ნინო ლაცაბიძე: დიახ, რუსთავის საკრებულოში ოპოზიციამ უნდა დატოვოს თანამდებობები, ამასთანავე ბოდიში უნდა მოუხადონ მოსახლეობას და იმ ამომრჩეველს, რომელმაც მანდატი ანდოთ, მათ კი ეს მანდატი, ქალაქის წინააღმდეგ გამოიყენეს

ფოტო: რუსთავის მერია
რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართულმა ოცნებამ” საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიას რიგგარეშე სხდომის ჩატარების მოთხოვნით მიმართა, დღის წესრიგში ძირითად საკითხებად საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეებისა და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი იქნება. ამის თაობაზე ოფიციალური განცხადება რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
აღნიშნულ ფაქტს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ალექსანდრე დალაქიშვილი გამოეხმაურნენ.
როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, უკვე მესამე წელია ნაცმოძრაობისა და გახარიას პარტიის წევრები, ქალაქის განვითარებას უშლიან ხელს, აფერხებენ მნიშვნელოვან საკითხებს და მხოლოდ თანამდებობების გადანაწილებით არიან დაკავებული.
„რუსთავის ოპოზიციური საკრებულო დღემდე რასაც აკეთებს, ჩვენი ქალაქის ღალატია, ეს ადამიანები არ ერიდებიან კანონის და რეგლამენტის დარღვევას, თანამშრომლებზე ზეწოლას. ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებმა მიმართეს საკრებულოს, რომ რიგგარეშე სხდომაზე დადგეს როგორც საკრებულოს თავმჯდომარის, ასევე მოადგილეებისა და კომისიების თავმჯდომარეების იმპიჩმენტის საკითხი, რადგან დღეს პარტიების ,,ნაციონალურ მოძრაობისა“ და ,,საქართველოსთვის“ წევრებს აქვთ ყველა თანამდებობა გადანაწილებული. მესამე წელია ისინი მხოლოდ თანამდებობების გადანაწილებით არიან დაკავებული. დიახ რუსთავის საკრებულოში ოპოზიციამ უნდა დატოვოს თანამდებობები, ამასთანავე ბოდიში უნდა მოუხადონ მოსახლეობას და იმ ამომრჩეველს, რომელმაც მანდატი ანდოთ, მათ კი ეს მანდატი, ქალაქის წინააღმდეგ გამოიყენეს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი აცხადებს, რომ რუსთავის საკრებულოში ოპოზიციური პარტიების წევრებმა უნდა მოიხსნან პასუხისმგებლობა და დატოვონ ის თანამდებობები, რაც უკავიათ.
„დღეს ქვეყანაში ვხედავთ, თუ როგორ ებრძვის ოპოზიცია გამჭვირვალობის პრინციპს. ამ ფონზე, მათ გაააქტიურეს დესტრუქციული მოქმედებები ადგილებზე, სადაც მათ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ მანდატი აქვთ მინიჭებული. ამის ნათელი მაგალითი არის რუსთავი, სადაც ბოლო წლების განმავლობაში იმის მაგივრად რომ ხალხის პრობლემებზე ეზრუნათ, დაკავებულები არიან დესტრუქციული და ვიწრო პოლიტიკური საკითხების და ერთმანეთთან ბრძოლით და თანამდებობების გადანაწილებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ ეს პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნან, მათ უნდა დატოვონ ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და მიეცეს ჯანსაღ გუნდს საქმის კეთების და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის მეტი საშუალება.“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა.
ყველა სიახლე

14 ივნისი 2025, 13:41
მსოფლიო
რომის პაპი ისრაელსა და ირანს დიალოგისკენ მოუწოდებს
რომის პაპი, ლეო XIV ისრაელისა და ირანის ხელისუფლებებს „გონივრული“ მოქმედებისა და დიალოგისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 13:18
მსოფლიო
New York Post: USAID-ის ოფიციალურმა პირმა 550 მილიონი დოლარის ქრთამის სქემაში მონაწილეობა აღიარა: „საზოგადოების ნდობა შელახულია“
ფედერალური სამსახურის კონტრაქტორმა და სამმა ბიზნესმენმა აღიარეს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ USAID-თან ერთად 550 მილიონი დოლარის ქრთამის სქემაში მონაწილეობდნენ. სტატიას ამ შინაარსით New York Post-ი ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 13:18
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: რეგიონში ამ დაძაბულობის ფონზე, საქართველოს მიერ პრაგმატული პოლიტიკის შენარჩუნება აუცილებელია - რომელიმე მხარის მხარდაჭერის მოთხოვნა, უპირველესად ჩვენი სახელმწიფოს მტრობაა და სცილდება ჩვეულებრივ მავნებლობას
რეგიონში ამ დაძაბულობის ფონზე, საქართველოს მიერ პრაგმატული პოლიტიკის შენარჩუნება აუცილებელია, ჩვენ ვართ და უნდა ვიყოთ მშვიდობის მომხრეები, მით უმეტეს თუ დიდ პოლიტიკურ თამაშში, რომლის შედეგადაც ესკალაცია უფრო გაიზრდება და ფართო მასშტაბებს მიიღებს, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

14 ივნისი 2025, 13:07
რეგიონი
ქუთაისში, „გემო ფესტში“ 50-მდე ღვინის, კვების და სამეწარმეო ობიექტი მონაწილეობს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში ქუთაისელებსა და ქუთაისის სტუმრებს საშუალება აქვთ 3 დღის განმავლობაში დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები.

14 ივნისი 2025, 12:40
საზოგადოება
სოსო გიორგაძე ბათუმის საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრო
ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე მუნიციპალური საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვები, მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სასკოლო ასაკის 2755 აღსაზრდელი, მათი მშობლები და აღმზრდელები ესწრებოდნენ. გამოსაშვები ღონისძიების ორგანიზატორი ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება იყო. ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს

14 ივნისი 2025, 12:15
მსოფლიო
ირანული მედია: ისრაელის თავდასხმას მაღალი რანგის კიდევ ორი ირანელი სამხედრო პირი ემსხვერპლა
ისრაელის თავდასხმას ირანის არმიის მაღალი თანამდებობის კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 12:15
საზოგადოება
„საქართველოს მელიორაციაში“ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს
შპს ,,საქართველოს მელიორაციაში“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის - აგროინჟინერია, ნიადაგისა და წყლის სპეციალობა, სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს.

14 ივნისი 2025, 12:14
სპორტი
საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრისთვის ემზადება
საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრისთვის ემზადება. ნაკრები, რომელმაც ტურნირის პირველ ტურში პოლონეთი 2:1 დაამარცხა, დღეს ჯგუფის ფავორიტთან საფრანგეთის ნაკრებთან ითამაშებს.

14 ივნისი 2025, 12:07
რეგიონი
ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე მუნიციპალური საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
ბათუმის მერიის ინფორმაციით, სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში შესრულდა ფოლკლორული ანსამბლის, თეატრალური დასის, საგუნდო და სოლო შემსრულებლების მუსიკალურ-გასართობი წარმოდგენები. საზეიმო აქტივობებში ჩართულები იყვნენ ბავშვები.

14 ივნისი 2025, 12:02
სამართალი
შსს: ალექსანდრე სამხარაძე გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით
შინაგან საქმეთა სამინისტროში ალექსანდრე სამხარაძის დაკავებასთან დაკავშირებით „იმედინიუსს“ განუცხადეს, რომ იგი გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით.

14 ივნისი 2025, 11:56
რეგიონი
რევაზ სოხაძე ქუთაისში, საფეხბურთო სპორტული სკოლის - „მართვე“ სტადიონის მდგომარეობას და ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს გაეცნო
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან, პარლამენტის წევრ ზაზა ლონინაძესთან და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელ, დავით ერემეიშვილთან ერთად, ქუთაისში საფეხბურთო სპორტული სკოლის - „მართვე“ სტადიონის მდგომარეობას და ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

14 ივნისი 2025, 11:53
მსოფლიო
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი: ირანმა ისრაელში 150 სამიზნე გაანადგურა
ირანმა ისრაელზე განხორციელებული საჰაერო შეტევის დროს სულ მცირე 150 სამიზნე გაანადგურა. ინფორმაციას ირანული მედია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბრიგადის გენერალზე, აჰმად ვაჰიდიზე დაყრდნობით ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 11:40
რეგიონი
ქუთაისი „გემო ფესტს“ მასპინძლობს
3 დღის განმავლობაში ფესტივალზე მისულ სტუმრებს იმერული სამზარეულოსა და ღვინის დაგემოვნება შეეძლებათ. ფესტივალი ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს

14 ივნისი 2025, 11:28
კულტურა
„მწერალთა სახლში“ ხელოვან ნანა ყაულაშვილის თოჯინებისა და ნაქარგობების გამოფენა და წიგნის „ამბავს გეტყვი“ წარდგენა გაიმართა
ავტორმა წარადგინა საკუთარი წიგნი, რომელიც მოიცავს მის მიერ შექმნილ თოჯინებს, მათზე დაწერილ ზღაპრებსა და სხვა პროზაულ ჩანახატებს, ასევე ნამუშევრებს, რომლებიც მას წლების განმავლობაში დაუგროვდა.

14 ივნისი 2025, 11:18
საზოგადოება
არქიტექტორთა კავშირში მალხაზ თავართქილაძის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი, არქიტექტურული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
საქართველოს არქიტექტორთა კავშირში მალხაზ თავართქილაძის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი, არქიტექტურული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

14 ივნისი 2025, 11:17
რეგიონი
ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მეხუთე ფაზის სამუშაოები დაიწყო
ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მეხუთე ფაზის სამუშაოები დაიწყო. პროექტი ამ ეტაპისთვის ითვალისწინებს ინჯალოს წყლის სამარაგე რეზერვუარის მშენებლობას.

14 ივნისი 2025, 11:17
მსოფლიო
ირანული მედია ორი ისრაელური F35 მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ იუწყება
ირანის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ორი ისრაელური F35 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდო. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 11:14
საზოგადოება
თბილისის საკრებულოსა და სისხლის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოსა და სისხლის ცენტრს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით მოეწერა.

14 ივნისი 2025, 11:10
რეგიონი
რევაზ სოხაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან და ხარაგაულის მერ კობა ლურსმანაშვილთან ერთად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

14 ივნისი 2025, 10:58
ჯანდაცვა
14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა - ერთი ადამიანის მიერ გაღებული სისხლით სამი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი
14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა, რომლის მიზანიც უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა თუ საჭიროებაზე ცნობიერების ამაღლებაა.