ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“ წარმატებით დასრულდა
მარნეულში ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“ დასკვნითი, გალა-კონცერტი გაიმართა. პროექტის ოფიციალური სპონსორი იყო „არემჯი“.
კონკურს-ფესტივალი მიზნად ისახავს ტრადიციული სიმღერის პოპულარიზაციას ქართველ და საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოზარდებში.
„სხვა საქართველო სად არის“ უკვე მე-8 წელია იმართება. წლევანდელი კონკურსის შესარჩევი ეტაპები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ჟანრში წარმოდგენილი გუნდები და სოლო შემსრულებლები იღებდნენ. შემსრულებლებს ცნობილი ქართველი მუსიკოსებისგან დაკომპლექტებული ჟიური აფასებდა.
„ფესტივალი 2016 წლიდან ტარდება ქალაქ მარნეულში. თავიდან კონკურს-ფესტივალზე მხოლოდ ქვემო ქართლის რეგიონი იყო წარმოდგენილი, დროთა განმავლობაში კი გავფართოვდით და მაგალითისთვის წელს, ფესტივალში 17 მუნიციპალიტეტი ჩაერთო.
იდეა წამოვიდა სურვილიდან, პოპულარიზაცია გაგვეწია ქართული სიმღერისთვის; აქ, რა თქმა უნდა, მოიაზრებიან ჩვენი მეგობრები ეთნიკური უმცირესობებიდან და პროექტიც ქვემო ქართლიდან დავიწყეთ, რადგან სწორედ აქ არის წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობების უმეტესი ნაწილი.
ჩვენი ჟიურის წევრები არიან გამორჩეული კომპოზიტორები, მომღერლები, მუსიკოლოგები და ა.შ. იმედი გვაქვს ჩვენი ფესტივალი კიდევ დიდხანს იარსებებს და გააერთიანებს უკვე საქართველოს ყველა რეგიონს“, - განაცხადა მაია ჯამალაშვილმა, ფესტივალის დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა; თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგმა.
ინდივიდუალურ ნომინაციაში გამომსვლელებმა ქართული საესტრადო სიმღერები შეასრულეს, ხოლო ანსამბლების ნომინაციაში წარმოდგენილი იყო ფოლკლორი და ქართული საგუნდო ნაწარმოებები.
„არემჯის“ რჩეული გახდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ფოლკლორული ანსამბლი „იალნო“, რომელთაც კომპანიისგან სპეციალური საჩუქარი გადაეცათ. ფესტივალის ფარგლებში ჟიურიმ გამოავლინა გრან-პრის მფლობელი - სტუდია "არტისტის" ანსამბლი საჩხერიდან.
„პროექტს „სხვა საქართველო სად არის“ წელს შევუერთდით და ფესტივალის მთავარი სპონსორები ვართ. ძალიან სასიხარულოა, როცა ახალგაზრდები და მოზარდები ასე გულიანად მღერიან ქართულ რეპერტუარს, ხალხურ ნაწარმოებებს და ავითარებენ, ხელახლა ახალისებენ მათ. ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია და მსგავს ინიციატივებს, განსაკუთრებით ქვემო ქართლის რეგიონში, ერთგულად ვუჭერთ მხარს.
მადლობას ვუხდი პროექტის ავტორებსა და ორგანიზატორებს და წარმატებებს ვუსურვებ მომავალ საქმიანობაში.“ - ზურაბ დევდარიანი, „არემჯის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი.
„არემჯი“ ხელს უწყობს არაფორმალურ განათლებას, კულტურასა და ხელოვნებასთან დაკავშირებულ ინიციატივებს და სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების მხარდაჭერისას უზრუნველყოფს მათ თანხვედრას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.
ყველა სიახლე
15 მაისი 2026, 10:55
პოლიტიკა
სტამბოლში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-18 შეხვედრა გაიმართა
სტამბოლში გაიმართა ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-18 შეხვედრა, რომლის მიზანია 1992-93 წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიება და ხვედრის დადგენა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
15 მაისი 2026, 10:47
პოლიტიკა
ოპოზიციის აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი „ოპოზიციის ალიანსზე”: კარდაკარი ქაღალდის დატოვება კი არა, ადამიანთან მისვლა და პასუხების გაცემაა- როგორც ჩანს, სათქმელი აღარაფერი აქვთ
ოპოზიციის აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი “ოპოზიციური ალიანსის“ კარდაკარ კამპანიას ეხმიანება და ამბობს, რომ კარდაკარი ქაღალდის დატოვება კი არა, ადამიანთან მისვლა, თვალებში ყურება და პასუხების გაცემაა.
15 მაისი 2026, 10:37
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. შეხვედრაზე არსებული სახელმწიფო პროგრამები, მომსახურებების ხელმისაწვდომობა და სამომავლო საჭიროებები განიხილეს.
15 მაისი 2026, 10:26
ეკონომიკა
„ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და პლატფორმის მოდერნიზაციას იწყებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე „ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ 2026 წლის სეზონის პირველ ღონისძიებას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
15 მაისი 2026, 10:20
მსოფლიო
აშშ-მა ვენესუელიდან გამდიდრებული ურანი გაიტანა
აშშ-მა ვენესუელიდან მაღალგამდიდრებული ურანი გაიტანა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
15 მაისი 2026, 10:07
რეგიონი
დუშეთის სატყეო უბნის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთის სატყეო უბნის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
15 მაისი 2026, 10:01
რეგიონი
გივი მიქანაძე შუახევის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დაბა შუახევის საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სასწავლო პროცესს გაეცნო.
15 მაისი 2026, 09:26
მსოფლიო
ტრამპი: ჩინეთს ამერიკული ნავთობის ყიდვა სურს, რათა „გაუმაძღარი მადა“ დაიკმაყოფილოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთი ამერიკული ნავთობის შესყიდვით არის დაინტერესებული, რათა „გაუმაძღარი მადა“ დაიკმაყოფილოს.
15 მაისი 2026, 09:20
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: ქალაქის განვითარების სწორად დასაგეგმად, ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ როგორ რუსთავს ხედავენ დღეს ახალგაზრდები და როგორ ესახებათ მისი მომავალი
რუსთავის მერიამ კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტი - „რუსთავი-ცხოვრების სტილი" დაიწყო. პროექტში ჩართული ახალგაზრდები, ციფრული მულტიმედიისა და პერსონალური ბრენდის შექმნის ორთვიან სასწავლო კურსს სრულიად უფასოდ გაივლიან და მობილური ვიდეოგრაფიის საბაზისო უნარებს შეისწავლიან.
15 მაისი 2026, 09:09
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი: ორმაგი სტანდარტიც არაა, აქ არის უსტანდარტობაზე საუბარი, როდესაც მედიის წარმომადგენლებს დაშვება არ ეძლევათ
არც ორმაგი სტანდარტია, აქ არის უსტანდარტობაზე საუბარი, როდესაც მედიის წარმომადგენლებს დაშვება არ ეძლევათ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
15 მაისი 2026, 09:00
მსოფლიო
კიევში გუშინდელი დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ გუშინ კიევზე განხორციელებული მასირებული საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
15 მაისი 2026, 08:58
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: მათ სურთ, რომ ყველა მედიასაშუალებამ ერთ ხმაში ისაუბროს. სააკაშვილის მეგობრებისა და ქართველი ხალხის მტრებისგან, სხვა რა შეიძლება იყოს მოსალოდნელი
მათ სურთ, რომ ყველა მედიასაშუალებამ ერთ ხმაში ისაუბროს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
15 მაისი 2026, 08:51
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: სიმართლე აუცილებლად იპოვის თავის გზას - ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია
სიმართლე აუცილებლად იპოვის თავის გზას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
15 მაისი 2026, 08:49
საზოგადოება
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია დაიწყო
2026-2027 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია დღეს დილის 09:00 საათიდან იწყება და 25 მაისის 00:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია ონლაინ იქნება შესაძლებელი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე - registration.emis.ge. სისტემაში ბავშვის რეგისტრაციას მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს.
15 მაისი 2026, 08:43
პოლიტიკა
ხატია წილოსანი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ჩართული იყოს ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში, რომელიც ევროპის გრძელვადიან პოლიტიკას განსაზღვრავს
მოლდოვაში, მინისტერიალის ფარგლებში, განხილული იქნება მიგრაციის საკითხები, უცხოური გავლენისა და ინფორმაციის მანიპულაციის შესახებ საკითხები და უკრაინასთან დაკავშირებული თემები, - განაცხადა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ხატია წილოსანმა.
15 მაისი 2026, 08:34
საზოგადოება
დეკანოზი იოანე გორელიშვილი: სხვადასხვა ტაძრის წინამძღვრებს მიეცათ კურთხევა, რომ 17 მაისს ჩვეულებრივზე უფრო ადრე ჩაატარონ წირვის მსახურება, რათა მათაც და მათმა მრევლმაც შეძლონ ლოცვით მსვლელობაში მონაწილეობის მიღება
[17 მაისს] მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე აღავლენს თავის საპატრიარქო ლოცვას, რომელსაც დაესწრებიან საზღვარგარეთიდან ჩამოსული დელეგაციები, - განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.
15 მაისი 2026, 08:21
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი კშიშტოფ ბრეიზაზე: რა დავაშავეთ ქართველებმა ასეთი, რომ ევროპარლამენტში ერთი ისეთი მტერი არ გამოგვიჩნდა, ნაცი რომ არ იყოს
პარლამენტის თავმჯდომარე პოლონელი ევროპარლამენტარის, კშიშტოფ ბრეიზას განცხადებას ეხმაურება, ევროპარლამენტის მიერ „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივისთვის“ ევროპარლამენტში საქმიანობის ერთი წლით აკრძალვასთან დაკავშირებით.
15 მაისი 2026, 08:11
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დღეს კიშინეუში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დღეს კიშინეუში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ბოჭორიშვილი მინისტრთა კომიტეტის სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
15 მაისი 2026, 08:04
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
15 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
15 მაისი 2026, 00:51
მსოფლიო
მერცი: მოსკოვი აქცენტს ესკალაციაზე აკეთებს და არა მოლაპარაკებებზე
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინაზე ბოლოდროინდელი თავდასხმებით რუსეთი აჩვენებს, რომ აქცენტს ესკალაციაზე და არა მოლაპარაკებებზე აკეთებს.


