imedi /  13 აგვისტო 2022, 23:37 / სანდო წყარო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში კაცი მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში 42 წლის კაცი მოკლეს. შემთხვევა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ლევან იაგანაშვილს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო ჭრილობები მეზობელმა მიაყენა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ყველა სიახლე

07 ოქტომბერი 2022, 11:07

თავდაცვა

თავდაცვის ძალები თურქეთისგან ახალ, ნატოს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორებს მიიღებს

თურქულ მხარესთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, თავდაცვის ძალები ახალ, ნატოს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორებს მიიღებს. თურქული კომპანიის წარმომადგენლებს დღეს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლეს.

07 ოქტომბერი 2022, 11:04

ეკონომიკა

2023 წელს სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბიუჯეტი იზრდება

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, ბიუჯეტი სოფლის მეურნეობის სექტორში, 15.7%-ით გაზრდილია, რაც ითვალისწინებს პროგრამაში „დანერგე მომავალი“ თანადაფინანსების ზრდასაც, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

07 ოქტომბერი 2022, 10:52

საზოგადოება

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან მემორანდუმი გააფორმა

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

07 ოქტომბერი 2022, 10:50

თავდაცვა

დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები გერმანული საპროთეზო კომპანიის ტრენინგს დაესწრნენ

დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები გერმანული საპროთეზო კომპანიის ტრენინგს დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები გერმანული საპროთეზო კომპანია „ოტტო ბოკის“ მიერ ორგანიზებულ ტრენინგს დაესწრნენ.

ირაკლი შოთაძე

07 ოქტომბერი 2022, 10:43

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურა აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიას იწყებს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების ​- ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის გახსნითი ღონისძიება გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს პროკურატურის, აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, სახელმწიფო უწყებების, ადვოკატთა ასოციაციის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და მოსამართლეები ესწრებოდნენ.

არჩილ თალაკვაძე

07 ოქტომბერი 2022, 10:30

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პენიტენციურ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა აღმოფხვრილია და ამას ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი აღიარებს

„ამ წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით საქართველოს აქვს ხელშესახები გაუმჯობესება. პენიტენციურ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა აღმოფხვრილია და ამას ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი აღიარებს.

07 ოქტომბერი 2022, 10:25

რეგიონი

ფოთის წყალარინების სისტემების მშენებლობის გაგრძელებაზე ხელშეკრულებები გაფორმდა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ფოთის წყალარინების სისტემების მშენებლობას აგრძელებს.

ჯო ბაიდენი

07 ოქტომბერი 2022, 10:21

მსოფლიო

ჯო ბაიდენის თქმით, პუტინი არ ხუმრობს, როდესაც ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენებაზე საუბრობს

კუბის კრიზისის შემდეგ არმაგედონის საფრთხის წინაშე არასდროს ვყოფილვართ, - როგორც Hill-ი წერს, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

07 ოქტომბერი 2022, 10:15

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა კვიპროსში გაეროს ეკონომიკური კომისიის მხარდაჭერით გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კვიპროსის რესპუბლიკის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, პროდრომოს პროდრომუსის მიწვევით, ნიქოზიაში გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) მხარდაჭერით ორგანიზებულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

07 ოქტომბერი 2022, 10:12

საზოგადოება

2023 წელს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება იზრდება

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსება 15.7%-ით გაიზარდა. ბიუჯეტი ზრდის მიზანია, სახელმწიფომ ადგილობრივი აგროწარმოების განვითარებისთვის, ფერმერებისა და მეწარმეებისთვის მეტი ფინანსური რესურსი გახადოს ხელმისაწვდომი როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის, ასევე აგროლიზინგის კუთხით.

ილია დარჩიაშვილი

07 ოქტომბერი 2022, 10:09

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ყოველთვის მზად ვართ, რომ საქართველო იყოს ადგილი, სადაც ჩვენი სამხრეთელი მეზობლები შეძლებენ მშვიდ დიალოგს, რათა კონკრეტული შედეგი მიიღონ ამ მოლაპარაკებებიდან და ჩვენს რეგიონში დამყარდეს მშვიდობა

საქართველოსთვის პრიორიტეტი N1 არის ის, რომ ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ცდილობდა, რომ მას შეესრულებინა შუამავლის როლი ჩვენს სამხრეთელ მეგობრებთან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

ილია დარჩიაშვილი

07 ოქტომბერი 2022, 10:08

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: 44 ქვეყნის ლიდერი საუბრობდა, თუ როგორ უნდა გააძლიეროს ევროპულმა ოჯახმა თანამშრომლობა და პარტნიორობა, რათა წინ აღუდგნენ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს აწუხებს ევროპასა და მსოფლიოს

დღეს მნიშვნელოვანი დღეა პრაღაში, რადგან სულ ცოტა ხნის წინ, ვიცით, რომ პრეზიდენტ მაკრონის მხრიდან დაანონსდა ახალი ინიციატივა ევროპული პოლიტიკური გაერთიანებისა, რომლის გარშემოც არსებობდა საკმაოდ ბევრი კითხვა, თუ რა ფორმას შეიძენდა აღნიშნული ინიციატივა და რა ტიპის პლატფორმა გახდებოდა. დღეს სწორედ პრაღაში მოხდა ამ პლატფორმის, ასე ვთქვათ, პრაქტიკული იმპლემენტაცია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პრაღაში განაცხადა.

ილია დარჩიაშვილი

07 ოქტომბერი 2022, 09:57

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან როგორც შუა აზიაში, ისე ევროკავშირში იმისთვის, რომ საქართველომ კიდევ უფრო განამტკიცოს თავისი როლი და იყოს ძლიერი კონტრიბუტორი რეგიონული ენერგოუსაფრთხოების საქმეში

აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს მეზობლებთან, პარტნიორებთან როგორც შუა აზიაში, ისე ევროკავშირში იმისთვის, რომ საქართველომ კიდევ უფრო განამტკიცოს და გააძლიეროს თავისი როლი და იყოს ძლიერი კონტრიბუტორი რეგიონალური ენერგოუსაფრთხოების საქმეში-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ილია დარჩიაშვილი

07 ოქტომბერი 2022, 09:54

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ის, რომ პრემიერი იყო თანათავმჯდომარე დისკუსიისა, რომელიც ეხებოდა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხს ევროპაში, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია

ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მოწვეული იყო კოლეგასთან, ესტონელ პრემიერ-მინისტრთან ერთად და ახდენდა თანათავმჯდომარეობას იმ დისკუსიისა, რომელიც ეხებოდა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხს ევროპაში, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია იმის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია, იმის, რომ საქართველოს ამ საერთო ოჯახში აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

07 ოქტომბერი 2022, 09:51

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: თოფურიძის განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მაღალი ალბათობით, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დიდი რაოდენობით შავი ფულით ფინანსდება

იმ განცხადებებთან ერთად, რაც გაკეთდა ხაბეიშვილთან, მელიასთან მიმართებაში, თოფურიძის განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ მაღალი ალბათობით, პარტია ძალიან დიდი რაოდენობით შავი ფულით ფინანსდება და პირდაპირ დასტურდება, რომ სწორედ ამ პარტიაში არის უკანონო ჩარევა, როგორც ქვეყნის გარედან, გარეთ თავშეფარებული ადამიანების მხრიდან, ისე ქვეყნის შიგნითაც, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სოსო თოფურიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ნიკა მელიას შენახვა წელიწადში მილიონნახევარი უჯდება.

ნინო ლომჯარია

07 ოქტომბერი 2022, 09:47

პოლიტიკა

დღეს პარლამენტში სახალხო დამცველს მოუსმენენ

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს სახალხო დამცველი წარდგება. ნინო ლომჯარია დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გააცნობს. ომბუდსმენი ანგარიშით გასულ კვირას პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზეც იმყოფებოდა, სადაც კომიტეტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ნიკა მელია

07 ოქტომბერი 2022, 09:36

პოლიტიკა

ნიკა მელია: არანაირი ათი ათასლარიანი ხელფასი მე არ მაქვს! - საზოგადოებას ვპირდები რომ თავის დროზე, აუცილებლად ყველაფერზე ვისაუბრებ

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბრალდებებს, სადაც ნათქვამია, რომ ნაციონალურ მოძრაობას ნიკა მელიას შენახვა წელიწადში მილიონ ნახევარზე მეტი უჯდება, თავად მელია ფეისბუქ პოსტით პასუხობს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ საზოგადოება თავის დროზე პირადად მისგან გაიგებს სრულ სიმართლეს. მელია მსგავსი განცხადებების გამავრცელებლებს საკადრისი პასუხის მიღებას ჰპირდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

07 ოქტომბერი 2022, 09:29

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: 1-ელი ოქტომბრიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 500 კვ.კმ ფართობის ტერიტორია გაათავისუფლეს - დადგება დღე, როდესაც ყირიმის გათავისუფლებასაც აღვნიშნავთ

მხოლოდ პირველი ოქტომბრიდან და მხოლოდ ხერსონის ოლქში გათავისუფლდა 500 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია და ათობით დასახლებული პუნქტი, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

07 ოქტომბერი 2022, 09:09

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ბიზნესკომპანიების საჭიროებებზე მორგებული პროექტები შექმნეს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ბიზნესკომპანიებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული პროექტები შექმნეს. „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) გადაწყვეტები მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (MSMEs)” - ასეთი იყო იმ პროექტის სახელწოდება, რომლის ფარგლებში სტუდენტებმა აღნიშნული აქტივობები განახორციელეს.

07 ოქტომბერი 2022, 08:52

რეგიონი

სოფელ უდეში, ე.წ. ზაზათუბნის საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა

ადიგენის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით სოფელ უდეში, ე.წ ზაზათუბნის საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა.