imedi /  04 ნოემბერი 2021, 10:26 / სანდო წყარო

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე, ისრაელის საელჩოს დაფინანსებით, თანამედროვე ტიპის სათბური აშენდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, ისრაელის საელჩოს დაფინანსებით, MASHAV-ის პროგრამის ფარგლებში აშენებული თანამედროვე ტექნოლოგიის სათბური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, ხატია წილოსანმა გახსნეს.

თანამედროვე სათბურის ბაზაზე ახალგაზრდა ფერმერების გადამზადება და მათთვის სემინარ-ტრენინგების ორგანიზება მოხდება. სხვადასხვა ქვეყნის აგრონომებსა და ექსპერტებს საშუალება ექნებათ, ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ. სათბური აღჭურვილია ვენტილაციის, ფერტიგაციის და წვეთოვანი მორწყვის სისტემებით, შემდეგი ეტაპი კი, ცენტრის ნაკვეთზე ჰიდროფონიკის (მცენარის უნიადაგოდ მოყვანის ინოვაციური მეთოდი) ტექნოლოგიის დანერგვას ითვალისწინებს.

„ისრაელის სახელმწიფო სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია. მნიშვნელოვანია, რომ სასათბურე მეურნეობის განვითარების მიმართულებით მაშავის ცენტრი (MASHAV) აქტიურად თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან. ისრაელის მთავრობის მხარდაჭერით, აშენდა სადემონსტრაციო სათბური, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდა ფერმერებს ცოდნის გაღრმავებაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.

MASHAV-ი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოა. დღეისათვის, MASHAV-ის პროფესიული სასწავლო კურსები საქართველოდან 1600-ზე მეტმა სპეციალისტმა გაიარა.

„მომავალ წელს საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი აღინიშნება. ვიმედოვნებთ, რომ ახალი სადემონსტრაციო ჰაბი მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ამ ურთიერთობის ისტორიაში. დღეს ჩვენ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ სადემონსტრაციო ჰაბის შექმნაში, რაც მოგცემს შესაძლებლობას, სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიები დავნერგოთ. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, ეს სადემონსტრაციო ჰაბი გახდეს რეგიონული და დარგის ექსპერტები და სტუდენტები არამხოლოდ საქართველოდან, არამედ სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და ცენტრალური აზიიდან მოვიდნენ აქ, იმისთვის რომ შეისწავლონ სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები“, - აღნიშნა ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა.

სტუმრებმა, წილკნის ბაზაზე, პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიაც დაათვალიერეს. ლაბორატორიაში, 2017 წლიდან, ნიადაგის სრულყოფილი კვლევა მიმდინარეობს, რომლის საფუძველზეც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ნიადაგის შეფასება და მისი ნაყოფიერების დონის განსაზღვრა ხდება.

ყველა სიახლე

ზვიად შალამბერიძე

01 დეკემბერი 2021, 17:08

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე: იმერეთში ბევრი ობიექტია, სადაც უნდა გაკონტროლდეს ,,მწვანე პასპორტის“ გამოყენება

,,ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო დღეიდან მთლიანად საქართველოს მასშტაბით, რაც გულისხმობს კოვიდპასპორტების გამოყენებას. იმერეთში ბევრია ისეთი ობიექტი, სადაც უნდა გაკონტროლდეს ,,მწვანე პასპორტის“ გამოყენება. ჩვენ, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ შეექმნათ დისკომფორტი, როგორც მომხმარებლებს ასევე ბიზნეს სუბიექტებს“ - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

01 დეკემბერი 2021, 17:02

COVID19

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირმა სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი უნდა განიხილოს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი უნდა განიხილოს.

თამარ ტალიაშვილი

01 დეკემბერი 2021, 17:01

საზოგადოება

თამარ ტალიაშვილი: რომ არა 2012 წლიდან განათლებაში განხორციელებული ძალისხმევა, პანდემიის დროს განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფა გართულდებოდა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს, 2012 წლიდან განათლების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

შოთა რეხვიაშვილი

01 დეკემბერი 2021, 16:50

პოლიტიკა

შოთა რეხვიაშვილი სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის მოადგილედ დაინიშნა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის 2021 წლის 1-ლი დეკემბრის ბრძანების საფუძველზე, შოთა რეხვიაშვილი სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ლაშა შავდათუაშვილი და ილია სულამანიძე

01 დეკემბერი 2021, 16:39

სპორტი

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ხუთ ნომინაციაში გამარჯვებულებს ხმის მიცემით გამოავლენს. სიაში ორი ქართველია

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია 2021 წლის სეზონის მიხედვით შემაჯამებელ გამოკითხვას აწყობს, რომელიც 10 დეკემბრამდე გასტანს. გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოვლინდებიან.

ლევან ნიკოლეიშვილი

01 დეკემბერი 2021, 16:38

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ხოჯევანიშვილს: ფრთხილად, საკუთარ ძმას „განაჩენი“ არ გამოუტანო!

,,ანუ რას ამბობს, ჩემი ძმა იყო მინისტრი გახარიას მოადგილე და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დაზარალებულს კაფეში შეხვდა და კონვერტი გადასცაო?’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ხოჯევანიშვილს, რომელიც აცხადებს, რომ მისი ძმა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის დროს ზაზა სარალიძეს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეხვდა.

დავით ქართველიშვილი

01 დეკემბერი 2021, 16:36

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დეპუტატი ხოჯევანიშვილი საკუთარ ძმას ნაცების მეთოდით „აპრავებს“

დეპუტატი ხოჯევანიშვილი საკუთარ ძმას ნაცების მეთოდით „აპრავებს“! მინისტრის მოადგილეები დაზარალებულებს რომ ხვდებიან კაფეებში და კონვერტებით - ნორმალურია? - ასე ეხმაურება ექსპერტი დავით ქართველიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ წევრის გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მისი ძმა შს მინისტრის მოადგილე იყო და დაზარალებულთან შეხვედრა ნორმალურია.

01 დეკემბერი 2021, 16:33

COVID19

ევროკომისია: ევროკავშირის ქვეყნებში სამოგზაურო შეზღუდვები ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გადაიხედოს

ევროკავშირის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ კორონავირუსის „ომიკრონის“ ვარიანტის გამო შეზღუდვების დასაწესებლად. ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი.

01 დეკემბერი 2021, 16:31

სამართალი

პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული ორი კანონპროექტი დაამტკიცა - მკაცრდება სასჯელი ნარკორეალიზატორების მიმართ

ცვლილების თანახმად, ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღებისთვის სასჯელად განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3-დან 6 წლამდე ვადით. აღნიშნული ნივთიერების დიდი ოდენობით გასაღების შემთხვევაში - 5-დან 9 წლამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში - 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა განისაღვრა.

01 დეკემბერი 2021, 16:30

სამართალი

მებაჟე ოფიცრების მიერ, არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა

1-29 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი“ და ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, ყაზახეთის, ირანისა და ქუვეითის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 306 400 აშშ დოლარი, 90445 ევრო და 9027 აზერბაიჯანული მანათი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

01 დეკემბერი 2021, 16:20

საზოგადოება

2020 წელს, საქართველოში, მოხუცებულთა თავშესაფრებში 76 ადამიანი განთავსდა

გასული წლის განმავლობაში, საქართველოში, მოხუცებულთა თავშესაფრებში 76 ადამიანია განთავსებული, მათგან 48 ქალი და 28 კაცია. მოხუცებულთა თავშესაფრებში განთავსებულთა რაოდენობა წლების მიხედვით: 2010 წელი - 60 ადამიანი; 2011 წელი - 37 ადამიანი; 2012 წელი - 45 ადამიანი...

ივან კორჩოკი

01 დეკემბერი 2021, 16:07

პოლიტიკა

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სლოვაკეთის მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ურყევი რჩება

სლოვაკეთის მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ურყევი რჩება, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან კორჩოკმა.

თენგიზ ცერცვაძე

01 დეკემბერი 2021, 16:06

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ინფიცირებიდან პირველი 8-10 დღის განმავლობაში თუ მოგვმართავენ, დაავადების დამძიმებას თავიდან აიცილებენ

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუკი ადამიანი კოვიდ-ინფიცირებიდან 8-10 დღის განმავლობაში მათ მიმართავს, დაავადების დამძიმებას თავიდან აიცილებს.

01 დეკემბერი 2021, 15:46

COVID19

საქართველოში გამოკითხული 1600-ზე მეტი ადამიანიდან, 3%-ის თქმით, საერთოდ არ წუხს, რომ შეიძლება, თავად ან თავისი ოჯახის წევრი COVID-19-ით მძიმედ დაავადდეს

საქართველოში ჩატარდა ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევა, რომლის შედეგების მიხედვითაც, მოქალაქეებმა შეკითხვაზე, არიან თუ არა შეწუხებულნი, რომ თავად ან თავიათი ოჯახის წევრი, შეიძლება, COVID-19-სგან მძიმედ ავად გახდეს, შემდეგი პასუხები გასცეს...

01 დეკემბერი 2021, 15:45

სამართალი

სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა ფიზიკური წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა ფიზიკური წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით 3 პირი: 1966 წელს დაბადებული ე.ს. 1963 წელს დაბადებული ლ.ს. და 1972 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს, - ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

01 დეკემბერი 2021, 15:23

პოლიტიკა

​ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველომ ალიანსის 2030 წლის სტრატეგიასთან დაკავშირებულ საჯარო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ ქ.რიგაში მიმდინარე ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ალიანსის და ლატვიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაში, რომელიც ალიანსის 2030 წლის სტრატეგიას მიეძღვნა.

01 დეკემბერი 2021, 14:56

ტექნოლოგიები

Twitter-ი წაშლის ფოტოებს, რომლებიც მათზე გამოსახული ადამიანების ნებართვის გარეშე გამოქვეყნდება

ფოტოს წასაშლელად მომხმარებელს საჩივრის გაგზავნა მოუწევს. ახალი წესები არ გავრცელდება პოლიტიკოსებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეების სურათებზე, ასევე მასობრივი ღონისძიებებიდან რეპორტაჟებზე და საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელ ტვიტებზე.

დონალდ ტრამპი მეგან მარკლი

01 დეკემბერი 2021, 14:55

ტაბლოიდი

დონალდ ტრამპი: პირველი დღიდანვე არ მომწონდა მეგან მარკლი - მან ჰარი საშინლად გამოიყენა და ჰარი ოდესმე ინანებს ამას

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მეგან მარკლი პრინც ჰარის გამოყენებასა და დედოფლის მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

01 დეკემბერი 2021, 14:50

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა დეპუტატებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ სიახლეები გააცნო

მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დეპუტატებს უმაღლესი განათლების სისტემის მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

დავით ზალკალიანი

01 დეკემბერი 2021, 14:36

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: რიგის მინისტერიალი მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ნატო-ს 2022 წლის სამიტი შედეგიანი იქნება ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ქ. რიგაში გამართული მინისტერიალი იყო ძალიან შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებული, რომლის ფარგლებშიც, საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და საქართველოსა და უკრაინის მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს ამ მიმართულებით.