06 დეკემბერი 2021, 15:32 / სანდო წყარო

ნინო ლაცაბიძე: ჩვენ გავამკაცრებთ მიდგომებს, მშენებლობა უნდა მიმდინარეობდეს კანონის დაცვით, ისე, რომ არც გარემოს და არც იქ დასაქმებულ ადამიანებს საფრთხე არ ექმნებოდეთ

ნინო ლაცაბიძე

ნინო ლაცაბიძე

„რუსთავის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური, მუნიციპალურ ინსპექციად ჩამოყალიბდება“, - ამის შესახებ ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ კვირის სამუშაო თათბირზე განაცხადა.

რუსთავის მერის განცხადებით, სოციალურ ქსელში, ხშირად ვრცელდება მშენებლობაზე გადაღებული კადრები, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ ირღვევა ტექნიკური და უსაფრთხოების ნორმები. ნინო ლაცაბიძის თქმით, იმისთვის, რომ სრულფასოვანი და ხარისხიანი მონიტორინგი განხორციელდეს, აუცილებელია ზედამხედველობის სამსახურის რებრენდინგი და გაძლიერება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზედამხედველობის სამსახური, ერთ-ერთი წარმატებული უნდა იყოს, ამისთვის იგეგმება რებრენდინგი და სამსახურის განვითარება. ამ მიმართულებით, ჩვენ გვაქვს რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა. ახალი წლიდან, ზედამხედველობას, რომელიც მუნიციპალურ ინსპექციად ჩამოყალიბდება, დაემატება ახალი საშტატო ფუნქციები, ვგეგმავთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერებას, ახალი ფორმების, სამხრე კამერებისა და ავტომანქანების შეძენას. მუნიციპალური ინსპექცია გააკონტროლებს სწორედ ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა სამშენებლო პროცედურებისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. ჩვენ გავამკაცრებთ მიდგომებს, მშენებლობის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს კანონის დაცვით, ისე, რომ არც გარემოს და არც იქ დასაქმებულ ადამიანებს, საფრთხე არ ექმნებოდეთ“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ყველა სიახლე

იენს სტოლტენბერგი

17 იანვარი 2022, 03:43

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: რუსეთის გამოცდილება ვიცით - რუსეთმა ადრეც გამოიყენა სამხედრო ძალა თავისი მეზობლების, უკრაინის, საქართველოსა და სხვების წინააღმდეგ

რუსეთის გამოცდილება ვიცით, რუსეთმა ადრეც გამოიყენა სამხედრო ძალა თავისი მეზობლების, უკრაინის, საქართველოსა და სხვების წინააღმდეგ, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა CBC News-თან ინტერვიუში.

17 იანვარი 2022, 03:22

COVID19

საფრანგეთის პარლამენტმა ვაქცინაციის საშვის შესახებ კანონი მიიღო

საფრანგეთის პარლამენტმა ვაქცინაციის საშვის შესახებ კანონი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

17 იანვარი 2022, 02:55

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჩინეთი, რუსეთი და ირანი აგრესიასა და პროვოკაციებს მიმართავენ - ერთი წლის წინ, ამის გაკეთებას ვერ გაბედავდნენ, ახლა კი გვეთამაშებიან

არიზონის შტატში გამართულ მიტინგზე აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენმა ამერიკა საერთაშორისო არენაზე საბოლოოდ დაამცირა.

იენს სტოლტენბერგი

17 იანვარი 2022, 02:27

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ნატოს მოკავშირეები არასდროს წავლენ კომპრომისზე ევროპული და საერთაშორისო უსაფრთხოების აბსოლუტურად ცენტრალურ პრინციპზე

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო არასდროს დაეთანხმება თავისი ძალების იმ ქვეყნებიდან გაყვანას, რომლებიც ალიანსს 1997 წლიდან შეუერთდნენ.

17 იანვარი 2022, 00:55

ტაბლოიდი

აშშ-ში გიგანტური ტაფა დაამზადეს, რომელიც 6 500 კილოგრამზე მეტს იწონის. ვიდეო

2022 წლის ზაფხულში, აშშ-ში გაიხსნება მუზეუმი, სადაც დამთვალიერებელი სამზარეულოს გიგანტურ ჭურჭელს იხილავს. სოციალურ ქსელში გავრცელდა, ვიდეო, როგორ გადააქვთ მუზეუმისთვის დამზადებული გიგანტური ტაფა სატვირთო ავტომობილით.

17 იანვარი 2022, 00:30

ტაბლოიდი

ბრიტანეთიდან ფლორიდაში მიმავალმა კაცმა აღმოაჩინა, რომ თვითმფრინავში ერთადერთი მგზავრი იყო და 8-საათიანი ავიარეისი მხოლოდ მისთვის სრულდებოდა. ვიდეო

ლონდონიდან ორლანდოსკენ მიმავალი კაცის ფრენა არაფრით იქნებოდა გამორჩეული, რომ არა ერთი გარემოება - აღმოჩნდა, რომ British Airways-ის ავიარეისზე ის ერთადერთი მგზავრი იყო და ავიაკომპანიამ 8-საათიანი ფრენა მხოლოდ მის გამო შეასრულა.

17 იანვარი 2022, 00:11

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 17 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

ირაკლი ღარიბაშვილი

16 იანვარი 2022, 23:51

სპორტი

ირაკლი ღარიბაშვილი: სანდრო ბაზაძემ ქართული სპორტის ისტორიული მომენტი შექმნა - იგი პირველია ჩვენი ქვეყნიდან, ვინც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი მოიგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო თასის მოგებას ულოცავს. მთავრობის მეთაურის თქმით, სანდრო ბაზაძე პირველია ჩვენი ქვეყნიდან, ვინც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი მოიგო.

16 იანვარი 2022, 23:39

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით აჭარაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. მისივე თქმით, ინტენსიურად იწმინდება გზები მაღალმთიან აჭარაში, მობილიზებულია ტექნიკა და ადამიანური რესურსი.

16 იანვარი 2022, 23:29

COVID19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი COVID-19-ის ტესტირების საჭიროების მქონე მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი COVID-19-ის ტესტირების საჭიროების მქონე მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 7 დღის მანძილზე ჩატარებულია 372.981 ტესტი, ტესტირებისადმი ყოველდღიური მიმართვიანობის საშუალო დღიური რაოდენობა დაახლოებით 53%-ით მეტია წინა 7 დღის მანძილზე ჩატარებული ტესტების რაოდენობასთან შედარებით.

კახა კალაძე

16 იანვარი 2022, 23:16

სპორტი

კახა კალაძე მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო თასის მოგებას ულოცავს

„საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებს ვულოცავ ისტორიულ შედეგს - სანდრო ბაზაძე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გამარჯვებულია. ვულოცავ სანდროს ამ დიდ წარმატებას. იგი პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც მსოფლიო თასი მოიგო. წარმატებები ქართულ სპორტს!“, - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

16 იანვარი 2022, 23:11

რეგიონი

შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა

შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის 2კმ-5კმ მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის 2კმ-5კმ მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი თოვლისა და ლიპყინულის გამო დაწესდა.

ხვიჩა კვარაცხელია

16 იანვარი 2022, 23:10

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ დედას „იმედის“ ეთერიდან მიმართა

„ძალიან ცუდი პერიოდი იყო, რომელსაც ოჯახთან ერთად გავუმკლავდი. იყო ფინანსური პრობლემებიც. ცუდი დრო მაქვს ნანახი და ამან მოტივაცია მომცა. მინდოდა ჩემს ოჯახს ის ჰქონოდა, რაც სხვებს. ჩემი ოჯახის წევრები ცუდ დროსაც ჩემ გვერდით იყვნენ. ვარჯიშზე ყოველთვის დედას დავყავდი. მამა მაგ დროს მწვრთნელი იყო და დრო არ ჰქონდა. დედაჩემმა ჩემ კარიერაში ძალიან დიდი როლი ითამაშა“, - აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.

16 იანვარი 2022, 23:00

სპორტი

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასი მოიგო

მოფარიკავე სანდრო ბაზაძე თბილისში გამართული მსოფლიოს თასის გამარჯვებულია, - ამის შესახებ ინფომაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მან დღეს თბილისში გამართული მსოფლიო თასის ფინალში რუსი მეტოქე 15:8 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

16 იანვარი 2022, 22:46

რეგიონი

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჩუმათელეთი-ხუნევი მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ანრი ოხანაშვილი

16 იანვარი 2022, 22:31

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: უპრეცედენტო მასშტაბის მქონე თაღლითობის სქემა პოლიტიკურად ანგაჟირებულად ხაზარაძე-ჯაფარიძის ჯგუფმა აქცია, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პოლიტიკოსების მანტიით შესულიყვნენ ამ პროცესში

უპრეცედენტო მასშტაბის მქონე თაღლითობის სქემა პოლიტიკურად ანგაჟირებულად თუ ვინმემ აქცია ეს გახლავთ სწორედ ხაზარაძე-ჯაფარიძის ჯგუფი, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პოლიტიკოსების მანტიით შესულიყვნენ ამ პროცესში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი „იმედის კვირას“ განუცხადა.

16 იანვარი 2022, 21:49

საზოგადოება

სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემუშავებული სტრუქტურული და ორგანიზაციული განვითარების გეგმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სოციალური აგენტებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელების ხელფასები თებერვლიდან გაიზრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

16 იანვარი 2022, 21:36

პოლიტიკა

აქ დღის წესრიგს ჩვენ ვადგენთ - ირაკლი ჩიხლაძის პასუხი მამუკა ხაზარაძის მიერ „ტელეიმედთან“ მოწყობილ შოუზე

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ოთხდღიანი ლოდინის მიუხედავად კომენტარი არ გააკეთა, თუმცა დღეს საღამოს ტელეკომპანიასთან პირდაპირი ეთერის მოთხოვნით მივიდა.

ზაალ ანჯაფარიძე

16 იანვარი 2022, 21:29

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: თვითმკვლელობა ტრაგედიაა, თუმცა, კითხვებს იწვევს განახლებული პროტესტის გამომწვევი მიზეზები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მთავრობა მათ 2022 წელს ბინებით უზრუნველყოფას დაჰპირდა

,,ადამიანის მიერ თვითმკვლელობა (იმედია გარემოებები დადგინდება), რა თქმა უნდა ტრაგედიაა. თუმცა, კითხვებს იწვევს სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულთა განახლებული პროტესტის გამომწვევი მიზეზები, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც მთავრობა მათ დაჰპირდა ბინებით უზრუნველყოფას, თანაც არა შორეულ მომავალში, არამედ უკვე 2022 წელს და ავარიული შენობიდან ქირით ალტერნატიულ ფართებში შესახლებას. ბევრს შეიძლება ახსენდება ცნობილი ძალების ხელწერა და მათი ბოლოდროინდელი განცხადებები პროტესტის ახალი ტალღის აგორებაზე, რაც არაა საფუძველს მოკლებული. თუმცა, დაველოდოთ გამოძიებას.” - წერს ანჯაფარიძე facebook -ზე.

ლინას ლინკევიჩუსი

16 იანვარი 2022, 21:18

პოლიტიკა

ლინას ლინკევიჩუსი: საქართველომ არათუ მაპი, არამედ წევრობის ძალიან მკაფიო პერსპექტივა უნდა მიიღოს

საქართველოს მაპი 2008 წელს უნდა მიეღო. მაშინ სკეპტიკოსები ამბობდნენ, რომ ამ ნაბიჯით რუსეთს პროვოკაციებისკენ ვუბიძგებდით. დიახ, რუსეთი არ არის ნატოს კარისკაცი, მაგრამ რუსეთი მუდმივი საფრთხის შემოქმედია. 2008 წლის სამიტის შემდეგ ძალიან მალე მიხვდა ყველა, რომ მაპის მომხრეები მართლები ვიყავით, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა „იმედის კვირასთან“ განაცხადა.