www.imedi.ge /  02 დეკემბერი 2021, 20:45 / სანდო წყარო

ნინო ლაცაბიძე: რუსთავში მასშტაბური ინვესტიცია განხორციელდა და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სავაჭრო ცენტრი „რუსთავი მოლი“ ინვესტორებთან და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. მისი თქმით, ახალი ინვესტორების შემოსვლა და სამუშაო ადგილების შექმნა, ქალაქისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

„ძალიან მასშტაბური ინვესტიცია განხორციელდა იმისთვის, რომ რუსთავს ჰქონოდა სავაჭრო მოლი. მთავარი არის ის, რომ აქ დასაქმდება არაერთი რუსთაველი. ამ ეტაპზე დასაქმებულია 1000 ადამიანი და მას შემდეგ, რაც „რუსთავი მოლი“ სრულად დაიტვირთება, სამუშაო ადგილების რაოდენობა 5000-მდე გაიზრდება, ეს კი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები და ადგილობრივ მოსახლეობას აქვს რეალური დასაქმების შესაძლებლობა“, - განაცხადა ლაცაბიძემ.

„რუსთავი მოლი“ მეგობრობის გამზირზე, 26 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, მშენებლობის პროცესში ჯამში 30 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. 2-3 თვეში მოლი სრულად დაიტვირთება და 10-15 ბრენდით იქნება წარმოდგენილი. ამ ეტაპზე მოლში გახსნილია „კარფური“, „ვაიკიკი“, „ბიბლუსი“ და „აი ქეისი“, ხვალ ფუნქციონირებას დაიწყებს „ისი პარი“ და „დანკინი“. „რუსთავი მოლში“ ეტაპობრივად გაიხსნება BMB Mataraci trans Georgia (TAC), „მინისო ჯორჯია“, „ფარმაციული სახლი“, „ზუმერ ჯორჯია“ „პეპელა“, „ბიბლუსი“, „სუფთა სახლი“, „გორგია“, „ავტოგრაფი“, „ქეი ეფ სი“, „უნო“, „ფლო“, „აი პლიუსი“, „დონ ჟელიბონი“, „Stands“.

„მშენებლობა დავიწყეთ 2020 წლის დასაწყისში. როდესაც მძვინვარებდა პანდემია ერთი დღეც კი არ გაჩერებულა მშენებლობა. ინვესტიცია 30 მილიონ ლარზე მეტია განხორციელებული, დასაქმდა 1000-მდე ადამიანი. რეალურად 26 ათასი კვადრატული მეტრი სივრცე შეიქმნა რუსთაველებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ მობრძანდნენ, გაატარონ დრო ოჯახთან, შვილებთან ერთად. აქ არის წარმოდგენილი საერთაშორისო ბრენდები კვების მიმართულებით, უმსხვილესი საერთაშორისო ბრენდი „კარფური“ თავისი პირველი ჰიპერმარკეტით რუსთავში, რომელიც რიგით მეოთხეა საქართველოში“, - განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ.

ყველა სიახლე

კრისტინა აგილერა

22 იანვარი 2022, 00:58

კულტურა

კრისტინა აგილერამ პირველი ესპანურენოვანი ალბომი გამოუშვა

ამერიკელმა მომღერალმა კრისტინა აგილერამ ესპანურენოვანი მინიალბომი La Fuerza გამოუშვა. გამოცემა Billboard-ის ცნობით, ალბომი 6 სიმღერისგან შედგება.

ჯენ ფსაკი

22 იანვარი 2022, 00:50

მსოფლიო

აშშ უკრაინას Mi-17-ის ვერტმფრენებს გადასცემს

რუსეთის შესაძლო ინტერვენციის საფრთხის ფონზე, აშშ უკრაინას Mi-17-ის ვერტმფრენებს გადასცემს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

22 იანვარი 2022, 00:46

კულტურა

Netflix-ის კონტენტის დირექტორმა დაადასტურა, რომ „კალმარის თამაშს“ მეორე სეზონი ექნება

კომპანია Netflix-მა დაადასტურა, რომ სამხრეთკორეულ სერიალ „კალმარის თამაშს“ მეორე სეზონი ექნება. ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს.

22 იანვარი 2022, 00:29

მსოფლიო

პაკისტანში ქალს WhatsApp-მიმოწერაში მკრეხელობისთვის ჩამოხრჩობა მიუსაჯეს

პაკისტანის ქალაქ რავალპინდის სასამართლომ 26 წლის ქალს, ანიკა ატიკს WhatsApp-მიმოწერაში მკრეხელობისთვის 20-წლიანი პატიმრობა და ჩამოხრჩობა მიუსაჯა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

22 იანვარი 2022, 00:01

ტექნოლოგიები

ამერიკული კომპანია 2024 წლისთვის კოსმოსში კინოსტუდიის აშენებას გეგმავს

კომპანია Space Entertainment Enterprise (S.E.E.), რომელიც ტომ კრუზის მონაწილეობით კოსმოსში ფილმის გადაღებას გეგმავს, აცხადებს, რომ ორბიტაზე საკუთარ კინოსტუდიას ააშენებს. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.

ალუდა ღუდუშაური

21 იანვარი 2022, 23:39

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: გახარიას რომელი აქტივობა ნახეთ ბოლოს, გარდა იმისა როცა ტელეფონით უთხრა მისი პარტიის წარმომადგენლებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ქორწინების აქტისთვის უნდა მოეწერათ ხელი

„ხელის გულზეა, როგორ პოლიტიკურ ქორწინებაშია „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია - მშვიდობაში მოახმაროს ღმერთმა „ნაციონალურ მოძრაობასაც“ გახარია და გახარიასაც სააკაშვილი თავისი „ნაციონალური მოძრაობით“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ბიძინა კულუმბეგოვი

21 იანვარი 2022, 23:30

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: სრული შეცდომაა, რომ „ომიკრონი“ სიკვდილიანობას არ იწვევს

სრული შეცდომაა, რომ „ომიკრონი“ სიკვდილიანობას არ იწვევს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა. მისი თქმით, „ომიკრონის“ უპრეცედენტო გავრცელება წითელას მაჩვენებელს უახლოვდება.

21 იანვარი 2022, 23:24

COVID19

დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის ახალი ქვესახეობა გამოავლინეს

დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის ახალი ქვესახეობა (BA.2) გამოავლინეს, რომელიც წინასწარი ანალიზის თანახმად, უფრო სწრაფად ვრცელდება. ინფორმაცია „ომიკრონი“ შტამის ახალი ქვესახეობის გამოვლენის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სფეროში უსაფრთხოების სააგენტო (UKHSA) ავრცელებს.

21 იანვარი 2022, 23:04

რეგიონი

ლაგოდეხში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ადგილზე მობილიზებული იყო შსს საგანგებო სიტუაციების მართვის ლაგოდეხის სამსახურის სახანძრო ბრიგადები. მეხანძრე - მაშველების მიერ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მარიამ ქვრივიშვილი

21 იანვარი 2022, 22:18

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი Facebook-ის, Instagram-ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვან ბლოგერებს და ინფლუენსერებს შეხვდა

საერთაშორისო სამთო მოგზაურები, Facebook-ის, Instagram-ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერები და ინფლუენსერები საქართველოს სამთო ტურისტული პოტენციალის გასაცნობად სტუმრობენ. ეს პროექტი სამოგზაურო პლატფორმა Steller - თან ერთად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და USAID - ის (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.

გიორგი ვაშაძე

21 იანვარი 2022, 22:05

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას პერსპექტივა აღარ აქვს, „ნაცმოძრაობის“ მიმართ ნდობა არ მაქვს, რამდენჯერმე „გადაგდებული“ ვარ

კოორდინირებულ ოპოზიციას შთანთქავს „ნაცმოძრაობა“ და ხელისუფლება ასე არ იცვლება. შეთანხმების კუთხით, „ნაციონალური მოძრობის“ მიმართ ნდობა არ მაქვს. რამდენჯერმე „გადაგდებული“ ვარ და გიჟი ხომ არ ვარ, კიდევ მივიდე და კიდევ „გადამაგდონ“? - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მატეუშ მორავეცკი

21 იანვარი 2022, 21:42

მსოფლიო

პოლონეთის პრემიერი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, რუსეთის მიმართ მკაცრი და ერთიანი პოზიცია დაიკავონ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, რუსეთის მიმართ მკაცრი და ერთიანი პოზიცია დაიკავონ.

ანატოლი ბიბილოვი

21 იანვარი 2022, 21:12

პოლიტიკა

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს გაიმართება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. კონსტიტუციის თანახმად, ერთსა და იმავე ადამიანს „პრეზიდენტის“ თანამდებობის დაკავება ზედიზედ მხოლოდ ორი ვადის განმავლობაში შეუძლია.

ავთანდილ ვარსიმაშვილი

21 იანვარი 2022, 21:00

კულტურა

ავთანდილ ვარსიმაშვილი: არასოდეს, თეატრის სფეროში არ ყოფილა ამდენი დახმარება, შანსი, როგორც არის ახლა

​„ის, რასაც ახლა მინისტრი, თეა წულუკიანი აკეთებს, ვფიქრობ, ძალიან სწორი და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა რეჟისორმა.

21 იანვარი 2022, 20:42

მსოფლიო

საფრანგეთის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს კლოდ გეანს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, მათ შორის 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ Europe 1 ავრცელებს.

ბაჩო ახალაია

21 იანვარი 2022, 20:29

სამართალი

ბაჩო ახალაია საპატიმროს 1-ელ მარტს დატოვებს

ბაჩო ახალაიას ანგარიშზე არაერთი გამამტყუნებელი განაჩენია, მათ შორის პატიმრების წამება, ასევე ფიგურირებს სანდრო გირგვლიანის რეზონანსულ საქმეში. უკვე დაანონსა, რომ ციხის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნებას არ აპირებს.

ლუი ანდერსონი

21 იანვარი 2022, 20:24

კულტურა

ლუი ანდერსონი 68 წლისა გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი ლუი ანდერსონი 68 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს.

გია აბაშიძე

21 იანვარი 2022, 20:20

პოლიტიკა

გია აბაშიძე: გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ველზე აქტიური პოლიტიკოსი გახდა

სამწუხაროა თავად გახარიასთვის, რომ ის „ლელოს“ გზას გაუყვა, რომელიც ამბობდა, რომ იყო ალტერნატიული ძალა, მაგრამ, ბოლოს აღმოჩნდა „ნაცების“ ფლანგზე, იგივე გააკეთა გახარიამ, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია აბაშიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

დავით ქართველიშვილი

21 იანვარი 2022, 20:13

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სააკაშვილმა გახარიას ახალი დავალების შესრულება დააკისრა

ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა ექსპრემიერ გიორგი გახარიას ახალი დავალების შესრულება დააკისრა. ასე აფასებს ქართველიშვილი წალენჯიხის საკრებულოში გახარიას პარტიისა და „ნაცმოძრაობის“ თანამშრომლობას.

სტელა კირიაკიდესი

21 იანვარი 2022, 19:57

COVID19

ევროკომისარი: თუ ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენების საჭიროებასთან დაკავშირებით დამაჯერებელ მონაცემებს დავინახავთ, მზად უნდა ვიყოთ მოქმედებისთვის

თუ ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენების საჭიროებასთან დაკავშირებით დამაჯერებელ მონაცემებს დავინახავთ, მზად უნდა ვიყოთ მოქმედებისთვის, - განაცხადა ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა.