20 სექტემბერი 2022, 10:57 / სანდო წყარო

ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია გრძელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზაზე ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციას აგრძელებს. პროექტი, რომელიც ქუვეითის ფონდის მიერ ფინანსდება, 2 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 42 კილომეტრიან გზას უტარდება.

ხულო-ზარზმის მონაკვეთის პროექტის ფარგლებში, დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. ამ ეტაპზე, გზის საფარის მოწყობის, ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 95 689 302 ლარს შეადგენს.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს. გზა გადის რთულ გეოლოგიურ რელიეფზე და მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს, როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას, რადგან იგი აკავშირებს ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს ბათუმთან და თბილისთან.

აღნიშნული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ასევე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება. ამასთან, განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.

პროექტის განხორციელების შემდეგ, ტურისტული ნაკადი გაიზრდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.

ყველა სიახლე

რაფაელ ჩიმიშკიანი

26 სექტემბერი 2022, 00:47

სპორტი

ლეგენდარული ძალოსანი რაფაელ ჩიმიშკიანი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული ძალოსანი რაფაელ ჩიმიშკიანი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. რაფაელ ჩიმიშკიანი 1929 წლის 23 მარტს თბილისში დაიბადა. იგი დასახელებულია საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო ძალოსნად.

გოგა ხაინდრავა

26 სექტემბერი 2022, 00:43

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: არანაირი გამოსვლები არ იქნება, რადგან გამოსვლებს აწყობს ხალხი და არა პოლიტიკური პარტიები

არანაირი გამოსვლები არ იქნება, რადგან გამოსვლებს აწყობს ხალხი და არა პოლიტიკური პარტიები, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციების გამართვაზე საუბრისას განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

26 სექტემბერი 2022, 00:36

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების არსებობა აბსოლუტური ტყუილია

„ვსაუბრობ მათზე, ვინც პოლიტიკაში მონაწილეობს. არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები ისინი არ არიან. მეორე სახელწოდება, რაც აქვთ, არის სამოქალაქო საზოგადოება. საზოგადოება კი არიან, მაგრამ ამ ქვეყნის საზოგადოება არ არიან. არიან იმ ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოება, რომლებიც მათ აფინანსებენ. ხშირ შემთხვევაში ეს ჰეგემონი ქვეყნებია, რომლებსაც მსოფლიოს მართვის პრეტენზია აქვთ, და ის საერთაშორისო პოლიტიკური კორპორაციები, რომლებსაც ასევე აქვთ პრეტენზია მართონ სხვადასხვა ქვეყნები“, - განაცხადა ხაინდრავამ.

გოგა ხაინდრავა

26 სექტემბერი 2022, 00:36

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ახლა უკრაინიდან რომ რაღაცებს გველაპარაკებიან ეს უბადრუკები რუსეთის საფრთხეზე, რუსეთის საფრთხე ჩვენ ძვალ-რბილში გვაქვს და ეს გაიაზრა საქართველოს ხელისუფლებამ

„რუსეთი სახიფათო იმპერიაა, ყოველთვის იყო და არის. ყველაზე კარგად ამ იმპერიას ჩვენ ვიცნობთ. ათასი წელია მათ გვერდზე ვცხოვრობთ. ათასი წელია მათ გვერდზე ვცხოვრობთ. სამი საუკუნეა დაიწყო მათი ინტერვენცია საქართველოში. ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით და ახლა უკრაინიდან რომ რაღაცებს გველაპარაკებიან ეს უბადრუკები, ეს ბეცები, პოლიტიკოსებად რომ მოაქვთ თავი და ექსპერტებად. რომ გველაპარაკებიან რუსეთის საფრთხეზე, რუსეთის საფრთხე ჩვენ ძვალ-რბილში გვაქვს. ეს საფრთხე გაიაზრა საქართველოს ხელისუფლებამ და მიხვდა, რომ დღეს, როგორც არასდროს, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის რაღაც წრეების მხარდაჭერა დაკარგა, მაინც ყველაზე დიდი საფრთხე ააცილა ქვეყანას. ეს საფრთხე ისევ არსებობს“, - განაცხადა გოგოა ხაინდრავამ.

გია ცაგარეიშვილი

26 სექტემბერი 2022, 00:06

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ესენი არიან ახალგაზრდა კომკავშირელები ან დაძველებული ჩეკისტები ტყავის ქურთუკით შემოსილები, სულით გაყიდული ადამიანები, რომლებიც კეზერაშვილის რიგში ხელგამოწვდილები დგანან

ესენი არიან ნეობოლშევიკები, ადამიანები, რომლებიც ერთი საუკუნით მერე გაჩნდნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ისინი დაუნდობლად ებრძვიან არა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, არამედ თავის ქვეყანას.

გოგა ხაინდრავა

26 სექტემბერი 2022, 00:03

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა ოპოზიციაზე: იმიტომ დაეტაკნენ ერთმანეთს, რომ დაინახეს - პედესტალი დაკარგეს

„იმიტომ დაეტაკნენ ერთმანეთს, რომ დაინახეს - დაკარგეს პედესტალი. პედესტალი დაკარგეს როგორც ქართული საზოგადოების თვალში, ისევე იმ საერთაშორისო ძალების თვალში, ვინც ამ ყველაფერს ხელს უწყობდა. აღმოჩნდა, რომ ამის შესაძლებლობა არ არის და ახლა ნახეთ, როგორ დაჭამენ ერთმანეთს. მერე აღმოჩნდება, რომ იმან ფული წაიყო, ამან ეს ქნა, ამან საქმე გააფუჭა და ა.შ.“ - განაცხადა ხაინდრავამ.

გიორგი ცაგარეიშვილი

25 სექტემბერი 2022, 23:54

პოლიტიკა

გიორგი ცაგარეიშვილი ოპოზიციაზე: შემოდგომის აზნაურებივით იქცევიან, დადიან ხელგამოწვდილები, კეზერაშვილი ჩოხას მისცემს, მერე ახალუხს მისცემს ნაყოფია

შემოდგომის აზნაურებივით იქცევიან ეს ადამიანები, ფერდებ ჩავარდნილი ცხენით რომ დადის იმერელი აზნაური სოფელ-სოფელ. ხან ჩოხას ინათხოვრებს, ხან ხანჯალს, ხან ხმალს, ხან ყაბალახს. აი ასე არიან, - ასე შეაფასა ოპოზიციის საშემოდგომო გეგმები უმრავლესობის წვერმა გია ცაგარეიშვილმა „იმედი LIVE“-ში.

გია ცაგარეიშვილი

25 სექტემბერი 2022, 23:52

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ შეეხება ყველა იმ ადამიანს, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ოლიგარქიული საქმიანობით არის დაკავებული. ასეთი არის ბატონი კეზერაშვილი და ასეთი არ არის ბატონი ივანიშვილი

„უკრაინულ კანონში რამდენიმე პირობაა: ადამიანი უნდა აკონტროლებდეს მედიას, ადამიანი უნდა იყოს პოლიტიკაში ჩართული, ადამიანს უნდა ჰქონდეს ბიზნესი ქვეყანაში. ივანიშვილი უკვე მესამე წელია წასულია პოლიტიკიდან, არ ფლობს მედიასაშუალებებს და ასევე ა ფლობს ბიზნესებს საქართველოში. სამივე კრიტერიუმს ნათლად აკმაყოფილებს ბატონი კეზერაშვილი და არა მხოლოდ ის, სხვა ბატონებიც, მათ შორის პარლამენტის ყოფილი წევრები, რომლებიც ახლა აფინანსებენ სხვადასხვა მედიასაშუალებებს თუ პოლიტიკურ პარტიებს“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

გია ცაგარეიშვილი

25 სექტემბერი 2022, 23:44

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: როგორც ჩანს, კეზერაშვილი გახდა ექსკლუზიური პატრონი „ნაციონალური მოძრაობის“, დამფინანსებელი და ვინც ფულს იხდის, ის უკვეთს მუსიკას

იცით, რომ ჩვენ გადმოვთარგმნეთ უკრაინული კანონმდებლობა, რომელიც დეოლიგარქიზაციას შეეხება. ძალიან მალე ჩვენ ამ კანონპროექტს დავაინიციირებთ და თუ ვინმეს შეეხება ეს კანონპროექტი, ეს იქნება ბატონი კეზერაშვილი. რომელიც პირდაპირ სააშკარაოზეა გამოსული და მას კვერს უკრავენ მისი მონა-მორჩილები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

25 სექტემბერი 2022, 22:51

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: არ შეიძლება, სასამართლო რეფორმის მიზნები იყოს ის, რომ პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც მოქალაქეების მხრიდან არ აქვს მიღებული უმრავლესობის მანდატი, შემოვლითი გზებით შეეცადოს ბერკეტების მიღებას ნებისმიერ ინსტიტუტში

ვწუხვარ, რომ გამართლდა ჩემი სიტყვები, როცა ვამბობდი, გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს არ აქვს არანაირი სხვა ინტერესი სასამართლოს სისტემის გაუმჯობესების, გარდა ერთისა - გადაწყვეტილების ბერკეტის მიღება სასამართლოში, რათა გავლენა მოახდინონ დანიშვნებზე, სხვა გადაწყვეტილებებსა და სასამართლო ხელისუფლებაში მიიღონ გავლენა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

იმელდა სტონტონი დედოფლის როლში

25 სექტემბერი 2022, 22:33

კულტურა

„გვირგვინის“ მეხუთე სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია

შოუს მეხუთე სეზონის პირველი სერიის ნახვას მაყურებელი სტრიმინგ-სერვისზე 9 ნოემბერს ნახავს. დედოფალ ელისაბედის როლს იმელდა სტონტონი ასრულებს, პრინცესა დიანას ელიზაბეტ დებიკი განასახიერებს, პრინცს ჩარლზს კი დომინიკ ვესტი.

ილია დარჩიაშვილი

25 სექტემბერი 2022, 22:14

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: სამშვიდობო პოლიტიკა არის უალტერნატივო

„პრემიერი მთავარ აქცენტს აკეთებს ჩვენი სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკის მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. პრემიერ-მინისტრი საუბრობდა სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომლითაც ვგეგმავთ ამ უმთავრესი გამოწვევის მიმართულებით გადავდგათ ნაბიჯები. სამშვიდობო პოლიტიკა არის უალტერნატივო“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

25 სექტემბერი 2022, 21:44

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ხალხის სწორ ინფორმირებას და ხალხის სწორ გადაწყვეტილებას შეუძლია საფრთხეები აარიდოს ქვეყანას

სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი მოძრაობა „ხალხის ძალას“ გაფართოებას აანონსებენ. მათ მალე ბევრი სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი, ექსპერტი და პოლიტიკოსი შეუერთდება.

გიორგი ცხვიტავა

25 სექტემბერი 2022, 21:15

პოლიტიკა

გიორგი ცხვიტავა: უკრაინელებმა გააოცეს მთელი დასავლეთი და მთელი სამყარო რუსეთის ჩათვლით

აბსოლუტურად შეცვლილია ვითარება ფრონტის ხაზზე. უკრაინელებმა გააოცეს მთელი დასავლეთი და მთელი სამყარო რუსეთის ჩათვლით, - ამის შესახებ „იმედის“ სამხედრო მიმომხილველმა გიორგი ცხვიტავამ „იმედის კვირაში“ განაცხადა.

ლევან მურუსიძე

25 სექტემბერი 2022, 20:58

სამართალი

ლევან მურუსიძე: ის გამოვაქვეყნე, რაც საზოგადოებისთვის საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ გოგაშვილი ტყუის. პროკურატურას მივმართე და დანარჩენს იქ გავაგრძელებ

„მე ვთქვი, რომ მაქვს მტკიცებულებები, უბრალოდ ახლა არ მინდა საუბარი. პროკურატურას განცხადებით მივმართე, ვთქვი, რომ არსებობს მტკიცებულებები. მე ის გამოვაქვეყნე, რაც საზოგადოებისთვის საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ ის [გოგაშვილი] ტყუის. პროკურატურას მივმართე და დანარჩენს იქ გავაგრძელებ“, - აცხადებს მურუსიძე.

გიორგი მიქაუტაძე

25 სექტემბერი 2022, 20:52

სამართალი

გიორგი მიქაუტაძე: სხვადასხვა აქტორი, სამოქალაქო აქტივისტი სიცრუესა და ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით ცდილობს, მოახდინოს სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია

სიცრუესა და ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით ცდილობენ, მოახდინონ სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ გიორგი მიქაუტაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

25 სექტემბერი 2022, 20:44

პოლიტიკა

რა ქონებას ფლობენ ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები

„იმედის კვირა“ თითქმის ერთი თვეა ცდილობს ყველაზე გავლენიანი და ფინანსურად ძლიერი არასამთავრობო ორგანიზების მენეჯერებთან შეხვედრას და კონკრეტულ კითხვებზე პასუხების მიღებას.

ირაკლი კობახიძე

25 სექტემბერი 2022, 20:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ მხარეს არ არიან ოლიგარქები, რადიკალურ ოპოზიციაში კი ოლიგარქები მრავლად არიან წარმოდგენილები

„მთლიანობაში, კეზერაშვილს, ასევე სააკაშვილს და სხვებს აქვთ მჭიდრო კოორდინაცია არახამიასთან. ეს დაფარული არ არის, ყველამ იცის. არახამიაც არის ამ საერთო კოორდინაციის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც აქვს კონკრეტული ინტერესები და ეს ინტერესები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრივ, ეროვნულ ინტერესებს. ისინი არიან ერთ მუშტად შეკრულები ამ ინტერესის გარშემო, თუმცა, ვფიქრობ, მათი მიზნების აღსრულებას არ უწერია კარგი პერსპექტივა“, - განაცხადა კობახიძემ.

გია ცაგარეიშვილი

25 სექტემბერი 2022, 20:25

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: ზრახვები, რომელიც კეზერაშვილს ამოძრავებს, პირდაპირ კავშირშია ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლასთან

როგორც ჩანს, ზრახვები, რომელიც კეზერაშვილს ამოძრავებს, პირდაპირ კავშირშია აქ ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლასთან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა „იმედის ქრონიკას“ განუცხადა. ცაგარეიშვილის თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი კეზერაშვილი მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრობის“ შავი ხაზინადარი იყო.

25 სექტემბერი 2022, 19:59

სამართალი

ირაკლი შოთაძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის მოადგილეს ნაზატ ხანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პროკურატურის და საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მხარეებმა მიმოიხილეს ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ცალკეული საკითხები.