ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა
ფოტო: islandambassadori.com
შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტის მასშტაბის და მნიშვნელობის გათვალისწინებით, ასევე, მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტო აღნიშნულ პროექტზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
„შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, 2023 წლის 24 ნოემბერს წარმოდგენილ იქნა ქ. ბათუმში, საზღვაო აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია. წარმოების ფარგლებში, სააგენტომ უზრუნველყო საექსპერტო კომისიის შექმნა და შესაბამისი უწყებების ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა. დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის მიზნით, უზრუნველყოფილი იყო პროცესის სრული გამჭვირვალობა.
ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, საკითხების დაზუსტებისა და სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით, სააგენტოს მიერ 2024 წლის 19 აპრილს შეჩერდა ადმინისტრაციული წარმოება და კომპანიას ეთხოვა პროექტთან დაკავშირებული დამატებითი/დაზუსტებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. დაზუსტებული დოკუმენტაცია ასევე იყო საჯარო - და დაინტერესებული პირებისთვის განისაზღვრა შენიშვნების/მოსაზრებების წარმოდგენის ვადა. ინფორმაცია გადაეგზავნა საექსპერტო კომისიას განხილვისა და შესაბამისი დასკვნების წარმოდგენის მიზნით.
წარმოების ეტაპზე, შპს „ტერმინალ 1-ის“ მიერ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა კორესპონდენცია, რომლის თანახმად, შპს „ტერმინალ 1“ დაუშვებლად მიიჩნევდა კუნძულის მშენებლობა/მოწყობას წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში, ვინაიდან კუნძულის საპროექტო ტერიტორია ფარავს შპს „ტერმინალ 1-ის“ ნავმისადგომზე მომავალი საერთაშორისო საზღვაო ხომალდების შემოსვლის, მანევრის და დგომის მარშრუტს და საფრთხეს უქმნიდა ტერმინალის უსაფრთხო ფუნქციონირებას. აღნიშნულის საფუძველზე, 2024 წლის 2 აგვისტოს სააგენტოს მიერ კვლავ შეჩერდა ადმინისტრაციული წარმოება და შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ეთხოვა შპს „ტერმინალ 1-ის“ მიერ დასმულ საკითხებთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა.
აღნიშნულ საკითხზე შპს ,,ტერმინალ 1“- მა სააგენტოს დამატებით მიმართა 2024 წლის 5 აგვისტოს. ვინაიდან, წერილებში დასმული საკითხები სცილდებოდა გზშ-ს ფარგლებს და, შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას, აღნიშნულის შესახებ ეცნობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ეთხოვა დაზუსტებული მოსაზრებების წარმოდგენა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პოზიციის თანახმად, „ტერმინალ 1-სა“ და შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ შორის არსებული მანძილის გათვალისწინებით, არ შეიზღუდება იმ ნავმისადგომზე ტანკერების შემოსვლა-გასვლა, რომლითაც სარგებლობს „ტერმინალი 1"; ასევე, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ დაგეგმილი მშენებლობა და მისი შემდგომი ექსპლუატაცია არ შეუქმნის საფრთხეს შპს ,,ტერმინალ 1-ის“ ოპერირების ქვეშ მყოფი სანავსადგურო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას, მათ შორის ტერმინალის აკვატორიაში გემების უსაფრთხო შესვლა/გასვლას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ 2024 წლის 12 აგვისტოს წერილის საფუძველზე მოხდა ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება.
წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის განხილვის საექსპერტო კომისიის დასკვნების შეჯერებისა და არსებული დოკუმენტაციის შეფასების შედეგად, ქ. ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გაიცა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, რომელშიც აისახა საზოგადოებისგან წარმოდგენილი არგუმენტირებული შენიშვნები/მოსაზრებები.
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი იყო საჯარო და მისი ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
13 სექტემბერი 2024, 21:39
არჩევნები 2024
გენო პეტრიაშვილი: არ არის სასიამოვნო ნეგატიური შეტყობინებები, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები იღებენ, მაგრამ გულთან ახლოს არ მიგვაქვს, ვპატიობთ ამ ყველაფერს
„არსებობენ გარკვეული ჯგუფები, ვინც ამას აკეთებენ, მაგრამ ჩვენ მაინც თანაქალაქელები ვართ, მეგობრები ვართ და ვპატიობთ ამ ყველაფერს, გულთან ახლოს არ მიგვაქვს. უბრალოდ, არ არის სასიამოვნო ნეგატიური მესიჯები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები იღებენ, არ არის ლამაზი, მაგრამ გულთან ახლოს არ მიგვაქვს და არ ვაქცევთ ყურადღებას“, - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.
13 სექტემბერი 2024, 21:27
არჩევნები 2024
მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე: ჩვენი ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის. იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს, წინ წავიდეს, უნდა იყოს მშვიდობა
ჩვენი ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის. იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს, წინ წავიდეს, უნდა იყოს მშვიდობა, - განაცხადა ვანში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაში მონაწილე მომღერალმა, აჩიკო ნიჟარაძემ.
13 სექტემბერი 2024, 21:22
არჩევნები 2024
ლაშა ტალახაძე: მე ვჭირდები მმართველ გუნდს და თითოეული ჩვენგანი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ყოველთვის წინ მიიწევდეს
ჩვენ, სპორტსმენებმა რაც არ უნდა კარგი ვაკეთოთ და წარმატებას მივაღწიოთ, სამწუხაროდ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენს მიმართ უარყოფითად არიან განწყობილები, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, 3-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ.
13 სექტემბერი 2024, 21:09
არჩევნები 2024
დათუნა სირბილაძე: ძალიან მიხარია, რომ დღეს ვანში ვართ, ვაერთიანებთ იმ ადამიანებს, ვინც გულშემატკივრობს მშვიდობას, დიდი სიყვარულითა და განწყობით სვლას ევროპისკენ
ვანში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება მიმდინარეობს, რომელშიც მომღერალი დათუნა სირბილაძე მონაწილეობს.
13 სექტემბერი 2024, 21:08
არჩევნები 2024
სოფო ბედია: ყველამ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი სწორი არჩევანი და 26 ოქტომბერს აუცილებლად წავიდეთ არჩევნებზე
მომღერალი, სოფო ბედია აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს ყველამ სწორი არჩევანი უნდა დააფიქსიროს და არჩევნებზე მივიდეს. „ყველამ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი სწორი არჩევანი და 26 ოქტომბერს აუცილებლად უნდა წავიდეთ არჩევნებზე“, - აღნიშნა მომღერალმა.
13 სექტემბერი 2024, 21:06
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების” მხარდამჭერი ღონისძიებები რეგიონებში - მმართველი პარტიის გზავნილების გარშემო ვანსა და სენაკში ერთიანდებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ კეთილდღეობით და მხოლოდ ღირსებით ევროპისკენ! - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები დღეს ვანსა და სენაკში იმართება.
13 სექტემბერი 2024, 21:03
პოლიტიკა
ლაშა ბექაური: ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემს სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი
მე სრულიად ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი, - განაცხადა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების შემდეგ მედიასთან.
13 სექტემბერი 2024, 20:59
მსოფლიო
ზელენსკი: ჯო ბაიდენს გამარჯვების გეგმას წარვუდგენ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარე თვეში მის ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს შეხვდება.
13 სექტემბერი 2024, 20:56
საზოგადოება
მახათას მთის მიმდებარედ დასუფთავების აქცია გაიმართა
„მოსახლეობას მოვუწოდებთ, ნუ დაანაგვიანებენ მსგავს რეკრეაციულ სივრცეებს, ნუ დატოვებენ სამშენებლო ნარჩენს, ძველ ავეჯს ურნებთან, ქუჩაზე ან ქალაქის შემოგარენში. სამწუხაროდ, ჩუღურეთის რაიონში ძალიან ხშირია მსგავსი შემთხვევები. გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების პოლიგონი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია სამშენებლო ნარჩენისა და ძველი ნივთების კანონიერად განთავსება“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.
13 სექტემბერი 2024, 20:50
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ მახეში გაება - ვერ აკონკრეტებენ, რომელი ფონდი, ორგანიზაცია გაიღებს 14 მილიარდს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარტიის ვერც ერთი ლიდერი და წევრი ვერ აკონკრეტებს, რომელი ფონდი, ორგანიზაცია თუ ვინ გაიღებს სოლიდურ თანხას, რისთვის და როგორ? ნათქვამი მორიგ აბსურდულ დაპირებად და კიდევ ერთ ხანმოკლე საარჩევნო ტყუილად დარჩა.
13 სექტემბერი 2024, 20:39
სამართალი
სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი და უჩა ჯოხაძე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან
„რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2023 წლის 3 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი და მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული უჩა ჯოხაძე თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან“.
13 სექტემბერი 2024, 20:33
ეკონომიკა
სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ადგილას ლარნახევრად ჩაიბარებს - როგორ აფასებენ მევენახეები მთავრობის გადაწყვეტილებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ყურძნის რეკორდული მოსავლის პროგნოზი და მთავრობის მორიგი შეღავათი მევენახეებისთვის - სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ადგილას ლარნახევრად ჩაიბარებს. ამას გარდა, იმ სხვაობის კომპენსაციასაც უზრუნველყოფს, რაც იმ მეწარმეებს სჭირდებათ, ვინც პროდუქცია უკვე და დაბალ ფასად ჩააბარა.
13 სექტემბერი 2024, 20:29
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ხელისუფლებამ არაერთი ნაბიჯი გადადგა მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებისთვის, წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა შრომის ანაზღაურება და ხელფასების ზრდა გაგრძელდება
ჩვენ ყველანი მოვდივართ ბავშვობიდან, ყველას გვაქვს გამოვლილი სკოლის წლები და ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რამდენად დიდ კვალს ტოვებს თითოეული მასწავლებელი, თითოეული ჩვენგანის მომავალზე და თქვენ ემსახურებით განსაკუთრებულ საქმეს, რისთვისაც თქვენ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
13 სექტემბერი 2024, 20:28
სპორტი
კახა კალაძე „ლეგენდების მატზე”: ქართველ გულშემატკივარს საშუალება ექნება მინდორზე იხილოს ის ფეხბურთელები, რომლებსაც წლების განმავლობაში ქომაგობდა
21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელების მონაწილეობით „ლეგენდების მატჩი“ გაიმართება. ამხანაგური შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ ვეტერან ფეხბურთელებთან - ლევან კობიაშვილთან, შოთა არველაძესა და ლევან მჭედლიძესთან ერთად, სოციალურ ქსელის საშუალებით, ვიდეომიმართვაში გააცნო.
13 სექტემბერი 2024, 20:11
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი წალკის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, წალკის რაიონის სოფლების: არვალნოს, გუმბათისა და არწევანის მოსახლეობას შეხვდა.
13 სექტემბერი 2024, 20:07
საზოგადოება
გიორგი ამილახვარი: თანამედროვე სახელმწიფოს წარმატება თუ წარუმატებლობა, მისი მოქალაქეების განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. ამაში კი მასწავლებლების როლი განუზომლად დიდია - ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ მასწავლებლის პროფესია დაფასდეს
თანამედროვე სახელმწიფოს წარმატება თუ წარუმატებლობა, მისი მოქალაქეების განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. ამაში კი მასწავლებლების როლი განუზომლად დიდია, - განაცხადა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა.
13 სექტემბერი 2024, 19:58
საზოგადოება
პარლამენტის წევრებმა ემიგრანტები დააჯილდოვეს
„ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ბავშვები, მომავალი თაობა, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. რომელ პოლიტიკურ პოზიციაზეც არ უნდა ვიყოთ, ჩვენმა შვილებმა ერთ სკოლაში, ერთ უმაღლეს სასწავლებელში უნდა ისწავლონ, ერთად უნდა იყვნენ. იზრდება ის თაობა, რომელიც ქმნის საქართველოს მომავალს, ცხოვრობენ ისინი ამერიკაში, ევროპაში, სხვა ქვეყნებში თუ საქართველოში. ქართული გენი, ქართული ნიჭი და ინტელექტი მძლავრია. ქვეყნისთვის თავდადებული არიან ის ადამიანები, რომლებსაც საქართველოს სახელი ჩვენი ქვეყნის გარეთ გააქვთ. პარლამენტისა და საზოგადოების სახელით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
13 სექტემბერი 2024, 19:53
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობა ვერასოდეს დაეთანხმება დღევანდელი ხელისუფლების პრორუსულად, ხოლო სააკაშვილის ხელისუფლების პროდასავლურად შეფასებას, რადგან ამის არც ერთი დამაჯერებელი ფაქტი არ არსებობს
„ჩამოვედი აქ, თქვენთან, რიგით 57-ე უმნიშვნელოვანეს მსოფლიო ფორუმზე, რათა თქვენამდე მომეტანა ჩემი ქვეყნის ტკივილი. საქართველომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიიღო დამოუკიდებლობა, გამოიარა სამოქალაქო ომი და განიცადა გარე აგრესიაც, თუმცა, მე მინდა დღეს გესაუბროთ დასავლეთის დამოკიდებულებაზე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი“.
13 სექტემბერი 2024, 19:35
რეგიონი
14-19 სექტემბერს დღის საათებში გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის კმ1-კმ5 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ3 მონაკვეთზე, 2024 წლის 14 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე 08:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“.
13 სექტემბერი 2024, 19:33
მსოფლიო
ზელენსკი: ვხედავთ რუსულ რაკეტებში, რომლებითაც ყოველდღიურად ურტყამენ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს, კომპონენტებს მთელი მსოფლიოდან - ამერიკიდან, ევროპიდან, ტაივანიდან
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის თავდაცვის თითოეული პაკეტი მიღწევაა.