30 ივნისი 2022, 13:32 / სანდო წყარო

აჭარის უმაღლეს საბჭოში ტურიზმის დეპარტამენტის ანგარიში მოისმინეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა უწყების საქმიანობის ანგარიში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს წარუდგინა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე გამოსვლისას თინათინ ზოიძემ რეგიონში ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე, ვიზიტორების ზრდის ტენდენციებზე, რეგიონის პოპულარიზაციის, სერვისის გაუმჯობესებისა და მთის ტურისტული პროდუქტების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

„2022 წ. I კვარტლის მონაცემებით, აჭარაში ტურიზმის მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 68.8%-აა აღდგენილი, რაც უცხოელი ვიზიტორების მიერ რეგიონში განხორციელებულ 57’700 ვიზიტს გულისხმობს. მაისის თვეში კი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები 2019 წელთან შედარებით აღდგენილია 86.6 % - ით (266'558 ვიზიტი). დადებითი დინამიკა ფიქსირდება შიდა ტურიზმის აღდგენის კუთხითაც. კერძოდ, 2022 წ. I კვ. მონაცემებით, აჭარაში განხორციელებული შიდა ვიზიტების რაოდენობა, ჯამში, შეადგენდა 368’400 ვიზიტს, რაც გულისხმობს 2019 წლის მაჩვენებლის აღდგენას 94.6%-ით.
მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად ხდება საერთაშორისო ფრენების აღდგენა და ახალი მიმართულებების დამატება.

ივლისში ბათუმის აეროპორტში 370 საერთაშორისო რეისი 12 ქვეყნიდან განხორციელდება. პირველი კვარტლის მონაცემებით, აეროპორტში 2019 წელთან შედარებით 30%-ით მატება ფიქსირდება. 2022 წლის ივნისში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 20-ზე მეტი ავიაკომპანიის მიერ 300-მდე საერთაშორისო რეისი 12 ქვეყნიდან ხორციელდება. წელს, რეგიონში შემოვიდა 5 ახალი ავიაკომპანია : Airbaltic (რიგა-ბათუმი (ლატვია)), Flydeal (რიადი, ჯედა - ბათუმი (საუდის არაბეთი)), Jordan Aviation (ამანი - ბათუმი (იოარდანია)), Aseman (თეირანი - ბათუმი (ირანი)) და Uzbekistan Airways ( ტაშკენტი - ბათუმი (უზბეკეთი)).

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო წარმატებით მუშაობს რეგიონში ტურისტული პროდუქტების დივერსიფიცირების, განვითარებისა და ტურისტულ მარშრუტებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით.

ქობულეთში - უკვე გამოცხადდა ტენდერი ისპანის ტორფნარებზე გარემოსთან ადაპტირებული ტურისტული ბილიკებისა და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. სახალვაშოში დაგეგმილია ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმის განახლება და საერთაშორისო ფესტივალისთვის მომზადება. სოფელ ჩაქვისთავში განაახლა სადამკვირვებლო პლატფორმა, მოეწყო საპიკნიკე სივრცე და საქანელები.

ხელვაჩაურში - მიმდინარეობს მირვეთის ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკების მოწყობა, სოფელ კაპნისთავში შეიქმნა ახალი კანიონგის-კასკადოვან ჩანჩქერებზე დაშვების ექსტრემალური ტურისტული პროდუქტი, მოეწყო დაშვების ლოკაციები, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს ეთნოსოფლის პროექტის ფარგლებში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მაჭახელაში.

ქედაში - დაემატება ახალი საპიკნიკე ტერიტორიები ზედა მახუნცეთში და ხარისსაწოლის იალებზე, მოეწყობა დანდალოს ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკიც და ჩანჩქერი შევა ტურისტულ მარშრუტში. წელს გაიხსნება კავიანის 6 კილომენტრიანი სამთო ველობილიკიც.

შუახევში - წელს გაიხსნება და მიიღებს ვიზიტორებს ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები, სადაც მოწყობილია საშხაპეებიც, საკოცონო და ღამისთვის სივრცეებიც. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჭვანას ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამოყოფილი აქვს 10 მლნ ლარი. ასევე, დაახლოებით 10 მლნ ლარი დაიხარჯება ჩირუხის მთაზე ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინის მოწყობისთვის.

ხულოში - ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და წელს იწყება ხიხანის ციხეზე მისასვლელი ბილიკის მშენებლობა. ღორჯომში დაიწყო საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. უჩხოს ხეობაში კანიონინგი ვითარდება. მიმდინარე წელს გაიჭრა და კეთილმოეწყო კანიონინგთან მისასვლელი ბილიკები, გადამზადდნენ კანიონერები და აღიჭურვნენ სპეციალური ფორმებით.

აჭარის კულინარიულ გზამკვლევში 110-ზე მეტი აჭარული კერძის რეცეპტი განთავსდა. წიგნში ნაკლებცნობილი და მივიწყებული აჭარული კერძების, დესერტებისა და წასახემსებლების რეცეპტები, ფოტოები და კერძთან დაკავშირებული ტრადიციებია განთავსებული.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას, პრეს-ინფოტურების ორგანიზებასა და სარეკლამო კამპანიებს სამიზნე ქვეყნებში.

წელს, ევროპაში პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations ბათუმი ევროპის საუკეთესო ჩამალულ მარგალიტად დაასახელა და ევროპულ მიმართულებებს შორის პირველი ადგილი მიანიჭა. ბათუმი, როგორც ევროპის ფარული მარგალიტი, წამყვანი მედიაგამოცემების ყურადღების ქვეშ მოექცა: Euronews, Forbes USA, Conde Nast Traveller, Sapo Brasil, Viaggi Corriere, Yahoo France, Ouest France.

საერთაშორისო და შიდა მედიაში აჭარის შესახებ სტატიების, რეპორტაჟებისა და გადაცემების მომზადების მიზნით, ასევე რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარას მედიისა და ტურისტული კომპანიების 259 წარმომადგენელი სტუმრობდა (86 ჟურნალისტი და 173 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი).

აჭარის პოპულარიზაციის მიზნით რეგიონის ტურისტული პროდუქტები 13 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და კულინარიულ ფესტივალზე იყო წარდგენილი. რეგიონის, როგორც ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებაზე, სტატიები გამოქვეყნდა ჟურნალებში National Geographic Traveler, Travel Poland, Homeland of Wine, National Geographic Traveller Food და National Geographic Traveller.

აჭარაში ტურისტების მოზიდვის მიზნით ბალტიისპირეთის ქვეყნებში ონლაინ მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს, რასაც წინ უსწრებდა პრეზენტაციები და შეხვედრები 80-ზე მეტი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელთან.

სერვისის დონე აჭარის რეგიონში ჯერ კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რომელზეც ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებს მუშაობას. მუდმივად იგეგმება საინფორმაციო შეხვედრები, ტრენინგები, მასტერკლასები და პრაქტიკული მეცადინეობები სექტორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლისთვის, მათ შორის გიდებისთვის, სააგენტოებისთვის, განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის. სერვისის გაუმჯობესების მიზნით აჭარაში წლიურად ტურისტული სექტორის 1000-მდე წარმომადგენლის გადამზადება ხდება.

შეიქმნა სერვისის განვითარების ხელშეწყობისთვის ონლაინ პორტალი serviceajara.ge, რომელზე განთავსებულია ტურიზმის დეპარტამენტის ტრენინგების კალენდარი, ვიდეოგაკვეთილები, სახელმძღვანელოები, რომლის მეშვეობითაც პორტალზე რეგისტრირებულ სექტორის წარმომადგენლებს მუდმივად აქვთ წვდომა სერვისის გაუმჯობესების კუთხით რეგიონში დაგეგმილ ღონისძიებებზე, ტრენინგებსა და მასტერკლასებზე“, - აცხადებენ დეპარტამენტში.

ყველა სიახლე

09 აგვისტო 2022, 09:45

საზოგადოება

სინოპტიკოსები 10 აგვისტოდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, ტემპერატურის მკვეთრ მომატებას ვარაუდობენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი 10 აგვისტომდეა მოსალოდნელი, დასავლეთ საქართველოში კი სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმას და ელჭექს ვარაუდობენ. საქართველოს ზოგიერთ რაიონში ქარია ნავარაუდები. დედაქალაქში ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება. 10 აგვისტოდან სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ტემპერატურის მკვეთრ მომატებას ვარაუდობენ.

09 აგვისტო 2022, 09:43

საზოგადოება

„საქართველოს რკინიგზა“ 9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მოძრაობას აჩერებს

საქართველოს რკინიგზა 9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მოძრაობას აჩერებს. ამის მიზეზად მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესი სახელდება. 249 მლნ დოლარის ღირებულების პროექტი გამტარუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში შენდება ახალი გვირაბები, სარკინიგზო ხიდები, რეაბილიტაცია უტარდება რამდენიმე ქვესადგურს. პროექტის დასრულების შემდეგ, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო. სამგზავრო და სატვირთო მოძრაობა 12 აგვისტოდან სრულად აღდგება.

09 აგვისტო 2022, 09:37

სამართალი

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

მკვლელობის მცდელობა საბერძნეთში - 41 წლის ქართველ კაცს 12 ტყვია ესროლეს. შემთხვევა საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ კომოტინში მოხდა. მედიის ცნობით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. კაცს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ქალაქის საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების თქმით, რამდენიმე ტყვია მას გულ-მკერდის არეში მოხვდა, რის გამოც ჯანმრთელობის სტატუსის შეფასება რთულია და შესაძლოა, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიცია დამნაშავეებს ეძებს.

09 აგვისტო 2022, 09:35

მსოფლიო

გაეროს უშიშროების საბჭოში ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის გააქტიურებული კონფლიქტის შესახებ საგანგებო სხდომა გაიმართა

გაეროს უშიშროების საბჭოში ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის გააქტიურებული კონფლიქტის შესახებ საგანგებო სხდომა გაიმართა. დელეგატებმა აღიარეს ეგვიპტის ძალისხმევა, რომლის შედეგადაც მხარეებმა 3-დღიანი შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ ზავს მიაღწიეს.

09 აგვისტო 2022, 09:30

მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყება: რუსეთი ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, ბირთვული იარაღის ინსპექტირებაზე დროებით უარს ამბობს

რუსეთი, ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, ბირთვული იარაღის ინსპექტირებაზე დროებით უარს ამბობს. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

09 აგვისტო 2022, 09:26

მსოფლიო

უკრაინის პორტებიდან კიდევ ორი გემი გავიდა

უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი გრძელდება. წუხელ თურქეთის მიმართულებით სიმინდით დატვირთული კიდევ ორი გემი დაიძრა. ექსპორტირებული მარცვლეულის საერთო მოცულობამ 10 სატვირთო გემი შეადგინა. მარცვლეულის ექსპორტს გაეროსა და თურქეთის მიერ შექმნილი სპეციალური საკოორდინაციო საბჭო აკონტროლებს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ლიბანის კერძო კომპანიამ უარი თქვა უკრაინული სიმინდის ყიდვაზე, რომლითაც ომის განმავლობაში ოდესის პორტიდან გასული პირველი გემი იყო დატვირთული. კომპანიამ გადაწყვეტილება მარცვლეულის მიწოდების 5-თვიანი შეფერხებით ახსნა.

ბაჩო დოლიძე

09 აგვისტო 2022, 09:23

პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიების ნაწილი კვლავ ბოიკოტს განაგრძობს და ე.წ. ალტერნატიული ჯგუფების შეხვედრებს მართავს

ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებზე სამუშაოდ პოლიტიკურ მხარეებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ, თუმცა ოპოზიციური პარტიების ნაწილი კვლავ ბოიკოტს განაგრძობს და ე.წ. ალტერნატიული ჯგუფების შეხვედრები იმართება.

09 აგვისტო 2022, 09:18

მსოფლიო

რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის

უკრაინის აღმოსავლეთი ტერიტორიები ისევ ინტენსიურად იბომბება. საოკუპაციო ძალებმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს ხარკოვზე. სამიზნეში დასახლებული კვარტალი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები და სკოლა მოექცა. იერიშს ისევ მშვიდობიანი მოქალაქეები შეეწირნენ. განსაკუთრებით აქტიურია საბრძოლო მოქმედებები დონბასში. სევეროდონეცკთან ახლოს დაიბომბა რესტორანი, სასტუმრო და საბავშვო ცენტრი. რეგიონში, რომლის უმეტეს ნაწილს საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ, უკრაინის დამცველები, ტერიტორიების დაბრუნების მიზნით, კონტრშეტევაზე გადავიდნენ.

09 აგვისტო 2022, 09:15

პოლიტიკა

ეროკავშირის რეკომენდაციების ფარგლებში დღეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეხვედრას ანტიკორუფციულ საკითხებზე გამართავს

საკანონმდებლო ორგანო ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე მუშაობას განაგრძობს. დღეს სამუშაო ჯგუფი მორიგ შეხვედრას ანტიკორუფციულ საკითხებზე გამართავს. ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ჯგუფის წევრები იმ გამოწვევებზე იმსჯელებენ, რომლებიც კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანობისთვის აუცილებელია. მისივე განცხადებით, პროცესში აუცილებელია ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა ჯგუფის ჩართვა, რათა ნათლად გამოჩნდეს, თუ რა გამოწვევებს ხედავენ ისინი.

09 აგვისტო 2022, 01:17

მსოფლიო

პენტაგონი: თითქმის 6 თვის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის შეიარაღაბული ძალების რიგებში გარდაცვლილთა და დაჭრილთა რაოდენობამ 70-80 ათასს ადამიანს მიაღწია

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, თითქმის 6 თვის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის შეიარაღაბული ძალების რიგებში დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობამ 70-80 ათასს ადამიანს მიაღწია.

ვოლოდიმირ ზელენსკი

09 აგვისტო 2022, 00:51

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის ყველა მოქალაქეს აუკრძალონ მათ ქვეყანაში შესვლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა რუსეთის ყველა მოქალაქეს აუკრძალოს მათ ქვეყანაში შესვლა, რათა უკრაინის ტერიტორიის ანექსია შეწყდეს, - ამის შესახებ მან The Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

09 აგვისტო 2022, 00:44

თავდაცვა

თავდაცვის აკადემიაში იუსტიციის მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად, სამართლებრივი გზებით საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა

აგვისტოს ომს მიეძღვნა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისა და მისი მოადგილეების შეხვედრა გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებთან. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა აკადემიის რექტორი, გენერალი მამია ბალახაძე.

ჯიმ რიში

09 აგვისტო 2022, 00:22

პოლიტიკა

ჯიმ რიში: 14 წელი გავიდა, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში, სუვერენიტეტის ამ შელახვამ და მსოფლიოს სუსტმა რეაქციამ მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო

„გუშინ გავიდა 14 წელი მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში. სუვერენიტეტის ამ შელახვამ და მსოფლიოს სუსტმა რეაქციამ მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო და შეიჭრა უკრაინაში ორჯერ, დაეხმარა ასადს სირიაში, შექმნა „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები და ბელარუსზე დე ფაქტო კონტროლი დაამყარა“, – წერს ჯიმ რიში twitter-ში.

რუსლან სტეფანჩუკი

08 აგვისტო 2022, 23:40

მსოფლიო

უკრაინის პარლამენტის სპიკერი: 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთმა შეწყვიტა თავისი „იმპერიული ამბიციების“ დამალვა და საქართველოზე თავდასხმა გადაწყვიტა

2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთმა შეწყვიტა თავისი „იმპერიული ამბიციების“ დამალვა და საქართველოზე თავდასხმა გადაწყვიტა, - განაცხადა უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა.

08 აგვისტო 2022, 23:37

რეგიონი

მესტიაში მაშველებმა 70 წლის ტურისტი გადაარჩინეს, რომელიც ორი დღის განმავლობაში კლდეებს შორის იყო მოყოლილი

მესტიაში მაშველებმა 70 წლის მამაკაცი გადაარჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მოქალაქე, ირინა კვიციანი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ის წერს, მამაკაცი უცხოეთის მოქალაქეა და მათთან სტუმრად იმყოფებოდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმირ პუტინი

08 აგვისტო 2022, 23:15

მსოფლიო

Financial Times: დასავლეთი სულ უფრო მეტად შეშფოთებულია ერდოღანსა და პუტინს შორის ურთიერთობების გაღრმავების გამო, რაც თურქეთის მიმართ სადამსჯელო ზომების მიღების ალბათობას ზრდის, თუ ანკარა მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარება

დასავლეთი სულ უფრო მეტად შეშფოთებულია რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმირ პუტინს შორის ურთიერთობების გაღრმავების გამო, რაც თურქეთის მიმართ სადამსჯელო ზომების მიღების ალბათობას ზრდის, თუ ანკარა მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Financial Times-ი ავრცელებს.

რატი ბრეგაძე

08 აგვისტო 2022, 23:10

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: სიმართლე არის საქართველოს მხარეს - დაინტერესებული ვართ, ყველა პირი, ვინც ჩაიდინა ომის დანაშაული, პასუხისგებაში იყოს მიცემული და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

2008 წელს მთელმა მსოფლიომ იხილა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც ქართული ჯარი ღირსეულად აღუდგა - საქართველომ გააგრძელა ბრძოლა სიმართლის დასამტკიცებლად და სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების თანახმად, თამამად შეიძლება ითქვას ის, რომ საქართველო თავიდან ბოლომდე მართალი იყო, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

08 აგვისტო 2022, 22:27

მსოფლიო

აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინას უსაფრთხოების სფეროში მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი გამოუყო

აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინას უსაფრთხოების სფეროში მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი გამოუყო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

08 აგვისტო 2022, 22:15

მსოფლიო

აშშ უკრაინას დამატებით 4.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს საბიუჯეტო საჭიროებისთვის

აშშ უკრაინის მთავრობას დამატებით 4.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში განაცხადეს.

08 აგვისტო 2022, 21:51

პოლიტიკა

ხორვატიის საგარეო უწყება: რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავზე ხორვატია კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი

დამერწმუნეთ ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცის საქართველოს ისტორია - ის არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ადამიანი, რომელსაც ვიცნობ და შესაბამისად, მსგავსი ტიპის ბრალდება, თითქოს მან რამე განცხადება შეგნებულად გააკეთა ან ა.შ. არის ყოვლად დაუშვებელი, - ამხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სრულ მხარდაჭერას ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას, „14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული” , მოჰყვა.