21 სექტემბერი 2022, 13:16 / სანდო წყარო

ოთარ შამუგიამ იტალიური წარმოების ღვინის ჩამოსხმისა და ეტიკეტირების სპეციალური შეკვეთით დამზადებული მანქანის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, კომპანიის „მხოლოდ კარგი ღვინოები“ იტალიური წარმოების ღვინის ჩამოსხმისა და ეტიკეტირების სპეციალური შეკვეთით დამზადებული მანქანის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

როგორც მობილური საწარმოს მფლობელმა, ვასილ მანაგაძემ აღნიშნა, სპეციალიზებული მანქანის მომსახურების საშუალებით, მცირე და საშუალო ზომის მარნებს წვდომა აქვთ მაღალტექნოლოგიურ დანადგარებზე, რომელიც მევენახეებს უმცირებს პროდუქციის თვითღირებულებას და ზრდის მათი პროდუქციის საბოლოო ფასს.

უწყების ცნობით, მობილური სერვისით აღჭურვილი მანქანა უკვე ოთხი თვეა ოპერირებს და 30-მდე მარანს გაუწია მომსახურება.

კომპანიაში 5 ადამიანია დასაქმებული, რომლებსაც სპეციალური გადამზადება იტალიაში ჩაუტარდათ.
პროექტის ჯამური ღირებულება 700,000 ევროს შეადგენს. კომპანიამ სტარტაპებისათვის შეღავათიანი აგროლიზინგით ისარგებლა, სესხის პროცენტის სუბსიდირებას სოფლის განვითარების სააგენტო ახდენს.

ყველა სიახლე

ლინკოლნ მიტჩელი

28 სექტემბერი 2022, 17:22

პოლიტიკა

ლინკოლნ მიტჩელი: არ ვფიქრობ, რომ ახლა რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, ეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება

„ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგია ხელისუფლებაში დაბრუნება და ეს გახლავთ ის, რასაც ჩვეულებრივ ყველა პარტია ცდილობს. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ახლა რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, ეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ ამერიკელმა ანალიტიკოსმა და პოლიტოლოგმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ლინკოლნ მიტჩელმა „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ლინკოლნ მიტჩელი

28 სექტემბერი 2022, 17:19

პოლიტიკა

ლინკოლნ მიტჩელი: საქართველო ყველა კრიტერიუმით სწორედ იქ გახლავთ, სადაც დღეს მოლდოვა და უკრაინა არიან

ამერიკელი ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ისევე, როგორც უკრაინა და მოლდოვა.

მიხეილ სარჯველაძე

28 სექტემბერი 2022, 17:18

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: არ მგონია, რომ პროტესტის გამოსახატად ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან ჩასვლა აუცილებელი იყო

„საპროტესტო აქციის მიზანი რა იყო? – დასანანია, როდესაც ფიქრობენ, რომ ამის სათქმელად აუცილებელი იყო ლარსზე წასვლა. პროტესტის გამოხატვა შეუძლიათ სხვაგანაც“.

მიხეილ სარჯველაძე

28 სექტემბერი 2022, 17:06

პოლიტიკა

პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ალუდა ღუდუშაურის, ქეთევან დუმბაძის, მაია მენაღარიშვილის და ნინო იობაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „იურიდიული დახმარების შესახებ კანონში“ და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილებათა პროექტები. კანონპროექტები დეპუტატებმა ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

ლინკოლნ მიტჩელი

28 სექტემბერი 2022, 17:04

პოლიტიკა

ლინკოლნ მიტჩელი: მესმის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია რუსეთისგან სამხედრო აგრესიის მსხვერპლი აღარ გახდეს ქვეყანა, რომლის 20% ოკუპირებულია

„ამ გლობალურ სურათში საქართველოს როლზე რომ ვისაუბროთ, ომის დასაწყისში, „ქართული ოცნება“ შეეცადა რთული საკითხის გადალახვას - ერთი მხრივ, საერთაშორისო სანქციებსა და უკრაინას დაუჭირა მხარი, მეორე მხრივ კი, არ გაატარა ისეთი ხისტი რიტორიკა, როგორც სხვა ქვეყნებს ჰქონდათ, მიზეზი კი რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო აგრესიის შიში იყო. კოლუმბიის უნივერსიტეტში ხშირად ვეუბნები ჩემს სტუდენტებს, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში, მაშინ საქართველოსთვის ბევრმა დასავლურმა სახელმწიფომ არაფერი გააკეთა. ამიტომ, მესმის, რომ დღეს ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია რუსეთისგან სამხედრო აგრესიის მსხვერპლი აღარ გახდეს ქვეყანა, რომლის 20% დღესაც ოკუპირებულია. მით უმეტეს, მარტივად შეიძლებოდა უკრაინისგან ყურადღება საქართველოსკენ გადაეტანა. ეს დღესაც რეალური შიშია, შესაძლოა ერთ დღესაც მოსკოვში თქვან, თუ უკრაინაში გამარჯვებას ვერ ვახერხებთ, სადღაც უნდა მოვიპოვოთ ის. ამიტომ საქართველოს მთავრობის ამოცანა არ უნდა იყოს რუსეთის შეჭრა ქვეყანაში“, - აცხადებს მიტჩელი.

28 სექტემბერი 2022, 17:02

პოლიტიკა

ირაკლი შოთაძე ევროჯასტის პრეზიდენტს, ლადისლავ ჰამრანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, ევროჯასტის პრეზიდენტს, ლადისლავ ჰამრანს შეხვდა. შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორი, გიორგი გოგაძე და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ალექსანდრე ლუკაშენკო

28 სექტემბერი 2022, 16:59

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

პეტერ ფიშერი

28 სექტემბერი 2022, 16:57

საზოგადოება

გერმანიის ელჩმა საერთაშორისო კონფერენცია „ზრდასრულთა სწავლა და განათლება სამხრეთ კავკასიაში: მთავარი ეტაპები“ გახსნა

კონფერენცია სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) ორგანიზებით მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას იღებს ზრდასრულთა განათლების 100-მდე ექსპერტი, მკვლევარი და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირი გერმანიიდან, ევროკავშირის და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან და DVV International-ის პარტნიორი რეგიონებიდან - კავკასია, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა, უკრაინა, მოლდოვა და ცენტრალური აზია.

28 სექტემბერი 2022, 16:46

საზოგადოება

პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ტური მოაწყო

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ტური მოაწყო. არასრულწლოვანი განრიდებული პირები და რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ბრიტნი სპირსი და ელტონ ჯონი

28 სექტემბერი 2022, 16:38

კულტურა

ელტონ ჯონმა და ბრიტნი სპირსმა დუეტი ჩაწერეს და ვიდეორგოლი გამოუშვეს

ელტონ ჯონმა და ბრიტნი სპირსმა მათ ახალ დუეტზე Hold me Closer გადაღებული ვიდეორგოლი გამოუშვეს. DW-ს ინფორმაციით, ეს სპირსის პირველი მუსიკალური ნამუშევარია 2016 წლის ალბომ Glory-ს შემდეგ. ვიდეო მეხიკოშია გადაღებული, მისი რეჟისორი ტამუ მუინოა, ქორეოგრაფი კი ჯეიკობ ჯონასი.

28 სექტემბერი 2022, 16:34

პოლიტიკა

დაცული ტერიტორიების სააგენტოში საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

საბჭოს მიერ განხილული ძირითადი საკითხები მოიცავდა რაჭის და შიდა ქართლის რეგიონებში ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებას, მტირალას ეროვნული პარკის დემარკაციას, ასევე პირიქითა ხევსურეთის ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის დაარსების შესაძლებლობებს.

28 სექტემბერი 2022, 16:34

სამართალი

კაცი, რომელიც ავტობუსის გაჩერებაზე ყოფილი ცოლის დაჭრის ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ შეურაცხადად ცნო

მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის, შემაკავებელი ორდერის დარღვევის და ოჯახური ძალადობის ჩადენისთვის ბრალდებულის მიმართ, შეურაცხადობის გამო სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა და მას იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა განესაზღვრა

28 სექტემბერი 2022, 16:31

საზოგადოება

თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციას აგრძელებს. ამჯერად, სკვერის რეაბილიტაცია ანდრონიკაშვილის ქუჩაზე N93-95-თან მიმდინარეობს.

28 სექტემბერი 2022, 16:27

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგოდ უფასო ვაქცინაციას ატარებს

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო ვაქცინაციას ატარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აცრის ღონისძიებები 28-30 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება (ლოკაციების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ხათუნა ბურკაძე

28 სექტემბერი 2022, 16:21

პოლიტიკა

ხათუნა ბურკაძე: აუცილებელია უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევა და რუსეთიდან წამოსული მოქალაქეთა ნაკადების თანმდევ საფრთხეებთან გამკლავების გეგმის შემუშავება

მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა უწყებებმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპულ სახელმწიფოებთან, გაეროსა და ევროკავშირის შესაბამის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე უნდა განსაზღვრონ რუსეთიდან წამოსული მოქალაქეების ნაკადების მართვის საკითხები.

28 სექტემბერი 2022, 16:20

პოლიტიკა

ლაშა დარსალია და ხავიერ კოლომინა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ერგნეთს ეწვივნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ერგნეთს ეწვივნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

28 სექტემბერი 2022, 16:17

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პატიმრობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „პატიმრობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები. კანონპროექტის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს/მსჯავრდადებულებს შესაძლებლობა მიეცემათ გაგზავნონ და მიიღონ წერილები, ასევე განახორციელონ სატელეფონო საუბარი და ვიდეოპაემანი პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრ ბრალდებულთან/ მსჯავრდადებულთან.

28 სექტემბერი 2022, 16:13

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ახალდანიშნულ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრმა წარმატებები უსურვა სომეხ დიპლომატს მომავალ საქმიანობაში და ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობას.

28 სექტემბერი 2022, 16:09

პოლიტიკა

პარტია „დროას“ და სამოქალაქო აქტივისტებს პოლიციამ ლარსის პუნქტთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა - შსს მათ აქციის გამართვის ადგილად გველეთს სთავაზობს

პარტიას „დროა“ და სამოქალაქო აქტივისტებს, პოლიციამ ლარსის პუნქტთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა.

ზურაბ ქადაგიძე

28 სექტემბერი 2022, 16:08

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ელენე ხოშტარიას: ოგბუნუჯუს რომ მეტი პოლიტიკური წონა აღმოაჩნდება და შენ რეიტინგს მიღმა დარჩები, მერე ერთადერთი გამოსავალი გრჩება-პროვოკაციებითა და იაფი, პოლიტიკური პროსტიტუციით დაკავდე

ოგბუნუჯუს, რომ მეტი პოლიტიკური წონა აღმოაჩნდება და შენ რეიტინგს მიღმა დარჩები, მერე ერთადერთი გამოსავალი გრჩება-პროვოკაციებითა და იაფი, პოლიტიკური-პროსტიტუციით დაკავდე, რომ იქნებ ერთი ორი გრამი მიამატო შენ წონას- წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე, რითაც „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ დაგეგმილ ლარსის გამშვებ პუნქტთან მიმდინარე აქციას ეხმიანება.