08 დეკემბერი 2023, 11:44 / სანდო წყარო

ავთანდილ თალაკვაძემ ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჯამა

ავთანდილ თალაკვაძე

ავთანდილ თალაკვაძე

ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ მერიის სხდომაზე საზოგადოებას გააცნო ის სიახლეები, რომელიც მიმდინარე და ახალ პროექტებს უკავშირდება.

„სრულდება ქ. ოზურგეთში, ანასეულის დასახლებაში გენო ჩხაიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებამ 1.250.000 ლარი შეადგინა; ასევე, დასრულების ეტაპზეა მაკვანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ე. წ. ბაღის უბანში გზის მშენებლობა რისთვისაც ჯამში 1.437.000 ლარი დაიხარჯა; წლის ბოლოს დასრულდება პროექტი, რომელსაც ცხემლისხიდის მოსახლეობა მრავალი წლის განმავლობაში ელოდა: მთავრდება უჩხუბი-ვაკიჯვრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, რომელიც ჯამში 2.599.000 ლარით დავაფინანსეთ; კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ფინალურ ეტაპზეა და მალე დასრულდება, გახლავთ მთისპირი-ბასილეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა - ეს პროექტი ჯამში 784.000 ლარით დავაფინანსეთ,“- განაცხადა მერმა.

მისი თქმით, მიმდინარე წელს დასრულდება შრომის ადმინისტრაციულ ერთეულში ვაკე-ზედუბნის საგზაო მონაკვეთიც, ვაკის უბანში კეთდება გზის სრული რეაბილიტაცია, ხოლო 8 სექტემბრის სტიქიური მოვლენების გამო, ზედუბნის ტერიტორიაზე გზის მშენებლობა მომდევნო წელსაც გაგრძელდება. ამ პროექტის სრული საგზაო მონაკვეთი 3 კმ-ზე მეტია და მისი დაფინანსება ჯამში 3.000.000 ლარს შეადგენს.

„ დაგპირდით და უკვე დასრულებულია დაბა ლაითურში 3 კმ-ზე მეტი შიდა საუბნო გზის მშენებლობაც (მე-3, მე-9 და პირველი რაიონების დამაკავშირებელი გზა) - ჯამურმა დანახარჯებმა ამ გზის მშენებლობისთვის 2.379.000 ლარი შეადგინა; ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება ბახვი-ვაკიჯვრის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ძირითადი ნაწილის დასრულებაც, რომელიც 3 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს და 2.500.000 მილიონი ლარით დაფინანსდება. სიახლე გვაქვს სოფლების ჯუმათის და მამათის დამაკავშირებელ გზაზე, მდ. შუაღელეზე არსებულ ხიდთან დაკავშირებითაც - მისი რეაბილიტაციისთვის საჭირო დაფინანსება 207 868 ლარი, უკვე მობილიზებული გვაქვს და სამშენებლო სამუშაოებს უახლოეს შესაძლებელ ვადებში დავიწყებთ,“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

მერმა ყურადღება ასევე გაამახვილა წყალმომარაგების სამუშაოებზეც, სადაც არაერთი მიმართულებით ეფექტურად იმუშავა მუნიციპალურმა კომპანია „სატისმა“ და სოფლებსა თუ ქალაქში, არაერთ ლოკაციაზე განაახლა წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა.

ყველა სიახლე

ირაკლი ქადაგიშვილი

21 თებერვალი 2024, 14:33

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ვფიქრობ, რომ ისევე როგორც ჩვენი მხარისათვის, ასევე ევროკავშირის მესვეურთათვის, ნათელი არის საქართველოს გეგმები

„მკაფიოდ გამოიკვეთა ამ შეხვედრების დროს, რომ საქართველო ნამდვილად არის მზად იმისათვის, რომ თავდაჯერებულად გააგრძელოს გზა ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის გაჟღერებული რამდენიმე გზავნილი“

არჩილ თალაკვაძე

21 თებერვალი 2024, 14:29

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ტრაექტორია, რომელიც საქართველოს აქვს, ევროპულია - საქართველო მიდის სწორი გზით

უდავოა, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში ძალიან პოზიტიურია ევროკავშირის განზომილებაში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განაცხადა.

ირაკლი კობახიძე და რობერტა მეცოლა

21 თებერვალი 2024, 14:26

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა

ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის პრეზიდენტს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

გურამ მაჭარაშვილი

21 თებერვალი 2024, 14:24

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენი პარტნიორები აღნიშნავენ, რომ საქართველო უკვე თავსებადია როგორც ევროკავშირთან, ისე ნატოსთან გაწევრიანების კუთხით

ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და ახლა უკვე ნატოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა იმას ნიშნავს, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი გაწევრიანებისთვის ჩვენ, საქართველოს მხარეს პრაქტიკულად ყველაფერი გვაქვს გაკეთებული, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს გამოეხმაურა.

არჩილ თალაკვაძე

21 თებერვალი 2024, 14:21

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საზოგადოების მხარდაჭერით გავატარეთ ისეთი რეფორმები, რომელმაც საქართველოს მოუტანა ნატოს სტანდარტებთან თავსებადობა

საზოგადოების მხარდაჭერით გავატარეთ ისეთი რეფორმები, რომელმაც საქართველოს მოუტანა ნატოს სტანდარტებთან და ძირითად მოთხოვნებთან, თავისი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემის თავსებადობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი

21 თებერვალი 2024, 14:17

პოლიტიკა

ალექსანდრე ელისაშვილი: პრემიერს შეუძლია ნატო-ს შტაბ ბინიდან წამოიღოს ჩვენი შეიარაღებული ძალების წვრთნის, აღჭურვის უფრო მეტი და ხელშესახები პროგრამები

„მოქალაქეების“ ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის დღევანდელ შეხვედრებს აფასებს.

21 თებერვალი 2024, 14:13

მსოფლიო

ბელგიის წარმომადგენლობის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო, რომელიც ოფიციალურად 24 თებერვალს დამტკიცდება. ამის შესახებ ევროპულ საბჭოში ბელგიის წარმომადგენლობა იუწყება.

ლაშა ხუციშვილი

21 თებერვალი 2024, 14:04

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: სანქციების შემოღების შემდეგ, გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებულია 1795 უარი, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ექსპორტზე ან რეექსპორტზე პირის მომართვისას უარის 1050-ზე მეტი გადაწყვეტილებაა

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდგომ, ფინანსთა სამინისტროს და კერძოდ, საბაჟო დეპარტამენტს განსაკუთრებულ რეჟიმში უწევს მუშაობა ჩვენი პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების აღსრულების მიმართულებით.

ირაკლი კობახიძე
რობერტა მეცოლა

21 თებერვალი 2024, 14:03

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე რობერტა მეცოლას ხვდება

ამ წუთებში ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტს ხვდება.

ლაშა ხუციშვილი

21 თებერვალი 2024, 14:02

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: რეფორმებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების დანერგვა მუდმივად მიმდინარეობს, როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო მიმართულებით

„მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის საკითხებზე. მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განხორციელებულია ცვლილებები საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში, რომელიც სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს. შექმნილია მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ ბიზნესს გაუმარტივდეს საქმიანობა ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში.

გელა სამხარაული

21 თებერვალი 2024, 13:56

პოლიტიკა

პარლამენტმა გელა სამხარაული აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩია

აღნიშნულ თანამდებობაზე გელა სამხარაულმა ნინო წილოსანი შეცვალა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციიდან განაგრძობს.

21 თებერვალი 2024, 13:56

რეგიონი

ონის მერია: უხვმა ნალექმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მეწყრული პროცესები გაააქტიურა, რამაც სხვადასხვა სახის საგზაო და სამშენებლო ინფრასტრუქტურა დააზიანა

ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მეწყრული პროცესები გაააქტიურა, რამაც სოფელ უწერაში, ჯინჭვისსა და ბარში სხვადასხვა სახის საგზაო და სამშენებლო ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ლაშა ხუციშვილი

21 თებერვალი 2024, 13:48

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: საქართველოს საუკეთესო შედეგი აქვს PEFA-ს მეთოდოლოგიით შეფასებულ 59 ქვეყანას შორის

„შეფასების მიხედვით, 31 ინდიკატორიდან 20 ინდიკატორში გვაქვს უმაღლესი შეფასება. ამასთან, საქართველოს საუკეთესო შეფასება აქვს PEFA-ს მეთოდოლოგიით შეფასებულ 59 ქვეყანას შორის. მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგია ორიენტირებულია არა მხოლოდ ცენტრალურ, არამედ მუნიციპალურ დონეზე საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებაზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ნინო ფოჩხუა

21 თებერვალი 2024, 13:42

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ნიკა გვარამიაზე: ამ ადამიანმა რა იცის სიტყვის ფასი, რა იცის რა არის ღირსება და თავმოყვარეობა, რაც არ უნდა „გაკეთილშობილდეს“ ნულია

„რას არ გაგაკეთებინებს და გათქმევინებს "პატრონები“, გინდ პატრონი ლუციფერთან იყოს შეკრული. რას არ გათქმევინებს ხამობა ჭინჭების მიმართ, საკუთარ ფურთხსაც ალოკავ, რამე რომ იყოს. ამ ადამიანმა რა იცის სიტყვის ფასი, რა იცის რა არის ღირსება და თავმოყვარეობა, ამიტომაც არის, რაც არ უნდა „გაკეთილშობილდეს“ ნულია და ეს კარგად გამოჩნდება არჩევნებზე“

ლაშა ხუციშვილი

21 თებერვალი 2024, 13:41

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: საქართველოსა და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ბოლო მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზით, საქართველო მთელი რიგი მიმართულებებით არ ჩამოუვარდება მათ და მოწინავე პოზიციაზეა

„ეს მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ძვრების გათვალისწინებით, რის შედეგადაც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების უმრავლესობა კვლავ განიცდის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებს ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

21 თებერვალი 2024, 13:40

პოლიტიკა

პარლამენტმა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს 78 ხმით, ერთხმად, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

21 თებერვალი 2024, 13:39

პოლიტიკა

პარლამენტმა „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს, მესამე მოსმენით, 74 ხმით მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, კანონს ნარჩენების არაუფლებამოსილი პირისთვის გადაცემასთან და სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების დარღვევებისთვის სანქციები დაემატება.

21 თებერვალი 2024, 13:39

პოლიტიკა

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, 77 ხმით მიიღო.

21 თებერვალი 2024, 13:36

პოლიტიკა

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღეს

76 მომხრე, 1 წინააღმდეგი - პარლამენტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კახა კალაძე

21 თებერვალი 2024, 13:25

საზოგადოება

კახა კალაძე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტზე: ბოლო კვირის განმავლობაში არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი მოვისმინეთ, რომლითაც ცდილობენ ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი დოკუმენტის დისკრედიტაციას

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ბოლო კვირის განმავლობაში გავრცელებული არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი მოვისმინეთ, რომლითაც ცდილობენ ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი დოკუმენტის დისკრედიტაციას და რაც მთავარია, ცდილობენ წლობით მოუგვარებელი საკითხი დარჩეს ხელუხლებელი და არაფერი გაკეთდეს ამ მიმართულებით