imedi /  25 ივნისი 2024, 13:11 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილმა ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქართველ მეზღვაურებს მათი პროფესიული - მეზღვაურის საერთაშორისო დღე ბათუმში მიულოცა და მადლობა გადაუხადა ღირსეული და მაღალპროფესიული საქმიანობისთვის.

სიტყვით გამოსვლისას მან საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნისთვის, დარგის განვითარების სტრატეგიულ მნიშვნელობასა და ამ პროცესში ქართველი მეზღვაურების დიდ როლზე ისაუბრა. ეკონომიკის მინისტრმა მთავარი აქცენტი მთავრობის მიერ საზღვაო სექტორში გაწეულ სამუშაოსა და მიმდინარე რეფორმებზე გააკეთა.

„დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო საერთაშორისო საზღვაო თანამეგობრობის ღირსეული წევრია, ჩვენი საზღვაო სექტორი კი დიდი სატრანსპორტო-სატრანზიტო, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის მნიშვნელოვანი, მეტიც, საკვანძო ნაწილი. ჩვენი პოლიტიკაც სწორედ იქითკენაა მიმართული, რომ მაქსიმალურად სწრაფად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვავითაროთ საზღვაო ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

პირველმა ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე გააკეთა აქცენტი, მათ შორის - საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საზღვაო ინფრასტრუქტურისა და მაღალტექნოლოგიური სერვისების განვითარებაზე და ამ პროცესში ასევე საერთაშორისო სტანდარტების პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე. როგორც მან აღნიშნა, საზღვაო განათლების და პროფესიული მომზადების მხარდაჭერა იყო და რჩება მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად და ამ კუთხით მისი უწყება აქტიურად მუშაობს.

„ვფიქრობ, ამოცანას თავს წარმატებით ვართმევთ - არაერთი სისტემური რეფორმა და ინოვაციური პროექტი განხორციელდა მეზღვაურთა განათლების და სერტიფიცირების სისტემის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. უნდა აღინიშნოს, რომ უკვე მიღწეულმა შედეგებმა საშუალება მოგვცა, რეფორმების ახალ ეტაპზე გადავსულიყავით, პირველ რიგში, ეს შეეხება მეზღვაურთა დასაქმებას, მათი შრომითი უფლებების დაცვას და სოციალური გარანტიების შექმნას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ 1-ლ ივლისს ძალაში შედის კანონი "მეზღვაურთა შრომის შესახებ", რომელიც ახალ რეალობას შექმნის ქართველი მეზღვაურებისა და დამსაქმებელი კომპანიებისთვის. ამასთან, მისი ინფორმაციით, ყოველწლიურად იზრდება მეზღვაურთა დასაქმების მაჩვენებელი - საქართველოს 18000-ზე მეტი აქტიური მეზღვაური ჰყავს, რომელთაც უკვე 74 საზღვაო დროშის ქვეშ შეუძლიათ დასაქმება. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ეს რიცხვები ადასტურებს ქართველ მეზღვაურთა როლს და კონტრიბუციას საქართველოს ეკონომიკაში.

„ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ საზღვაო სერვისების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით, მათ შორის სანავსადგურე სექტორში. წარმატებით შესრულდა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წინაშე ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულება და საქართველომ 2024 წლის 1-ლ იანვარს "ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა" საპილოტე რეჟიმში გაუშვა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც პირველმა ვიცე-პრემიერმა აქცენტი გააკეთა, ქართული ფლოტის აღდგენა-განვითარებაა. მინისტრის ინფორმაციით, ამ მიზნით მისი უწყება აქტიურად მუშაობს.

„ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გვაქვს არაერთი ინიციატივა, რათა ჩვენი პროფესიონალი, ღირსეული მეზღვაურები არამხოლოდ სხვა ქვეყნების მცურავ საშუალებებზე დასაქმდნენ, არამედ მათ საშუალება ჰქონდეთ, ქართული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე შეასრულონ პროფესიული მოვალეობა. ამ კუთხით გავაგრძელებთ მუშაობას და უახლოეს რამდენიმე წელიწადში შეგვეძლება სიამაყით ვთქვათ, რომ ქართული ფლოტი აღდგენილია“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე დღეს ასევე საზღვაო პროფესიის წარმომადგენლები დააჯილდოვეს დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ზღვაზე გამოჩენილი სიმამაცისთვის.

25 ივნისი მეზღვაურის საერთაშორისო დღედ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) დიპლომატიური კონფერენციის გადაწყვეტილებით 2010 წელს გამოცხადდა, საქართველო მას საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასა და სხვა საზღვაო ქვეყნებთან ერთად ყოველწლიურად აღნიშნავს. 2024 წლის კამპანია ეძღვნება მეზღვაურთა წვლილს საზღვაო სექტორის უფრო უსაფრთხო სამუშაო ადგილად გადაქცევის საქმეში (ჰეშთეგი: #SafetyTipsAtSea).

მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიიდან დაიწყო - რუსთაველის ქუჩის გავლით ნავმისადგომისკენ აკადემიის სტუდენტთა მსვლელობა გაიმართა, შემდეგ კი საზღვაო აკადემიის კურსანტთა ფიცის დადების ცერემონია. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსი ახვლედიანმა, საზღვაო აკადემიის რექტორმა მურთაზ დევაძემ, სექტორის სხვა წარმომადგენლებმა, ყოფილმა და მოქმედმა მეზღვაურებმა, სტუდენტებმა. ღონისძიებას დაესწრნენ დიპლომატიური კორპუსის და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ყველა სიახლე

21 ივლისი 2024, 18:00

სპორტი

„ბორჯღალოსნებმა“ ზაფხულის ტესტ-მატჩების სერია დაასრულეს

საქართველოს რაგბის ნაკრებმა მსოფლიოს მაღალი დონის გუნდებთან ითამაშა. შესანიშნავი გამარჯვებაც მოიპოვა.

მეუფე შიო

21 ივლისი 2024, 17:23

საზოგადოება

მეუფე შიო: უნდა დავფიქრდეთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი ისეთი, რომ ჩვენი ლოცვა უფრო შედეგიანი, უფრო ნაყოფიერი იყოს და დავუკვირდეთ, როგორი განწყობით ვლოცულობთ, მაშინ ყველაფერი გაიხსნება ჩვენ წინაშე

უნდა დავფიქრდეთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი ისეთი, რომ ჩვენი ლოცვა უფრო შედეგიანი, უფრო ნაყოფიერი იყოს და დავუკვირდეთ, როგორი განწყობით ვლოცულობთ… მაშინ ყველაფერი გაიხსნება ჩვენ წინაშე და ღმერთი გახდება ჩვენთვის ცოცხალი, ახლობელი და სასწაულთმოქმედი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სენაკის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას განაცხადა.

21 ივლისი 2024, 17:20

მსოფლიო

კანადაში, ალბერტისა და ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციებში ტყის ხანძრების გამო სამ დასახლებულ პუნქტში სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა

კანადაში, ალბერტისა და ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციებში ტყის ხანძრების გამო სამ დასახლებულ პუნქტში სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა.

გიორგი კალანდარიშვილი

21 ივლისი 2024, 17:15

პოლიტიკა

საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების მიზნით, გიორგი კალანდარიშვილი ბათუმში, ერთ-ერთ იმიტირებულ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა

მათივე განცხადებით, პროცესის მიმდინარეობას დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ბათუმში დააკვირდა. ის ერთ-ერთ იმიტირებულ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა.

21 ივლისი 2024, 17:13

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო იემენის პორტ „ჰოდეიდაზე" ისრაელის საჰაერო თავდასხმას გმობს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო იემენის პორტ „ჰოდეიდაზე“ ისრაელის საჰაერო თავდასხმას გმობს. უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმა, რომელმაც ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია, ისრაელის რეჟიმის სისასტიკეს აჩვენებს.

21 ივლისი 2024, 16:36

მსოფლიო

პარიზი ოლიმპიური თამაშებისთვის უსაფრთხოების ზომებს უკიდურესად ამკაცრებს

პარიზი ოლიმპიური თამაშებისთვის უსაფრთხოების ზომებს უკიდურესად ამკაცრებს. საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში წესრიგის დაცვას 45 000 პოლიციელი, 20 000 სამხედრო მოსამსახურე და უსაფრთხოების კერძო სამსახურების 20 000 თანამშრომელი უზრუნველყოფს.

21 ივლისი 2024, 16:09

მსოფლიო

ბანგლადეშის მთავრობამ სტუდენტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების და გამოწვეული არეულობის მართვისთვის კომენდანტის საათის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო

ბანგლადეშის მთავრობამ კომენდანტის საათის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო, რათა სტუდენტების მიერ დასაქმების კვოტების წინააღმდეგ ორგანიზებული საპროტესტო აქციები და გამოწვეული არეულობის მართვა შეძლოს.

21 ივლისი 2024, 15:44

რეგიონი

აჭარის მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობისა და მემთეურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევა მიმდინარეობს

მემთეურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული შეფასებისა და სხვადასხვა პათოლოგიის თავიდან აცილების მიზნით, სამედიცინო ჯგუფების ვიზიტები ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების ცენტრებისგან დაშორებულ სოფლის ამბულატორიებსა და საზაფხულო იალაღებზე მიმდინარეობს.

ზურაბ ქადაგიძე

21 ივლისი 2024, 15:30

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: გუშინ ამბობდნენ, უკრაინამ ომში გაიმარჯვაო და დღეს, თურმე გადასარჩენი ყოფილა?! სამწუხაროდ, ასეთი ბედი ელის ყველა ქვეყანას, ვისი ხელისუფლებაც მარიონეტია უცხოელი აქტორების ხელში

გუშინ ამბობდნენ, უკრაინამ ომში გაიმარჯვაო და დღეს, თურმე გადასარჩენი ყოფილა?!, - წერს ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე, რომელიც დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, “დონალდ ტრამპს აქვს ძალა და გამბედაობა, გამოასწოროს ყველაფერი, გადაარჩინოს უკრაინა, მშვიდობა დაამყაროს და შეაჩეროს კონფლიქტის დესტრუქციული გავრცელება“.

21 ივლისი 2024, 15:20

მსოფლიო

ისრაელის ქალაქებში „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირების გასათავისუფლებლად შეთანხმების მოთხოვნით, საპროტესტო გამოსვლები გაიმართა

დემონსტრანტები ისრაელის პრემიერ-მინისტრისგან შეთანხმების გაფორმებას შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე ითხოვდნენ, სადაც ის კონგრესში სიტყვით გამოსვლას გეგმავს.

მეუფე იაკობი

21 ივლისი 2024, 15:00

საზოგადოება

მეუფე იაკობი: არავისზე არ უნდა იყო დამოკიდებული, არც რუსეთზე, არც ევროპაზე, არც ამერიკაზე

ჩვენ უნდა ვეცადოთ და ყველასთან გვქონდეს ურთიერთობა და თუ გვინდა მსოფლიოს ცივილიზაციასთან თანაცხოვრება, საერთო რაღაცებზე უნდა შეთანხმდეთ, მაგრამ როდესაც საერთო რაღაცებზე თანხმდებით, ისინიც უნდა ითვალისწინებდნენ შენს აზრს, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპი

21 ივლისი 2024, 14:54

არჩევნები ამერიკაში

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პენსილვანიაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე საფრთხის არსებობის შესახებ გაფრთხილებული არ იყო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პენსილვანიაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე არავის გაუფრთხილებია, რომ რაიმე სახის საფრთხე არსებობდა. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ტელეკომპანია ფოქს ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

21 ივლისი 2024, 14:19

სამართალი

მოტოციკლის მძღოლის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მოტოციკლის მძღოლის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პოლიციელს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ედიშერ გვენეტაძე

21 ივლისი 2024, 14:13

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: ნათელი ხდება, რომ ჯონსონის და უკრაინის ხელისუფლების კისერზეა მილიონობით დახოცილის სიცოცხლე!

ყველას ძალიან კარგად გვახსოვს უკრაინის სახელისუფლებო ხროვის წარმომადგენლის არახამიას განცხადება! რომ არა ინგლისის პრემიერ ჯონსონის კატეგორიული მოთხოვნა ომის გაგრძელების შესახებ. ჩვენ ომის დაწყებიდან ერთ კვირაში ომი დასრულებული გვქონდა სტამბულში გამართული მოლაპარაკებებითო! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ლევან ნიკოლეიშვილი

21 ივლისი 2024, 13:38

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ბორის ჯონსონის განცხადებაზე: ე.ი. რა გამოდის გუშინ რომ უკრაინას ლამის რუსეთის გამანადგურებლად, ევროკავშირის წევრობის უპირობო და საუკეთესო მომავალ წევრად მიიჩნევდნენ, დღეს უკვე გადასარჩენია?!

პოლიტიკური ლანდშაფტი და უსაფრთხოების არქიტექტურა აუცილებლად შეიცვლება, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება მეტწილად სხვანაირად წარმოაჩენს გარკვეულ პრიორიტეტებს, ცხადია ეს არ ნიშნავს რომ ის რადიკალურად შეცვლის აშშ-ს ინტერესებს, მაგრამ მეტ დროს და ყურადღებას ჯერ საშინაო საქმეებს დაუთმობს. ევროკავშირსაც მოუწევს დიქტატის პოლიტიკიდან უფრო შერბილებულ ტონზე გადავიდეს. ჩვენ კი უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თურმე რა გველოდა თუ უკრაინის მსგავსად საომარ მოქმედებებში ჩავერთვებოდით, ჩვენც თუ განადგურებული არა მინიმუმ გადასარჩენი ვიქნებოდით, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

თამთა მეგრელიშვილი

ფოტო: ხალხის ძალა

21 ივლისი 2024, 13:30

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: უკრაინას აიმედებდნენ, რომ დაეხმარებოდნენ და ის ამ ომს მოიგებდა თუმცა, საქმე იქამდე მივიდა, რომ დღეს დაისვა კითხვა - გადარჩება თუ არა უკრაინა და მისი გადარჩენის საშუალებად ტრამპის გაპრეზიდენტება მოიაზრება

რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინა მძიმე მდგომარეობაშია, ის ომში მიტოვებული სატყუარაა რომელიც რუსეთს დაუდეს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი წერს.

ნინო ფოჩხუა

21 ივლისი 2024, 13:22

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: როცა რეალურად დადგა საკითხი რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის, ინგლისის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გადააფიქრებინა ზელენსკის ომის შეწყვეტა, ახლა, იგივე ბორის ჯონსონი მოუწოდებს ტრამპს შეაჩეროს ომი და დესტრუქციული კონფლიქტი

2022 წელს, როცა რეალურად დადგა საკითხი რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის და უკრაინის მხარე თითქმის დათანხმდა ამ პროცესს, ინგლისის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი სასწრაფოდ ჩაფრინდა კიევში და გადააფიქრებინა ზელენსკის ომის შეწყვეტაზე თანხმობის მიცემა, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

21 ივლისი 2024, 13:08

მსოფლიო

იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „ჰუსიტების“ მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტები ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის, „ეროუ 3“-ის საშუალებით გაანეიტრალა. ისრაელის მედია წერს, რომ ბალისტიკური რაკეტები ქვეყნის საჰაერო სივრცის გარეთ განადგურდა. „ეროუ 3“-ის სისტემა შექმნილია ბალისტიკური რაკეტების გასანეიტრალებლად, ვიდრე ისინი ჯერ კიდევ ატმოსფეროს ზედა შრეებში არიან.

გია აბაშიძე

21 ივლისი 2024, 13:01

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საშინელებაა იმის გაცნობიერება, რომ ე.წ. გეოპოლიტიკურ ფუჭ თამაშებში პაიკივით გამოიყენეს და დააქციეს უკრაინა, ახლა კი მშვიდობისმყოფელობაზე აწრიალდნენ

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც 2022 წლის გაზაფხულზე ჩაშალა სტამბოლის სამშვიდობო მოლაპარაკება, ახლა უტიფრად აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს აქვს ძალა და გამბედაობა, გამოასწოროს ყველაფერი, გადაარჩინოს უკრაინა, მოიტანოს მშვიდობა და შეაჩეროს კონფლიქტის დესტრუქციული გავრცელება,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

21 ივლისი 2024, 13:01

რეგიონი

ბახმაროში, ლეჩხუმსა და ხონში „მთის დღეებს“ უმასპინძლეს

ბახმაროში, ლეჩხუმსა და ხონში ფესტივალი „მთის დღეები“ გაიმართა.