27 იანვარი 2022, 00:53 / სანდო წყარო

რუსთავში არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, ორი მასშტაბური პროექტი განხორციელდება

რუსთავის მერია, ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების ხელშწყობის მიზნით, 2022 წელს, ორი მასშტაბური პროექტის განხორციელებას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავის მერია ავრცელებს უწყების ცნობით, პროექტების მიხედვით, რუსთაველის ქუჩაზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობის გამაგრება და სრული რეაბილიტაცია მოხდება, კლდიაშვილის სკვერში კი თანამდეროვე ტიპის მედიათეკა აშენდება.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რომ 2022 წლის ბიუჯეტში, რუსთაველი ახალგაზრდებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია.

,,ჩვენ სტუდენტებს სწავლის გადასახადს ვუფინანსებთ, მაგრამ სოციალურ პროექტებთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანი და უფრო მეტიც, აუცილებელი იყო ქალაქში არაფორმალური განათლების ცენტრების შექმნა, რეაბილიტაცია და განვითარება. ეს, სწორედ ახალგაზრდების თხოვნა იყო, როდესაც მათ ვხვდებოდი. ამ მიმართულებით წელს, ორი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, ერთი - მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გამაგრება-რეაბილიტაცია, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს, შენობა 50-იან წლებში აშენდა და ბევრი თაობა გაიზარდა აქ. ჩვენ გვინდა, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდეს და რადგან შენობა ავარიულია,ბავშვები დროებით სხვა შენობაში გადავიყვანეთ, რომ საგანმანათლებლო პროცესი არ შეწყდეს. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბავშვები ძალიან მალე დაუბრუნდებიან განახლებულ, თანამედროვე, ევროპული ტიპის არაფორმალური განათლების ცენტრს, სადაც როგორც ძველი შენობის რეაბილიტაცია მოხდება, ასევე დავამატებთ ახალ სერვისებს და ახალგაზრდებს კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობას მივცემთ იმისთვის, რომ არაფორმალური განათლება მიიღონ“, - განაცხადა რუსთავის მერმა.

ნინო ლაცაბიძის თქმით, მეორე პროექტი, რომელიც განხორციელდება, არის ახალი მედიათეკა.

ჩვენ წელს გვაქვს მეორე მსხვილი პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვიწყებთ, ძველი ბიბლიოთეკების ბაზაზე ახალი, თანამედროვე, ახალგაზრდული მულტიფუნქციური შენობა - მედიათეკა გვექნება. გვინდა, ბიბლიოთეკების ეს მოძველებული სისტემა, თანამდროვე მიმართულებით წავიყვანოთ და შევქმნათ ისეთი სივრცე, სადაც ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა მეგობრებთან ერთად მივიდეს, დაისვენოს, დაიტვირთოს. ეს იქნება განათლების მიღების კარგი და თანამედროვე სივრცე“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

პროექტების ჯამური ღირებულება სამ მილიონ ლარამდეა, სატენდერო პროცედურები თებერვალში დასრულდება და სამუშაოები მარტში დაიწყება.

ყველა სიახლე

ოლაფ შოლცი

19 მაისი 2022, 16:24

მსოფლიო

ოლაფ შოლცი: ყველას ერთი მიზანი გვაქვს - რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს

ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე დიდი კრიზისია.

19 მაისი 2022, 16:12

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ეკონომიკაში ქალი ბიზნესმენების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც მათი აქტიურობა

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ წიაღისეული რესურსების მოპოვების, ენერგეტიკის, კაპიტალის ბაზრის განვითარების, უცხოური ინვესტიციების მეტად წახალისების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი იყო საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი დავაჩქაროთ. შენიშვნები, რომლებიც დღეს ამ კუთხით არსებობდა, აბსოლუტურად ლეგიტიმურია“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

დმიტრო კულება

19 მაისი 2022, 16:00

მსოფლიო

კულება: არ გვჭირდება სუროგატები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის, რაც უკრაინის მიმართ მეორეხარისხოვან მოპყრობას ცხადყოფს და უკრაინელების გრძნობებს შეურაცხყოფს

სტრატეგიული გაურკვევლობა უკრაინის ევროპული პერსპექტივის შესახებ, რომელსაც ბოლო წლებში ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ახორციელებდა, წარუმატებელი აღმოჩნდა და უნდა დასრულდეს, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

19 მაისი 2022, 15:58

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პიანისტ ლექსო თორაძის ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პიანისტ ლექსო თორაძის ოჯახს მიუსამძიმრა. მთავრობის მეთაური, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში იმყოფებოდა, სადაც პიანისტის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

19 მაისი 2022, 15:51

ეკონომიკა

სემეკმა „თელასის“ შესაბამისობის ოფიცრის ანგარიში მოისმინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) საჯარო სხდომაზე, სს „თელასის“ შესაბამისობის ოფიცერმა კომპანიის მიერ შესაბამისობის პროგრამის განსახორციელებლად მიღებული ზომების შესახებ მომზადებული წლიური ანგარიში წარადგინა.

19 მაისი 2022, 15:42

რეგიონი

პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ნახიდურის სკოლას ესტუმრნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლას ეწვია.

ვახტანგ ცინცაძე

19 მაისი 2022, 15:33

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო: ადგილობრივი ექსპორტის სტაბილური ზრდა ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობაზე მეტყველებს

წლების განმავლობაში ადგილობრივი ექსპორტის სტაბილური ზრდა ნათლად მიანიშნებს ადგილობრივი წარმოების ზრდასა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსმა, ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის“ მიერ ადგილობრივი ექსპორტის ბოლო მონაცემების კომენტირებისას განაცხადა.

ჯო და ჯესი

19 მაისი 2022, 15:29

ტაბლოიდი

ბრიტანელმა წყვილმა ლატარიაში £184 მილიონი მოიგო

ჯო და ჯეს ტვეიტები მოგებული თანხით საკუთარი ოცნებების ასრულებას გეგმავენ - შვილების მომავლის უზრუნველყოფას, სახლის აშენებას და სამოგზაუროდ წასვლას. ჯო 49 წლისაა, მისი ცოლი ჯესი კი 44-ის. წყვილს 2 საერთო შვილი ჰყავს.

19 მაისი 2022, 15:15

პოლიტიკა

რუსეთის საგარეო უწყება „რეფერენდუმზე“: გასათვალისწინებელია გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში და ის, თუ რამდენად მიზანშეწონილია ამ გადაწყვეტილების მიღება

სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის საკითხის განხილვის დროს აუცილებელია, გავითვალისწინოთ მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განაცხადა.

19 მაისი 2022, 14:59

საზოგადოება

„სტუდენტები სამართლიანობისთვის“ ილიას უნივერსიტეტისგან ხარჯების რაოდენობისა და მიზნობრიობის გასაჯაროებას ითხოვს

ჯგუფის წევრების თქმით, ოფიციალური განცხადებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ 1 თვის წინ მიმართეს, რაზეც პასუხად მოკლე ინფორმაცია მიიღეს.

ზაალ ანჯაფარიძე

19 მაისი 2022, 14:54

საზოგადოება

ზაალ ანჯაფარიძე დღევანდელ აქციაზე: ეს ის „ურნალისტები“ არიან, კომფორტში რომ იყვნენ „ნაცების“ დროს დამონებული მედიის პირობებში და გვარიან ფულსაც და სხვა სარგებელს ქაფავდნენ „მიშას ტელეარხებზე“

„ამაზრზენი სანახავი იყო დღეს „მერიოტთან“ შეკრებილი პირწაკრული ნაც-ურნალისტების „შაბაში“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ნიკა გვარამიას დაკავების გამო ჟურნალისტების გამართულ საპროტესტო აქციას.

19 მაისი 2022, 14:47

საზოგადოება

მედიის წარმომადგენლებმა ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი გამართეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლე ამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. მანამდე კი მედიის წარმომადგენლებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.

მაკა ბოჭორიშვილი

19 მაისი 2022, 14:39

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია გერმანელ პოლიტიკოსებთან კომუნიკაცია, იმისთვის რომ ჰქონდეთ აღქმა თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას

„განწყობა არის ასეთი, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა. საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად უნდა იყოს განხილული ამ კონტექსტში, როდესაც საუბარი ეხება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ამ ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მიცემას. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გერმანიის პოლიტიკურ წრეებსა და გერმანიის ხელისუფლებაში ჩამოყალიბდება, იყოს ისეთი, როგორიც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის სასურველია. ჩვენი მიზანია ეს გადაწყვეტილება ივნისში საქართველოს სასარგებლოდ იყოს მიღებული. გერმანიაში საბოლოო გადაწყვეტილება ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა სხვადასხვა პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები ბუნდესტაგში აქტიურად მუშაობენ და თავიანთ პოზიციას აფიქსირებენ ხელისუფლებასთან. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მათთან კომუნიკაცია და დისკუსია, იმისთვის რომ მათ ჰქონდეთ აღქმა თუ როგორ ხედავს და რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას“, - ამბობს ბოჭორიშვილი.

19 მაისი 2022, 14:34

პოლიტიკა

მთავრობის მეთაური აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა დერეკ შოლეს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა.

19 მაისი 2022, 14:34

სამართალი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით, 9 პირი დააკავა, 7-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. უწყება ვიდეომასალას ავრცელებს

„შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს „ქურდული“ მენტალიტეტისა და „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას“, - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა, თორნიკე მარსაგიშვილმა უწყებაში გამართული ბრიფინგი.

კომპანია „ბორჯომი საქართველო“

19 მაისი 2022, 14:32

რეგიონი

„IDS ბორჯომის“ მფლობელი კომპანია მზადაა, საქართველოს მთავრობას წილების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს

„IDS BORJOMI International-მა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების შემდგომ, მისმა მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ოფიციალური წინადადება წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს.

მაკა ბოჭორიშვილი

19 მაისი 2022, 14:32

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: გერმანიაში თვლიან, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ერთნაირად ეკუთვნით ევროპული პერსპექტივა და იგი თანადროულად უნდა იყოს გახსნილი სამივე ქვეყნისთვის

გერმანიაში თვლიან, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ერთნაირად ეკუთვნით ევროპული პერსპექტივა და იგი თანადროულად უნდა იყოს მინიჭებული და გახსნილი სამივე ქვეყნისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

19 მაისი 2022, 14:26

მსოფლიო

მოლდოვის ექსპრეზიდენტზე კორუფციის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტზე გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. იგორ დოდონი კორუფციაშია ეჭვმიტანილი. საქმე ეხება 2019 წელს გაკეთებულ ვიდეოჩანაწერს, კადრები მოლდოვას დემოკრატიული პარტიის მაშინდელ ლიდერთან ვლადიმერ პლახოტნიუკთან შეხვედრას ასახავს.

19 მაისი 2022, 14:19

ეკონომიკა

შემოსავლების სამსახური: რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული, გაზრდილია მებაჟე ოფიცრების რაოდენობა

„მთლიანად რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

19 მაისი 2022, 14:09

რეგიონი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის ქალაქ გალაცში იმყოფება

ვიზიტის ფარგლებში მერმა ასოციაცია „ტექნოპოლ გალაცთან“ მომავალი თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც გარემოს დაცვის მიმართულებით, ასევე ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის სფეროებში გამოცდილებათა გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.