27 სექტემბერი 2022, 20:33 / სანდო წყარო

ტრაპიზონში „ბათუმის დღეები“ გაიმართა

ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივითა და ორგანიზებით, ბათუმისა და ტრაპიზონის მერიებისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, 2022 წლის 23-24 სექტემბერს, ტრაპიზონში „ბათუმის დღეები“ გაიმართა.

ღონისძიებების ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან ტრაპიზონის გუბერნიას წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია, რომელშიც შედიოდნენ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, რამაზ ჯინჭარაძე, ბათუმის მერის მოადგილეები, სოფო ხალვაში და ლელა სურმანიძე, აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ კაიკაციშვილი, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, გიორგი რომანაძე, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ლევან ჯაში.

23 სექტემბერს ოფიციალური შეხვედრები გაიმართა ტრაპიზონის ვილაიეთის გუბერნატორთან, ისმაილ უსტაოღლუსთან და ტრაპიზონის მერთან, მურათ ზორლუოღლუსთან, რომელსაც აგრეთვე ესწრებოდნენ ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული, გელა ჯაფარიძე და ანკარაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, დიანა მალაზონია.

შეხვედრების ფარგლებში, განხილულ იქნა ბათუმსა და ტრაპიზონს შორის ჰუმანიტარულ, კულტურულ-სპორტულ, სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. აღსანიშნავია, რომ ტრაპიზონისა და ბათუმის მერების მიერ ხელი მოეწერა მემორანდუმს „ორ ქალაქს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების შესახებ“, რა დროსაც „ბათუმის დღეების“ აღსანიშნავად გაიმართა ბათუმისა და ტრაპიზონის ქალაქების სიმბოლიკიანი სპეციალური მარკა-სუვენირის პრეზენტაცია.

ტრაპიზონში ბათუმის დღეების ფარგლებში მ/წლის 23 სექტემბერს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ტრაპიზონის გუბერნიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელებისა და წევრების შეხვედრა, კონკრეტულად განეხილათ მათთვის საინტერესო ბიზნეს-წინადადებები და ერთობლივი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები. ამასთან, დღის ბოლოს გაიმართა ,,ბათუმის დინამოსა“ და „ტრაბზონსპორის“ 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის ამხანაგური მატჩი.

ტრაპიზონში ,,ბათუმის დღეების“ ღონისძიებების ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ რამაზ ჯინჭარაძემ, ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, გელა ჯაფარიძემ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ლევან ჯაშმა შეხვედრა გამართეს აღმოსავლეთ შავიზღვისპერეთის რეგიონში მცხოვრები ქართული ისტორიული დიასპორული ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან და წევრებთან.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ,,უნიეს ქართული კულტურისა და მეგობრობის ასოციაციის“ თავმჯდომარე მეჰმეთ უთუ, ,,ჩარშამბას ქართული კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ომერ სემიზი, ,,ორდუს ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და ურთიერთდახმარების ასოციაციის“ თავმჯდომარე ექრემ ქოშუმი, ,,სალიფაზარის ქართული კულტურის ასოციაციის“ ხელმძღვანელი ადემ იაზიჯი, სტამბოლის ,,ქართული კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელი ფეჰმი უზალი (უსტიაშვილი), სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე ორჰან ბერიძე, თურქეთის შავიზღვისპირეთის სხვადასხვა რეგიონებიდან ქართული წარმოშობის ბიზნესმენები და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე „ჩვენებურებს“ სიტყვით მიმართეს დავით გაბაიძემ, არჩილ ჩიქოვანმა, მაია ხაჯიშვილმა, გელა ჯაფარიძემ და ლევან ჯაშმა, რა დოსაც ხაზი გაუსვეს თურქეთში მოქმედი ქართული ისტორიული დიასპორული ორგანიზაციების წვლილს, ორი ქვეყნის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცების საქმეში. შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ ქართული სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართული ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია თურქეთში მცხოვრები ქართველების სამშობლოსთან კავშირების გაძლიერებისთვის, ასევე, ქართული ენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებისთვის. სიტყვით გამოსვლისას ქართული დელეგაციის წევრებმა აგრეთვე ხაზი გაუსვეს საქართველოს ახალ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების მნიშვნელობას, რომლის თანახმადაც კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე, რაც მიუთითებს საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები თანამემამულეების მიმართ სახელმწიფოს მაღალ პასუხისმგებლობაზე.

ამასთან, ,,ბათუმის დღეების“ ფარგლებში, აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ტრაპიზონის ტურიზმის დეპარტამენტის და თურქეთის ტურიზმისა და სააგენტოების გაერთიანების (TÜRSAB) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, რა დროსაც საქართველოს, მათ შორის აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ერთობლივი ტურისტული პაკეტებისა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

ტრაპიზონში „ბათუმის დღეების“ ფარგლებში მ/წლის 24 სექტემბერს, ტრაპიზონის მერიის კულტურის ცენტრში გაიმართა ქართული ეროვნული სამოსისა და ქართველი მხატვრების ფერწერული ტილოების გამოფენა. აღსანიშნავია, რომ საგამოფენო დარბაზში ასევე მოეწყო ქართული უალკოჰოლო სასმელების დეგუსტაცია, ხოლო სახაჭაპურე ქსელის „რეტრო“ მზარეულების მიერ მოხდა „აჭარული ხაჭაპურის“ ადგილზე მომზადება და მასტერკლასის ჩატარება/დეგუსტაცია, რამაც დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ამასთანვე, აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გაიხსნა ტურისტული სტენდი, სადაც განთავსდა ინფორმაცია აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ, ხოლო სტუმრებს საინფორმაციო ბროშურები და სუვენირები დაურიგდათ. აგრეთვე, ტრაპიზონში, სამსუნში რიზეში და ცენტრალურ ავტობანზე აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დაკვეთით განთავსდა სარეკლამო ბანერები აჭარის ღირსშესანიშნაობების შესახებ.

დღის ბოლოს, მერიის კულტურის ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა გალა-კონცერტი, რომელიც გახსნა ბათუმის მერის მოადგილემ, ცნობილმა მომღერალმა სოფო ხალვაშმა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ბათუმი“, აჭარის სახელმწიფო ვოკალურმა ანსამბლმა ,,ბათუმი“, ქართული წარმოშობის ცნობილმა მომღერალმა ბაიარ შაჰინმა და ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ჰორონი“. კონცერტს ესწრებოდნენ ქართული ოფიციალური დელეგაციის წევრები, ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოსა და ქ. ტრაპიზონში გენერალური საკონსულოს თანამშრომლები, ადგილობრივი ხელისუფლების, ქართული დიასპორის და მას-მედიის წარმომადგენლები და ტრაპიზონის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის გახსნას, ქართული უალკოჰოლო სასმელებისა და კერძების დეგუსტაციას ასობით ადამიანი დაესწრო, ხოლო გალა-კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა.

ყველა სიახლე

06 დეკემბერი 2022, 10:42

მსოფლიო

გაეროს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 6702 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

24 თებერვლიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 6702 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ასეთია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ბოლო მონაცემები.

06 დეკემბერი 2022, 10:41

თავდაცვა

საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ

თავდაცვის ატაშეების ასოციაციის ყოველწლიური გეგმის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები თავდაცვის უწყების ნატოს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესსა და სამომავლო გეგმებს ეცნობიან, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათვე ინფორმაციით, დიპლომატებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ უმასპინძლა. მან მოწვეულ სტუმრებს თავდაცვის სფეროში მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

06 დეკემბერი 2022, 10:40

ეკონომიკა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და შვეიცარიის ტურიზმის სახელმწიფო ორგანიზაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და შვეიცარიის ტურიზმის სახელმწიფო ორგანიზაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა და შვეიცარიის ტურიზმის ორგანიზაციის სპეციალური პროექტებისა და მიმართულებების დირექტორმა ფედერიკო სომარუგამ ქალაქ ციურიხში მოაწერეს.

06 დეკემბერი 2022, 10:36

ტექნოლოგიები

მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი ავტომობილი წარმოების ეტაპზე გადავიდა

ჰოლანდიურმა ავტომწარმოებელმა, Lightyear-მა, რომელიც უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში მსოფლიოში პირველი, მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილის ტექნოლოგიებს იკვლევდა, ავტომობილი საბოლოო – წარმოების ეტაპზე გადაიყვანა. კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, Lightyear 0-ის წარმოება საბოლოოდ დაიწყო და ის დღის სინათლეს სულ მალე იხილავს.

06 დეკემბერი 2022, 10:22

ეკონომიკა

ბერლინში „ქართული ღვინის კვირეული“ გაიმართა

ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, ბერლინში, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე 10 მცირე მარნის ქართული ღვინოების დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ღვინის ბარის „საამური“ ორგანიზებით გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიებებზე წარმოდგენილი იყო ის ღვინოები, რომლებიც დღეისათვის, გერმანიის ღვინის ბაზარზე არ იყიდება.

06 დეკემბერი 2022, 10:17

საზოგადოება

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ხელშეწყობით ბენეფიციარები სპორტულ აქტივობებში ჩაერთნენ

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სარეაბილიტაციო პროგრამები გრძელდება. ცენტრის ხელშეწყობით ბენეფიციარები სპორტულ აქტივობებში ჩაერთნენ. მოზარდები სპორტული ორთაბრძოლის სახეობას მწვრთნელის დახმარებით დაეუფლებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

06 დეკემბერი 2022, 10:11

სამართალი

ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყეს, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძე
ტანია ფაიონი

06 დეკემბერი 2022, 09:58

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე სლოვენიის ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრ, ტანია ფაიონს შეხვდა

სლოვენიის რესპუბლიკაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვენიის ვიცე პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ტანია ფაიონთან გამართა შეხვედრა.

06 დეკემბერი 2022, 09:55

საზოგადოება

საქართველო პროფესიული განათლების ევროპულ ფორუმზე წარდგა

პროფესიული უნარების სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება პროფესიული განათლების წამყვანი ცენტრების ინიციატივის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ისახავდა მიზნად.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2022, 09:49

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველო მტკიცედ ეკუთვნის ევროპას

საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრისას, შალვა პაპუაშვილმა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კლიმატის და სამხედრო მიმართულებით გამოწვეულ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ ცვლილებების მიუხედავად, საქართველო ახერხებს და საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებს ინარჩუნებს.

06 დეკემბერი 2022, 09:46

ეკონომიკა

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 11 თვეში საქართველოს 5 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია

2022 წლის 11 თვეში საქართველოში 4,862,247 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდთან შედარებით ზრდა +185.5%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 55.9%-ს შეადგენს.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2022, 09:37

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილმა კლინგენდაილის ინსტიტუტში გამართულ საჯარო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ექსპერტების კითხვების პასუხად, შალვა პაპუაშვილი დისკუსიის მონაწილეებს საქართველოს ევროპულ არჩევანზე ესაუბრა. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარემ მიმოიხილა საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

06 დეკემბერი 2022, 09:34

პოლიტიკა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა” განცხადებას ავრცელებს

2012 წელს ქართული დემოკრატიის 9-წლიანი უკუსვლა დემოკრატიის შეუქცევადმა წინსვლამ ჩაანაცვლა. თუმცა, საქართველოს „დაუძინებელი მეგობრების“ გადმოსახედიდან, ყველაფერი უკუღმა მოჩანს. მათი ე.წ. აღქმების მიხედვით, ნაცმოძრაობის დანაშაულებრივი რეჟიმი იყო „დემოკრატიის შუქურა“, რომლის ჩაქრობის შემდეგ ქართულ დემოკრატიას სინათლე აღარ ღირსებია, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია აღნიშნული.

06 დეკემბერი 2022, 09:21

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი სან მარინოს რესპუბლიკის განათლებისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

მხარეებმა ქვეყნებს შორის განათლების ყველა საფეხურზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა სან მარინოს რესპუბლიკას და მის კოლეგებს – ანდრეა ბელუცისა და ლუკა ბეკარის საქართველოს მხარდაჭერისთვის საერთაშორისო ასპარეზზე.

06 დეკემბერი 2022, 09:15

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში❄️

ლაგოდეხშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +2 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია თოვლი, ღამით კი -3 გრადუსია ნავარაუდევი.

06 დეკემბერი 2022, 08:46

პოლიტიკა

ევროკომისიის მეხუთე ანგარიში: მთლიანობაში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და მიიღო ზომები კომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად

მთლიანობაში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და მიიღო ზომები კომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად, - ამის შესახებ აღნიშნულია ევროკომისიის მეხუთე ანგარიშში, სადაც საქართველოს მიერ შესრულებული კრიტერიუმები და ახალი რეკომენდაციებია გაწერილი, რომლის გათვალისწინებასაც ევროკომისია საქართველოსგან მოითხოვს.

ვლადიმერ პუტინი

06 დეკემბერი 2022, 08:29

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი ქერჩში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ქერჩში ჩავიდა და დაზიანებული ხიდით დაინტერესდა, რომელიც ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულსა და რუსეთს აკავშირებს.

06 დეკემბერი 2022, 08:10

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 286-ე დღეს

უკრაინაში მთელი ქვეყნის მასშტაბით განგაშის სიგნალი და აფეთქებების ხმა ისმის. რუსეთმა შავი ზღვის ფლოტიდან უკრაინის მიმართულებით რაკეტები ისროლა. ჭურვები ჩამოცვივდა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ ნოვოსოფიევკაში, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. განადგურებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

06 დეკემბერი 2022, 00:57

პოლიტიკა

პარლამენტმა ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ერთობლივი მოსაზრების პროექტის თარგმანი გამოაქვეყნა

პარლამენტი საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა, ასევე ადამიანის უფლებების ოფისის ერთობლივი მოსაზრების პროექტის თარგმანს აქვეყნებს.

06 დეკემბერი 2022, 00:42

საზოგადოება

„ცეკვავენ ვარსკვლავები“ დღეს ორმა წყვილმა დატოვა

ორშაბათი „იმედზე“ ტრადიციულად მეგაშოუს დღეა. დღეს მაყურებელმა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეთერთმეტე სეზონის მეექვსე ეპიზოდი იხილა.