01 დეკემბერი 2022, 17:10 / სანდო წყარო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს და მედიაში მოქალაქეთა დაჯარიმებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს და მედიაში მოქალაქეთა დაჯარიმებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს.

„გურიის მოამბის” მიერ გავრცელებული ეს ცნობა გახლავთ სიცრუე და მისი გავრცელება მოხდა გადაუმოწმებლად, მერიის შესაბამისი სამსახურების დისკრედიტაციის მიზნით.

სინამდვილეში, მუნიციპალურ ინსპექციას არავინ დაუჯარიმებია ეზოში არსებული ძველი სათავსოების ან სამეურნეო დანიშნულების ნაგებობების შეკეთების გამო. ის მაგალითი, რომელსაც “გურიის მოამბე” საკუთარ სტატიაში მანიპულაციურად, მოტყუებით “საძროხის და საქათმის შეკეთებად” მოიხსენიებს, რეალურად არის ახალი, რკინა-ბეტონით და სამშენებლო ბლოკით აგებული კაპიტალური ნაგებობა, რომელსაც ნამდვილად სჭირდება ნებართვა (იხ. თანდართული ფოტომასალა).

“გურიის მოამბის” მიერ მოყვანილი მაგალითებიც, თითქოს მუნიციპალურმა ინსპექციამ რეაგირების გარეშე დატოვა სხვა მშენებარე ობიექტებზე კანონდარღვევის შემთხვევები - სიცრუეა. კერძოდ, 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 დეკემბრამდე გამოვლენილია 75 სამართალდარღვევა, რისთვისაც დაჯარიმდნენ პასუხისმგებელი სუბიექტები. მათ შორის, წინამორბედი ადმინისტრაციის მიერ ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვებული 27 ერთეული უნებართვო მშენებლობა. სტატიაში მოყვანილი ობიექტიც, რომელიც ანასეულის ასახვევში მდებარეობს, მუნიციპალური ინსპექციის მიერ დაჯარიმებულია ორჯერ. ჯამში, მუნიციპალური ინსპექციის მიერ, უკანონო მშენებლობებზე რეაგირების შედეგად, დაჯარიმებულ სუბიექტებს ამ მომენტისთვის 312 000 ლარი აქვთ ბიუჯეტში გადახდილი.

მეორეს მხრივ, მუნიციპალიტეტის მერია გამჭვირვალედ და კანონის სრული დაცვით, მაქსიმალურად მხარს უჭერს მოქალაქეებს, კერძო სექტორსა და ინვესტორებს ააშენონ ახალი ობიექტები, ან სამუშაოები ჩაატარონ არსებულ შენობებზე - მერიის მიერ 2022 წელს, მშენებლობის და რეკონსტრუქციის ნებართვები 74 ობიექტზეა გაცემული.

„გურიის მოამბე” აღნიშნულ სტატიაში ასევე მანიპულაციური კონტექსტით, მისი დისკრედიტაციის მიზნით ავრცელებს მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის გენო კიშინსკის და მისი ოჯახის კუთვნილი ქონების შესახებ ინფორმაციას. ქონება, რომელიც სტატიაშია მითითებული, კიშინსკის და მისი ოჯახის საკუთრებაში იყო სამსახურის შექმნამდე და მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე.

მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც 2022 წლის 26 აპრილს რეფორმის ფარგლებში შეიქმნა, ემსახურება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი და ინფრასტრუქტურული განვითარების საზოგადოებრივ ინტერესებს იმგვარად, რომ არ მოხდეს ქაოტური მშენებლობების დაშვება და უსაფრთხოების წესებისა და მშენებლობის მინიმალური სტანდარტების დარღვევა,"- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში“, - აცხადებენ მერიაში.

ყველა სიახლე

07 თებერვალი 2023, 01:10

მსოფლიო

Reuters: თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 000-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 3 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 00:57

საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 26 წამყვანი უნივერსიტეტის 45 წარმომადგენელს მასპინძლობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პერსონალის მეხუთე საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ევროპის 14 ქვეყნის (გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი) 26 წამყვანი უნივერსიტეტის 45 წარმომადგენელს მასპინძლობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 00:38

საზოგადოება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმება“ განიხილა და სარატიფიკაციო დოკუმენტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

07 თებერვალი 2023, 00:16

რეგიონი

კახეთის ავტობანის შემადგენელი საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობა იწყება

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის შემადგენელი საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები იწყება. საგარეჯო ბადიაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი კახეთის ახალი მაგისტრალური გზის შემადგენელი ნაწილია, რომლის მშენებლობის ხელშეკრულებასაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უახლოეს დღეებში გააფორმებს.

07 თებერვალი 2023, 00:02

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე: ერთიანი სისტემური მიდგომა უნდა დაეხმაროს ყველა ბავშვს მათი სოციალური ინტეგრირების პროცესში

კულტურის კომიტეტის ინიციატივით თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა თემაზე - „ხელოვნება ყველასათვის“. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძესთან ერთად, თბილისის 126-ე და 202-ე საჯარო სკოლების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს შეხვდნენ პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, ბაია კვიციანი, მიხეილ სარჯველაძე და გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გივი მიქანაძე

06 თებერვალი 2023, 23:26

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: 2012 წელს არავის ნებაყოფლობით ხელისუფლება არ დაუთმია, ქართველმა ხალხმა მოითხოვა, რომ „ნაცმოძრაობა“ ერთხელ და სამუდამოდ ჩაჰბარებოდა წარსულს

2012 წელს არავის ნებაყოფლობით ხელისუფლება არ დაუთმია. ეს იყო ქართველი ხალხის, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის პროტესტი მაშინდელი ხელისუფლების მიმართ, რომელიც მათ საარჩევნო უბნებთან დააფიქსირეს.

06 თებერვალი 2023, 23:02

მსოფლიო

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 700-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 2 700-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

06 თებერვალი 2023, 22:57

რეგიონი

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

06 თებერვალი 2023, 22:55

მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა

კატასტროფული მიწისძვრების გამო, რომელმაც 1 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

06 თებერვალი 2023, 22:32

რეგიონი

ჩარგლის გადასახვევი-ბისოს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ჩარგლის გადასახვევი-ბისოს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჩარგლის გადასახვევი-ბისოს მონაკვეთზე ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

06 თებერვალი 2023, 22:01

პოლიტიკა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სამძიმარს უცხადებს თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სამძიმარს უცხადებს თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.

მარიკა ჩხიკვიშვილი

06 თებერვალი 2023, 21:46

პოლიტიკა

ოზურგეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრები „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მათ აქტივისტებს ორგანიზებულ თავდასხმაში ადანაშაულებენ

ოზურგეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრები „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მათ აქტივისტებს ორგანიზებულ თავდასხმაში ადანაშაულებენ. საუბარია მარიკა ჩხიკვიშვილისა და ქეთევან ხომერიკის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში აგორებულ კამპანიაზე.

ანტონიო გუტერეში

06 თებერვალი 2023, 21:41

მსოფლიო

ანტონიო გუტერეში: უკრაინაში შემდგომი ესკალაციისა და სისხლისღვრის შესაძლებლობა სულ უფრო იზრდება

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ უკრაინაში შემდგომი ესკალაციისა და სისხლისღვრის შესაძლებლობა სულ უფრო იზრდება.

შალვა პაპუაშვილი

06 თებერვალი 2023, 21:16

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დამტკიცდა

საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დამტკიცდა. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, მედიის წარმომადგენლებისთვის ორი ტიპის აკრედიტაცია გაიცემა: საპარლამენტო ჟურნალისტის, რომელსაც ერთი წლის ვადა ექნება და სპეციალური (ერთჯერადი) აკრედიტაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

06 თებერვალი 2023, 21:09

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“: ისინი დღემდე კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს ომში ჩართვის სურვილს, თუმცა, პარალელურ რეჟიმში იმუქრებიან სამოქალაქო ომით და ქვეყნის შიგნით სისხლისღვრით

ისინი დღემდე კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს ომში ჩართვის სურვილს და ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში იმუქრებიან სამოქალაქო ომით და სისხლისღვრით ქვეყნის შიგნით. პირდაპირი მუქარები აქვთ, რომ იქნება ომი საქართველოში. ქართველებს ემუქრებიან ომით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

06 თებერვალი 2023, 21:08

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს საქართველოს პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესი დამტკიცდა

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს საქართველოს პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესი დამტკიცდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელსი წერს. მისი თქმით, აკრედიტაციის წესი, სრულად, მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდება.

მამუკა მდინარაძე

06 თებერვალი 2023, 21:03

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ამდენ მოწოდებებს, ლობისტებში დიდი ფულის გადაყრას, ჯობია, სააკაშვილს მოუწოდონ, საჭმელი შეჭამოს

ჩვენ ვიცით ერთი რაღაც, რომ ამდენ მოწოდებებს, დავალებების შესრულებებს, ვიღაცის თვალის ასახვევად დიდი ფულის გადაყრას იმაში, რომ ლობისტები დაიქირაონ, ჯობია, თუ მართლა ვინმეს აინტერესებს ამ ადამიანის ჯანმრთელობა და ობიექტურად ერთი ადამიანი მაინც დარჩა იქეთ მხარეს, ვისაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს, მოუწოდონ საჭმელი შეჭამოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

06 თებერვალი 2023, 20:53

საზოგადოება

„ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი თურქეთში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა

„ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი თურქეთში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა. თურქეთში „იმედისთვის“ ანუკი ჩხიკვაძე და სულხან ფუტკარაძე იმუშავებენ. 17:00 საათზე დაგეგმილი ფრენა თითქმის 2-საათიანი დაგვიანებით შესრულდა. მიწისძვრით განადგურებული ტერიტორიისაკენ სახმელეთო გზით გადაადგილება კი საკმაოდ რთულია, რადგან ფაქტობრივად სამარშრუტო გზა აღარ არსებობს.

მამუკა მდინარაძე

06 თებერვალი 2023, 20:53

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გვინდა გამოვეხმაუროთ ცესკოს ძალიან კარგ გადაწყვეტილებას, რომ მომავალ არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონულად მისცემს. ეს არის საარჩევნო რეფორმის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი

გვინდა გამოვეხმაუროთ ცესკოში მიღებულ დღევანდელ ძალიან კარგ გადაწყვეტილებას - პრაქტიკულად სრული კონსესუსით (გამონაკლისი იყო მხოლოდ 1-2 ადამიანი) მიღებულია გადაწყვეტილება, ნაცვლად 70%-სა (და ჩვენ ვთქვით, რომ 70%-ზე მეტი მიიღებდა ელექტორნული წესით მომავალ არჩევნებში მონაწილეობას) მიიღებს მონაწილეობას მინიმუმ 90% და ეს არის საარჩევნო რეფორმის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, -

06 თებერვალი 2023, 20:49

მსოფლიო

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 300-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 2 300-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.