imedi /  28 მარტი 2022, 13:41 / სანდო წყარო

თორნიკე რიჟვაძე: პროგრამის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ ფარგლებში აჭარის მთავრობა დეველოპერებს 150 მილიონი ლარის თავდებობას სთავაზობს

თორნიკე რიჟვაძე

თორნიკე რიჟვაძე

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სამთავრობო მიზნობრივი პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“, რომლის თანახმადაც ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების პარალელურად პროცესში ინვესტორები, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები, საფინანსო ორგანიზაციები ჩაერთვებიან.

„დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა მიზნობრივი პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე.“ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სრულად ჩანაცვლდება დაახლოებით 300-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ახალი, თანამედროვე საცხოვრისით და 3000-ზე მეტი ოჯახი გააგრძელებს ცხოვრებას უსაფრთხო გარემოში. ამ მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ყველა დეველოპერს, მშენებელ კომპანიას შესთავაზებს 150 მილიონი ლარის მოცულობის საბანკო თავდებობას პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის. ჩვენ ეს პროგრამა უკვე გასულ წელს დავიწყეთ. 80 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისთვის. ეს არის ამ პროგრამის მეორე ფაზა, რომლის ფარგლებშიც ჩაერთვებიან როგორც საკრედიტო-საფინანსო დაწესებულებები, ასევე, დეველოპერები“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება ბათუმში ათწლეულების განმავლობაში არსებული ავარიული სტატუსის მქონე სახლების მასშტაბურობით არის განპირობებული. ბათუმში 3000-ზე მეტი ოჯახი საჭიროებს უსაფრთხო საცხოვრისს. პროგრამის თანახმად, ბათუმში არსებული ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება. პროგრამა უზრუნველყოფს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო საცხოვრისი გარემოს შექმნას, ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას, სამშენებლო ბიზნესის სტიმულირებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

აჭარის მთავრობამ ბათუმის მერიასთან ერთად „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ 4-წლიანი პროგრამის პირველი ეტაპის განსახორციელებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. მხოლოდ 2022 წლისთვის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სამთავრობო მიზნობრივი პროგრამას დაემატება ახალი კომპონენტი, რომელიც სახელმწიფო პროგრამასთან ერთად ითვალისწინებს პოტენციური ინვესტორების, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების, საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობას აღნიშნულ პროცესში. პროექტის დასრულება უზრუნველყოფილი იქნება აჭარის მთავრობის მიერ 150 მილიონი ლარის მოცულობის ფინანსური გარანტიით, უძრავი ნივთის შესყიდვის ინსტრუმენტის გამოყენებით.

პროგრამის განხორციელებაში ჩართული იქნება აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია, საბანკო სექტორი და სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები

ყველა სიახლე

04 დეკემბერი 2022, 23:11

მსოფლიო

ინდონეზიაში, ქორწინების გარეშე სექსი შესაძლოა პატიმრობით დაისაჯოს

ცვლილებები ქორწინების გარეშე სქესობრივი კავშირისთვის 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასჯელი არა მხოლოდ ინდონეზიის მოქალაქეებს, არამედ უცხოელებსაც შეეხება.

04 დეკემბერი 2022, 23:09

საზოგადოება

რამდენად კონკურენტული, გამჭვირვალე და კეთილსინდისიერია ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

იმისთვის რომ მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება მედიკამენტები რაც შეიძლება დაბალ ფასად შეიძინოს, ჯანდაცვის სამინისტრო 2023 წლიდან წამლებზე რეფერენტულ ფასს, ანუ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს. რეფორმა სხვა ქვეყნებშია აპრობირებული და ის საშუალოდ წამლების ღირებულებას კიდევ 40 % გააიაფებს. რეფორმაზე ჯანდაცვის სამინისტრომ უცხოელ ექსპერტებთან ერთად იმუშავა.

პრინცი ჰარი

04 დეკემბერი 2022, 22:56

ტაბლოიდი

პრინცმა ჰარიმ სპაიდერმენის კოსტიუმი მოირგო🕸️ ვიდეო

„შობა ისეთი დროა, როცა ჩვენი ახლობლები ძალიან მოგვენატრებიან. ეს ნორმალურია. ამ დროს ბევრ თავს დამნაშავედ გრძნობს, იმის გამო რომ მშობლების გარეშე ერთობა. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ მშობლებს სურთ, რომ ყოველთვის ვიმხიარულოთ. ამიტომ, თავს დამნაშავედ ნუ გრძნობთ“, - ამბობს პრინცი ვიდეოში.

04 დეკემბერი 2022, 22:46

საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: სანქცირებული კომპანიის მიერ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვება, სრული აბსურდია

გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ ტყუილებითა და ცილისწამებით გაჯერებულ სიუჟეტს, რომელიც აგებულია ტყუილზე, დამახინჯებულ ფაქტებზე, უსაფუძვლო, უარგუმენტო და ხშირად ულოგიკო მსჯელობებზე. სრულად დაუსაბუთებელ მძიმე ბრალდებებს აქვს მხოლოდ საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულების შექმნის და არა გადამოწმებული და სწორი ინფორმაციის გავრცელების მიზანი, - ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.

04 დეკემბერი 2022, 22:30

სპორტი

საფრანგეთმა პოლონეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში გავიდა⚽

ანგარიშზე ოლივიე ჟირუმ 44-ე წუთზე გახსნა და მატჩის პირველი ნახევარი საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა, მეორე ტაიმში კი კილიან მბაპემ დუბლი შეასრულა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში მსაჯმა საფრანგეთის კარში პენალტი დანიშნა, რომელიც რობერტ ლევანდოვსკიმ მეორე ცდაზე ზუსტად შეასრულა.

გოგა ხაინდრავა

04 დეკემბერი 2022, 22:15

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ნებისმიერი ხელისუფლების საძირკველი საზოგადოების ნდობაა, ამიტომ არის პათოლოგიური სიცრუე, ცილისწამება ყველა მხრიდან

„ერთადერთი ჩვენი ქვეყანა არის საქართველო, ამიტომ ბუნებრივია, მისი ფეხქვეშ ამოდება უნდა ყველას. ამას თავისი რეზიდენტურის მეშვეობით აკეთებენ და რა არის ამისთვის საჭირო? ამისთვის საჭიროა, რომ არსებულ ხელისუფლებას, რომელიც არ ნებდება სხვის ნებას იმ ხელისუფლებას საძირკველი დაუნგრიო. ნებისმიერი ხელისუფლების საძირკველი რა არის? - საზოგადოების ნდობა. ამიტომ არის ეს პათოლოგიური სიცრუე, ცილისწამება ყველა მხრიდან. მშვიდობას რომ ბრძოლას დაუწყებენ, წარმოგიდგენიათ, ამის იქით რაღა უნდა იყოს? მშვიდობას ებრძვიან. ამაში აძლევენ მაგას, გიგაურს, ლაკა ხოშტარიას, კაპანაძე იქნება თუ კიკო ვაშაძე იქნება თუ სხვა, რა მნიშვნელობა აქვს?! ფულს ამაში აძლევენ. სხვა რა დანიშნულება აქვთ, რა სიკეთე მოაქვთ ამ ქვეყნისთვის?! მაგათი გაკეთებული ერთი საქმე თუ გინახავთ?! ამ ქვეყნის მშენებლობაზე დადებული ერთი აგური?!“, - განაცხადა ხაინდრავამ.

გიორგი ცხვიტავა

04 დეკემბერი 2022, 21:51

საზოგადოება

გიორგი ცხვიტავა: სამწუხაროდ, უკვე 33 მებრძოლი დაკარგა საქართველომ. საქართველო იხდის ძალიან მაღალ ფასს თავისუფლებისთვის და მისი შვილები განაგრძობენ ბრძოლას თავისუფლებისთვის უკრაინაში

გია ცაგარეიშვილი

04 დეკემბერი 2022, 21:30

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი „ფრანკლინის კლუბზე“: ეწევიან საქმიანობას, რაც ახალგაზრდების ორგანიზებას გულისხმობს, ე.წ. დაკვალიანებას - ერთადერთი მიზნით, როგორმე შეიცვალოს ხელისუფლება ამ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, არა არჩევნების გზით

ეწევიან საქმიანობას, რაც ახალგაზრდების ორგანიზებას გულისხმობს, ე.წ. დაკვალიანებას, ერთადერთი მიზნით, როგორმე შეიცვალოს ხელისუფლება ამ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, არა არჩევნების გზით, რადგან არჩევნები კონსტრუქციული გზაა ხელისუფლების ცვლილების. ეს მათ მიზნებში არასდროს შედიოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა „ფრანკლინის კლუბზე“ საუბრისას განუცხადა.

04 დეკემბერი 2022, 21:29

საზოგადოება

რა არის „ფრანკლინის კლუბი“ - „იმედის კვირის“ სიუჟეტი

„იმედის კვირა“ საქართველოს, იგივე „ალასანიას უნივერსიტეტის“ ბაზაზე დაფუძნებული „ფრანკლინის კლუბით“ დაინტერესდა, რომელიც კლასიკური ლიბერალიზმის და ლიბერტარიანიზმის გამავრცელებელი ასოციაციაა. კლუბი 2021 წელს დაფუძნდა და ყველა სოციალურ პლატფორმაზეა აქტიური.

ბიძინა გიორგობიანი

04 დეკემბერი 2022, 21:11

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი სააკაშვილზე: „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ვერ შეასრულა ტერმინატორის ფუნქცია და გადამწვარი ტერმინატორის პოზაშია

„ამ პარტიის ლიდერმა ვერ შეასრულა ტერმინატორის ფუნქცია და გადამწვარი ტერმინატორის პოზაშია უკვე ფაქტობრივად. ეს გადამწვარი ტერმინატორი აღარაფერს ითხოვს, გარდა იმისა, რომ წავიდეს სადმე და თავს უშველოს. პარტიამ დაიწყო ჩამოშლა, რაც დასრულდება კიდევაც და ჩემი ვარაუდით რამდენიმე ჯგუფად დაიყოფა“, - მიიჩნევს გიორგობიანი.

დიმიტრი ხუნდაძე

04 დეკემბერი 2022, 20:50

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: მიხეილ სააკაშვილი ხელს უწყობს იმას, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდეს და შემდეგ ეს სპეკულაციის საგანი გახდეს

„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ემსახურება პოლიტიკურ მიზნებს და სამწუხაროა, როცა მიხეილ სააკაშვილი თვითონ ხდება ამ პიარკამპანიის მონაწილეც და მსხვერპლიც. იმიტომ რომ სწორ დიაგნოზს, სწორ დანიშნულებას შემდეგ სჭირდება შესრულება და დაცვა. მიხეილ სააკაშვილი ხელს უწყობს იას, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდეს და შემდეგ ეს სპეკულაციის საგანი გახდეს. ეს აწყობს მასაც და მის პოლიტიკურ მეგობრებსაც“, - მიიჩნევს ხუნდაძე.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

04 დეკემბერი 2022, 20:46

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია: რაც ამ წლების განმავლობაში მოგვისმენია ნეგატივი, ყველაფერი 24 საათში მოგვასმენინეს. მთელი რესურსი იყო მობილიზებული, ვნახეთ ფროიდისეული წამოცდენები, რომ ეკლესია არის ყველაზე დიდი ბოროტება ქვეყანაში

ამდენი ნეგატივი იღვრებოდეს ეკლესიაზე და ეს არ ქმნიდეს პრობლემას, შეუძლებელია. სახალხო დამცველმა თქვა, რომ საშიშროებას შეიცავს მამა ანდრიას განცხადება და არც ერთხელ არ უთქვამს მას, რომ საშიშროებას შეიცავს სასულიერო პირების ცილისწამება, - ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

მამუკა მდინარაძე

04 დეკემბერი 2022, 20:41

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პირველი რიგის ამოცანა და გეგმა იყო მიშას ჩამოყვანა და საქართველოს არევა

„მიშა დააკავეს, აღმოჩნდა ციხეში და იხდის სასჯელს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებშიც მიდის სასამართლო პროცესები. ამის შემდეგ რამდენი გეგმა გაგახსენდებათ, იმდენი კრახი იყო მათ ანგარიშზე - მთელი ეს აქციები, სხვადასხვა პიარ კამპანია. იმის შემდეგ სულ იყო მცდელობა ამ ქვეყნის ტურბულენტურ მდგომარეობაში მოხვედრისა“, - განაცხადა მდინარაძემ.

რატი ბრეგაძე

04 დეკემბერი 2022, 20:23

სამართალი

რატი ბრეგაძე: რა მორალზეა საუბარი, როდესაც მოშიმშილე ადამიანს მოუწოდებდნენ შიმშილობა არ შეეწყვიტა. პირიქით, ამბობდნენ, რომ შიმშილობის შეწყვეტა სააკაშვილისთის პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა

„მოშიმშილეს ეუბნები - შიმშილობა გააგრძელე და არ გაბედო შეწყვეტა. ეს ხომ ყოველგვარ მორალურ და ეთიკურ პრინციპს ეწინააღმდეგება. რატომ? იმიტომ რომ სჭირდებოდათ მისი ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, იმისთვის, რომ საკუთარი ვიწროპარტიული და მერკანტილური ამოცანები განეხორციელებინათ“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

04 დეკემბერი 2022, 19:38

ტექნოლოგიები

Airbus-ი წყალბადის ძრავას მოდიფიცირებულ A380-ზე გამოცდის✈️

ეს პროგრამის Airbus ZEROe ნაწილია. ძრავას მოდიფიცირებული საჰაერო ხომალდს ფრთებსა და კუდს შორის დაამონტაჟებენ. ძრავა საწვავის ელემენტებს წყალბადის ელექტროენერგიად გარდასაქმნელად იყენებს, რომელიც თავის მხრივ პროპელერს აამუშავებს.

04 დეკემბერი 2022, 19:35

საზოგადოება

ეროვნული არქივი აღდგენილი ქართული კინოს რეტროსპექტივას მასპინძლობს

„მაყურებელი დღეს მიხეილ ჭიაურელის „ხაბარდას“ (1930) და ლეო ესაკიას „ამერიკანკას“ (1930) იხილავს. რეტროსპექტივა 2 დეკემბერს რეჟისორ ალექსანდრე წუწუნავას ფილმით „ვინ არის დამნაშავე?“ („უაილდ ვესტის მხედარი“) (1925 წელი) გაიხსნა. 4 კვირის განმავლობაში ნაჩვენები იქნება ქართული მხატვრული ფილმები, რომლებიც საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლობით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაღალი ხარისხით გაციფრულდა და რესტავრაცია ჩაუტარდა.

გოგა ხაინდრავა

04 დეკემბერი 2022, 19:07

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ავღანეთში გმირულად რომ იღუპებოდნენ ჩვენი ბიჭები, მტერთან ბრძოლაში, სად იყო თქვენი ინსტინქტი, თქვენ, „ნაცო“ ფარისევლებო

„სამარცხვინოებმა“, როდესაც ქვეყნის შვილები გმირულად იღუპებიან მტერთან ბრძოლაში, გლოვის დღის გამოცხადება ინსტინქტი უნდა იყოსო. ავღანეთში რომ იღუპებოდნენ გმირულად ჩვენი ბიჭები, მტერთან ბრძოლაში, სად იყო თქვენი ინსტინქტი?! რატომ არ გლოვობდით ჩვენს ძმებს?! თქვენ, ნაცო ფარისევლებო!“, - წერს ხაინდრავა.

კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე

04 დეკემბერი 2022, 18:55

საზოგადოება

პატრიარქი: იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ, დავძლიოთ სიმძიმეები, რაც ჩვენ წინაშე დგას

იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ, დავძლიოთ სიმძიმეები, რაც ჩვენ წინაშე დგას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა. პატრიარქის თქმით, დღეს მშობლების მოვალეობაა, შვილები სარწმუნოებას, ეკლესიურ ცხოვრებას აზიარონ.

04 დეკემბერი 2022, 18:53

მსოფლიო

კუნძულ იავაზე ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო. ვიდეო

4 დეკემბერს, დილით ადრე ვულკანიდან ფერფლი ამოიფრქვა. მთავრობამ საფრთხის მაქსიმალური დონე გამოაცხადა და მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ამოფრქვევის ამსახველი ვიდოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

პელე

04 დეკემბერი 2022, 18:16

სპორტი

პელე: იმედიანად ვარ. სიყვარულის თითოეული გზავნილი, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ვიღებ, ენერგიით მავსებს

„მეგობრებო, მინდა ყველანი დაგამშვიდოთ. ძლიერად ვარ, ძალიან იმედიანად და როგორც ყოველთვის, მივყვები მკურნალობას. მინდა მადლობა ვუთხრა მედპერსონალს მზრუნველობისთვის. ღმერთის მწამს და სიყვარულის თითოეული გზავნილი, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ვიღებ ენერგიით მავსებს. ისევე როგორც ბრაზილიის თამაშის ყურება მსოფლიო ჩემპიონატზე. დიდი მადლობა ყველაფრისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.