imedi /  05 თებერვალი 2023, 17:35 / სანდო წყარო

გურიაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო

გურიის რეგიონში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს, რომელსაც მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით გურიის რეგიონისთვის 4 355 000 ლარი გამოიყო. სამშენებლო მასალები უკვე შეძენილია, აქტიურად მიმდინარეობს მათი დარიგების პროცესი და იგი გაგრძელდება მანამ, სანამ თითოეული დაზარალებული მოქალაქის საჭიროება არ იქნება დაკმაყოფილებული“,- აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.

ყველა სიახლე

01 აპრილი 2023, 23:00

პოლიტიკა

„მოლოტოვს ვინც გააკეთებს მე მსროლელი ვარ“, „კარგი ინსტრუქცია უნდა ინახოს დასამზადებლად“, „ვისაც კარგი მიზანი აქვს სჯობს კვერცხები, საღებავები ან ქვები ესროლოს“ - როგორ გეგმავდნენ ძალადობას 7-8 მარტის აქციის მონაწილეები

საბოლოო სიტყვას სასამართლო იტყვის, მაგრამ მანამდე ოპოზიციისა და არასამთავრობოების ნაწილმა ბრალდებული პოლიტპატიმრად გამოაცხადა. ისინი არ იხილავენ მოლოტოვის კოქტეილის გამოყენების ავ-კარგიანობას, პირიქით ამ ფაქტს არც გამორიცხავენ, მაგრამ მათთვის ეს მოცემულობა ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, გამართლებულიც კია.

გიორგი ამილახვარი

01 აპრილი 2023, 22:15

საზოგადოება

გიორგი ამილახვარი: მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, მოტივირებულებს, რომელთაც ნამდვილად სურთ, წარმატებას მიაღწიონ, დამატებით ფინანსურ მექანიზმებს აუცილებლად, ძალიან მალე შევთავაზებთ

მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, მოტივირებულებს, რომელთაც ნამდვილად სურთ, წარმატებას მიაღწიონ, დამატებით ფინანსურ მექანიზმებს აუცილებლად, ძალიან მალე შევთავაზებთ, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

01 აპრილი 2023, 21:45

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: როგორ შეიძლება მე ან ვინმემ ჩემს სისტემაში რაიმე სახით მოახდინოს სადამსჯელო ღონისძიება? პირიქით - დავდგები ნებისმიერი სტუდენტისა თუ ახალგაზრდის გვერდით და მათი უფლებადამცველი ვიქნები

როგორ შეიძლება მე ან ვინმემ ჩემს სისტემაში რაიმე სახით მოახდინოს სადამსჯელო ღონისძიება? პირიქით - დავდგები ნებისმიერი სტუდენტისა თუ ახალგაზრდის გვერდით და მათი უფლებადამცველი ვიქნები, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

გიორგი ამილახვარი

01 აპრილი 2023, 21:40

პოლიტიკა

გიორგი ამილახვრის განცხადებით, განათლების პოლიტიკის განსახორციელებლად უახლოეს დღეებში სამინისტროში მიმართულებების მიხედვით სამუშაო ჯგუფები შეიქმნება

სწორი ხედვა რომ ჩამოვაყალიბოთ, გადავხედავთ პროცესს და შევხედავთ, თუ არის იქ რაიმე შესაცვლელი და გასაახლებელი, მაგრამ ამას გავაკეთებთ ღიად და საჯაროდ. პირველ რიგში, ჩავრთავთ იმ ადამიანებს, რომელთაც ეს ეხებათ - ბავშვს, მშობელსა და მასწავლებელს, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

გიორგი ამილახვარი

01 აპრილი 2023, 21:19

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: არაფერი და ვერაფერი კავშირი ვერ ექნებოდა საკადრო გადაადგილებას იმ მოვლენებთან, რაც რამდენიმე კვირის წინ რუსთაველის გამზირზე ვიხილეთ - ეს არის ჩვეულებრივი როტაციული პროცესი

არაფერი და ვერაფერი კავშირი ვერ ექნებოდა საკადრო გადაადგილებას იმ მოვლენებთან, რაც რამდენიმე კვირის წინ რუსთაველის გამზირზე ვიხილეთ - ეს არის ჩვეულებრივი როტაციული პროცესი, რომელიც აგერ უკვე მე-11 წელია „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარეობს და პერიოდულად ადამიანები იცვლებიან, ვინაიდან ახალი ენერგია და ხედვები შევიდეს სხვადასხვა დარგში, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი

01 აპრილი 2023, 21:10

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: თუკი ქვეყანა არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მათთვის ეს არის მომგებიანი, ვიდრე მიიღოს კანდიდატის სტატუსი და სხვა ეტაპზე გადავიდეთ

სენსიტიურია ჩვენი საზოგადოებისთვის ეს თემა - ყველას გვინდა, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში ვიხილოთ. აქედან გამომდინარე, მათთვის ეს არის მომგებიანი, თუკი ქვეყანა არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ვიდრე მიიღოს კანდიდატის სტატუსი და სხვა ეტაპზე გადავიდეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას, გადაცემაში „ქრონიკა თეა სიჭინავასთან ერთად“ განაცხადა.

დავით ქართველიშვილი

01 აპრილი 2023, 20:56

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ვერ ეღირსებით საქართველოში BLM-ის მსგავსი Nazzie Lives Matter-ს ტალღის აგორებას, სრული განუკითხაობით, ანარქიით, ძალადობით, მოროდიორობით და შერჩევითი დაუსჯელობით

ქართული FARA თუ „რუსული კანონია„, „მოლოტოვის კოქტეილიც“ ალბათ მაკურნებელი ძალის მქონე „ფრანკლინის მიქსტურად“ იქნება შერაცხული. არც ერთმა „დაუძინებელმა მეგობარმა" არც გაბედოთ ამ ძალადობის „გაპრავება"! - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ქრონიკის“ ექსკლუზივს, სადაც საუბარია, როგორ მზადდებოდა ,7,8, 9 მარტის აქცია.

მაკა ბოჭორიშვილი

01 აპრილი 2023, 20:49

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩემთვის სანატრელი და საბოლოო მიზანია ევროკავშირის წევრობა და ამ მიზნის მისაღწევად ყველა ნაბიჯი, რაც უნდა გადავდგათ, უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად იყოს მზად ევროკავშირის წევრობისთვის

ჩემთვის სანატრელი და საბოლოო მიზანია ევროკავშირის წევრობა და ამ მიზნის მისაღწევად ყველა ნაბიჯი, რაც უნდა გადავდგათ, უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად იყოს მზად ევროკავშირის წევრობისთვის - ეს არ არის მოკლე და მარტივი გზა,- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მაკა ბოჭორიშვილი

01 აპრილი 2023, 20:35

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი პრეზიდენტზე: ეს იყო გაბრაზებული გამოსვლა, სახელმწიფოს მეთაურის ხედვა ამ გამოსვლას ნამდვილად აკლდა

დავეთანხმები ბატონ დავით უსუფაშვილის შეფასებას ალბათ, იმ ნაწილში, რომ ეს იყო პრეზიდენტის გაბრაზებული გამოსვლა, თუმცა ვერ დავეთანხმები მაინც და მაინც სახელმწიფოს მეთაურის შეფასებაში, რადგან სახელმწიფოს მეთაურის ხედვა ამ გამოსვლას ნამდვილად აკლდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „ქრონიკა თეა სიჭინავასთან ერთად“ განაცხადა.

01 აპრილი 2023, 20:27

მსოფლიო

რუმინეთში კომპანია „როშენის“ სატვირთო დააკავეს, რომელშიც 4 მილიონი კონტრაბანდული სიგარეტი აღმოაჩინეს

დეკლარაციის თანახმად, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს კომპანიას ტკბილეული გადაჰქონდა, მაგრამ სატვირთოს დათვალიერების შემდეგ, იქ 4 მილიონი კონტრაბანდული სიგარეტი აღმოაჩინეს.

ლევან დავითაშვილი; ჟამშიდ ხოჯაევი

01 აპრილი 2023, 20:15

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, ჟამშიდ ხოჯაევს შეხვდა

უზბეკეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფოა და ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობის განვითარების ტემპების გაძლიერებას. გამოვთქვამ იმედს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის წარმატებით ჩატარება კიდევ უფრო დიდ ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება-განვითარებას მრავალი მიმართულებით, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ტაშკენტში, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ჟამშიდ ხოჯაევთან ორმხრივი შეხვედრისას განაცხადა.

01 აპრილი 2023, 19:42

სპორტი

ძალოსანი ირაკლი ვეკუა მსოფლიოს ჩემპიონია

+102 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ატაცში 141, ხოლო აკვრაში 179 კილოგრამი დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედალს დაეუფლა.

01 აპრილი 2023, 19:23

საზოგადოება

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში, 1 000-მდე საცხოვრებელი ბინის მშენებლობა 10 მისამართზე მიმდინარეობს

პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ არსებული ავარიული შენობების თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლებას გულისხმობს. მოსახლეობას ბინები კი სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემა. პროგრამას აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ახორციელებს.

01 აპრილი 2023, 18:52

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან ერთად ტაშკენტში ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ჟამშიდ ხოჯაევთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში.

01 აპრილი 2023, 18:31

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო: ინსულინი ბენეფიციარებს შეუფერხებლად მიეწოდებათ

დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა ბენეფიციარი ინსულინით უზრუნველყოფილია და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მედიკამენტის მარაგი ქვეყანაში არ არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზურაბ ქადაგიძე

01 აპრილი 2023, 18:17

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ჯაფარიძესა და ხოშტარიაზე: ერთი ხელით ვითომ, ძალადობას აპროტესტებენ-ხოლმე და მეორე ხელით პოლიციელისთვის ცეცხლის წამკიდებელს ამართლებენ

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით, ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას განცხადებებს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

თბილისის ტაქსი

01 აპრილი 2023, 18:00

საზოგადოება

დღეიდან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი ძალაშია

თბილისის მერიის განახლებულ ვებ-გვერდზე, ტაქსის ნებართვების გაყიდვა და იჯარით გაცემა უკვე შესაძლებელია. ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, ა კატეგორიის ტაქსების მძღოლებს საავტობუსო ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმაც შეეძლებათ.

01 აპრილი 2023, 17:58

მსოფლიო

გაეროს უშიშროების საბჭოს ერთი თვით რუსეთი უხელმძღვანელებს

ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია აგრესორი ქვეყნის თავმჯდომარეობას აპროტესტებდნენ, თუმცა მორიგეობის პრინციპით, თავმჯდომარის უფლებამოსილება აპრილში რუსეთს გადაეცემა.

01 აპრილი 2023, 17:37

მსოფლიო

კიევ-პეჩორის ლავრის წინამძღვარი პავლე სასამართლოში მიიყვანეს

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კიევ-პეჩორის ლავრა მოსკოვის დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს 29 მარტს უნდა დაეტოვებინათ, თუმცა სამონასტრო კომპლექსიდან გასვლაზე უარს ამბობდნენ და ლავრის ტერიტორიაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს არ უშვებდნენ.

01 აპრილი 2023, 17:36

სამართალი

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

არსებული ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, წყალტუბო-ქუთაისის გზაზე, ერთ-ერთ რესტორანთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამ მეგობარს ერთმანეთთან შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც, ერთ-ერთმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღიდან სავარაუდოდ შემთხვევით, ერთხელ გასროლილ ტყვიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.