imedi /  04 ოქტომბერი 2022, 16:48 / სანდო წყარო

„Euronews“ ბათუმს, როგორც ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებას, ვრცელ სიუჟეტს უძღვნის

გავლენიანი ტელეკომპანია „Euronews“ ბათუმს, როგორც ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებას ვრცელ სიუჟეტს უძღვნის, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ბათუმი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი არის ქალაქი, რომელმაც ბოლო წლებში წარმოუდგენელი მეტამორფოზა განიცადა, ყველაფერი გააკეთა ტურიზმის განვითარებისთვის და ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად იქცა,“ ასე იწყებს ბათუმზე საუბარს ჟურნალისტი.

„სიუჟეტში მთავარი ყურადღება აჭარაში ტურიზმის, ბიზნესისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე ბათუმის, როგორც ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას ეთმობა.

„აქ სიძველე და თანამედროვეობა სრულყოფილ ჰარმონიაშია შერწყმული. ძველი ქალაქის ქუჩები და მოედნები, სადაც შეგიძლიათ ისტორია სრულად შეიგრძნოთ, კონტრასტშია ზღვის სანაპიროზე მდებარე უზარმაზარ, მდიდრულ ცათამბჯენებთან. სხვა მიზეზებთან ერთად, შავი ზღვის მარგალიტი ასევე არის ქვეყნის ნომერ პირველი ბიზნეს ლოკაცია, მისი გეოგრაფიული მდებარეობის, სერვისებისა და ინფრასტრუქტურის წყალობით.“ აგრძელებს ბათუმზე საუბარს ჟურნალისტი, რომელმაც გარდა ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულებისა რეგიონი ახალი ტურისტული პროდუქტით კანიონინგით ისარგებლა.

„აჭარის მდიდარი ბიომრავალფეროვნება, მისი დაცული ტერიტორიებითა და იუნესკოს სტატუსის მქონე ეროვნული პარკებით, შესანიშნავად ასახავს თავის თავს. ბათუმიდან სულ რაღაც 30 წუთში მანქანით ულამაზესი ბუნებით გარშემორტყმულ თვალწარმტაც გარემოში შეგიძლია აღმოჩნდეთ. აქ შეგიძლიათ ლაშქრობა, ფრინველებზე დაკვირვება, ჯომარდობა, ცხენებით გასეირნება ან სრულიად ახალი აქტივობა კანიონინგი გამოსცადოთ, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ. კაპნისთავის კანიონი თავისი შვიდი ჩანჩქერით ბოლო თვეების განმავლობაში აღიჭურვა შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რათა დამთვალიერებლებს საშუალება მიეცეთ ამ ეტაპისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გარე აქტივობით დატკბნენ“.

რეპორტაჟში ჟურნალისტი ჩინცია რიცი ბათუმში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალი პროექტებზე საუბრობს. მათ შორისაა ბათუმის ახალი სტადიონი და ხელოვნური კუნძულის პროექტი.

„სწორედ ინფრასტრუქტურაზე ზრუნავს ყველაზე მეტად ადგილობრივი ხელისუფლება. ეს არის სტრატეგია, რომელიც იზიდავს ახალ ინვესტორებს, აძლიერებს ეკონომიკას და ზრდის ქალაქის საერთაშორისო რეპუტაციას. ამის მაგალითია ბათუმის ახალი სტადიონი (აჭარაბეთ არენა): ობიექტი, რომელიც 30 მილიონ ევროზე მეტი დაჯდა და 2023 წელს ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის რამდენიმე მატჩს უმასპინძლებს. კიდევ ერთი მასიური პროექტი, რომლითაც მთავრობა ძალიან გატაცებულია, არის ბათუმის ხელოვნური კუნძული. პროექტი გულისხმობს ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის შექმნას, რომელიც ქალაქის ზღვისპირა ზონაში თანამედროვე კურორტის განვითარებას შეუწყობს ხელს“.

ბათუმის შესახებ მომზადებული სიუჟეტი მსოფლიოს 160 ქვეყანაში ევრონიუსის მილიონობით მაყურებელმა იხილა. ჟურნალისტები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სექტემბერში სტუმრობდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

გოგა ხაინდრავა

05 დეკემბერი 2022, 11:45

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა ლიაკა-ჰელენ ხოშტარიას : შენ რომ ემსახურები იმ ერის მთავრობა თავის შვილებს არ გლოვობს...

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს:

რაჰიმ სტერლინგი

05 დეკემბერი 2022, 11:45

სპორტი

რაჰიმ სტერლინგის სახლში მძარცველები შეიჭრნენ, რის გამოც მან კატარში ინგლისის ნაკრების ბანაკი დატოვა

ინგლისის ნაკრების ფორვარდის რაჰიმ სტერლინგის სახლში მძარცველები შეიჭრნენ, რის გამოც მან კატარში ნაკრების ბანაკი დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. ამის შესახებ BBC წერს.

გივი მიქანაძე

05 დეკემბერი 2022, 11:32

პოლიტიკა

გივი მიქანაძე საარჩევნო ბარიერის დაწევაზე: სანამ რადიკალური ოპოზიცია კონსტრუქციულ რეჟიმში არ გადავა, პროცესი წინ ვერ წაიწევს, თუმცა ჩვენ ამის პოლიტიკური მზაობა გაგვაჩნია

„ჩვენ ვთქვით, რომ სანამ ოპოზიციის შესაბამისი წარმომადგენლები კონსტრუქციულ რეჟიმში არ გადავლენ, ეს პროცესი წინ ვერ წაიწევს, თუმცა პოლიტიკური მზაობა ჩვენ ამის გაგვაჩნია. ამ ეტაპზე არანაირი ნიშანწყალი ამ კონსტრუქციულობის არ იკვეთება, რის გამოც ეს პროცესი ჯერჯერობით გაჩერებულია“, - განაცხადა მიქანაძემ.

05 დეკემბერი 2022, 11:32

სამართალი

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების დასრულების დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პროკურატურის ორგანიზებით და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარე, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების დასრულების დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

05 დეკემბერი 2022, 11:31

რეგიონი

რუსთავში კიდევ ერთი რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

რუსთავში ახლად რეაბილიტირებულ მერვე ბაგა-ბაღში, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დღეიდან განახლდა. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მოადგილე კახა გურულთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, #8 ბაღი დაათვალიერა.

გივი მიქანაძე

05 დეკემბერი 2022, 11:29

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ჩვენი მიზანია, 12-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული უმეტესი აქტივობები 2022 წლის ბოლომდე შესრულდეს

რამდენიმე მიმართულებით 12-პუნქტიანი გეგმის ნაწილი სრულყოფილად შესრულდა, ხოლო დანარჩენზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. ჩვენი მიზანია, ამ გეგმით გათვალისწინებული უმეტესი აქტივობების შესრულება 2022 წლის ბოლომდე განხორციელდეს, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

05 დეკემბერი 2022, 11:25

საზოგადოება

ComCom-მა „გამარჯობა რუბის“ წიგნები 150-ე სკოლას გადასცა

კომუნიკაციების კომისიამ 25 ქვეყანაში აღიარებული და წარმატებული ფინური საბავშვო წიგნების სერია „გამარჯობა რუბი“ თბილისის 150-ე საჯარო სკოლას უსასყიდლოდ გადასცა. „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“ და „მოგზაურობა კომპიუტერში“ - აღნიშნული წიგნებით დაწყებითი კლასის 116 მოსწავლე პროგრამირებას, კომპიუტერულ მეცნიერებებსა და კოდის წერის საწყისებს ისწავლის. ახალი სახელმძღვანელო მოსწავლეებს სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიების პედაგოგმა გააცნო, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ სპეციალურად „გამარჯობა რუბის“ წიგნებით სწავლების მეთოდოლოგიით გადაამზადა. მასწავლებელმა III კლასის მოსწავლეებს „გამარჯობა რუბის“ წიგნების გამოყენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სახელმძღვანელოში გადმოცემული „კლავიატურის გამოყენების“ აქტივობები შეასრულებინა.

05 დეკემბერი 2022, 11:19

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გივი მიქანაძე

05 დეკემბერი 2022, 11:18

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიასთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტი ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ პოზიტიურად შეაფასეს

საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიასთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტი ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ პოზიტიურად შეაფასეს, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

05 დეკემბერი 2022, 11:14

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ 12 პუნქტის შესასრულებლად, შემდეგ ჯერი ევროკავშირზე იქნება, პარტნიორებისგან მხარდამჭერ სიტყვებს ვისმენთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვიზიტს განაგრძობს. მისივე თქმით, ვიზიტების მიზანია პარტნიორებთან საუბარი ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების გარშემო და იმის ჩვენება, თუ რას აკეთებს საქართველო ამ პუნქტების შესასრულებლად.

გივი მიქანაძე

05 დეკემბერი 2022, 11:12

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: თანაზიარი ვართ, იმ მწუხარების, რომელსაც განიცდიან უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, ნათესავები და სრულიად საქართველო

„მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო უკრაინაში ჩვენი თანამემამულეების დაღუპვასთან დაკავშირებით. თითოეული ადამიანის დაღუპვა არის ჩვენთვის უდიდესი ტრაგედია და ამ მძიმე ჟამს ჩვენ თანაზიარი ვართ, იმ მწუხარების, რომელსაც განიცდიან მათი ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, ნათესავები და სრულიად საქართველო“, - აღნიშნა მიქანაძემ.

05 დეკემბერი 2022, 11:05

კულტურა

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022 დასრულდა

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022 დასრულდა. გამოვლინდა ლაურეატები ხალხური მუსიკისა და გალობის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერებისა და სახვითი ხელოვნების მიმართულებით. მომავალი კვირიდან ლაურეატების დაჯილდოება დაიწყება და დასკვნითი კონცერტები გაიმართება. პირველი საღამო თუმანიშვილის თეატრში 6 დეკემბერს 19 საათზეა დაგეგმილი. ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი ეთერ თათარაიძე საზოგადოებას ეროვნული ფესტივალის ზეპირსიტყვიერების ლაურეატებს გააცნობს. კონცერტში ასევე მონაწილეობენ: ანსამბლი ,,პანკისი”,ანსამბლი ,,ჩხოროწყუ”, ანსამბლი „ოდილა“,ფოლკლორული ანსამბლი „ერობა“,ხალხური სიმღერის ანსამბლი ,,მუსიკელი”,ფოლკლორული ანსამბლი ,,კოლხა''და ფოლკლორული ანსამბლი „დიდგორი“, რომლის წევრი, სვანური ს

05 დეკემბერი 2022, 11:03

საზოგადოება

მსოფლიოში 5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

მათივე განცხადებით, მიმდინარე წლის 16-17 ნოემბერს, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ ჩატარდა, რომელიც საერთაშორისო კონკურენციის კვირეულის თემატიკას მიეძღვნა. კონფერენციაში მონაწილეობას 20 ქვეყნის დელეგაცია იღებდა. მათ შორის, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ტერესა მორეირა და სხვა მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები. თემატური სესიების ფორმატში, მონაწილეებმა ერთმანეთს კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში საქართველოსა და ევროპაში მიღებული გამოცდილება გაუზიარეს.

05 დეკემბერი 2022, 10:53

მსოფლიო

მედიის ცნობით, ირანის ხელისუფლება ჰიჯაბის სავალდებულო ტარების წესის შეცვლაზე მსჯელობს

ირანის ხელისუფლება ჰიჯაბის სავალდებულო ტარების წესის შეცვლაზე მსჯელობს - ამის შესახებ ირანულ ოპოზიციურ მედიაზე დაყრდნობით CNN-ი იტყობინება.

სალომე ზურაბიშვილი

05 დეკემბერი 2022, 10:35

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანჟეი დუდას პირისპირ შეხვდება. ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებები გაკეთდება.

ანა ბიერდე

05 დეკემბერი 2022, 10:20

მსოფლიო

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: ომის შემდეგად დაზარალებული უკრაინის აღსადგენად, 500-600 მილიარდი ევრო იქნება საჭირო

ომის შემდეგად დაზარალებული უკრაინის აღსადგენად, 500-600 მილიარდი ევრო იქნება საჭირო, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ანა ბიერდემ განაცხადა. მისივე თქმით, ევროკომისიისა და უკრაინის მთავრობის დაანგარიშებით, ეს ციფრი ივნისისთვის 350 მილიარდ ევროს შეადგენდა, თუმცა ბოლო თვეებში უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად, ზარალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინის აღსადგენად „მარშალის გეგმის“ მსგავსი გეგმა უნდა შემუშავდეს, რომელშიც როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორიც იქნება ჩართული

შალვა პაპუაშვილი

05 დეკემბერი 2022, 10:07

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ოჯახებს, ახლობლებსა და მთლიანად საქართველოს უსამძიმრებს

მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთლიანად საქართველოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნიდერლანდებში ვიზიტისას განაცხადა.

05 დეკემბერი 2022, 10:06

პოლიტიკა

გერმანიის ბუნდესთაგის კულტურისა და მედიის კომიტეტის ხუთი დეპუტატი საქართველოს ეწვევა

გერმანიის ბუნდესთაგის კულტურისა და მედიის კომიტეტის ხუთი დეპუტატი 5-დან 9 დეკემბრამდე საქართველოს ეწვევიან. დელეგაციის წევრები არიან დეპუტატები კატრინ ბუდე (სოციალ-დემოკრატიული პარტია), მაქსიმილიან მიორზებურგი (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი), მიხაელ ზახერი (კავშირი 90/მწვანეები), თომას ჰაკერი (თავისუფალი დემოკრატიული პარტია) და მარკ იონგენი (ალტერნატივა გერმანიისთვის).

ოლაფ შოლცი

05 დეკემბერი 2022, 09:55

მსოფლიო

ოლაფ შოლცი: ვლადიმერ პუტინთან საუბრის სრულად შეწყვეტა სერიოზული შეცდომა იქნებოდა

რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბრის სრულად შეწყვეტა სერიოზული შეცდომა იქნებოდა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისი განცხადებით, ეს ომი დიდი რუსული ექსპანსიონიზმის გამარჯვებით არ დასრულდება და პუტინის დიდი რუსული მისია ჩაიშლება.

ენტონი ბლინკენი

05 დეკემბერი 2022, 09:36

პოლიტიკა

ენტონი ბლინკენი: რუსეთის ხელისუფლება უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებით არ არის დაინტერესებული

რუსეთის ხელისუფლება უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებით არ არის დაინტერესებული, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ენტონი ბლინკენის თქმით, კიევთან მოლაპარაკების ნაცვლად, პუტინი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას აძლიერებს და უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას ბომბავს, რაც დიალოგის დაწყებას შეუძლებელს ხდის.