RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა

ფოტო: ლიბერთი ბანკი
ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) საგრანტო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
RDYE პროექტს ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps ლიბერთი ბანკის და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით.
გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს ავსტრიის ელჩმა საქართველოში, თომას მიულმანმა; სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა; ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ; საქართველოში „მერსი ქორფსის“ წარმომადგენლობის დირექტორმა, ირაკლი ქასრაშვილმა და RDYE პროექტის დირექტორმა, უჩა ვარამაშვილმა.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ირაკლი გივიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ლია გიგაური.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელ ახალგაზრდა მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელთაც დაასრულეს RDYE პროექტის ერთკვირიანი ინტენსიური ბიზნეს გადამზადების სასწავლო BET პროგრამა, მოამზადეს ბიზნეს გეგმები და პროექტის საგრანტო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებაზე მოწვეულ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, საშუალება მიეცათ პირადად გაცნობოდნენ პროექტის მონაწილეებს, დაეთვალიერებინათ მათი პროდუქცია, დაემყარებინათ საქმიანი კავშირები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, მხარი დაეჭირათ ახალგაზრდა მეწარმეებისთვის და თავისი წვლილი შეეტანათ სოფლად ახლგაზრული მეწარმეობისა და საქართველოს რეგიონებში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების საქმეში.
უჩა ვარამაშვილი:
„RDYE პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს სამიზნე რეგიონებში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებას. ამისათვის პროექტის ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტებში უკვე გადამზადდა 700-ზე მეტი, ხოლო სამომავლოდ დაგეგმილია დამატებით 800 ახალგაზრდის გადამზადება მეწარმეობის მიმართულებით და მათთვის დაფინანსების შესაძლებლობის მიცემა. დღევანდელ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ პროექტის ფინანსური მხარდაჭერის კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარი საწარმოების განვითარებას შეძლებენ სამიზნე მუნიციპალიტეტებში, ეს კი დამატებითი ეკონომიკური სტიმული იქნება არამარტო გამარჯვებულთათვის, არამედ რეგიონში მცხოვრები სხვა ახალგაზრდებისთვისაც, რათა გააქტიურდნენ და უფრო მეტად ჩაერთონ სათემო განვითარებისა და სამეწარმეო საქმიანობაში.“ - უჩა ვარამაშვილი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის დირექტორი.
ვაჟა მენაბდე:
,,ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი წვლილი შეიტანოს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა მეწარმეების ბიზნესის განვითარებაში.
პროექტის მიმდინარეობისას, გავიცანით ახალგაზრდა მეწარმეები ძალიან საინტერესო ბიზნეს იდეებით. ფინანსური განათლება და ფინანსური კონტრიბუცია კი ამ ახალგაზრდებს აუცილებლად დაეხმარება შექმნან წარმატებული და პასუხისმგებლიანი კომპანიები, გაძლიერდნენ და თავის კონტრიბუცია შეიტანონ რეგიონის გაძლიერებასა და მიმზიდველობაში. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს ამ შესაძლებლობისთვის.“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
ტარიელ ხეჩიკაშვილი:
„სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი 2021 დაფუძნდა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების კეთილდღეობასა და განვითარებას. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ინიციატივებისა და იდეების წახალისება და მხარდაჭერა, მათ შორის ისეთი ინიციატივების, რომლებიც მათ სამეწარმეო საქმიანობასა და დასაქმებას შეუწყობენ ხელს. მერსი ქორფსთან თანამშრომლობა და RDYE პროექტის მხარდაჭერა ფონდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რადგან უზრუნველყოფს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების კეთილდღეობას, ეკონომიკურ გაძლიერებას და ასევე, შესაძლებლობას აძლევს მათ, წვლილი შეიტანონ საკუთარი თემის განვითარებაში.“ - სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, ტარიელ ხეჩიკაშვილი.
ირაკლი ქასრაშვილი:
„მერსი ქორფსი საქართველოში 2000 წლიდან საქმიანობს და განხორციელებული აქვს 25-ზე მეტი პროექტი სათემო მობილიზაციის, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, საბაზრო სისტემების განვითარების, გენდერის, გარემოს დაცვისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულებით. RDYE პროექტის ფარგლებში, მერსი ქორფსი მუშაობს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა მეწარმეებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან, რათა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ხელი შეუწყოს მეწარმეობისა და ეკონომიკის განვითარებას.
__________________________________________________________________________________________________
ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.
პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.
პროექტი განხორციელდება 42 თვის განმავლობაში (2021 წლის დეკემბერი - 2025 წლის მაისი) საქართველოს ოთხი რეგიონის მასშტაბით, რაც მოიცავს 18 მუნიციპალიტეტს:
ქვემო ქართლი რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა
სამცხე-ჯავახეთი ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა
შიდა ქართლი გორი, ქარელი, კასპი
მცხეთა-მთიანეთი მცხეთა, დუშეთი, თიანეთი
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.facebook.com/RDYE.Project, www.instagram.com/rdye_project, www.rdye.mercycorps.ge.
ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა მხარს უჭერს აფრიკის, აზიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მდგრად განვითარებას.
ევროპისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფედერალური სამინისტრო ადგენს სტრატეგიას. ავსტრიის განვითარების სააგენტო, როგორც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის საოპერაციო უწყება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საწარმოებთან ერთად ახორციელებს პროგრამებსა და პროექტებს საჯარო ინსტიტუციებთან.
მერსი ქორფსი არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ადამიანებს შექმნან უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი გარემო, რათა შეამსუბუქოს ტანჯვა, სიღარიბე და ჩაგვრა. მერსი ქორფსი საქართველოში 2000 წლიდან მოღვაწეობს და ქმნის პროდუქტიულ, მედეგ, სტაბილურ, უსაფრთხო და სამართლიან თემებს სიღარიბითა და კონფლიკტით დაზარალებულ რეგიონებში.
„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, მერსი ქორფსი მუშაობს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა მეწარმეებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან, რათა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ხელი შეუწყოს მეწარმეობისა და ეკონომიკის განვითარებას.
ლიბერთი ბანკი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება.
ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებული ჰყავს 4500-ზე მეტი თანამშრომელი.
ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
ბანკის სტრატეგიულ მიმართულებას წამოადგენს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მრავალწლიანი გამოცდილება სოფლად მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების.
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი შეიქმნა 2021 წლის 21 ივნისს. ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის განვითარების მეშვეობით პოზიტიური სოციალური ცვლილებებისთვის ხელის შეწყობა. ეროვნულ დონეზე, ფონდი წარმოადგენს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის უნივერსალურ წამახალისებელ პლატფორმას კერძო და საჯარო სექტორისთვის.
ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული მეწარმეობის წახალისება ფონდის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
ყველა სიახლე

10 ივნისი 2023, 12:55
რეგიონი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს
დამსვენებელთათვის სუფთა, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, მუნიციპალური სამსახურები სრული დატვირთვით მუშაობენ. აქტიურად მიმდინარეობს დაბა ურეკისა და შეკვეთილის განახლება-მოწესრიგების სამუშაოები.

10 ივნისი 2023, 12:51
სპორტი
დღეს სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება ⚽🏆
დღეს სტამბოლში, ოლიმპიურ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს „მანჩესტერ სიტი“ და მილანის „ინტერი“ დაუპირისპირდებიან.

10 ივნისი 2023, 12:45
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: უკრაინული მხარე აგრძელებს ქართულ პოლიტიკაზე თავის უხეშ მავნე ზემოქმედებით ჩარევას, რაშიც სანდო ინფორმაციით, სარგებლობს აშშ-ის პირდაპირი წაქეზებითა და მხარდაჭერით
მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში ღია წყაროებში გაჟონილი და გავრცელებული 700 000 ათასი საიდუმლო დოკუმენტიდან, ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ აშშ სრულად აკონტროლებდა და აკონტროლებს უკრაინის სახელისუფლებო ვერტიკალს, - ამის შესახებ, წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

10 ივნისი 2023, 12:42
რეგიონი
იმერეთში „გემო ფესტის“ მონაწილეებს ტრენინგი ჩაუტარდა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რიგით მესამე „გემო ფესტს“ ქუთაისში 17-18 ივნისს გამართავს. პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, იმერეთში „გემო ფესტისთვის“ შერჩეულ მონაწილეებს ცნობილი შეფ-მზარეულები შეხვდნენ და კერძების შერჩევაში დაეხმარნენ. გამოცდილმა შეფ-მზარეულებმა ადგილობრივ შეფებს რეკომენდაციები მისცეს და დაეხმარნენ კერძების ვიზუალურ გაფორმებაში. პროექტის ფარგლებში მონაწილეებისთვის ტრენინგები გაიმართა ფესტივალისთვის საჭირო უნარებში, როგორიცაა სისუფთავის ნორმების დაცვა, სწრაფი მომსახურება და სხვა.

10 ივნისი 2023, 12:25
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ვილნიუსის სამიტზე ჩვენი ქვეყანა ნატოში გაწევრიანების ალგორითმს მიიღებს
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვოლოდიმირ გავრილოვი აცხადებს, რომ ვილნიუსის სამიტზე უკრაინა ნატოში გაწევრიანების ალგორითმს მიიღებს.

10 ივნისი 2023, 12:10
რეგიონი
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტი განიხილეს
კონცეფციის დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილა. შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.

10 ივნისი 2023, 11:49
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის მოსწავლეებს უმასპინძლა
ღონისძიების ფარგლებში პროექტის მონაწილე 25-მდე უფროსკლასელს სერტიფიკატი გადაეცათ. მათ ასევე ჩაუტარდათ კამპუსის ტური, ახალგაზრდები კიუს საუნივერსიტეტო ქალაქს გაეცნენ. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის თანამშრომლობა 2021 წელს დაიწყო.

10 ივნისი 2023, 11:39
პოლიტიკა
ამირან სალუქვაძე ტრამპისთვის ბრალის წარდგენაზე: ტრამპს 400 წელი ციხე ემუქრება... იქნებ სააკაშვილის ბრალდებები უკეთ გადაიკითხონ და თქვან, 6 წელი ხომ არ ეცოტავებათ?
სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის ბრალდების წარდგენას სოციალურ ქსელში აფასებს. სალუქვაძის განმარტებით, ნაკლებად სავარაუდოა, ტრამპის აგარაკზე, მის მიერ თანამდებობის დატოვებიდან 2 წლის შემდეგ აღმოეჩინათ საიდუმლო დოკუმენტები და ბაიდენის ადმინისტრაციას მანამდე არაფერი სცოდნოდა.

10 ივნისი 2023, 11:38
სამართალი
მოწმის მოთხოვნის საფუძველზე, ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მედიისთვის დახურული იყო
გადაწყვეტილება მოსამართლემ მოწმის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. საუბარია ექსპერტზე, რომელმაც დაადგინა, რომ ბანკზე თავდამსხმელისა და ბადრის ესებუას ხმები იდენტურია.

10 ივნისი 2023, 11:28
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე: ვისაც უნდა ოპოზიციური ცენტრის შექმნის შექმნა, ამის უფლება აქვს. პოლიტიკური კონსულტაციები არა მარტო „ლელოსთან“, არამედ სხვა პარტიებთანაც გრძელდება
პოლიტიკური კონსულტაციები არა მარტო „ლელოსთან“, არამედ სხვა პარტიებთანაც გრძელდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განუცხადა.

10 ივნისი 2023, 11:27
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: საქართველოში თუ რამე არის გაუმჭვირვალე, ეს არის „ენჯეოების“ დაფინანსება
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საქართველოში თუ რამე არის გაუმჭვირვალე, ეს არის „ენჯეოების“ დაფინანსება.

10 ივნისი 2023, 11:23
რეგიონი
ზურაბ აზარაშვილმა რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, რუსთავში, დევნილთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დასრულებისთანავე, დევნილ ოჯახებს თანამედროვე სტანდარტების, გარემონტებული ბინები გადაეცემათ.

10 ივნისი 2023, 11:21
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: ხაბეიშვილი არის დაშლის გასაღები - თუ როგორ უნდა დაშალოს პარტია, სხვა გასაღები მას არ აქვს და ვერავის ვერაფერს ასწავლის
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ხაბეიშვილი არის დაშლის გასაღები - თუ როგორ უნდა დაშალოს პარტია, სხვა გასაღები მას არ აქვს და ვერავის ვერაფერს ასწავლის.

10 ივნისი 2023, 11:14
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მთავარია, რომ ევროკომისიამ სწორად შეაფასოს ის სამუშაო, რაც საქართველომ გაატარა და შეიქმნას მტკიცე საფუძველი, რომ ევროკავშირის საბჭომ დეკემბერში მიიღოს პოზიტიური გადაწყვეტილება
ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველოს ევროპელმა პარტნიორებმა, ევროკომისიამ სწორად გაიგოს და შეაფასოს ის სამუშაო, რაც საქართველომ გაატარა და შეიქმნას მტკიცე საფუძველი , რომ ევროკავშირის საბჭომ დეკემბერში მიიღოს პოზიტიური გადაწყვეტილება. ახლა არის ეს გადამწყვეტი, რომ შეფასებები გაკეთდეს იმ ნაბიჯების გათვალისწინებით, რაც საქართველომ გადადგა 12 პუნქტის შესასრულებლად, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

10 ივნისი 2023, 11:14
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: აშკარა გახდება, რომ ნატო მხოლოდ სხვისი სიცოცხლის ფასად საკუთარი ტერიტორიების დაცვის სამხედრო ორგანიზაციას წარმოადგენს. ასეთი პოლიტიკით, ნატო მალე ყოველგვარ მიზიდულობას და ავტორიტეტს დაკარგავს
პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ყოვლისშემძლე „ნატო-ღმერთისადმი“ რწმენა თანდათან სუსტდება. ფაქტია, რომ უკრაინაში ნატო რუსეთს ებრძვის უკრაინელთა ხელით. ნატო არა მხოლოდ ამარაგებს უკრაინელებს სუპერთანამედროვე იარაღით, არამედ ასწავლის და ამზადებს კიდეც უკრაინელ მებრძოლებს ამ იარაღების ეფექტურად გამოყენებას, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

10 ივნისი 2023, 11:00
რეგიონი
15-17 ივნისს დევდორაკის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 2023 წლის 15 ივნისის 00:00 საათიდან, 17 ივნისის 00:00 საათამდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

10 ივნისი 2023, 10:48
ეკონომიკა
ოთარ შამუგიამ სახელმწიფოს ხელშეწყობით გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღი და სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერა
ოთარ შამუგიამ სახელმწიფოს ხელშეწყობით გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღი და სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში, ადგილობრივი ფერმერების, დავით და დილარ თოდუების ბაღში, ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.

10 ივნისი 2023, 10:25
საზოგადოება
თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებს დასაქმების ახალი შესაძლებლობები ექნებათ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელსაც თსუ-ის რექტორმა ჯაბა სამუშიამ და დასაქმების სააგენტო „ეიჩარი“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კიკნაძემ მოაწერეს ხელი. ღონისძიებას თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ჭეიშვილი, თსუ-ის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლაშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

10 ივნისი 2023, 10:05
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელს IFRI-ის დირექტორს, თომა გომარს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის IFRI-ის დირექტორს, თომა გომარს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა შეეხებოდა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს და პარლამენტის როლს რეკომენდაციების შესრულებაში.

10 ივნისი 2023, 10:00
რეგიონი
ევროკავშირის ელჩის ვიზიტი ხაზს უსვამს აჭარასთან თანამშრომლობას
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ აჭარაში ვიზიტი დაასრულა, რომლის მიზანი მხარეებს შორის არსებული კავშირების გაძლიერება იყო. ვიზიტის დღის წესრიგი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა შეხვედრებს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან, ასევე ახალგაზრდებთან.