imedi /  13 იანვარი 2023, 22:34 / სანდო წყარო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სტიქიასთან დაკავშირებული სპეციალური კომისიის სხდომა გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სტიქიასთან დაკავშირებული სპეციალური კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც მერიის შესაბამისი სამსახურების, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს,“ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრისა და სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი განიხილეს და სამომავლოდ გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

„შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ადგილზე ეცნობა სიტუაციას და აფასებს ზიანის მოცულობას, ხარისხსა და მასშტაბებს. დავგეგმეთ კონკრეტული ღონისძიებები, რომლის შედეგადაც უახლოეს ხანებში ჩვენი მოსახლეობა და მუნიციპალიტეტი უნდა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს“- აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა.

მამუკა წოწერიამ მადლობა გადაუხადა ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის მართვის ცენტრს“ და ყველა იმ კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციას, რომელიც აქტიურად არის ჩართული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა ძლიერი ქარია, რომელმაც მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

ყველა სიახლე

05 თებერვალი 2023, 18:23

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

05 თებერვალი 2023, 17:55

საზოგადოება

21 წლის ანი ნოზაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

21 წლის ანი ნოზაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ის ორი თვეა ტვინის იშემიური ინსულტით საავადმყოფოში იმყოფება.

05 თებერვალი 2023, 17:35

რეგიონი

გურიაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით გურიის რეგიონისთვის 4 355 000 ლარი გამოიყო. სამშენებლო მასალები უკვე შეძენილია, აქტიურად მიმდინარეობს მათი დარიგების პროცესი და იგი გაგრძელდება მანამ, სანამ თითოეული დაზარალებული მოქალაქის საჭიროება არ იქნება დაკმაყოფილებული“,- აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.

ირკლი ნადირაძე

05 თებერვალი 2023, 17:22

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას, რომელზეც პარტიის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ოფიციალურად უნდა დაამტკიცონ, ნიკა მელიას გუნდი არ ესწრება

„ყველა არჩევნებს, მათ შორის, შიდა არჩევნებსაც ახლავს-ხოლმე მცირე დაძაბულობები. ეს ყველაფერი წარსულში უნდა დავტოვოთ. საარჩევნო კამპანიაში იყო მსგავსი ფრაზები, გამონათქვამები, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ყველაფერი უნდა ჩავაბაროთ წარსულ. მჯერა, რომ ყველა მხარეს ეყოფა ძალა დასხდნენ და ერთად ვიბრძოლოთ, ამ საერთო ამოცანების გადასაჭრელად", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ.

05 თებერვალი 2023, 17:17

რეგიონი

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის ოფისში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ცეცხლი შენობაში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. მეხანძრე მაშველებმა ხანძრის ჩაქრობა დროულად შეძლეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

რატი იონათამიშვილი

05 თებერვალი 2023, 17:17

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: დღეს ჩვენ გვაქვს ძლიერი სახელმწიფო და „ომის პარტია“ ვერასდროს მიაღწევს იმას, რომ საქართველოში არეულობა მოხდეს

მაშინ როდესაც, ჩვენი ქვეყანა და გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ეს ადამიანები ცდილობენ, რომ ქვეყანა დააბრუნონ 1991 წლის დეკემბერში, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის მუქარის შემცველ განცხადებას.

ლიპყინული

05 თებერვალი 2023, 16:52

საზოგადოება

8 თებერვლამდე საქართველოს მთასა და მაღალ მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი, ზღვაზე - შტორმი

გაეროს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 თებერვლიდან აღმოსავლეთ, ხოლო 7 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში, 8 თებერვლის დილამდე, მოსალოდნელია ნალექი, მთასა და მაღალ მთაში - ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი; ზღვაზე - 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე - ლიპყინული, მთიან რეგიონებში - ზვავსაშიშროება.

05 თებერვალი 2023, 16:46

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ში პირველი პენალტი გაიტანა

პენალტი მასპინძლების კარში მეორე ტაიმის დასაწყისშივე დაინიშნა. კვარაცხელიამ პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში 47-ე წუთზე გახსნა.

მეუფე შიო

05 თებერვალი 2023, 16:42

საზოგადოება

მეუფე შიო: როდესაც ადამიანი სიმდაბლის მოხვეჭითაა დაკავებული, იგი ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს, რომელიც ფესვი და ძირია ყოველგვარი ვნების

როდესაც ადამიანი სიმდაბლის ღვაწლით, სიმდაბლის მოხვეჭით არის დაკავებული, იგი ძირშივე აღმოფხვრის ეგოცენტრიზმს, ეგოიზმს, რომელიც არის ფესვი და ძირი ყოველგვარი ვნებისა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

გიორგი ბოტკოველი

05 თებერვალი 2023, 16:38

პოლიტიკა

გიორგი ბოტკოველი: „ნაციონალური მოძრაობა“ პროტესტის ყველა ფორმას გამოიყენებს იმისთვის, რომ პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი

ამ ქვეყანას სჭირდება რევოლუციური ცვლილებები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. „პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაშია და პროტესტის ყველა ფორმას გამოიყენებს იმისთვის, რომ პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე იყოს გადარჩენილი. განცხადებებზე მეტად ეს ყველაფერი ჩვენი საქმით უნდა უზრუნველვყოთ და ამიტომ დაელოდეთ. რა თქმა უნდა ამ ქვეყანას სჭირდება რევოლუციური ცვლილებები, ამ ქვეყანას მართავს რუსული რეჟიმი და რუსული რეჟიმი უნდა შეიცვალოს. ამას ყველა კონსტიტუციური ფორმით განახორციელებს ძლიერი ოპოზიცია“, - განაცხადა გიპრგი ბოტკოველმა.

პერვეზ მუშარაფი

05 თებერვალი 2023, 16:18

მსოფლიო

პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი გარდაიცვალა

სიცოცხლის ბოლო წლები მუშარაფმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაატარა და ამილოიდოზს მკურნალობდა - იშვიათ დაავადებას, რომელიც ორგანიზმში ცილების მიმოცვლის დარღვევას უკავშირდება.

ზურაბ ქადაგიძე

05 თებერვალი 2023, 15:34

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ახალი კამპანია დაიწყეს ამ ნაძირალებმა. ქუჩაში სისხლის ღვრა მოხდებაო, დილიდან კი გიულიმ „კურთხევა“ მისცა კამპანიას

ჩალაძემ თუ თქვა, ქუჩაში სისხლის ღვრაა გამოსავალი, ე.ი. ესღაა ერთადერთი საშუალება -ბრძანა დედა დედოფალმა. ახალი კამპანია დაიწყეს ამ ნაძირალებმა. იქით ნაკაცარმა გუბაზმა, „ნაიომნიკები“ ჩამოვლენ საქართველოში და ერთად ვიომებთო, აქეთ ჩალაძემ ქუჩაში სისხლის ღვრა მოხდებაო, დილიდან კი გიულიმ "კურთხევა" მისცა კამპანიას - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

თამთა მეგრელიშვილი

05 თებერვალი 2023, 15:24

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებებზე პოლიტიკური კურთხევა გიული ალასანიამ უკვე გასცა

„ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი გიული ალასანიას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის დედა მზადაა თავისი შვილის სამართლისაგან გამოსახსნელად ყველა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ჩაერთოს.

05 თებერვალი 2023, 15:10

მსოფლიო

საფრანგეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

საფრანგეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ მურიში ტყის ხანძარს ებრძვიან. ხანძრის შედეგად 130 ჰექტარი დაიწვა. ცნობები დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.

05 თებერვალი 2023, 14:41

სპორტი

„ბორჯღალოსნებმა“ გერმანიის ნაკრები დაამარცხეს

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2023 წლის პირველ შეხვედრა მოგებით დაიწყო. „ბორჯღალოსნებმა“ გერმანიის ნაკრები ანგარიშით - დაამარცხა.

05 თებერვალი 2023, 14:26

მსოფლიო

გადატვირთული მუშაობის გამო ოდესის ელექტროსადგურზე ავარია მოხდა, რის გამოც 500 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

გადატვირთულობის გამო ოდესის ელექტროსადგურზე ავარია მოხდა, რის გამოც 500 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ცნობას ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო ენერგოოპერატორი ავრცელებს

05 თებერვალი 2023, 13:47

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

05 თებერვალი 2023, 13:40

საზოგადოება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანია „ფორმულასგან“ უნივერსიტეტის ქონების ნაწილის გასხვისებასთან დაკავშირებული მტკიცებულების საჯაროდ წარმოდგენას მოითხოვს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს ტელეკომპანია „ფორმულას“ მხრიდან „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების ფონდის“ დაარსების ირგვლივ აჟიოტაჟის შექმნისა და მოვლენების დრამატიზების მიზანმიმართული მცდელობის გამო, რითაც მედიასაშუალება გამიზნულად დარტყმის ქვეშ აყენებს, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მისი ადმინისტრაციისა და პროფესორ-მასწავლებლების სახელს, ასევე, მეცნიერების განვითარებაზე ორიენტირებული საქველმოქმედო ფონდის დაარსების კეთილშობილ მისიას, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან ნიკოლეიშვილი

05 თებერვალი 2023, 13:30

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: თურმე გიული ალასანიაც „მზადაა“ ომისთვის, ყოველ შემთხვევაში, მისთვის ყველაფერი და ყველა ფორმა მისაღები ყოფილა

არ ფარავენ თავიანთ ზრახვებს - ომი და უბედურებაა მათი მიზანი. საკაშვილიც ამ მიზნით შემოვიდა ქვეყანაში და თურმე გიული ალასანიაც "მზადაა" ომისთვის, ყოველ შემთხვევაში, მისთვის ყველაფერი და ყველა ფორმა ყოფილა მისაღები, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში გიული ალასანიას განცხადებას.

05 თებერვალი 2023, 13:22

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ოღონდ პატიმარი დაიხსნან და სისხლიანი რეჟიმი დააბრუნონ, ომზეც კი თანახმა არიან

საქართველოს გარე და შიდა მტრებო, ჩვენი ხელისუფლება და ხალხი არ დაუშვებს ქვეყანაში ქაოსს, დესტაბილიზაციას და ომს! საქართველოში იქნება მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ვინც ამ პროცესს დაუპირისპირდება სახელმწიფოსგან და ხალხისგან მიიღებს უმკაცრეს პასუხს - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებას.