაჯერებლად გავიმარჯვოთ მეორე ტურში“, - განაცხადა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ.

სოზარ სუბარის თქმით, ძალიან ბევრი ადამიანია ვისთვისაც მიუღებელია სისხლიანი რეჟიმის დაბრუნება.

„რამდენიმე დღეა დავდივართ ზუგდიდის სოფლებში, ქალაქში და განწყობა ყველგან არის ძალიან კარგი. მთელი რიგი ფაქტორები იყო რამაც განაპირობა, რომ პირველ ტურში არ დამთავრდა არჩევნები, თუმცა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში ქალაქშიც და სოფლებშიც გავიმარჯვებთ დამაჯერებლად, არამარტო ზუგდიდში, არამედ იგივე მოხდება სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტში, იგივე მოხდება ქუთაისში, თელავში და ყველგან სადაც მეორე ტურებია. დღეს კარგად ჩანს ხალხის განწყობა, ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებისთვისაც მიუღებელია სისხლიანი რეჟიმის დაბრუნება. უბრალოდ იმის გამო, რომ ისედაც დარწმუნებული იყვნენ გამარჯვებაში, ზოგი არ მივიდა არჩევნებში, ზოგი საერთოდ სხვა ქალაქში იყო და არ ჩათვალა საჭიროდ დაბრუნებულიყო, დღეს ყველა მზად არის, რომ ჩამოვიდეს და ხმა მისცეს ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა.

მამუკა წოწერიასთან ერთად შეხვედრებში აქტიურად მონაწიელეობენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ამჯერად ჯიხაშკარში ჯგუფ ქუჩის ბიჭების წევრები მოსახლეობას კარდაკარ ზუგდიდის მერობის კანდიდატთან ერთად ხვდებიან.

„ჩვენ უნდა მივიდეთ 30 ოქტომბერს და გავაკეთოთ არჩევანი და სწორი არჩევანი უნდა იყოს ეს. ეს არჩევანი უნდა უკავშირდებოდეს განვითარებას, სტაბილურობას. ყველას მოვუწოდებ, 30 ოქტომბერს მხარი დაუჭიროს მამუკა წოწერიას, იმისათვის რომ გაიმარჯვოს ზუგდიდმა, გაიმარჯვოს იმ პროექტებმა, რომელიც დაწყებულია ამ მუნიციპალიტეტში“ - განაცხადა ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრმა ზურა ხაჩიძემ.

ყველა სიახლე

09 დეკემბერი 2021, 10:58

პოლიტიკა

საპარლამენტო დელეგაციის წევრები საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს საბინ ტიეს და თავმჯდომარის მოადგილეს, ანდრე რეიშარდტს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

09 დეკემბერი 2021, 10:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს საქართველო თვალსაჩინო მიღწევებით ხვდება, ხელისუფლების პროგრესულ პოლიტიკას არაერთი საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს საქართველო თვალსაჩინო მიღწევებით ხვდება, ხელისუფლების პროგრესულ პოლიტიკას არაერთი საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

09 დეკემბერი 2021, 10:52

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 566 თბილისში, 602 იმერეთში, 253 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 562 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 566 შემთხვევა, აჭარა - 215, იმერეთი - 602, ქვემო ქართლი - 193, შიდა ქართლი - 300, გურია - 76, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 253, კახეთი - 159, მცხეთა-მთიანეთი - 89, სამცხე-ჯავახეთი - 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

09 დეკემბერი 2021, 10:51

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 10 660 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 10 660-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 276 478 აცრა გაკეთდა.

09 დეკემბერი 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,06%-ია

7 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის - 7,06%, ბოლო 14 დღის - 8,22%, ბოლო 7 დღის - 7,91%

09 დეკემბერი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 3562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3562 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4145 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 879 368 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 822 108, გარდაიცვალა 12 582 პაციენტი.

09 დეკემბერი 2021, 10:47

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 63 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 63 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 879 368 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 822 108, გარდაიცვალა 12 582 პაციენტი.

კაილ ქლინქსქეილსის ავტომობილი, რომელიც ბიჭის დაკარგვის დროს, თეთრი იყო

09 დეკემბერი 2021, 10:43

მსოფლიო

აშშ-ში 45 წლის წინ დაკარგული ბიჭის ავტომობილი და, სავარაუდოდ, მისი ძვლები იპოვეს

აშშ-ში 1976 წელს გაუჩინარებული 22 წლის სტუდენტის, კაილ ქლინქსქეილსის ავტომობილი იპოვეს. ის სახლიდან, ჯორჯიის შტატიდან, ალაბამაში მდებარე უნივერსიტეტისკენ საკუთარი ავტომობილით, Ford Pinto-თი მიემგზავრებოდა, თუმცა, ამ დღის შემდეგ აღარავის უნახავს. მშობლებმა პოლიციას 1976 წლის 27 იანვარს მიმართეს და ძებნა გამოცხადდა.

09 დეკემბერი 2021, 10:27

COVID19

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის დასადასტურებლად, საკმარისი იქნება მათ ქვეყანაში გაცემული შესაბამისი საბუთების წარდგენა

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის დასადასტურებლად, საკმარისი იქნება მათ ქვეყანაში გაცემული შესაბამისი საბუთების წარდგენა. შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა.

09 დეკემბერი 2021, 10:13

სამართალი

თბილისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

09 დეკემბერი 2021, 10:10

პოლიტიკა

„ჯეოქეისი“: „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შესახებ განცხადებას უკრაინულ და მოლდოვურ ორგანიზაციებთან ერთად აქვეყნებს

ანალიტიკურმა ორგანიზაცია „ჯეოქეისმა“ უკრაინულ და მოლდოვურ ორგანიზაციებთან ერთად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. განცხადების ხელმომწერები „ასოცირებული ტრიოს“ შექმნას მიესალმებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ 2021 წლის 17 მაისს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი და 19 ივლისს სახელმწიფო მეთაურების დონეზე მიღებული პეტრას დეკლარაცია დასტურია ევროინტეგრაციის გზაზე რეგიონული ხედვის მეტად განვითარებისა.

09 დეკემბერი 2021, 10:01

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა ევროპული ასოციაცია COST-ის დირექტორთან საქართველოს სრულად გაწევრიანების საკითხი განიხილა

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროპული ასოციაცია COST-ის დირექტორთან რონალდ დე ბრუინთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ევროპულ ასოციაცია COST-ში საქართველოს სრულად გაწევრიანების, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში საქართველოს მონაწილეობის საკითხები განიხილეს.

09 დეკემბერი 2021, 09:48

საზოგადოება

აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ რვა პირს დღეს დაკრძალავენ

აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში დღეს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება. დღესვე კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა პირიდან ოთხ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, დანარჩენ მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ.

09 დეკემბერი 2021, 09:42

სამართალი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

დღეს მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესზე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საკითხი იქნება განხილული.

09 დეკემბერი 2021, 09:28

კულტურა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად ფრიდონ სულაბერიძის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად ლეგენდარული მოცეკვავის და ქორეოგრაფის ფრიდონ სულაბერიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო.

ნინო წილოსანი

09 დეკემბერი 2021, 09:22

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ლოზუნგმა „ფრი მიშა“ არ გაამართლა თავისი ამორალური შინაარსიდან გამომდინარე და ახლა ის შეიცვალა უფრო ლამაზად ჟღერადი ლოზუნგით

როგორ ჩანს ლოზუნგმა „ფრი მიშა“ არ გაამართლა თავისი ამორალური შინაარსიდან გამომდინარე და ამიტომ, ახლა ის შეიცვალა უფრო ლამაზად ჟღერადი ლოზუნგით შერიგებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

09 დეკემბერი 2021, 09:14

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: არავითარი საფუძველი და წინაპირობა შერიგების იდეას არ გააჩნია

რაც არ უნდა კეთილშობილურად გამოიყურებოდეს შერიგების იდეა თუ შემოთავაზება ყველანი ვხვდებით, რომ ყველაზე კარგ შემთხვევაში, ეს ნახევრად ხუმრობით ნათქვამად შეგვიძლია ჩავთვალოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ნათია თურნავა

09 დეკემბერი 2021, 09:04

ეკონომიკა

ნათია თურნავამ USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში​ მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომლის მთავარი თემაც ენერგეტიკული პროექტების რისკის შემცირება და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები იყო.

09 დეკემბერი 2021, 09:01

COVID19

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მარათონი აქტიურად გრძელდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მარათონი აქტიურად გრძელდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გურჯაანი ვაქცინაციის საპილოტე მუნიციპალიტეტად არის შერჩეული. უკვე მესამე კვირაა იმუნიზაციის პროცესი მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ამბულატორიაში მიმდინარეობს. მედპერსონალი ვაქცინაციის მსურველებს ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინის შემადგენლობისა თუ ეფექტიანობის შესახებ აწვდის ამომწურავ ინფორმაცია.

ივანე ჩხაიძე

09 დეკემბერი 2021, 08:54

COVID19

ივანე ჩხაიძე: ბუსტერ დოზა 25%-ით აძლიერებს ორგანიზმის დაცვის უნარს „ომიკრონის“ მიმართ

ძალიან სწრაფად ვრცელდება „ომიკრონი“. 25 ნოემბერს თუ მსოფლიოს 5-6 ქვეყანაში იყო გამოვლენილი, პრაქტიკულად 2 კირის შემდეგ უკვე 52 ქვეყანაში ფიქსირდება ეს ახალი მუტაცია, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.