29 ნოემბერი 2023, 10:17 / სანდო წყარო

პატარკაციშვილის ფონდი: რაჭაში მეცხოველეობის ავტორიზებული პროფესიული პროგრამები დაინერგება

„ბლაუენშტაინ ედუ“, კოლეჯ „ერქვანის“ ბაზაზე, USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" თანამშრომლობის ფარგლებში შვეიცარიული სტანდარტის, ავტორიზებულ პროფესიულ პროგრამებს დანერგავს, მეცხოველეობისა და ხორცის დამუშავების მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას პატარკაციშვილის ფონდის პრესსამსახური ავრცელებს.

რაჭაში, Blauenstein-ის საფერმე მეურნეობის ტერიტორიაზე, სოფელ შარდომეთში მხარეებს შორისთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.

პარტნიორობის ხელშეკრულებას, „მეცხოველეობის განვითარება საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში, ხელი მოაწერეს USAID-ის პროგრამის “დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის” დირექტორმა, დევიდ ბლოდმა და Blauenstein Edu-ს დირექტორმა, თათია არაბიძემ.

ასევე, ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება Blauenstein Edu-სა დაგუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს შორის.

პროგრამის მიზანია საქართველოში დაინერგოს მეცხოველეობისა და ხორცის წარმოების თანამედროვე სასწავლო კურსები და შეიქმნას ღირებული დასაქმების შესაძლებლობა. ასევე, მეცხოველეობის სფეროში მოხდეს ისეთი სამუშაო ძალის განვითარება, რომელიც კერძო სექტორის საჭიროებებს დააკმაყოფილებს და საერთაშორისო სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს USAID-ის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კოლეჯ „ერქვანის“, Blauenstein-ის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა.

„პროექტის ფარგლებში განხორციელდება ორი გრძელვადიანი და ხუთი მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სწავლების პირველი ეტაპი დაიწყება 2024 წლის ოქტომბერში, 2 წლის განმავლობაში კი 270-მდე სპეციალისტი მომზადდება და გადამზადდება, ავტორიზებული პროფესიული პროგრამები და სახელმძღვანელოები შვეიცარიელი (School of Agricultural, Forest and Food Sciences (HAFL) და Schweizer Fleisch-Fachverband (SFF)) ექსპერტების ჩართულობით მომზადდება - აცხადებს „ბლაუენშტაინ ედუს“ დირექტორი, თათია არაბიძე.

„მოხარული ვარ დავესწრო დღეს, რაჭაში, USAID-ის პროგრამა "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" „ბლაუენშტაინ ედუსა“ და კოლეჯ „ერქვანთან“ პარტნიორობის გაფორმების ღონისძიებას, რომელიც მოიცავს შვეიცარიული სტანდარტის, ავტორიზებული პროფესიული პროგრამების დანერგვას, მეცხოველეობის მიმართულებით. ახალი პროფესიული პროგრამების დანერგვა ხელს შეუწყობს აგრობიზნესის განვითარებას და შექმნის რეალურ სამუშაო ადგილებს ახალგაზრდებისთვის რაჭასა და მთელს საქართველოში“ - ამბობს USAID-ის პროგრამის “დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის” დირექტორი, დევიდ ბლოდი.

„გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი“ მრავალი წელია მხარს უჭერს სხვა და სხვა საგანმანათლებლო პროექტებს, მათ შორის პრიორიტეტული არის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგა და განვითარება. მოხარული ვართ, რომ „ბლაუენშტაინ ედუ“, კოლეჯ „ერქვანის“ ბაზაზე, დანერგავს ახალ პროფესიულ პროგრამებს მეცხოველეობის მიმართულები, ახალი პროფესიული კურსების დანერგვა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სწავლებას და დასაქმებას რაჭისა და მთლიანად საქართველოში - აცხადებს „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ დირექტორი, ზურაბ კერვალიშვილი.

USAID-ის პროგრამა “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” მიზნად ისახავს დამსაქმებლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის სტიმულირებას, კერძო სექტორთან თანამშრომლობით სატრენინგო პროგრამების შემუშავებას ეკონომიკის ზრდადი სექტორებისთვის, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობასა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას სამუშაოს მაძიებლებისთვის.

ყველა სიახლე

ანრი ოხანაშვილი

24 თებერვალი 2024, 23:35

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ვენეციის კომისიას ჩვენგან „ვეტინგი“ არ მოუთხოვია

„ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ჯგუფები მოქმედებენ შურისძიებისა და პოლიტიკური ზეგავლენის მოდელით. მათ ერთადერთი ჩანაფიქრი აქვთ - ჰქონდეთ პოლიტიკური ზეგავლენა სასამართლო სისტემაზე“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

გია აბაშიძე

24 თებერვალი 2024, 22:48

საზოგადოება

გია აბაშიძე „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ კანონპროექტზე: მაია ბითაძეს რომ უგვანოდ შეედავები, შენი აკადემიურობა იქ მთავრდება - კანონპროექტში თითის გაყოლებით მაინც ჩაიხედეთ „მცოდნენო"!

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, მაია ბითაძეს, რომელიც გარემოს დაცვის ექსპერტია, უარგუმენტოდ ედავებიან აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

მარიამ ქვრივიშვილი

24 თებერვალი 2024, 22:29

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანი და ისტორიული გეგმები გვაქვს საავიაციო ინფრასტრუქტურის გაძლიერების კუთხით - დაგეგმილია თელავის აეროპორტის სრული რეაბილიტაცია და მშენებლობა

„გეგმების დასახვა 3 საერთაშორისო აეროპორტზე გვიწევს. პირველი არის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. ჩვენ მიმდინარე წელს მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმით მოხდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარება.

მარიამ ქვრივიშვილი

24 თებერვალი 2024, 21:52

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინსტრუმენტს იყენებს, რომ დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები საქართველოში იფრინონ

„ამერიკასთან ჩვენს ქვეყანას აქვს სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს. თუკი ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორბაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა ერთ-ერთი თანმდევი პირობა ეს არის, არსებობდეს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ორქვეყანას შორის“.

24 თებერვალი 2024, 21:43

საზოგადოება

IPOA-ს ავტორთა საბჭო საქართველოს ხელოვანების სახელით გიგა კობალაძის განცხადებას ეხმიანება

„მოვლენების განვითარება ადასტურებს, რომ კობალაძე ცდილობს ავტორების ჰონორარების მითვისების ფაქტზე პასუხისმგებლობა აირიდოს და ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოს. მას შემდეგ, რაც GCA-ის ქონება და ანგარიშები დაყადაღდა, რაც დასაბუთებული ვარაუდით გამოძიებისთვის არსებითი მნიშვნელობის იყო, მან პროკურატურაში განცხადება (საჩივარი) შეიტანა, სადაც ითხოვს, ყოფილი ასოციაცია „გერას” შემოწმებას და რუსეთიდან დარიცხული თანხების შესწავლას“.

მარიამ ქვრივიშვილი

24 თებერვალი 2024, 21:19

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო არ იშურებს ძალისხმევას, ჩვენს ქვეყანაში მუდმივად ვიხილოთ ახალი ავიაკომპანიები და ახალი პირდაპირი მიმართულებები

ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. ეს იყო საკმაოდ რთული და გრძელვადიანი მოლაპარაკების წარმატებული დასასრული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. კითხვა ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Jazeera Airways-ს ეხებოდა, რომელიც 14 ივნისიდან ელ-ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით ოპერირებას იწყებს.

ანრი ოხანაშვილი

24 თებერვალი 2024, 20:58

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ნაცმოძრაობას შიგადაშიგ აქვს წამოცდენები, რომ წინარევოლუციური პროცესის სამზადისში არიან

რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ საბოტაჟი სახეცვლილი არ იქნება ჩვენთან მიმართებაში, რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ლევან ნიკოლიეშვილი

24 თებერვალი 2024, 20:45

საზოგადოება

ლევან ნიკოლეიშვილი: „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ კანონპროექტს მხარდაჭერა სჭირდება, მიზეზი მარტივია - ვისაც შინაური ცხოველები უყვარს, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ მათ

მისი განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტი ბევრ პრობლემურ საკითხს დაარეგულირებს და მათ, ვისაც შინაური ცხოველები ჰყავთ, პასუხისმგებლობას გაუზრდის.

24 თებერვალი 2024, 20:44

საზოგადოება

თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომიდან ორი წლისთავზე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა.

ზურაბ ქადაგიძე

24 თებერვალი 2024, 20:43

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ კანონპროექტზე: აუცილებელია გამკაცრდეს მოშენება-გამრავლების საკითხი და მოქალაქეებმა ცხოველის ყოლის შემთხვევაში მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ

კარგია, რომ სათანადო ყურადღება მიექცა სახელმწიფოს მხრიდან იმ უგუნურ დამოკიდებულებას, რასაც ზოგიერთი მოქალაქე ცხოველების მიმართ იჩენს, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ინიციირებას.

ანრი ოხანაშვილი

24 თებერვალი 2024, 20:34

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ორი წელია მსოფლიო საზოგადოება თვალს ადევნებს სასტიკ ომს შუაგულ ევროპაში - საქართველო მტკიცედ დგას ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით

„უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატულია როგორც პოლიტიკურ ასევე ჰუმანიტარულ ჭრილში. ჩვენ ვუსურვებთ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ერს მშვიდობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კახი ხუციშვილი

24 თებერვალი 2024, 20:23

ჯანდაცვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის თქმით, იმ თანამშრომლებს, რომლებმაც კომპენსაცია მიიღეს, სურვილის შემთხვევაში, საავადმყოფოში მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნებათ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი აცხადებს, რომ იმ თანამშრომლებს, რომლებმაც კომპენსაცია მიიღეს, სურვილის შემთხვევაში, საავადმყოფოში მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნებათ. კახი ხუციშვილის თქმით, ამის წინააღმდეგი არავინ წავა.

24 თებერვალი 2024, 20:18

მსოფლიო

ნავალნის ცხედარი დედას გადასცეს

„ალექსეის ცხედარი დედას გადასცეს. მადლობა ყველას, ვინც ამას ჩვენთან ერთად მოითხოვდა. ჯერჯერობით ლუდმილა ივანოვნა სალეხარდეშია. პანაშვიდები წინაა. ჩვენ არ ვიცით, შეუშლის თუ არა ხელს ხელისუფლება მის ისე ჩატარებას, როგორც ოჯახს სურს და როგორც ამას ალექსეი იმსახურებს“, - წერს კირა იარმიში X-ზე.

გივი პისარევი

24 თებერვალი 2024, 20:12

საზოგადოება

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი: ვართ უაღრესად პოზიტიურ განწყობაზე - ასეთ დადებით შედეგს არ ველოდით

საავადმყოფოს ფასადი დღეს თითქმის ბოლომდე მოხსნილია და კლინიკა არის უსაფრთხო, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, გივი პისარევმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

24 თებერვალი 2024, 20:11

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ კანონპროექტზე: მიუხედავად იმისა, რომ ელიზბარაშვილი მიუსაფარი ძაღლებისთვის ბევრ კეთილ საქმეს აკეთებს, ამ შემთხვევაში არ არის ობიექტური. რამე ინტერესი ხომ არ იმალება მისი აგრესიის უკან?

ექსპერტი ნინო ფოჩხუა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ გავრცელებულ სპეკულაციებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „თუ ინტრიგანი არ ხარ, როგორ შეიძლება პარლამენტის მიერ მიღებულ ამ კანონს „მკვლელი კანონი" უწოდო.

ნინო ოთარაშვილი

24 თებერვალი 2024, 20:10

ჯანდაცვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი: პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, ჩვენთვის სასარგებლო შედეგით, ჩვენი არგუმენტაციის ძალიან დიდი ნაწილი გაითვალისწინეს

პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, ჩვენთვის სასარგებლო შედეგით, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, ნინო ოთარიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

24 თებერვალი 2024, 19:02

მსოფლიო

ჩინეთში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა

ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 25 სახანძრო მანქანა და 130 მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ექიმების ცნობით, ერთი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.

დავით უსუფაშვილი

24 თებერვალი 2024, 18:29

პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი: ერთი საათი ვისაუბრეთ სალომე ზურაბიშვილთან და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ სიტყვა გაერთიანება არც ერთი მხრიდან გამოყენებული არ ყოფილა

„პრეზიდენტთან საუბარი შეეხო საქართველოს უახლოეს მომავალს, რაც სწრაფ ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება, რათა ევროპულ სისტემაში გაერთიანება მოვახდინოთ. ამისთვის მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებაა აუცილებელი“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

24 თებერვალი 2024, 18:29

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სასამართლო სისტემაში, სადაც „ვეტინგი“ განხორციელდა, არასად განსაკუთრებული შედეგი არ გამოიღო - არც მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების კუთხით, არც კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლაში

სასამართლო სისტემაში, სადაც „ვეტინგი“ განხორციელდა, არასად განსაკუთრებული შედეგი არ გამოიღო - არც მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების კუთხით, არც კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

24 თებერვალი 2024, 18:12

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ძალიან დიდი სიფრთხილე გვჭირდება ჩინეთთან ურთიერთობების დალაგების დროს, ამერიკელებზე კი ჩვენი უსაფრთხოება დგას

ჩინეთი არის ერთ-ერთი ავტორიტეტული ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებებს არ აღიარებენ, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.