imedi /  03 დეკემბერი 2021, 09:05 / სანდო წყარო

ევროკავშირისა და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები კახეთში მხარდაჭერილ პროექტებს ესტუმრნენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი დელეგაცია კახეთს ესტუმრა.

ვიზიტის მიზანი იყო საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტების დათვალიერება. აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 220 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 186 მილიონი ლარი ევროკავშირის დაფინანსებაა.

ვიზიტში მონაწილეობდნენ სიგრიდ ბრეტელი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი, მზია გიორგობიანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, დავით სონღულაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის და სამინისტროს წარმომადგენლები საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით კახეთში მხარდაჭერილ 10 პროექტს გაეცნენ, ესენია:

მანავის ციხესთან დამაკავშირებელი 2 კმ გზის რეაბილიტაცია, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ტურიზმის ხელშესაწყობისა და ბიზნესის სტიმულირებისთვის;

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ხორნაბუჯის ციხესთან დამაკავშირებელი 3 კმ გზის რეაბილიტაცია;

ვაშლოვანის ბიოსფერულ რეზერვატში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის განახლება, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის ხელშეწყობისთვის. ევროკავშირის ეს პროექტი არ არის სრიგპ-ის პროგრამის ნაწილი, თუმცა ის ასევე მნიშვნელოვანია კახეთის რეგიონის განვითარებისთვის;

თელავის ცენტრში QR კოდების დაყენება ტურიზმის განვითარებისთვის;

თელავის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაცია და მშენებლობა, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის და ბავშვებზე ზრუნვის დღის ცენტრების განვითარებისთვის;

თელავში მშვიდობის პარკის მშენებლობა, ქალაქში სარეკრეაციო სივრცის მოწყობისთვის;

გურჯაანის ტექნოლოგიურ პარკში პრე-აქსელერაციის პროგრამის წარდგენა, ადგილობრივი სტარტაპების გადამზადებისა და განვითარებისთვის;

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია, ყვარელში ტურიზმის განვითარებისთვის;

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში ეთნო-მუზეუმისა და 1.6 კმ გზის რეაბილიტაცია, ტურიზმის ზრდის და ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირებისთვის;

ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია;

ლაგოდეხში ჯიმი მაისურაძის სახელობის პარკის და სპორტული მოედნის მშენებლობა.

„ევროკავშირი ზრუნავს საქართველოს რეგიონებზე. სამინისტროსთან ერთად, ჩვენი ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოთხ მიზნობრივ რეგიონში ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას უშუალოდ ისარგებლონ გაუმჯობესებული პირობებით. პროგრამა ხელს უწყობს სოფლებისა და ქალაქების, ასევე ბიზნესისა და გარემოს განვითარების ბალანსის გაუმჯობესებას. ევროკავშირში გამოცდილებამ გვასწავლა, რომ რეგიონები უკეთ და უფრო მდგრადად ვითარდება, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა და ხელისუფლება თავად იღებენ გადაწყვეტილებებს. მოხარული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებების შედეგების ნახვა უკვე შეგვიძლია“,- განაცხადა სიგრიდ ბრეტელმა.

„საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, მხოლოდ კახეთში განსახორციელებელი პროექტებისთვის 50 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. დღეისთვის, უკვე დაფინანსებულია 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 15 ინფრასტრუქტურული პროექტი, თუმცა მუნიციპალიტეტებიდან, დამატებით, 40-მდე ახალ საპროექტო წინადადებას ველით. აღსანიშნავია, რომ პროექტების შეფასება და შერჩევა ევროპის საუკეთესო გამოცდილების მიხედვით ხდება, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტებში ღონისძიებების განსაზღვრის ქვემოდან-ზემოთ მიმართულ პროცესს. ყველა მუნიციპალიტეტს აქვს შესაძლებლობა გადაწყვეტილებები ადგილზე არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღოს, რაც დეცენტრალიზაციის კუთხითაც მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა , რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანმა.

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის შესახებ

2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ემყარება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკას. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს დაბალანსებულ და მდგრად სოციო-ეკონომიკურ განვითარებას ტერიტორიული განვითარების ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით. პროგრამა მოიცავს საქართველოს ოთხ რეგიონს: კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი. პროგრამის ბიუჯეტი 220 მილიონი ლარს შეადგენს, საიდანაც 186 მილიონი ლარის მოცულობის დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის მიერ.

პროგრამას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. გრანტების პირველი ნაწილით, რომლის საერთო ფინანსური მოცულობა 5 მილიონი ლარია, 2020 წლის ივლისში, დაფინანსება დაუმტკიცდა ვანის, საჩხერის, ტყიბულის, სამტრედიის, ბაღდათის, ცაგერის, საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 11 პროექტს. 2021 წელს უკვე დაფინანსებულია 49.1 მილიონი ლარის ღირებულების 54 პროექტი, ხოლო 2022 წელს, იგეგმება 100 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტების დაფინანსება. გარდა ამისა, იგეგმება 40 მილიონი ლარის ღირებულების მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების, აგრეთვე ინოვაციების მხარდასაჭერად გრანტების გაცემა.

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა ითვალისწინებს ქვემოდან-ზემოთ, დეცენტრალიზებულ მიდგომას, რომლის ფარგლებშიც წარდგენილი მუნიციპალური პროექტების შეფასება და შერჩევა ხორციელდება შესაბამისი რეგიონების სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების მიერ, რომელთა შემადგენლობაშიც შედიან მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, ხოლო დამკვირვებლის სტატუსით მასში მონაწილეობენ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. აგრეთვე, მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული საპროექტო იდეა სამხარეო ადმინისტრაციაში წარდგენამდე შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ უნდა იყოს მოწონებული. პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსება აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობას მისცემს განახორციელონ მნიშვნელოვანი პროექტები სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ძირითადი ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება, ადამიანური კაპიტალის, საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების გაძლიერება, ინსტიტუტების ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება და სხვა. ეს ინიციატივები, ევროკავშირის სხვა მიმდინარე სექტორულ პროგრამებთან და პროექტებთან ერთად, ხელს შეუწყობს სამიზნე რეგიონებში ინვესტიციებისა და დასაქმების ზრდას.

საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს. 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების სქემით, საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს ეფუძნება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ასეთი ტიპის პროგრამა პირველად საქართველოში ხორციელდება.

ყველა სიახლე

მაიკლ მაკკოლი

17 იანვარი 2022, 04:39

მსოფლიო

კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი: ავღანეთიდან აშშ-ის გასვლამ რუსეთი გაათამამა

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, მაიკლ მაკკოლმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან აშშ-ის გასვლამ რუსეთი გაათამამა.

ალექსანდრ ვუჩიჩი

17 იანვარი 2022, 04:17

მსოფლიო

სერბეთის პრეზიდენტი: ნოვაკ ჯოკოვიჩი შეავიწროვეს, თუმცა ვერ დაამცირეს

სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი შეავიწროვეს, თუმცა ვერ დაამცირეს, ხოლო პრემიერ-მინისტრმა მის მოპყრობას სკანდალური უწოდა.

იენს სტოლტენბერგი

17 იანვარი 2022, 03:43

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: რუსეთის გამოცდილება ვიცით - რუსეთმა ადრეც გამოიყენა სამხედრო ძალა თავისი მეზობლების, უკრაინის, საქართველოსა და სხვების წინააღმდეგ

რუსეთის გამოცდილება ვიცით, რუსეთმა ადრეც გამოიყენა სამხედრო ძალა თავისი მეზობლების, უკრაინის, საქართველოსა და სხვების წინააღმდეგ, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა CBC News-თან ინტერვიუში.

17 იანვარი 2022, 03:22

COVID19

საფრანგეთის პარლამენტმა ვაქცინაციის საშვის შესახებ კანონი მიიღო

საფრანგეთის პარლამენტმა ვაქცინაციის საშვის შესახებ კანონი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

17 იანვარი 2022, 02:55

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჩინეთი, რუსეთი და ირანი აგრესიასა და პროვოკაციებს მიმართავენ - ერთი წლის წინ, ამის გაკეთებას ვერ გაბედავდნენ, ახლა კი გვეთამაშებიან

არიზონის შტატში გამართულ მიტინგზე აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენმა ამერიკა საერთაშორისო არენაზე საბოლოოდ დაამცირა.

იენს სტოლტენბერგი

17 იანვარი 2022, 02:27

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ნატოს მოკავშირეები არასდროს წავლენ კომპრომისზე ევროპული და საერთაშორისო უსაფრთხოების აბსოლუტურად ცენტრალურ პრინციპზე

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო არასდროს დაეთანხმება თავისი ძალების იმ ქვეყნებიდან გაყვანას, რომლებიც ალიანსს 1997 წლიდან შეუერთდნენ.

17 იანვარი 2022, 00:55

ტაბლოიდი

აშშ-ში გიგანტური ტაფა დაამზადეს, რომელიც 6 500 კილოგრამზე მეტს იწონის. ვიდეო

2022 წლის ზაფხულში, აშშ-ში გაიხსნება მუზეუმი, სადაც დამთვალიერებელი სამზარეულოს გიგანტურ ჭურჭელს იხილავს. სოციალურ ქსელში გავრცელდა, ვიდეო, როგორ გადააქვთ მუზეუმისთვის დამზადებული გიგანტური ტაფა სატვირთო ავტომობილით.

17 იანვარი 2022, 00:30

ტაბლოიდი

ბრიტანეთიდან ფლორიდაში მიმავალმა კაცმა აღმოაჩინა, რომ თვითმფრინავში ერთადერთი მგზავრი იყო და 8-საათიანი ავიარეისი მხოლოდ მისთვის სრულდებოდა. ვიდეო

ლონდონიდან ორლანდოსკენ მიმავალი კაცის ფრენა არაფრით იქნებოდა გამორჩეული, რომ არა ერთი გარემოება - აღმოჩნდა, რომ British Airways-ის ავიარეისზე ის ერთადერთი მგზავრი იყო და ავიაკომპანიამ 8-საათიანი ფრენა მხოლოდ მის გამო შეასრულა.

17 იანვარი 2022, 00:11

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 17 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

ირაკლი ღარიბაშვილი

16 იანვარი 2022, 23:51

სპორტი

ირაკლი ღარიბაშვილი: სანდრო ბაზაძემ ქართული სპორტის ისტორიული მომენტი შექმნა - იგი პირველია ჩვენი ქვეყნიდან, ვინც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი მოიგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო თასის მოგებას ულოცავს. მთავრობის მეთაურის თქმით, სანდრო ბაზაძე პირველია ჩვენი ქვეყნიდან, ვინც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი მოიგო.

16 იანვარი 2022, 23:39

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით აჭარაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. მისივე თქმით, ინტენსიურად იწმინდება გზები მაღალმთიან აჭარაში, მობილიზებულია ტექნიკა და ადამიანური რესურსი.

16 იანვარი 2022, 23:29

COVID19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი COVID-19-ის ტესტირების საჭიროების მქონე მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი COVID-19-ის ტესტირების საჭიროების მქონე მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 7 დღის მანძილზე ჩატარებულია 372.981 ტესტი, ტესტირებისადმი ყოველდღიური მიმართვიანობის საშუალო დღიური რაოდენობა დაახლოებით 53%-ით მეტია წინა 7 დღის მანძილზე ჩატარებული ტესტების რაოდენობასთან შედარებით.

კახა კალაძე

16 იანვარი 2022, 23:16

სპორტი

კახა კალაძე მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო თასის მოგებას ულოცავს

„საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებს ვულოცავ ისტორიულ შედეგს - სანდრო ბაზაძე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გამარჯვებულია. ვულოცავ სანდროს ამ დიდ წარმატებას. იგი პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც მსოფლიო თასი მოიგო. წარმატებები ქართულ სპორტს!“, - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

16 იანვარი 2022, 23:11

რეგიონი

შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა

შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის 2კმ-5კმ მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის 2კმ-5კმ მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი თოვლისა და ლიპყინულის გამო დაწესდა.

ხვიჩა კვარაცხელია

16 იანვარი 2022, 23:10

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ დედას „იმედის“ ეთერიდან მიმართა

„ძალიან ცუდი პერიოდი იყო, რომელსაც ოჯახთან ერთად გავუმკლავდი. იყო ფინანსური პრობლემებიც. ცუდი დრო მაქვს ნანახი და ამან მოტივაცია მომცა. მინდოდა ჩემს ოჯახს ის ჰქონოდა, რაც სხვებს. ჩემი ოჯახის წევრები ცუდ დროსაც ჩემ გვერდით იყვნენ. ვარჯიშზე ყოველთვის დედას დავყავდი. მამა მაგ დროს მწვრთნელი იყო და დრო არ ჰქონდა. დედაჩემმა ჩემ კარიერაში ძალიან დიდი როლი ითამაშა“, - აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.

16 იანვარი 2022, 23:00

სპორტი

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასი მოიგო

მოფარიკავე სანდრო ბაზაძე თბილისში გამართული მსოფლიოს თასის გამარჯვებულია, - ამის შესახებ ინფომაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მან დღეს თბილისში გამართული მსოფლიო თასის ფინალში რუსი მეტოქე 15:8 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

16 იანვარი 2022, 22:46

რეგიონი

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჩუმათელეთი-ხუნევი მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ანრი ოხანაშვილი

16 იანვარი 2022, 22:31

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: უპრეცედენტო მასშტაბის მქონე თაღლითობის სქემა პოლიტიკურად ანგაჟირებულად ხაზარაძე-ჯაფარიძის ჯგუფმა აქცია, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პოლიტიკოსების მანტიით შესულიყვნენ ამ პროცესში

უპრეცედენტო მასშტაბის მქონე თაღლითობის სქემა პოლიტიკურად ანგაჟირებულად თუ ვინმემ აქცია ეს გახლავთ სწორედ ხაზარაძე-ჯაფარიძის ჯგუფი, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პოლიტიკოსების მანტიით შესულიყვნენ ამ პროცესში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი „იმედის კვირას“ განუცხადა.

16 იანვარი 2022, 21:49

საზოგადოება

სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემუშავებული სტრუქტურული და ორგანიზაციული განვითარების გეგმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სოციალური აგენტებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელების ხელფასები თებერვლიდან გაიზრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

16 იანვარი 2022, 21:36

პოლიტიკა

აქ დღის წესრიგს ჩვენ ვადგენთ - ირაკლი ჩიხლაძის პასუხი მამუკა ხაზარაძის მიერ „ტელეიმედთან“ მოწყობილ შოუზე

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ოთხდღიანი ლოდინის მიუხედავად კომენტარი არ გააკეთა, თუმცა დღეს საღამოს ტელეკომპანიასთან პირდაპირი ეთერის მოთხოვნით მივიდა.