10 ივნისი 2024, 11:16 / სანდო წყარო

ბათუმში 2024 წლის საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

ბათუმში საზღვაო სეზონის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხელმძღვანელმა პირებმა მეხანძრე-მაშველებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს. ღონისძიების ფარგლებში, სანაპირო ზოლზე გამოფენილი იყო წყალზე სამაშველო აღჭურვილობა, ავტოტექნიკა, მცურავი საშუალებები, ასევე საჰაერო და წყალქვეშა დრონები.

ოფიციალური ცერემონიის დასასრულს, სტუმრებისთვის, განახლებული მცურავი საშუალებების, კერძოდ, სამაშველო სკუტერებისა და სწრაფმავალი კატარღების პრეზენტაცია გაიმართა. მეხანძრე-მაშველები, რომლებიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არიან აღჭურვილები, აჭარის რეგიონში, სრულად აითვისებენ შავი ზღვის სანაპირო ზოლს და გაუწევენ შესაბამის მონიტორინგს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 13:01

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როგორ შეიძლება, რეიტინგების მიხედვით წამყვან ქვეყნებში ვიყოთ, მაგრამ ვიღაცებმა მაინც მოახერხონ პიარი, რომ საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით უკან მიდის

ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ თუკი რაიმე სფერო შეიძლება არსებობდეს, რომელთა დაკავშირებითაც ობიექტური კვლევა შეიძლება ჩატარდეს, ყველაფერში მოწინავე პოზიციაზე ვართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 12:55

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობისა“ და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ფორმალურად იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას

„ნათელაშვილის ფანჩატური გადაიქცა სალომეს ფანჩატურად და ძალიან სამწუხაროა, რომ თავად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ დავალებების მიმღებების საერთო ქვაბში იხარშება - ცოტა მძიმეა ამის თქმა, გახდა „ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას თოჯინა. ადამიანი, რომელიც გუშინ რეზიდენტს ეძახდა, მისთვის დავალების მიმცემი გახდა. ანუ, დავალების მიმღებისგან იღებს დავალებას, წარმოიდგინეთ. მესამე რგოლია დავალების მიმღებთა შორის“, - განაცხადა მდინარაძემ.

25 ივნისი 2024, 12:53

მსოფლიო

The Wall Street Journal: ფრანგი ებრაელები მარინ ლე პენის მხარდაჭერას განიხილავენ

სერჟ კლარსფელდი მსოფლიოში ცნობილია, როგორც „ნაცისტებზე მონადირე“, ის ჰოლოკოსტის ისტორიკოსი და საფრანგეთში მორალური ავტორიტეტია. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე, ბევრს საფრანგეთში გაუკვირდა როდესაც კლარსფელდი, მარინ ლე პენისა და მისი მემარჯვენე პოლიტიკური პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ მხარდამჭერი განცხადებებით გამოვიდა, - წერს ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 12:53

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პიარის და პროპაგანდის ტექნოლოგები ათწლეულების განმავლობაში დაწერენ სტატიებს - როგორ დააჯერეს მოქალაქეების ნაწილი, რომ კანონი, რომელიც დასავლეთის ბევრ ქვეყანაში მოქმედებდა, საქართველოში შერაცხილიყო რუსულად

კანადაში დიდი საპროტესტო აქციები „რუსული კანონის“ წინააღმდეგ არ ტარდება. იცით რატომ არ ტარდება? იმიტომ რომ ის კანონი რუსული არ არის, კანადურია. ამერიკაში ამერიკულია, რუსეთში რუსულია, საქართველოში ქართულია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

25 ივნისი 2024, 12:36

რეგიონი

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ოზურგეთისა და ჩოხატაურის მერიის თანამშრომლებთან შეხვედრები გამართა

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერიის თანამშრომლებისთვის, საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა.

ჩანიე 6

25 ივნისი 2024, 12:12

ტექნოლოგიები

ჩინურმა აპარატმა მთვარის ბნელი მხარის გრუნტი დედამიწაზე ჩამოიტანა

გამოცემის ინფორმაციით, აპარატი მონღოლეთის უდაბნოში დაჯდა. ბორტზე მთვარის გრუნტის ნიმუშებია, რომლებიც დედამიწის თანამგზავრის ბნელ მხარეს არის შეგროვილი.

ლევან დავითაშვილი

25 ივნისი 2024, 12:00

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი: პირველი ივლისიდან მეზღვაურთა შრომის შესახებ კანონი ამოქმედდება, რომელიც ქართველი მეზღვაურებისა და დამსაქმებელი კომპანიებისთვის ახალ რეალობას შექმნის

პირველი ივლისიდან მეზღვაურთა შრომის შესახებ კანონი ამოქმედდება. ამის შესახებ მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

25 ივნისი 2024, 11:58

რეგიონი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კახეთის რეგიონში, მინდვრის ხანძრების პრევენციის მიზნით, საველე ოპერაციების შტაბი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ტყის და მინდვრის ხანძრების პრევენცია და დროული რეაგირება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ზაფხულის სეზონზე ტყის და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება, რაც ხშირად გამოწვეულია მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ცეცხლის დანთებით და დაუდევრობით.

25 ივნისი 2024, 11:50

მსოფლიო

წყალდიდობამ სამხრეთ დაკოტას შტატს სერიოზული ზარალი მიაყენა

წყალდიდობამ სამხრეთ დაკოტას შტატს სერიოზული ზარალი მიაყენა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა. ადიდებულმა წყალმა მთავარი სარკინიგზო ხიდი ჩაანგრია. ბერლინგტონისა და ჩრდილოეთ სანტაფეს დამაკავშირებელი ნაგებობა ტვირთის გადაზიდვის მთავარი მაგისტრალი იყო. შტატის გუბერნატორის თქმით მისი დაზიანებით გამოწვეული ზარალი, შტატის ეკონომიკაზე გავლენას რამდენიმე თვის განმავლობაში მოახდენს.

25 ივნისი 2024, 11:46

მსოფლიო

ევროკავშირი რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებულ შემოსავალს უკრაინას გადასცემს

ევროკავშირი რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების, უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების თაობაზე შეთანხმდა. გადაწყვეტილების შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში მედიასთან განაცხადა.

25 ივნისი 2024, 11:40

საზოგადოება

საქართველო-პორტუგალიის მატჩის ღია ჩვენებაზე დამსწრე პირებს ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

საქართველო-პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 ივნისს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

რატი იონათამიშვილი

25 ივნისი 2024, 11:36

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ოპოზიციის ბოიკოტი სინამდვილეში არის პოლიტიკური აფერა, უპასუხისმგებლობა და საკუთარი ამომრჩევლის შეურაცხყოფა

„ოპოზიციის ბოიკოტი სინამდვილეში არის პოლიტიკური აფერა, უპასუხისმგებლობა და საკუთარი ამომრჩევლის შეურაცხყოფა. საზოგადოებამ, და განსაკუთრებით მათმა მხარდამჭერებმა, უნდა იცოდნენ - ესენი ბოიკოტს მხოლოდ იმიტომ აცხადებენ, რომ ეზარებათ, არ უნდათ საპარლამენტო საქმიანობის განხორციელება, მაგრამ პარალელურად, უნდათ, რომ აიღონ ხელფასები. ამიტომ, ეს არის მათი ალიბი ხელფასების ასაღებად. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულების გამო ადამიანები იმსახურებენ იმას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში მათმა ამომრჩეველმაც კი დაადოს პოლიტიკური სანქცია“, - მიიჩნევს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

ირაკლი კობახიძე

25 ივნისი 2024, 11:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ქართველ მეზღვაურთა შრომის შედეგად საქართველო შავი ზღვის რეგიონში ლიდერ საზღვაო ქვეყნად ჩამოყალიბდა, იზრდება საერთაშორისო საზღვაო სანაოსნო ინდუსტრიაში საქართველოს სახელმწიფო დროშის ავტორიტეტიც

უნიკალურია ნაოსნობის და თითოეული მეზღვაურის როლი საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის, მთლიანად ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძე

25 ივნისი 2024, 11:33

საზოგადოება

თორნიკე რიჟვაძე: ვმუშაობთ, რომ გაძლიერდეს როგორც სტუდენტების მხარდაჭერა, ასევე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, რაც მეზღვაურს მისცემს შესაძლებლობას მსოფლიოს ყველა წერტილში ღირსეულად წარმოადგინოს ეს პროფესია და ჩვენი ქვეყანა

საზღვაო სფერო და ამ სფეროში ჩართული თითოეული ადამიანი განსაკუთრებულ როლს თამაშობს, როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, განსაკუთრებით აჭარის ეკონომიკაში, აჭარის თითოეული მაცხოვრებელი ოჯახის გაძლიერებაში. მინდა მათ მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

25 ივნისი 2024, 11:24

რეგიონი

ლევან დავითაშვილი: ძვირფასო მეზღვაურებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო საერთაშორისო საზღვაო თანამეგობრობის ღირსეული წევრია

ძვირფასო მეზღვაურებო, გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს. საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნისთვის ამ დარგის განვითარება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და ამ პროცესში უდიდესია ქართველი მეზღვაურების როლი და დამსახურება, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მეთიუ მილერი

25 ივნისი 2024, 11:23

მსოფლიო

მეთიუ მილერის განცხადებით, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას, შესაძლოა, გარკვეული ნეგატიური შედეგები მოჰყვეს

„სწორედ ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ამგვარი ზომების მიღებას - სანქციების დაწესებას რუს მაღალჩინოსნებზე, რუსულ კომპანიებზე, დაწესებულია საექსპორტო კონტროლი, რომელიც ასუსტებს რუსეთის სამხედრო მანქანას და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ნაბიჯების გადადგმას“, - აღნიშნა მილერმა.

25 ივნისი 2024, 11:12

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური საკითხები არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რადგან ეხება მოქალაქეებს და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას

„მიმდინარე კვირას, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წელი სრულდება. 2014 - წლიდან დღემდე, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების გაატარა. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური საკითხები არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რადგან ეხება მოქალაქეებს და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას“.

25 ივნისი 2024, 11:06

რეგიონი

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. LIVE

ბათუმში, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება იმართება. მას ესწრება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები.

25 ივნისი 2024, 10:54

ტაბლოიდი

ედ შირანის ფანი მის ორეულს გაჰყვა ცოლად

ამანდამ და ტაიმ ქორწილს „ცხოვრების საუკეთესო დღე“ უწოდეს. ღონისძიებაც შირანის შემოქმედების ელემენტებით იყო გაფორმებული. მაგალითად, ტორტზე შირანის ერთ-ერთი სიმღერიდან ფრაზა იყო დატანილი, პატარძლის ფეხსაცმელებზე კი მომღერლის სახელი ეწერა. რა თქმა უნდა, ქორწილში ჟღერდა შირანის სიმღერები, თუმცა პირველი ცეკვისთვის წყვილმა სხვა ბრიტანელი მუსიკოსის, ჯეიმს არტურის სიმღერა აირჩია. „ქორწილს მთლიანად ედს ვერ მივუძღვნიდით. ხალხი ჩათვლიდა, რომ ეს უცნაურია“, - განაცხადა ამანდამ.

25 ივნისი 2024, 10:23

საზოგადოება

მწვანე ბანაკში „კლიმატის ელჩები” სწავლა დაიწყო

მწვანე ბანაკში მონაწილეობისათვის, კონკურსის საფუძველზე, 50-ზე მეტი ახალგაზრდა შეირჩა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენენ, მათ შორის, პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" სამიზნე მუნიციპალიტეტებს.