ხაიში-მესტიის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოიხსნა

ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ხაიში-მესტიის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ138 (ხაიში-მესტია) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოხსნილია.
ყველა სიახლე

27 მარტი 2023, 11:55
მსოფლიო
დონალდ ტრამპის მტკიცებით, თეთრ სახლში რომ ყოფილიყო, ის პუტინს უკრაინაზე თავდასხმის ნებას არ დართავდა
დონალდ ტრამპის მტკიცებით, თეთრ სახლში რომ ყოფილიყო, ის პუტინს უკრაინაზე თავდასხმის ნებას არ დართავდა. ტეხასში ამომრჩევლებთან შეხვედრისას, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, მისი წასვლის შემდეგ კი, პუტინმა ბაიდენის სისუსტე დაინახა და უკრაინას თავს ამიტომ დაესხა.

27 მარტი 2023, 11:52
მსოფლიო
ჟოზეფ ბორელის განცხადებით, რუსული ბირთვული იარაღის თავის ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში, ბელარუსს შესაძლოა დამატებითი სანქციები დაუწესდეს
„ეს იქნება უპასუხისმგებლო ესკალაცია და საფრთხე ევროპის უსაფრთხოებისთვის. ბელარუსს ჯერ კიდევ შეუძლია შეაჩეროს ეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი მზადაა შემდგომი სანქციების დასაწესებლად“. - წერს ბორელი.

27 მარტი 2023, 11:48
პოლიტიკა
გია აბაშიძე: სხვათა ქონების მიმტაცებელ, სახელმწიფო ქონების გაყიდვის აუქციონის პირობებით ჰქონდა ვალდებულება 3 დევნილ ოჯახისთვის სახლები გადაეცა და რა მორიგ ე.წ. ქველმოქმედებაზე აქვს პრეტენზია უტიფარ მამუკა ხაზარაძეს?!
ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის მიერ დევნილებისთვის ნაჩუქარი ბინების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების ყიდვის სანაცვლოდ, მას ჰქონდა ვალდებულება, სამი ოჯახისთვის გადაეცა საცხოვრებელი ფართები.

27 მარტი 2023, 11:44
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წელს 450 მილიონი ლარიდან, წელს უკვე 1 მილიარდ 450 მილიონ ლარამდე გაიზარდა, თითქმის, მილიარდ ნახევარი გახდა ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი, რაც ძალიან დიდი პროგრესია
ასევე შეგახსენებთ, რომ 2012 წლამდე პრაქტიკულად არ არსებობდა პრევენციული პროგრამები. წარმოუდგენელი იყო იგივე C ჰეპატიტის მკურნალობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

27 მარტი 2023, 11:42
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე. ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში
რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე. ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში, მიზანმიმართული ტყუილი, პროპაგანდა მიმდინარეობდა, რაც რა თქმა უნდა, არის სიცრუე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

27 მარტი 2023, 11:40
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებით, მთავრობამ გამოხატა საქართველოს მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფის დიდი პასუხისმგებლობა და პოლიტიკური ნება
„2013 წლის დასაწყისში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებით, საქართველოს მთავრობამ გამოხატა საქართველოს მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფის დიდი პასუხისმგებლობა და პოლიტიკური ნება - ჯანმრთელობის დაცვა, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება მკაფიოდ აისახა სამთავრობო პოლიტიკასა და სტრატეგიებში, რაც 2013 წლის შემდეგ თანმიმდევრულად ხორციელდება“, - განაცხადა აზარაშვილმა.

27 მარტი 2023, 11:39
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: 10 წლის განმავლობაში სახელმწიფომ 7 მილიარდი ლარით დააფინანსა პროგრამები, თუ მანამდე სამედიცინო დახმარების მიღების უფლება ჰქონდა მოსახლეობის მხოლოდ 40%-ს, დღეს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 94%-მდე
2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, გამოვიდა ინიციატივით და მისი გადაწყვეტილებით ჩვენ დავიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმაირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

27 მარტი 2023, 11:36
პოლიტიკა
პრემიერი: 70 მლნ ლარიდან წელიწადში, ანუ ჯამში 10 წელში 700 მლნ ლარი იქნებოდა რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება, ჩვენ 7 მლრდ ლარით დავაფინანსეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები
პრემიერის თქმით, ბოლო 10 წელში გარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებისა, რეფერალური მომსახურებით ისარგებლეს მოქალაქეებმა, რისთვისაც 390 მლნ ლარი იქნა გამოყოფილი.

27 მარტი 2023, 11:30
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 7 მლრდ ლარის დაფინანსების შედეგად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ 6,300 მლრდ ლარი დაზოგა
ჩვენ მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებიდან მოკლე პერიოდში ჯანდაცვაზე სახელმწიფო ბიუჯეტი თითქმის, გაორმაგდა, შემცირდა ჯანდაცვის სერვისებზე ე.წ. ჯიბიდან გადახდები და მოქალაქეების 90%-ზე მეტს მიეცა ამ მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 10 წლისადმი მიძღვნილ პრეზენტაციაზე განაცხადა.

27 მარტი 2023, 11:29
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ბოლო ათი წლის განმავლობაში კერძო კლინიკებმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან 6.8 მილიარდი ლარი მიიღეს, როდესაც 2012 წელს მთლიანად ჯანდაცვის მიმართულებაზე იხარჯებოდა 450 მილიონი ლარი
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2012 წლისგან განსხვავებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში კერძო კლინიკებმა სახელმწიფოსგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 6.8 მილიარდი ლარი მიიღეს.

27 მარტი 2023, 11:27
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ 70 მლნ ლარს შეადგენდა, რომ არ დაგვეწყო ეს პროგრამა, ჩვენს მოსახლეობას, დაახლოებით სამ მილიონ ადამიანს მოუწევდა 6 მლრდ 300 მილიონი ლარის გადახდა საკუთარი ჯიბიდან
2012 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ 70 მილიონ ლარს შეადგენდა. კითხვა რომ დავსვათ, რომ არ დაგვეწყო ჩვენ აღნიშნული პროგრამა, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, დაახლოებით სამ მილიონ ადამიანს მოუწევდა 6 მილიარდ 300 მილიონი ლარის გადახდა საკუთარი ჯიბიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

27 მარტი 2023, 11:22
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე, რომელიც ასევე ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაიწყო. ეს პროგრამაც, შეიძლება ითქვას, იყო რევოლუციური
„შედეგები არის თვალსაჩინო. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, თითო პაციენტს ამ პროგრამით მკურნალობა 125 ათასი ლარი დაუჯდებოდა. პროგრამის ფარგლებში ჯამში 80 ათასზე მეტმა პაციენტმა იმკურნალა და პროგრამის ღირებულება 3,5 მილიარდ ლარზე მეტი დაჯდა. ჩვენ ეს პროგრამა განვახორციელეთ ამერიკულ კომპანია „გილიადთან“ ერთად, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო „გილიადს“ და ამერიკის მთავრობას. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმა აღმოჩნდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

27 მარტი 2023, 11:07
პოლიტიკა
ზაზა შათირიშვილი: მინდა დავუსვა შეკითხვა ლიბერალებს, ხომ არ დაფიქრდებოდით, რომ სინამდვილეში თავისუფლებისა და თანასწორობისათვის კი არ იბრძვით, არამედ ყველაზე დიდ გაუგებრობაში ხართ მოქცეული?
მინდა დავუსვა შეკითხვა ლიბერალებს, ხომ არ დაფიქრდებოდით, რომ სინამდვილეში თავისუფლებისა და თანასწორობისათვის კი არ იბრძვით, არამედ ყველაზე დიდ გაუგებრობაში ხართ მოქცეული?, - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში.

27 მარტი 2023, 10:52
პოლიტიკა
ზაზა შათირიშვილი: „ბლექროკი“, სამ უმსხვილეს ამერიკულ ჩრდილოვან ბანკთან ერთად, ოლიგარქიული ოჯახების ხელში არსებული უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ-ეკონომიკური ინსტრუმენტია
მისივე თქმით, გრძელდება საერთაშორისო მედიაში „კრედიტ სუისის“ პიარული გაშავების კამპანია, რომლის ფონზეც შვეიცარიული ბანკის აქციების ფასი მკვეთრად ეცემა. შათირიშვილის განმარტებით, ერთ დროს შვეიცარიის საბანკო სისტემის ფლაგმანად აღიარებული „კრედიტ სუისი“ თანდათანობით ამერიკელების საკუთრებაში გადადის, რასაც კომპანია „ბლექროკი“ უწევს კოორდინაციას.

27 მარტი 2023, 10:52
საზოგადოება
ზაზა შათირიშვილი: ოლიგარქიულ ოჯახებსა და მათ კომპანიებს სრული რესურსი აქვთ, მოსახლეობის შემცირების მიზნის მისაღწევად სრულად აამოქმედონ საკუთარი სამხედრო და ფარმაცევტული ინდუსტრიები
„ოლიგარქიულ ოჯახებს და მათ კომპანიებს სრული რესურსი აქვთ, მოსახლეობის შემცირების მიზნის მისაღწევად, სრულად აამოქმედონ საკუთარი სამხედრო და ფარმაცევტული ინდუსტრიები. ამასთან, იქნება თუ არა საქართველოს და ქართველების ადგილი ოჯახების მიერ ჩაფიქრებულ ახალ სამყაროში, დანამდვილებით არავინ იცის“

27 მარტი 2023, 10:50
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: „ნაცმოძრაობის“ აქცია დაფინანსებულია კეზერაშვილის მიერ, იდეოლოგია არის ვანო მერაბიშვილის და ხელმძღვანელობს კომიკოსი ხაბეიშვილი
მას წარმოდგენა არ აქვს, რა არის ევროპული ღირებულებები, იმიტომ რომ ევროპული ღირებულებები არის ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და ზუსტად ამის გამოა, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის, - ასე შეაფასა ირაკლი ჩიქოვანმა ლევან ხაბეიშვილის განცხადება, რომელმაც ხელისუფლებას სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლება მოსთხოვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ნაციონალური მოძრაობის“ 9 აპრილს დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრა.

27 მარტი 2023, 10:35
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ხაბეიშვილის განცხადება, რომ თურმე საქართველოს ევროინტეგრაციის გზა ნიკა გვარამიასა და სააკაშვილის გათავისუფლებაზე გადის, არის აბსოლუტურად მცდარი და ამას ევროკავშირის მხრიდან არავინ ითხოვს
„ის, რომ [ხაბეიშვილი] 9 აპრილის გამოყენებას თავისი დღის წესრიგისთვის ცდილობს, არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა, რომ ხალხის რაიმე შეკრება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს“, - ამბობს სეფაშვილი.

27 მარტი 2023, 10:35
პოლიტიკა
ზაზა შათირიშვილი წერილს აქვეყნებს
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში წერს, Imedinews განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „გრძელდება საერთაშორისო მედიაში „კრედიტ სუისის“ პიარული გაშავების კამპანია, რომლის ფონზეც შვეიცარიული ბანკის აქციების ფასი მკვეთრად ეცემა. თუ 2007 წელს ბანკის ერთი აქციის ფასი 84 შვეიცარიულ ფრანკს აღემატებოდა, დღეს მისი ფასი მხოლოდ 0,88 ფრანკს შეადგენს. აქციების ფასის 100-ჯერ გაუფასურების ფონზე, ერთ დროს შვეიცარიის საბანკო სისტემის ფლაგმანად აღიარებული „კრედიტ სუისი“ თანდათანობით ამერიკელების საკუთრებაში გადადის, რასაც კომპანია „ბლექროკი“ უწევს კოორდინაციას. როგორც წინა წერილებშიც ვახსენე, „ბლექროკი“, სამ უმსხვილეს ამერიკულ ჩრდილოვან ბანკთან ერთად, ოლიგარქიული ოჯახების ხელში არსებული უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ-ეკონომიკური ინსტრუმენტია. ამ ინსტრუმენტისა და უშუალო პოლიტიკური გავლენების წყალობით, ოჯახები მსოფლიო მასშტაბით წარმატებით ახერხებენ პოლიტიკურ ექსპანსიას, ხელისუფლებებისა და სასამართლო სისტემების მითვისებას, აგენტოკრატიების ჩამოყალიბებას, ომების გაჩაღებას, სახელმწიფოების იდენტობისა და თვითმყოფადობის მოშლას, ისევე, როგორც საზოგადოების ზომბირებისკენ მიმართული ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებას. ოლიგარქიული ოჯახების საბოლოო მიზნების შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს. მათ შორის საუბარია მსოფლიოს 8-მილიარდიანი მოსახლეობის ათჯერ შემცირებაზე. ამ მიზანს ემსახურება ლგბტ პროპაგანდა, ე.წ. ოჯახის დაგეგმვის ინსტიტუტი, აბორტების ლიბერალიზაცია, გენდერული თანასწორობის კონცეფციები, სქესის შეცვლის კამპანიები, ლიბერალური ნარკოპოლიტიკა და ა.შ. თითოეული ეს იდეოლოგიური ხაზი ადამიანის უფლებების დაცვის, მათი თანასწორობისა და თავისუფლების უზრუნველყოფის ბრჭყვიალა შირმით არის შენიღბული. გარდა ამისა, ოლიგარქიულ ოჯახებს და მათ კომპანიებს სრული რესურსი აქვთ, მოსახლეობის შემცირების მიზნის მისაღწევად, სრულად აამოქმედონ საკუთარი სამხედრო და ფარმაცევტული ინდუსტრიები. ამასთან, იქნება თუ არა საქართველოს და ქართველების ადგილი ოჯახების მიერ ჩაფიქრებულ ახალ სამყაროში, დანამდვილებით არავინ იცის. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ წაკითხული ჩემს მიერ არაერთხელ ნახსენები ჰაქსლისა და ორუელის ნაწარმოებები - „საოცარი ახალი სამყარო“ და „1984“, ასევე ენტონი ბერჯესის “სასურველი მარცვალი”, გირჩევთ, აუცილებლად წაიკითხოთ, რომ ზუსტად გაიაზროთ, როგორ სამყაროს უმზადებენ ოლიგარქიული ოჯახები თქვენს შვილებს. სწორედ ოლიგარქიული ოჯახების მანკიერ გეგმებს შეეწირა დემოკრატია საერთაშორისო მასშტაბით. ისინი უკვე დიდი ხანია ფლობენ პრინციპულ გავლენას ამერიკულ სახელმწიფო სტრუქტურებზე, 2008 წლიდან კი მათ ასეთივე გავლენა ევროპულ სტრუქტურებზეც მოიპოვეს. ამ გავლენის წყალობით, მათ შეძლეს ევროპის ეკონომიკის ზრდის შეჩერება. თუ 2003-08 წლებში ევროკავშირის ეკონომიკა გაორმაგდა და 8-დან 16,3 ტრილიონამდე გაიზარდა, 2009-22 წლებში მან 14-წლიანი სტაგნაცია განიცადა და შარშან მხოლოდ 16,6 ტრილიონი შეადგინა. სწორედ ეს არის სუვერენიტეტის დაკარგვის ფასი - აგენტოკრატია, ეკონომიკური სტაგნაცია და საზოგადოების მორალური სტერილიზაცია. სადამდე მიიყვანს ეს პროცესები ევროპას, პირადად ჩემთვის თანდათანობით სულ უფრო ცხადი ხდება. ამ ყველაფრის ფონზე, მინდა დავუსვა შეკითხვა ლიბერალებს, რომლებსაც 100 წლის წინ მოღვაწე ბოლშევიკების მსგავსად, თავი ყველაზე პროგრესულ კასტად მოაქვთ და სინამდვილეში, კონკრეტული მანკიერი იდეოლოგიის გავრცელების შიშველ იარაღად არიან ქცეული: ხომ არ დაფიქრდებოდით, რომ სინამდვილეში თავისუფლებისა და თანასწორობისათვის კი არ იბრძვით, არამედ ყველაზე დიდ გაუგებრობაში ხართ მოქცეული? ხომ არ დაფიქრდებოდით, რომ თქვენს პოზიციას არა ჭეშმარიტი თავისუფლებისკენ სწრაფვა, არამედ სწორედ მონური აზროვნება და თავს მოხვეული იდეოლოგიის თვალდახუჭული მორჩილება განაპირობებს? ნუთუ თქვენი შვილებისთვის გემეტებათ ის მახინჯი სამყარო, რომელიც ჰაქსლისა და ორუელის ნაწარმოებებშია აღწერილი? ნუთუ არ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილები დასაცავი არიან ლგბტ პროპაგანდისგან, ეროვნული, რელიგიური, სქესობრივი და სექსუალური იდენტობის მოშლისგან? ნუთუ არ ფიქრობთ, რომ საქართველოს ჭირდება დაცვა რამდენიმე ოჯახის პათოლოგიური ზრახვებისგან? და ბოლოს, ნუთუ არ დაფიქრებულხართ, რომ გლობალური პოლიტიკური თამაშებისგან საქართველოს დაცვა მხოლოდ მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების პირობებში არის შესაძლებელი? მოვუწოდებ ყველას, ლიბერალს თუ არალიბერალს, კარგად დაფიქრდნენ ამ ყველაფერზე და გაუფრთხილდნენ საქართველოს დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა 30 საუკუნის მანძილზე თავგანწირული ბრძოლის ფასად შემოგვინახეს. დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს გადარჩენა მხოლოდ მისი სუვერენიტეტის დაცვითა და გაფრთხილებით არის შესაძლებელი“,- ნათქვამია განცხადებაში.

27 მარტი 2023, 10:28
საზოგადოება
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო
„მოკვლევას საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია და განცხადებები ფარმაცევტული კომპანიების ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან თავსებადობასთან დაკავშირებით.

27 მარტი 2023, 10:13
პოლიტიკა
პარლამენტი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის განხილვას სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში განაახლებს
დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში განახლდება. დეპუტატები ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციებზე იმსჯელებენ, რომელიც საქართველოს პარლამენტს გამოუგზავნეს. დაკონკრეტდება თუ რა იგულისხმება პირის ოლიგარქად აღიარებისას პოლიტიკურ გავლენაში და როგორ მოხდება ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით არსებული რისკების გადაზღვევა.