imedi /  27 მარტი 2023, 17:22 / სანდო წყარო

რუსთავის საკრებულომ მერიის მიერ წარდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირა

ორჯერ ჩაშლილი სხდომის შემდეგ, რუსთავის საკრებულომ მერიის მიერ წარდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირა. ამას კი წინ უძღოდა მერის სპეციალური ბრიფინგი, რომელზეც ნინო ლაცაბიძემ საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა მიზანმიმართულ ქმედებებსა და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისთვის ხელშეშლაში დაადანაშაულა.

ოპოზიცია მერის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

ყველა სიახლე

08 ივნისი 2023, 10:25

სამართალი

პოლიციამ გორში მომხდარი ეკლესიის გაქურდვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

08 ივნისი 2023, 10:22

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელში ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) გენერალურ დირექტორს გერტ იან კოპმანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

08 ივნისი 2023, 10:18

მსოფლიო

გაერომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

„ამ კენჭისყრის შედეგებმა აჩვენა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ხელისუფლების მშვიდობიან პოლიტიკას. სწორედ ამის შედეგია, რომ მხარდამჭერთა რიცხვი გაიზარდა 95-დან 100-მდე. თავისთავად, გაიზარდა თანაავტორთა რიცხვიც 61-დან 64-მდე. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი სახელმწიფო არათუ მხარს უჭერს ამ უფლებას, არამედ როგორც თანაავტორი წარადგენს ამ დოკუმენტს“, - განაცხადა საქართველოს მუდმივი წარმომადგენელმა გაეროში დავით ბაქრაძემ.

ბრუნო მარსი

08 ივნისი 2023, 10:17

კულტურა

„Starring Georgia-ს“ ფარგლებში, საქართველო ბრუნო მარსს უმასპინძლებს

1-ელ ოქტომბერს საქართველო, „Starring Georgia-ს“ ფარგლებში, ბრუნო მარსს უმასპინძლებს. მსოფლიო ვარსკვლავი მსმენელის წინაშე „დინამო არენაზე“ წარდგება. 15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ბრუნო მარსი თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გავლენიან არტისტად მიიჩნევა.

08 ივნისი 2023, 09:58

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის მოქმედ და ახალ რეგიონულ დირექტორებს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს როლანდ პრაისს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის მოქმედი რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი და მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

08 ივნისი 2023, 09:55

მსოფლიო

თურქული ლირა დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

თურქული ლირა დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. 7 ივნისს, შუადღისას ერთი დოლარის ღირებულებამ 23,1 ლირა შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ დღეში თურქეთის ეროვნული ვალუტა 7%-ით გაუფასურდა, ერდოღანის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კი ლირა 12%-ით არის გაუფასურებული.

08 ივნისი 2023, 09:52

მსოფლიო

კანადაში გაჩენილი ტყის ხანძრების გამო ნიუ-იორკში სუნთქვა და მხედველობა გართულდა

ნიუ-იორკში სუნთქვა და მხედველობა გართულდა. მიზეზი კანადაში გაჩენილი ტყის ხანძრები გახდა. ექსპერტთა განცხადებით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელმა ქალაქში სახიფათო დონეს მიაღწია. ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა უკვე მოუწოდა მოსახლეობას, თავის შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისაგან. ცუდი ხილვადობის გამო, ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში საჰაერო რეისები გადაიდო. ანალოგიური ვითარებაა კანადაში, სადაც ტყის ხანძრებს რამდენიმე კვირაა ებრძვიან. ძლიერი კვამლია კვებეკში, ოტავასა და ტორონტოში.

მამუკა მდინარაძე

08 ივნისი 2023, 09:41

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: თუ იქნება სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილება, საქართველო გარანტირებულად მიიღებს სტატუსს

თუ იქნება სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილება, საქართველო გარანტირებულად მიიღებს სტატუსს. არ არსებობს არგუმენტი, რის გამოც რეალურად საქართველომ სტატუსი შეძლება ვერ მიიღოს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 ივნისი 2023, 09:36

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათ აინტერესებთ მხოლოდ ერთი რამ - მავნებლობა, რომლის ბოლო უნდა იყოს ხელისუფლების შეცვლა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ ისაუბრა. იმის შესახებ თუ როგორ სთავაზობს ოპოზიცია გარკვეულ უცხოურ ინტერესთა ჯგუფებს საკუთარ თავს, როგორც დასაყრდენს მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ისინი „ღია კარს ამტვრევენ, რომელიც შედის პოლიტიკურ ველზე, რასაც ნამდვილი ოპოზიცია ჰქვია-ქვეყნისთვის კონსტრუქციული და არა ხელისუფლებისთვის.“

08 ივნისი 2023, 09:21

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

8 ივნისს ქუთაისში +32 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

შალვა პაპუაშვილი

08 ივნისი 2023, 09:00

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი პარიზში გრძელდება

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი პარიზში გრძელდება. დაგეგმილია შეხვედრები სენატში, ეროვნულ ასამბლეაში და საფრანგეთის საგარეო საქმეთა უწყებაში. დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის ფრანგულ მხარეს 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ოფიციალური პარიზი დაინტერესებულია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალით, განსაკუთრებით შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის საკითხით.

08 ივნისი 2023, 08:42

პოლიტიკა

ბრუსელში საქართველო ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა იმართება

ბრუსელში საქართველო ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა იმართება. საპარლამენტო დელეგაცია, ევროდეპუტატებთან ერთად, ყველა იმ საკითხს განიხილავს, რომლებიც აქტუალურია საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებში. საქართველოს დელეგაცია, თავის მხრივ, ყურადღებას გაამახვილებს 12 პუნქტის შესრულების პროცესსა და იმ პროგრესზე, რომელიც ქვეყანას ამ მხრივ აქვს.

08 ივნისი 2023, 08:38

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 470-ე დღეს

კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ დაღუპულთა შესახებ პირველი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც დროებით ოკუპირებული ქალაქის, ოლეშკის მერი იტყობინება, დატბორვის შედეგად 3 ადამიანია დაღუპული. მისივე ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სახურავებზე მყოფი ადამიანების ევაკუაცია უკვე დაიწყეს. ვითარება კატასტროფულია დნეპრის ორივე ნაპირზე. გარკვეულ მონაკვეთებზე წყლის დონე 5 მეტრს აჭარბებს. „ბიბისის“ ინფორმაციით, უკრაინელების მიერ კონტროლირებადი რაიონებიდან 1900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა, რუსების მიერ კონტროლირებადი დასახლებებიდან, სავარაუდოდ, 1500-მდე ადამიანია გაყვანილი.

ვოლოდიმირ ზელენსკი

08 ივნისი 2023, 08:23

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: შეუძლებელია დადგენა, რამდენი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს ხერსონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საერთაშორისო ორგანიზაცია თუ ახლა სტიქიის ზონაში არ არის, ნიშნავს, რომ უუნაროა

შეუძლებელია დადგენა, რამდენი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს ხერსონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასმელი წყლის, საკვებისა და სამედიცინო დახმარების გარეშე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

08 ივნისი 2023, 08:02

საზოგადოება

პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს იწყება

2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

08 ივნისი 2023, 01:04

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა რაღაც რომ არ იცის და ვერ ხვდება, ამას ვერ დავაბრალებთ, მან ზუსტად იცის, რომ რასაც ჩვენ მოგვიწოდებენ, საქართველოს ფიზიკური განადგურების რისკებთან არის დაკავშირებული

მან[ სალომე ზურაბიშვილმა] ხომ ზუსტად იცის 2 თვითმფრინავის, მოხალისეების უკრაინაში გაშვება რა რისკებთან აიყო დაკავშირებული? ხომ ზუსტად იცის, რომ ის, რასაც ჩვენ მოგვიწოდებენ საქართველოს ფიზიკური განადგურების რისკებთან არის დაკავშირებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

08 ივნისი 2023, 01:03

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე FIABCI-ის უძრავი ქონების მსოფლიო კონგრესმა დააჯილდოვა

ინფრასტრუქტურისა და უძრავი ქონების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის უმაღლესი ჯილდო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მაიამიში პრეზიდენტმა სუზან გრინფილდმა გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

08 ივნისი 2023, 01:00

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ შიგნით გაბედა რამდენიმე ადამიანმა ევროპული რეკომენდაციისთვის მხარი დაეჭირა და ნახეთ, რა უქნეს მათ

ოპოზიციას აინტერესებს მხოლოდ ერთი რამ, მავნებლობა, რომლის ბოლო უნდა იყოს ხელისუფლების შეცვლა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ლეო მესი

08 ივნისი 2023, 00:40

სპორტი

მესი: „ბარსელონაში“ არ დავბრუნდები - „ინტერ მაიამიში“ ვითამაშებ

არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლეო მესიმ ესპანურ Sport-თან და Mundo Deportivo-სთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ოფიციალურად დაადასტურა, რომ კარიერას MLS-ის კლუბ „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს. მესიმ ინტერვიუში „ბარსელონაში“ შესაძლო დაბრუნებასა და ამ ტრანსფერის განუხორციელებლობის მიზეზებზეც ისაუბრა.

მამუკა მდინარაძე

08 ივნისი 2023, 00:38

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პიარული ხრიკებით სპეციალურად დებდნენ ავტომატებიან ფოტოებს, რომლებიც მოსკოვშია გადაღებული და გეგონება აქ არის, მერე ირკვევა, რომ თურმე საერთოდ არ ყოფილან კადიროველები

სპეციალურად დებდნენ ავტომატებიან ფოტოებს, რომლებიც მოსკოვშია გადაღებული და გეგონება რომ აქ არის, მერე კი ირკვევა, რომ თურმე ორი კვირის წინ ყოფილან აქ, თურმე საერთოდ არ ყოფილან კადიროველები და ხვდები, რომ შეიძლება ერთი წამით თავადაც გახდე მათი ბინძური პიარის მსხვერპლი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.