06 ივლისი 2024, 22:11 / სანდო წყარო

გიორგი ამილახვარმა ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ანაკლიის ბანაკი გახსნა და ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.

მინისტრმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა მათ ბანაკში მონაწილეობისთვის და სასიამოვნო დასვენება უსურვა.

ბანაკის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ანაკლიის ბანაკი 13 ნაკადად განხორციელდება და ჯამში 3120 ახალგაზრდას უმასპინძლებს. თითო ნაკადზე ბანაკი მასპინძლობს 18-25 წლის 240 მონაწილეს. მონაწილეთა შერჩევა განხორციელდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. პირველი ნაკადის ფარგლებში ბანაკში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებიან.

ბანაკის მიზანია: ახალგაზრდებისთვის აქტიურ დასვენებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია, მათი ფიზიკური, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა, პატრიოტული ღირებულებების წახალისება.

საბანაკე პროგრამა 5 დღისგან შედგება და ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განვითარებისთვის მიმართულ საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში.

საბანაკე პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები განხორციელდება არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიითა და ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპების გათვალისწინებით.

ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ტრენინგები სხვადასხვა თემაზე, ქართული ჯარისა და თავდაცვის ძალების საქმიანობაზე და გლობალიზაციისა და ცვალებადი საერთაშორისო წესრიგის გავლენაზე.

ტრენინგებს ჩაატარებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს ოფიცრები და ეროვნული ბანკის თანამშრომლები.

ასევე, გათვალისწინებულია ე.წ. Guest spiker-ების ნაწილი, სადაც ცნობილი ადამიანები (პოლიტიკოსები, სპორტსმენები, ხელოვანები და ა.შ.) ახალგაზრდებთან შეხვედრებს გამართავენ.

საბანაკე პროგრამის სრულფასოვნად განხორციელებისთვის ჩატარდა რიგი მოსამზადებელი სამუშაოები - გარემონტდა საბანაკე ინფრასტრუქტურა, განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ბანაკი სრულად აღიჭურვა პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო ინვენტარით.

ახალგაზრდების ნაკადების მიღებამდე, ანაკლიის საზაფხულო ბანაკის ბაზაზე ლიდერების გადასამზადებელი ტრენინგიც ჩატარდა. მიმდინარე წელს ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 160-მა შერჩეულმა ახალგაზრდამ.

ტრენინგის მიზანი იყო, დახმარებოდა მათ ლიდერის უნარ-ჩვევების განვითარებაში.

ტრენინგზე ლიდერობის კანდიდატები გაეცნენ ბანაკების მუშაობის პრინციპსა და მრავალფეროვან პროგრამას, რომელიც შეესაბამება ბანაკის ბენეფიციართა ინტერესებს და ეხმარება მათ განვითარებაში. ტრენინგის შემდგომ შერჩეული საუკეთესო ლიდერები დასაქმდებიან შაორისა და ანაკლიის საზაფხულო ბანაკებში. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველწლიურად ახალგაზრდულ ბანაკებში საქმდება 250-მდე ლიდერი.

15 ივლისიდან დაიწყება შაორის ბანაკის განხორციელება.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ყველა სიახლე

გიორგი გაბიტაშვილი

18 ივლისი 2024, 08:15

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს პარლამენტისადმი ასარჩევად წარდგენილ გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გაბიტაშვილს მოუსმენენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს საპროკურორო საბჭოს მიერ ასარჩევად პარლამენტისადმი წარდგენილ გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გაბიტაშვილს მოუსმენენ და მისი არჩევის საკითხს განიხილავენ. გიორგი გაბიტაშვილს კომიტეტის წევრები კითხვებსაც დაუსვამენ.

ირაკლი კობახიძე

18 ივლისი 2024, 08:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე დღეს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში იმართება. მთავრობის მეთაურს სამიტზე ექნება კონკრეტული გზავნილები, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებს, როლს და იმ სარგებელს, რომელიც საქართველომ შეიძლება მოუტანოს ევროკავშირს.

ჯო ბაიდენი

18 ივლისი 2024, 02:30

არჩევნები ამერიკაში

ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

18 ივლისი 2024, 01:33

პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: საქართველოში წინა მთავრობის დროს ქონების გადაცემის შემთხვევები იყო, რომელიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ, იძულებითი წესით ხდებოდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

18 ივლისი 2024, 01:30

პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: საქართველო გამჭვირვალობის, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური თავისუფლების კუთხით საერთაშორისო რეიტინგებში რეგულარულად იკავებს მაღალ ადგილს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

მამუკა მდინარაძე

18 ივლისი 2024, 01:16

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არის ერთი მთავარი თემა, რომელზეც არასწორ წარმოდგენას უქმნიან მოქალაქეებს, თითქოს ევროკავშირი ავტომატურად ნიშნავს კეთილდღეობას. რეალურად, პირიქით არის - ეკონომიკურად თუ არ გავძლიერდით, ევროკავშირში არავინ მიგვიღებს

არის ერთი მთავარი თემა, რომელზეც არასწორ წარმოდგენას უქმნიან მოქალაქეებს, თითქოს ევროკავშირი ავტომატურად ნიშნავს კეთილდღეობას. რეალურად, პირიქით არის - ეკონომიკურად თუ არ გავძლიერდით, ევროკავშირში არავინ მიგვიღებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

18 ივლისი 2024, 00:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: იმდენად გამჭვირვალე არჩევნები იქნება წელს, რომ ძალიან რთული იქნება ამ არჩევნებზე რაიმე ცუდის დაწერა

იმდენად გამჭვირვალე არჩევნები იქნება წელს, რომ ძალიან რთული იქნება ამ არჩევნებზე რაიმე ცუდის დაწერა. ამის მიუხედავად, თუ დაწერენ უარყოფით დასკვნებს, ქართველი ხალხი ამასაც შეხედავს და ამიტომ ვეუბნებით ჩვენ ბევრ სიმართლეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

18 ივლისი 2024, 00:56

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ჩვენ ჩვენი ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ, ეს ის ევროკავშირია საითაც მივისწრაფოდით? - რატომ არ შეიძლება ქართულ საზოგადოებაში დადგეს საკითხი, ავწონოთ, დავწონოთ, რა გვაწყობს ევროკავშირთან ურთიერთობაში

სულ მაინტერესებს, ევროკავშირზე რომ მიდის ლაპარაკი, ბრიტანეთმა რატომ დატოვა ევროკავშირი, რატომ არავინ კითხულობს ამას? რა, პუტინთან წავიდა? რატომ დატოვა ინგლისმა ევროკავშირი? ესე იგი ამის მიზეზები არის, ყველა ქვეყანას აქვს თავისი შეხედულება, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ, გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეპოქის და ვითარების ცვლილებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ქვეყანას ის მიზანი აღარ ჰქონდეს, რაც ხუთი წლის წინ ჰქონდა. მისივე თქმით, საქართველოს ფასი გაიზარდა, რადგან ყველამ დაინახა, რომ ქვეყანამ ყველაზე წინ საკუთარი თავი დააყენა.

გოგა ხაინდრავა

18 ივლისი 2024, 00:48

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: საქართველოს წინააღმდეგ მიდის პოლიტიკური ტერორი და ხომ უნდა მიხვდეს ქართული საზოგადოება ვის ემსახურებიან ეს მანქურთები - ვითომ ოპოზიციური ძალები

სტეისი პლასკეტი, დემოკრატი კონგრესმენი პირდაპირ ეთერში მოუწოდებდა - ჩვენ უნდა ვესროლოთ და მოვკლათ დონალდ ტრამპიო. ეს რომ შეთქმულებაა, ამას საუბარი რად უნდა, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

18 ივლისი 2024, 00:45

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ყურის ძირში მიდის მესამე მსოფლიო ომი. გადავრჩით მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არის პრინციპული კაცი. ღმერთმა გამოგვიგზავნა ბიძინა ივანიშვილი

„საქართველოზე მიდის სასტიკი პოლიტიკური ტერორი, ყურის ძირში მიდის მესამე მსოფლიო ომი“,-ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE“-ში რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ისაუბრა. მისი თქმით საქართველო გადარჩა მხოლოდ იმის გამო, რომ მას პრინციპული ადამიანი მართავს.

მამუკა მდინარაძე

18 ივლისი 2024, 00:40

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: უთანასწორო ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ და დავარწმუნოთ როგორც პარტნიორი, მეგობარი, ასევე ის ძალები, რომლებიც ძალიან გვეჭიდავებიან, რომ საქართველოში უნდა ელაპარაკონ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას

მშვიდობა უნდა იყოს იმისათვის, რომ ჩვენ მერე შევძლოთ, რომ ღირსებით ევროკავშირისკენ ვიაროთ. ღირსება უნდა შევინარჩუნოთ იმისათვის, რომ ჩვენ შემდეგ მორალური უფლება გვქონდეს და კიდევ მეტად განვითარდეთ და ეს ყველაფერი, მშვიდობა, ღირსება გვჭირდება და გვინდა იმისათვის, რომ ასე მყარად ვიდგეთ, განვითარებამ კეთილდღეობა მოიტანოს უფრო მეტი და საბოლოო ჯამში თითოეული მოქალაქის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

18 ივლისი 2024, 00:26

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ოპონენტების მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ხმა მოაგროვონ არჩევნებზე და ამით „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში ხელი შეუშალონ, რაც ამ კონფიგურაციით შეუძლებელია

„ვერ შეთანხმდნენ მანდ არ არსებობს, რასაც დაავალებენ იმაზე შეთანხმდებიან“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა. კითხვაზე: რატომ ვერ შეძლო ოპოზიციამ გაერთიანება, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ეს მათზე არ იყო დამოკიდებული. მისივე თქმით, ახლა მთავარი მიზანი ოპონენტების არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა მოაგროვონ არჩევნებზე და ამით „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში ხელი შეუშალონ, რაც ამ კონფიგურაციით შეუძლებელია.

მამუკა მდინარაძე

18 ივლისი 2024, 00:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პარტიის სათაურშივე ტყუილია - ასეთი ძველი და ბნელი „ახალს“ რომ დაირქმევ, პოლიტიკური თაღლითი ხარ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ საარჩევნოდ ოპოზიციის შანსები შეაფასა. მისი თქმით, მთავარი კონკურენტი სამწუხაროდ, კვლავ ნაციონალური მოძრაობაა

მამუკა მდინარაძე

18 ივლისი 2024, 00:07

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ანა დოლიძე, რომელიც მთელი ცხოვრება თაღლითებს, მევახშეებს ვითომ ებრძოდა და ძალიან მემარცხენე მიმართულება, სოციალური მიმართულება ჰქონდა თავის ნიშად აღებული, გაუერთიანდა ხაზარაძე მამუკას

ანა დოლიძე, რომელსაც მე ძალიან კარგად, ძალიან ახლოს ვიცნობ წარსულიდან და ვცდილობ, რომ ავარიდო მასზე ლაპარაკს თავი, მაგრამ ახლა არ გამომივა ეს ამბავი, რომელიც მთელი ცხოვრება თაღლითებს, მევახშეებს ვითომ ებრძოდა და ძალიან მემარცხენე მიმართულება, სოციალური მიმართულება ჰქონდა თავის ნიშად აღებული, გაუერთიანდა ხაზარაძე მამუკას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა.

ჯეიმს დევიდ ვენსი

17 ივლისი 2024, 23:59

არჩევნები ამერიკაში

ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი: დროა მოვიშოროთ ბაიდენისა და ჰარისის კორუმპირებული რეჟიმი

დროა მოვიშოროთ ბაიდენისა და ჰარისის კორუმპირებული რეჟიმი, - განაცხადა დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯეიმს დევიდ ვენსმა.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2024, 23:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ტყუილზე დაყრდნობით ესროლა იმ ადამიანმა ტრამპსაც და საქართველოში ტყუილზე დაყრდნობით უკვეთდა ვიღაცა მოქალაქეებს 84 დეპუტატის დახვრეტას - ამის უკან ლიბერალური ფაშიზმი და გლობალური ძალების აგენტურა დგას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, ოპონენტების ყველაზე ამაზრზენი ბრალდება არის ის, რომ ხელისუფლება საგარეო კურსს იცვლის. როგორც მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, ეს შეიძლება საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაიჯეროს, თუმცა მათი რაოდენობა არ იქნება იმდენი, რომ ამან არჩევნების ბედი ოპოზიციის სასარგებლოდ გადაწყვიტოს.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2024, 23:56

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არსებობენ ძალები, რომლებმაც შვეიცარიის ბანკი გააკოტრეს, საქართველოში ერთი პატრიოტი ადამიანი რომ დაეშანტაჟებინათ. ბიძინა ივანიშვილი ჰქვია იმ პატრიოტ ადამიანს. შვეიცარიის ბანკი, მეორე რომ იყო მსოფლიო რეიტინგში

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს მართავენ გარკვეული დიდი ძალები და იმის მტკიცება, რომ „გლობალური ომის“ პარტია არ არსებობს, არასწორია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2024, 23:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენ სიმართლის გატანის ძალა გაცილებით მეტი გვაქვს დღეს, შეუდარებლად, ვიდრე თუნდაც შარშან და უფრო მეტი, ვიდრე შარშანწინ და გაცილებით მეტი, ვიდრე სამი და ოთხი წლის წინ

მოდით, ვაღიაროთ ერთი რაღაც, ჩვენ სიმართლის გატანის ძალა გაცილებით მეტი გვაქვს დღეს, შეუდარებლად, ვიდრე თუნდაც შარშან და უფრო მეტი, ვიდრე შარშანწინ და გაცილებით მეტი, ვიდრე სამი და ოთხი წლის წინ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2024, 23:42

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როგორც კი უკრაინაში ომი დამთავრდება, ინტერესები და რიტორიკა შეიცვლება

იცვლება ისტორია, ისტორიული მოვლენები და იცვლება ინტერესები. ეს უმარტივესი ამბავია. როგორც კი უკრაინაში ომი დამთავრდება, ინტერესები და რიტორიკა შეიცვლება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

17 ივლისი 2024, 23:37

მსოფლიო

Le Figaro: პარიზში, მძღოლი ერთ-ერთი კაფეს ტერასას შეეჯახა, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ექვსი - დაშავდა

პარიზში, მძღოლი ერთ-ერთი კაფეს ტერასას შეეჯახა, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ექვსი - დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.