ქალაქ ახალციხის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის ფიზიკური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ფოტო: წყალმომარაგების კომპანია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ახალციხის ცალკეული უბნებისა და მიმდებარე სოფლების (მინაძე, ჭაჭარაქი, ივლიტა) წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-განვითარების, ხოლო „აბის დასახლების" წყალარინების სისტემის პროექტირება-მშენებლობის“ პროექტს ახორციელებს.
კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე თევდორაძემ მოადგილესთან, აკაკი მშვიდობაძესთან, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, ბესიკ ამირანაშვილთან და ახალციხის მერთან, ირაკლი ლაზარიშვილთან ერთად მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მოინახულა.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია: სატუმბო სადგურისა და რეზერვუარის მშენებლობა, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მოწყობა და მოსახლეობის გამრიცხველიანება.
ამ ეტაპზე, ფიზიკური სამუშაოების 10% უკვე შესრულებულია. პროექტი 2024 წელს დასრულდება, რის შედეგადაც, 11 400-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით არაერთი პროექტი მიმდინარეობს. გარდა დასრულებული და მიმდინარე პროექტებისა, კომპანიას სამშენებლო სამუშაოები კიდევ რვა პროექტის ფარგლებში აქვს დაგეგმილი, რომლის დაწყებაც 2023 წელს იგეგმება და ეტაპობრივად, 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ჯამური ღირებულება 350 მლნ. ლარზე მეტს შეადგენს. ფიზიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა უწყვეტი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
ყველა სიახლე

01 ივნისი 2023, 12:38
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, განვამტკიცეთ და ჩვენ მიგვყავს ჩვენი ქვეყანა გაერთიანებისკენ
ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრი ქვეყანა და ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვსუსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმს ესწრება.

01 ივნისი 2023, 12:29
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ჩვენი ყველა სურვილია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში
სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ჩვენი ყველა სურვილია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა.

01 ივნისი 2023, 12:28
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირისა და არც ნატოს წევრი ქვეყანა და არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა, ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები
ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრი ქვეყანა და ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმს ესწრება.

01 ივნისი 2023, 12:25
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად მზად არის
„ვფიქრობ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები, რომლებშიც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, მთავარი თემა იქნება უკრაინის ომი და უსაფრთხოების საკითხები ევროპის კონტინენტზე და მთელს მსოფლიოში ზოგადად. რა თმა უნდა, ასევე მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე, ჩვენ უსაფრთხოებაზე. ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე გვექნება საუბარი. დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო არის მზად მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს სტატუსს. ეს არის უალტერნატივო, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ ჩვენმა ეროვნულმა პარტნიორებმა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

01 ივნისი 2023, 12:17
საზოგადოება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლებს თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა უმასპინძლა
შეხვედრაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს დავით ფაცაციას თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია „გურთიადის“ თავმჯდომარემ, ოსმან თურანმა 2023 წლის 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარებულთა დასახმარებლად შეტანილი

01 ივნისი 2023, 12:13
სამართალი
კონკურენციის სააგენტომ „გლოვოსთან“, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია „გლოვოაფფ ჯორჯიასთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხებოდა ეკა გამრეკლიძისა და ვეფხვია ცერცვაძის განცხადებებს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

01 ივნისი 2023, 11:44
პოლიტიკა
გია აბაშიძე გიორგი არველაძეზე: ჯალათების ხელისუფლების ექს-წარმომადგენელი ბედავს და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს საამაყო, არა პოლიტიზებულ პოლიციას
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი არველაძის პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმიანება, სადაც არველაძე პოლიციელებს ძაღლებს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მათ პოლიციის დღის მილოცვა არ ეკუთვნით.

01 ივნისი 2023, 11:33
კულტურა
კიმ კეტროლი სამანტა ჯონსის როლს დაუბრუნდება
კეტროლი სამანტა ჯონსის ცნობილ როლს დაუბრუნდება, თუმცა მხოლოდ ერთ სცენაში გამოჩნდება. სცენა 22 მარტს, ნიუ-იორკში გადაიღეს. მასში სამანტა, რომელიც ლონდონში ცხოვრობს სერიალის მთავარ გმირს, კერის ტელეფონით ესაუბრება.

01 ივნისი 2023, 11:32
საზოგადოება
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის სტუდენტები ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობას ეცნობიან
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ღვინის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები საქართველოში იმყოფებიან და ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობას ეცნობიან. სტუდენტებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც მათ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა, ირაკლი ჩოლობარგიამ უმასპინძლა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

01 ივნისი 2023, 11:30
რეგიონი
გორისციხის მიმდებარედ ახალგაზრდული კაფე ,,სფეისი“ გაიხსნა
ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ

01 ივნისი 2023, 11:26
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: დემარში ვერ გახდება ხელისშემშლელი ფაქტორი
დემარში ვერ გახდება ხელისშემშლელი ფაქტორი, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია დემარშის შინაარსი, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

01 ივნისი 2023, 11:26
პოლიტიკა
გია ცაგარეიშვილი: საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში გამოსვლისას შეეცადა, ყოფილიყო ყველას პრეზიდენტი და შეფასებებში ნეგატიური არ ყოფილიყო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში გამოსვლისას შეეცადა, ყოფილიყო ყველას პრეზიდენტი და შეფასებებში არ ყოფილიყო ნეგატიური

01 ივნისი 2023, 11:20
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: მინდა დავადასტურო - არანაირი ცვლილება საქართველოს საგარეო კურსს არ ექნება
„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის გამოსვლა შეესაბამებოდა ძირითადად იმ სტანდარტებს, რაზეც ჩვენ გვაქვს საუბარი. საკმაოდ ბევრია გაკეთებული იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო - არანაირი ცვლილება საქართველოს საგარეო კურსს არ ექნება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

01 ივნისი 2023, 11:17
საზოგადოება
ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი არველაძის განცხადებაზე: ეს არის სახედაკარგული სააკაშვილის ჩინოვნიკის სახე, რომელმაც იცის, რომ ვერასდროს ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში
ნიკოლეიშვილის თქმით, მსგავსი გამონათქვამები სახელმწიფოებრივ აზროვნებას აბსოლუტურად სცილდება, არველაძე კი, პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენებით პოლიტიკური ხელმოცარულობას და ბოღმას ავლენს

01 ივნისი 2023, 11:10
საზოგადოება
მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზა გაიხსნა
„როგორც დედაქალაქის მერს, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ძალიან მეამაყება და მიხარია, რომ ამ ქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება“, - განაცხადა კალაძემ.

01 ივნისი 2023, 11:09
საზოგადოება
სვიმონ ჯანგულაშვილი: მოსკოვისთვის 2008 წლის ომის მერე უვიზოს დაწესება და იქ კონცერტები კარგია, 2023-ში მოსკოვის მიერ უვიზოს დაწესება - ჩვენი მთავრობის ბრალია
ჯანგულაშვილის თქმით, მთელი ცხოვრების მანძილზე რუსეთისთვის „სატოპკეების“ მიმცემნი - თემურ ალასანია, მიხეილ სააკაშვილი და ელენე ხოშტარია, რომელთაც კგბ-ს სასწავლებლები აქვთ დამთავრებული

01 ივნისი 2023, 11:04
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: საქართველოს ხელისუფლებას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ამ საკითხზე ნებისმიერი სპეკულაცია მიუღებელია
გულწრფელ რეაქციას, რაც ქართულ საზოგადოებაში იყო 26 მაისის აღლუმის დროს პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით, შესაბამისი ეფექტი ჰქონდა და ვიხილეთ ის განცხადებები, რომლებიც მან ევროპარლამენტში გააკეთა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

01 ივნისი 2023, 11:00
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: სტრატეგიული პარტნიორისგან მაქვს მოლოდინი, კარგად აცნობიერებდეს - პოზიციის უკან, რომ არ ვაწესებთ რუსეთთან სანქციებს, დგას ობიექტური მიზეზები
„ასეთ ვითარებაში ჩვენი მოქმედების სივრცე, რა თქმა უნდა, ძალიან შეზღუდულია. მე პირადად დარწმუნებული ვარ, საქართველოს ბევრ სხვა მოქალაქესაც, სტრატეგიული პარტნიორისგან მაქვს მოლოდინი, რომ ის ამ ჩემს მდგომარეობას კარგად აცნობიერებს - ჩემი პოზიციის უკან, რომ მე არ ვაწესებ რუსეთთან სანქციებს, დგას ობიექტური მიზეზები, იმიტომ კი არა რომ მე პუტინი მომწონს და ვგიჟდები რუსეთზე, არამედ იმიტომ, რომ მე ამისი ობიექტური მიზეზები მაქვს და როდესაც ჩვენ საქართველოს ვთხოვთ ამ პირობებში, როდესაც აბსოლუტურად დაუცველია საქართველოს უსაფრთხოება, ამ ვითარებაში საქართველოს მოვთხოვოთ იმოქმედოს იმგვარად, როგორც მოქმედებენ ისეთი კოლექტიური ორგანიზაციის წევრები, როგორიცაა ნატო და ევროკავშირი, წარმოუდგენელია. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ვხედავთ,რომ ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყანაც კი არ დგამს ამ ნაბიჯებს და არ უერთდება სანქციებს, მაგრამ ძალიან გამოკვეთილი პოზიცია აქვს საქართველოს, რაც აჩვენებს ჩვენს დამოკიდებულებას ევროპული და დასავლური სტრუქტურების მიმართ. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო არ იქნას გამოყენებული სანქციების თავიდან ასარიდებლად“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

01 ივნისი 2023, 10:55
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებული იქნება ძალიან ბევრ ფაქტორზე და არა მხოლოდ იმ ნაბიჯებზე, რასაც საქართველო დგამს
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რომ აქვს დადებითი მოლოდინი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით

01 ივნისი 2023, 10:53
ეკონომიკა
ირაკლი ლექვინაძე თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმში მონაწილეობდა
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმში მონაწილეობდა. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სესიას - „კონკურენტუნარიანობის როლი სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ ირაკლი ლექვინაძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც მონაწილეებს კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და მიმდინარე აქტუალური საკითხები წარუდგინა.