29 იანვარი 2022, 17:05 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნაზე: ჩვენი მთავრობისთვის მთავარი მიზანი და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის ფორმირება და ჩვენი მდებარეობის, ჩვენი პოტენციალის სრული რეალიზაცია

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი მთავრობისთვის მთავარი მიზანი და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის ფორმირება და ჩვენი მდებარეობის, ჩვენი პოტენციალის სრული რეალიზაცია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა ამ პროექტის დაწყების პირველივე დღიდან სრულ მხარდაჭერას ვუცხადებდით და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მხარდაჭერას კომპანია "პეისს" და მის თითოეულ თანამშრომელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან და „პეის ჯგუფის“ პრეზიდენტ იოსებ დოლიძესთან ერთად, ახალი საზღვაო ნავსადგური დაათვალიერა, რომელიც „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის(DFC) ერთობლივი ძალისხმევით აშენდა.

ნავსადგურის მშენებლობის ფარგლებში განხორციელდა 93 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, აშენდა მასშტაბური ჰიდროტექნიკური ნაგებობები და მოეწყო თანამედროვე საპორტო ინფრასტრუქტურა.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კომპანია „პეისის“ მხრიდან ფოთის ახალი ნავსადგურის მასშტაბური მშენებლობა 2020 წლიდან მიმდინარეობდა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის. მისივე თქმით, მშენებლობის პროცესში შეიქმნა ასობით ახალი სამუშაო ადგილი, რაც რა თქმა უნდა, პანდემიის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო რეგიონის მოსახლეობისთვის.

„მოგესალმებით ყველას, ძვირფასო სტუმრებო, მეგობრებო და კოლეგებო! ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა, საქართველოს შავი ზღვის კარიბჭეში, ფოთში და თქვენს წინაშე სიტყვით გამოსვლა. დღეს მართლაც დიდებული დღეა! ვულოცავ კომპანია „პეის“, მის თითოეულ თანამშრომელს ასეთი მასშტაბური პროექტის წარმატებით განხორციელებას!

მოგეხსენებათ, 2020 წლიდან კომპანია „პეისის“ მხრიდან მიმდინარეობდა ფოთის ახალი ნავსადგურის მასშტაბური მშენებლობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის. დღეის მდგომარეობით, განხორციელებული ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ ამერიკულ დოლარს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა პროექტში. კერძოდ, აშშ-ს ფედერალური მთავრობის საერთაშორისო ფინანსური განვითარების კორპორაციიდან (DFC) გამოყოფილი იქნა დაფინანსება 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც კიდევ ერთი გამოხატულებაა, რომ საქართველო უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა და რომ ის წარმოადგენს რეგიონში უდიდესი სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის მქონე ქვეყანას.

მე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ სოსო დოლიძეს, რომელმაც თავის გუნდთან ერთად ეს არაჩვეულებრივი, მასშტაბური პროექტი განახორციელა ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ კომპანია "პეისი" წარმატებით საქმიანობს უკვე 30 წელია და დღეს არის ამ კომპანიის იუბილე და ვულოცავ თითოეულ მის თანამშრომელს. კომპანიაში დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო კომპანიის ოპერირებაში მყოფი არსებული ნავმისდგომების ყოველწლიური საშუალო ტვირთბრუნვა 3 მილიონ ტონას შეადგენს. მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ამ პროექტის განხორციელების პროცესში კომპანიამ ძალიან დიდი სოციალური პასუხისმგებლობაც გამოიჩინა, მშენებლობის ფარგლებში შეიქმნა ასობით ახალი სამუშაო ადგილი, რაც რა თქმა უნდა, პანდემიის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო რეგიონის მოსახლეობისთვის,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ნავსადგური საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტებს შორის აქამდე რეალიზებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მისი ღირებულება 120 მილიონ დოლარს აღწევს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ ნავსადგურის მშენებლობის პროექტი 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა, რაც ორგანიზაციის მიერ ერთ პროექტზე გამოყოფილი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში. პროექტის სრულად დასრულების შემდეგ საქართველოს ერთიანი სანავსადგურე ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა 3.5 მილიონი ტონით გაიზრდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, აშშ-ის ელჩსა და „პეის ჯგუფის“ პრეზიდენტთან ერთად, ოფიციალური ცერემონიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტმა მამუკა წერეთელმა. სტუმრებმა მოუსმინეს Albright Stonebridge Group-ის ვიცე-თავმჯდომარის ჯეიმს ო ბრაიენის ვიდეომიმართვას, რომელმაც აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნისა და ALBRIGHT STONEBRIDGE GROUP-ის ხელმძღვანელის მადლენ ოლბრაიტის წერილი წაიკითხა. მადლენ ოლბრაიტის წერილში აღნიშნულია, რომ ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის პროექტი საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობისა და ორმხრივი ერთგულების დემონსტრაციაა. მადლენ ოლბრაიტმა საქართველოს მთავრობას, “პეის ჯგუფსა“ და აშშ-ის განვითარების კორპორაციას ახალი ნავსადგურის გახსნა მიულოცა. სტუმრებმა ასევე მოისმინეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) მმართველი დირექტორის, კენეტ ენჯელის ვიდეო მიმართვა.

ყველა სიახლე

ვიქტორ დოლიძე

26 მაისი 2022, 14:50

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე: ყველა თანამოქალაქეს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს - ჩვენ ახლა ძალიან გარდამტეხ პერიოდში ვართ როგორც ევროპული, ისე ევროატლანტიკური სრულფასოვანი ინტეგრაციის თვალსაზრისით

ჩვენს ყველა თანამოქალაქეს ვულოცავ ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებ ევროპულ მომავალს, რომელიც სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში მდგომარეობს. ჩვენს ყველა მოქალაქეს ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას ნატოში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ.

არჩილ თალაკვაძე

26 მაისი 2022, 14:50

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: არაერთმა თაობამ ძალიან ბევრი იბრძოლა და იშრომა, რათა გვქონოდა ასეთი სახელმწიფო და გვქონოდა შანსი, საქართველო ევროპულ ოჯახს დაუბრუნდეს

„ამ წლების განმავლობაში გავატარეთ რეფორმები, მივიღეთ თქვენი დიდი მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ. უკვე ველით, რომ ევროკავშირის მხრიდან იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული, მართალია, ეს ეხება კანდიდატის სტატუსს და საბოლოო მიზანი არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, მჯერა, რომ ამ საუკუნოვან ოცნებას ჩვენ ერთად ავისრულებთ და საქართველო დაუბრუნდება თავის ევროპულ ოჯახს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ლევან იოსელიანი

26 მაისი 2022, 14:44

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: არასდროს ვყოფილვართ ასე ახლოს ევროკავშირთან და ამ შანსის ვერ და არ გამოყენება იქნება დანაშაული ჩვენი მომავალი თაობის წინაშე

„არასოდეს საქართველოს არ ჰქონია ასეთი შანსი, ეს არის ისტორიული მომენტი, არასდროს ასე ახლოს არ ვყოფილვართ ევროკავშირთან და ამის ვერ და არ გამოყენება იქნება დანაშაული ჩვენი მომავალი თაობის წინაშე. ამიტომ ყველამ ოპოზიციამ, ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ, ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ერთი ნაბიჯით წავიწიოთ წინ და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველამ უნდა გავიაზროთ ჩვენი პასუხისმგებლობა ამ პროცესში“, - აღნიშნა იოსელიანმა.

26 მაისი 2022, 14:39

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

„მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღის განმავლობაში იყო კვლავ სტაბილური, ჩაუტარდა გეგმური კვლევებიც და მკურნალი ექიმის ნებართვის საფუძველზე ოთხმა ვიზიტორმა მოინახულა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კარლ ჰარცელი

26 მაისი 2022, 14:30

პოლიტიკა

კარლ ჰარცელის ვარაუდით, ევროკომისია საქართველოს წევრობის აპლიკაციაზე მოსაზრებას 2-3 კვირის ვადაში წარადგენს

„მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით, რათა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე და პატივი მივაგო სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დღეს აქ ვიხილეთ. ისინი ემსახურებიან არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის დაცვას, არამედ იცავენ ევროპულ ღირებულებებს მსოფლიოს მასშტაბით: ავღანეთში, აფრიკაში და სხვაგან. გილოცავთ ყველას. ჩვენ ჯერ კიდევ ველით იმ დროს, როცა ევროკომისია წარადგენს თავის მოსაზრებას საქართველოს წევრობის აპლიკაციაზე, ასევე უკრაინისა და მოლდოვის აპლიკაციებზე. ვვარაუდობ, რომ ეს მომდევნო 2-3 კვირის ვადაში მოხდება“, - განაცხადა ჰარცელმა.

26 მაისი 2022, 14:28

პოლიტიკა

კახა კალაძე: 26 მაისი მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს და მას გაფრთხილება სჭირდება

თბილისის მერი კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე, სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მისი თქმით, 26 მაისი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა, რომელსაც გაფრთხილება და დაცვა სჭირდება.

ჯუანშერ ბურჭულაძე

26 მაისი 2022, 14:28

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ქართველი მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ერთგულად დაიცავენ ჩვენს სამშობლოს და მის თავისუფლებას

„მე ამაყი ვარ, რომ ქართული ჯარი თავისი პროფესიონალიზმით, სიმამაცითა და სამშობლოს სიყვარულით სამაგალითოა მთელს მსოფლიოში. ქართველი მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ერთგულად დაიცავენ ჩვენს სამშობლოს და მის თავისუფლებას“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილი

26 მაისი 2022, 14:26

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი: დღევანდელი დამოუკიდებლობის დღე, ალბათ, განსაკუთრებულია - ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ვართ; ევროკავშირის წევრობაზე განცხადება გავაკეთეთ და დიდი იმედით ველოდებით, რომ ძალიან მალე ევროკავშირისგან დადებითი პასუხი იქნება

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, წლევანდელი დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულია, ვინაიდან ქვეყანა ამ დღეს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის პასუხის მოლოდინშია.

ჯუანშერ ბურჭულაძე

26 მაისი 2022, 14:18

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: გზა ევროპისკენ არის ქართველი ხალხის ღირებულებითი არჩევანი

„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველა პროფესიის, მრწამსისა და შეხედულების ადამიანს, რომლებიც ყოველდღიურად თავისი შრომით აძლიერებენ საქართველოს და ქმნიან მის ევროპულ მომავალს“, - აღნიშნა მან.

26 მაისი 2022, 14:06

საზოგადოება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უკრაინის მიმართ სოლიდარობა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოიხატა

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ნაწილი უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბარს დაეთმო. დედაქალაქის მთავარ მოედანზე უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოიხატა.

ავთანდილ კასრაძე

26 მაისი 2022, 14:01

საზოგადოება

ავთანდილ კასრაძე: რუსთაველის გამზირზე წარმოვადგინეთ ტექნოპარკის ერთგვარი მინიმოდელი, სადაც, ბავშვებს შეუძლიათ გაეცნონ მსოფლიოს ტექნოლოგიურ მიღწევებს და ისწავლონ ინოვაციური პროდუქტების შექმნა

სხვადასხვა სივრცესთან ერთად, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თბილისში, რუსთაველის გამზირზეა წარმოდგენილი, ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პავილიონი, - ამის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

თამარ იოსელიანი

26 მაისი 2022, 13:58

საზოგადოება

თამარ იოსელიანი: ქვეყნის დამოუკიდებლობა თითოეული მოქალაქის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველას გილოცავთ ამ დიდ, ეროვნულ დღესასწაულს

„გილოცავთ 26 მაისს - ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, ყველაზე დიდ ეროვნულ დღესასწაულს! დამოუკიდებლობა მართლაც რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გვაქვს აღებული“, -აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

26 მაისი 2022, 13:53

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს მოქალაქეებს მცხეთაში მასპინძლობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასა და საგამოფენო სივრცეებს, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე, დილიდან აქტიურად სტუმრობენ როგორც მცხეთელები, ასევე, ქალაქის სტუმრები, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 მაისი 2022, 13:47

პოლიტიკა

პრემიერი: დღეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის სანდო და ერთგული მოკავშირეა და ყველა აღიარებს, რომ საქართველოს მართლაც გამორჩეული ლიდერობა აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანათა შორის, ასევე ე.წ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის

„დღეს საქართველო ევროპისაგან ელის ბრძნულ, შორსმჭვრეტელ, პოლიტიკურად გამართლებულ და რაც მთავარია, სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენი ისტორიული მისწრაფებების, დაუღალავი ძალისხმევის, ინტეგრაციის პროცესში შესრულებული ვალდებულებებისა და გატარებული რეფორმების შესაბამის აღიარებას“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

შალვა პაპუაშვილი

26 მაისი 2022, 13:46

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო ძალიან დიდია და გვჯერა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის ამ ძალისხმევას დაინახავს და სათანადოდ დააფასებს

ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო ძალიან დიდია და გვჯერა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის ამ ძალისხმევას დაინახავს და სათანადოდ დააფასებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნიკოლოზ წულუკიძე

26 მაისი 2022, 13:42

საზოგადოება

ნიკოლოზ წულუკიძე: ისეთი განცდა მაქვს, თითქოს პირველად გხვდებით, რადგან განსაკუთრებულად რთული, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩემს მდგომარეობაში გამოვსულიყავი და მაგალითი მიმეცა ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რომ მათაც გააგრძელონ ცხოვრება

„დღეს ისეთი განცდა მაქვს, თითქოს პირველად გხვდებით, რადგან განსაკუთრებულად რთული, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩემს მდგომარეობაში, გამოვსულიყავი და მაგალითი მიმეცა ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რომ მათაც გააგრძელონ ცხოვრება. რთული, მაგრამ აუცილებელია, რომ გადავრჩეთ“, - ამ სიტყვებით დაიწყო მაყურებლისთვის მიმართვა „ტელეიმედის“ წამყვანმა, ნიკოლოზ წულუკიძემ, რომელიც, ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, ეთერს დაუბრუნდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 მაისი 2022, 13:32

პოლიტიკა

პრემიერი: საქართველო ევროპისაგან ელის პოლიტიკურად გამართლებულ და რაც მთავარია, სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენი ისტორიული მისწრაფებების, ინტეგრაციის პროცესში შესრულებული ვალდებულებებისა და გატარებული რეფორმების შესაბამის აღიარებას

„დღეს საქართველო ევროპისაგან ელის ბრძნულ, შორსმჭვრეტელ, პოლიტიკურად გამართლებულ და რაც მთავარია, სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენი ისტორიული მისწრაფებების, დაუღალავი ძალისხმევის, ინტეგრაციის პროცესში შესრულებული ვალდებულებებისა და გატარებული რეფორმების შესაბამის აღიარებას“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 მაისი 2022, 13:28

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც სამშობლო და თავისუფლება უზენაესი ღირებულებებია და ყოველდღიური შრომით საქართველოს უკეთესი მომავლის შენებაში მონაწილეობს

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დღეს ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 104 წლისთავს აღვნიშნავთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნის ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

26 მაისი 2022, 13:28

საზოგადოება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ევროკავშირის ჰიმნი პირველად შესრულდა. ვიდეო

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჰიმნი - ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის უკანასკნელი ნაწილი შესრულდა. ჰიმნი აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ, გორის ქალთა კამერულმა გუნდმა, სამების ტაძრის საპატრიარქო და თბილისის ოპერის თეატრის გუნდებმა შეასრულეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 მაისი 2022, 13:24

პოლიტიკა

პრემიერი: სიმბოლურია, რომ დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეა, ჩვენს თანამედროვეთა შორის ის ალბათ ყველაზე უკეთ განასახიერებდა ჩვენი ერის ზნეობას, უზენაესი იდეალებისადმი ერთგულებას და ქართველი ადამიანის შინაგან თავისუფლებას

„სიმბოლურია, რომ დღეს ასევე ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებული მებრძოლის, დიდი მამულიშვილის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. ჩვენს თანამედროვეთა შორის ალბათ იგი ყველაზე უკეთ განასახიერებდა ჩვენი ერის ზნეობას, უზენაესი იდეალებისადმი ერთგულებას და ქართველი ადამიანის შინაგან თავისუფლებას“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა