imedi /  20 ნოემბერი 2021, 12:02 / სანდო წყარო

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამა ქვემო ქართლის ადგილობრივ ხელისუფლებას გააცნეს

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა ქვემო ქართლის ადგილობრივ ხელისუფლებას გააცნეს. ქვემო ქართლის მხარის რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილს და მხარის მუნიციპალიტეტების მერებს აღნიშნული პროგრამის დეტალები მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს პროგრამაში ფერმერების ჩართვის პირობები, ადგილობრივი ხელისუფლების როლი პროცესის წარმართვაში და, ზოგადად, პროგრამის მიზნები.

შეხვედრაზე გიორგი მიშელაძემ აღნიშნა, რომ პროგრამაში გათვალისწინებულია ის ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების დეგრადირების პრევენციას, რაც, თავისთავად, შესაძლებლობას მისცემს ჩვენი სოფლის მოსახლეობას, რომ ხარისხიანი საძოვრებით ისარგებლონ.

ქვემო ქართლის რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის შეფასებით, ეს პროგრამა, ფაქტობრივად, საძოვრებთან დაკავშირებული სახელმწიფო რეფორმაა, იგი საშუალებას იძლევა, ეფექტიანად გამოვიყენოთ არსებული რესურსი, რაც დაიცავს მიწის ვარგისიანობასა და პროდუქტიულობას.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების“ პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. აღნიშნული პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, დაეხმარება მეცხოველეობის განვითარებას.

ყველა სიახლე

04 დეკემბერი 2021, 10:17

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა ტექნოპარკში საერთაშორისო შეჯიბრი Future Agro Challenge გახსნა

„ერთ-ერთი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ესაა ჩვენი ახალგაზრდების ჩართვა სოფლის მეურნეობაში. ინოვაციების მიმართულება არის გზა, რომ ახალგაზრდები დავაინტერესოთ სასოფლო-სამეურნეო სექტორით და ამის მაგალითები უკვე გვაქვს; არის ბევრი სტარტაპი, მათ შორის წარმატებულიც. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენ ვართ ძალიან მწვავე კლიმატის ცვლილების პერიოდში. ეს საკითხი პარიზის კლიმატის შეთანხმების ბოლო შეხვედრაზე, გლაზგოშიც იყო აქტიურად განხილული. ყველა ქვეყანამ მკაფიო განცხადებები გააკეთა, დაისახა ამბიციური მიზნები და ვალდებულებები კლიმატის ცვლილების შესარბილებლად. კლიმატის ცვლილების შერბილება სასურსათო სექტორში ეფექტიანობის ზრდის პარალელურად, არ გამოვა ინოვაციების და ტექნოლოგიების გარეშე. აგროსასურსათო სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზემოქმედია ბუნებაზე; ეს ყოველივე კი, შეიძლება გადაწყდეს ინოვაციებით, კვლევებით, აღმოჩენებითა და სწორი მიგნებების სწორად დანერგვით. მინდა გისურვოთ წარმატებები; გვიგულეთ თქვენ მხარდამჭერად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა; ის მიგნებები, რომელიც იქნება წარმოდგენილი და აქვს პრაქტიკული გამოყენების შანსი, გვინდა, რომ სწრაფად იყოს გაზიარებული, ერთი მხრივ, მეწარმეებისა და ფერმერების მიერ, მეორე მხრივ კი, გავიდეს საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

04 დეკემბერი 2021, 10:03

თავდაცვა

DIBS სკოლასა და იტალიის არმიის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრის დირექტორმა პოლკოვნიკმა დელ გაუდიო ანტონიომ მოაწერეს.

04 დეკემბერი 2021, 09:29

პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელმა უნგრელ კოლეგასთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ადამიანური რესურსების მინისტრთან მიკლოშ კაშლერთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა და მასთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა. აღსანიშნავია, რომ უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტრო განათლების საკითხებს ფარავს.

04 დეკემბერი 2021, 09:20

COVID19

„ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევები უკვე ამერიკის 10 შტატშია დაფიქსირებული

კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევები უკვე ამერიკის 10 შტატშია დაფიქსირებული. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.

04 დეკემბერი 2021, 08:53

COVID19

ბელგიაში ორი ბეჰემოთი კორონავირუსით დაინფიცირდა

ბელგიის ქალაქ ანტვერპენის ზოოპარკში ორი ბეჰემოთი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ბეჰემოთებს სურდო დაეწყოთ, რის შემდეგაც ვეტერინარებმა მათ ანალიზები აუღეს. ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია - ზოოპარკში მკაცრი სანიტარული ზომები იყო დაცული, თანამშრომლებს კი კორონავირუსი არ ჰქონიათ.

04 დეკემბერი 2021, 08:24

მსოფლიო

Reuters: „დემოკრატიის სამიტის“ ფარგლებში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ახალ სანქციებს დააწესებს

მომდევნო კვირაში, „დემოკრატიის სამიტის“ ფარგლებში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ახალ სანქციებს დააწესებს. ამის შესახებ უწყებაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით Reuters-ი წერს.

ჯო ბაიდენი

04 დეკემბერი 2021, 08:17

მსოფლიო

ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის კონტექსტში ის ვინმეს წითელ ხაზებს პატივს არ სცემს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის კონტექსტში ის ვინმეს წითელ ხაზებს პატივს არ სცემს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

04 დეკემბერი 2021, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

4 დეკემბერს ქუთაისში გამოიდარებს. +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი + 5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ეკატერინე ტიკარაძე

04 დეკემბერი 2021, 01:04

COVID19

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში ორჯერადად 1 000 000 ადამიანია აცრილი

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღეის მდგომარეობით საქართველოში ორჯერადად აცრილების რიცხვი მილიონს გადასცდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

04 დეკემბერი 2021, 00:53

მსოფლიო

ინდოეთში ლეოპარდი სკოლის შენობაში შევიდა და მოსწავლეს დაესხა თავს

ბავშვს მცირე დაზიანებები აქვს. ის იხსენებს, რომ საკლასო ოთახიდან გაიქცა, როცა დაინახა, რომ იქ ცხოველი იმალებოდა. 5 წლის ლეოპარდი კი 11-საათიან ოპერაციის შემდეგ, ტრანკვილიზატორის მეშვეობით დაიჭირეს.

04 დეკემბერი 2021, 00:33

კულტურა

„მატრიცა 4“-ის ახალი ტრეილერი გამოქვეყნდა🎬🍿ვიდეო

„მატრიცა: მკვდრეთით აღდგომები“ პრემიერა კინოთეატრებსა და HBO Max-ზე 22 დეკემბერს შედგება. თავის როლებს დაუბრუნდნენ კიანუ რივზი (ნეო) და კერი-ენ მოსი (ტრინიტი). ფილმის რეჟისორი ლანა ვაჩოვსკია.

04 დეკემბერი 2021, 00:24

სპორტი

ზეიმი ბათუმში - დინამო ბათუმმა საჩემპიონო ფარი ჩაიბარა

2021 წლის 3 დეკემბერი - ეს თარიღი დინამო ბათუმის ისტორიაში სამუდამოდ, ოქროს ასოებით ჩაეწერა, რადგან კლუბმა საქართველოს ჩემპიონის ფარი პირველად ჩაიბარა და ეს ყველაფერი საკუთარი, ერთგული გულშემატკივრის თვალწინ მოხდა. გია გეგუჩაძის გუნდმა ჩემპიონობა ჯერ კიდევ წინა ტურში გაიფორმა, ამჯერად კი ნანატრი ზეიმის დრო დადგა, რადგან აჭარული გუნდი საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.

ჯენ ფსაკი

04 დეკემბერი 2021, 00:15

მსოფლიო

თეთრი სახლი: ნატოში ქვეყნების გაწევრიანების საკითხს ალიანსი წყვეტს და არა რუსეთი

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ნატოში ქვეყნების გაწევრიანების საკითხს ალიანსი წყვეტს და არა რუსეთი.

04 დეკემბერი 2021, 00:14

ტაბლოიდი

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესზე: ეს სიყვარულის დიდებული ისტორიაა, საყვარელ ქალს დავუბრუნდი

ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა ბენ აფლეკმა ჯენიფერ ლოპესთან ურთიერთობის აღდგენის საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა. The Wall Street Journal-თან ინტერვიუში აფლეკმა მისი და ლოპესის ურთიერთობებს „სიყვარულის დიდებული ისტორია“ უწოდა.

03 დეკემბერი 2021, 23:59

კულტურა

Netflix-ი „ქაღალდის სახლის“ სპინოფს გადაიღებს

Netflix-ი სერიალ „ქაღალდის სახლის“ სპინოფს გადაიღებს, რომლის სახელწოდებაც „ბერლინი“ იქნება. ამის შესახებ გამოცემა Deadline-ი წერს.

ენტონი ბლინკენი

03 დეკემბერი 2021, 23:54

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: ერთადერთი აგრესიული ქმედება, რომელიც ბოლო წლებში ვიხილეთ, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყო

ერთადერთი აგრესიული ქმედება, რომელიც ბოლო წლებში ვიხილეთ, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყო, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენი

03 დეკემბერი 2021, 23:44

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: ბუქარესტის სამიტზე ნატომ მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი კარი ღიაა, მათ შორის უკრაინისა და საქართველოსთვის

ბუქარესტის სამიტზე ნატომ მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი კარი ღიაა, მათ შორის უკრაინისა და საქართველოსთვის, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენი

03 დეკემბერი 2021, 23:32

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: რუსეთი ძალიან სერიოზული შედეგების წინაშე აღმოჩნდება, თუ კონფრონტაციულ კურსს განაგრძობს და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას განაახლებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატო რუსეთის წინააღმდეგ აგრესიას არ გეგმავს და ოფიციალური მოსკოვი გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრას ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება.

ეკატერინე ტიკარაძე

03 დეკემბერი 2021, 23:25

COVID19

ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რატომ არ გაიკეთა ამ დრომდე ვაქცინის მეორე დოზა

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, როდის გაიკეთებს აცრის მეორე დოზას. როგორც მინისტრი „რუსთავი 2“-ის ეთერში ამბობს, იმ პერიოდისთვის, როდესაც ის „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა, ამ ტიპის ვაქცინით აცრა მისი ასაკისა და სქესისთვის დასაშვები იყო, თუმცა მეორე დოზის მიღების დრომდე ის კოვიდით დაინფიცირდა, ამასთანავე, ვაქცინების დადგენილებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა.

კახა ბექაური

03 დეკემბერი 2021, 23:11

საზოგადოება

კახა ბექაური: დღევანდელი მედიიდან დეზინფორმაციისა და სიძულვილის ნიაღვარი მოდის - არცერთი მედიასტანდარტი დაცული არ არის

„როდესაც ინფორმაციას უსმენ გგონია, რომ ფაქტის მოძიება კი არ უნდა ჟურნალისტს და სწორად გაუკეთოს ინფორმირება, პირიქით უნდა, რომ რამენაირად ფაქტი არ გააგებინოს და საკუთარი მოსაზრება გაასაღოს ფაქტად. მერე ეს წარმოშობს მეორე მხარეს. ერთი მედიასაშუალება რომ კონკრეტული ჯგუფის პოლიტიკურ ინტერესს ატარებს და ცდილობს საკუთარი მოსაზრება ფაქტად გაასაღოს და დაამახინჯოს, მერე ეს წარმოშობს მეორე მხარესაც იგივე სურვილს - როცა ხედავს ამას, რომ ეს რეგულირებული არ არის და არავინ მომკითხავი არაა და ეს დარღვევა „მოსულა“, იგივე მეთოდით იწყებს ბრძოლას რაც იწვევს საზოგადოების პოლარიზაციას“, - განაცხადა კახა ბექაურმა.