04 სექტემბერი 2024, 10:05 / სანდო წყარო

ბორჯომში, ტყის ხანძრის ქრობაში 4 ვერტმფრენი ჩაერთო

ბორჯომში ტყის ხანძრის ქრობის პროცესში 4 ვერტმფრენი ჩაერთო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ. ცეცხლის ქრობის პროცესში დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი ჩაერთო.

მეხანძრე-მაშველების მიერ სალოკალიზაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.

ხანძრის ქრობის პროცესში თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 150 მეხანძრე-მაშველი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერები არიან ჩართულნი. საჭიროების შემთხვევაში, პროცესში სხვა ტერიტორიული ადმინისტრაციების რეინჯერებიც შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობით ჩაერთვებიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სპეციალური საველე შტაბი მოეწყო, საიდანაც ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია მიმდინარეობს. ხანძრის მონიტორინგი კი დრონების საშუალებით ხორციელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ე.წ. ნეძვის ტერიტორიაზე, ტყის მასივში ცეცხლი გუშინ გაჩნდა.

ყველა სიახლე

17 სექტემბერი 2024, 18:38

პოლიტიკა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობა უკვე ცნობილია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობა უკვე ცნობილია. მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ ანზორ მარგიანი რჩება.

17 სექტემბერი 2024, 18:35

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: თუ უკრაინა დაეცემა, რიგში შემდეგი ქვეყანა მოლდოვა იქნება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა დაეცემა, რიგში შემდეგი ქვეყანა მოლდოვა იქნება.

17 სექტემბერი 2024, 18:29

პოლიტიკა

პარლამენტმა დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონპროექტი, პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი განსაზღვრავს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისა და ფუნქციონირების საფუძვლებსა და პირობებს.

ვახტანგ ჭარაია

17 სექტემბერი 2024, 18:27

ეკონომიკა

ვახტანგ ჭარაია: ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა ქვეყნის შიგნით, გამჭვირვალობა და სახელმწიფოს პოლიტიკა ბიზნესის მიმართულებით თუ როგორი იქნება გრძელვადიან ჭრილში

ეკონომიკის დოქტორმა ვახტანგ ჭარაიამ „დღის ქრონიკასთან“ იმ კომპონენტებზე ისაუბრა, რომლებიც ეკონომიკის ზრდის შესანარჩუნებლად აუცილებელია. მათ შორის მან დაასახელა სტაბილური პოლიტიკური სიტუაციის შენარჩუნება, სტაბილური ბიზნეს გარემო და ვალუტის სტაბილურობა, რაც მისი თქმით აისახება ინვესტიციების მოცულობაზე.

ვახტანგ ჭარაია

17 სექტემბერი 2024, 18:22

ეკონომიკა

ვახტანგ ჭარაია: ის თავისუფლებისა და მხარდაჭერის დონე, რაც დღეს ბიზნესს აქვს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქამდე არც ერთი ხელისუფლების პირობებში საქართველოში ბიზნესს არ ჰქონია

„არსებული ხელისუფლება, ჩვენს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ყველაზე ლოიალურიც კი არის და ბიზნესის მხარდამჭერია, ვინც კი აქამდე ყოფილა. მართალია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურად არის და არაფრის გაუმჯობესება არ არის საჭირო ან ყველა მიზანს მივაღწიეთ, მაგრამ ის თავისუფლებისა და მხარდაჭერის დონე, რაც დღეს ბიზნეს აქვს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქამდე არც ერთი ხელისუფლების პირობებში ბიზნეს საქართველოში არ ჰქონია“, - აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

მაია ბითაძე

17 სექტემბერი 2024, 18:22

არჩევნები 2024

მაია ბითაძე სანქციებზე: აჟიოტაჟი და წნეხი მოიმატებს, რისი მიზანიცაა ის, რომ საქართველოს მოსახლეობის პოზიცია რამენაირად შეიცვალოს და ბარიერვერგადალახულ პარტიებს ვიღაც ამით დაეხმაროს

აჟიოტაჟი და წნეხი მოიმატებს და ამის მიზანია, რომ საქართველოს მოსახლეობის პოზიცია რამენაირად შეიცვალოს და ბაირიერვერგადალახულ პარტიებს ვიღაც ამით დაეხმაროს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან ხელისგულზე დევს თუ რასთან გვაქვს საქმე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში“.

მაია ბითაძე

17 სექტემბერი 2024, 18:20

არჩევნები 2024

მაია ბითაძე ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე: საბოლოო ჯამში, შესაკრებთა გადანაცვლებით, გაერთიანებით, გაყოფით, ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში არაფერი შეცვლილა

ამ ორი, ძალიან მრავალფეროვანი გაუგებარი პოლიტიკური წარმონაქმნის გაერთიანება კიდევ უფრო თვალნათელს ხდის ერთ რამეს, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანებები ვერ ლახავენ საარჩევნო ბარიერს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე.

მაია ბითაძე

17 სექტემბერი 2024, 18:17

პოლიტიკა

მაია ბითაძე: აშშ-ის სანქციები არის ზეწოლის ბერკეტი იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ შეცვალოს გადაწყვეტილება და ხმა მისცეს იმ პარტიებს, რომლებიც ბარიერსაც კი ვერ ლახავენ

„ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა არის შეუქცევადი პროცესი და ეს პროცესი აუცილებლად დაიწყება მას შემდეგ, რაც დასრულდება ეს წინასაარჩევნო აჟიოტაჟი როგორც საქართველოში, ისე აშშ-ში. მე პროფესიით გახლავართ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი და ასეთ საერთაშორისო სამართალს არ ვიცნობ. გულსატკენია, რომ ამგვარი ნაბიჯების გადადგმა ხდება სტრატეგიული პარტნიორის მიმართ. იმ სახელმწიფოს მიმართ, რომლის ერთგულება აშშ-ის, ევროატლანტიკური მისწრაფებების, ევროინტეგრაციის კუთხით ერთი დღე არ ყოფილა დარღვეული. სწორედ ამიტომ, ღრმად მწამს, რომ ეს სამართლებრივი არეულობა დიდხანს ფიზიკურად ვერ გასტანს და გადატვირთვის პროცესი აუცილებლად დაიწყება სულ მალე. დაგვასვენეს თითქოს ზაფხული და დღეს რა მოხდა ისეთი განსაკუთრებული, რომ ხელახლა დავიწყეთ სანქციებზე საუბარი?! - არაფერი. უბრალოდ ხდება წინასაარჩევნო პროცესის გახურება იმისთვის, რომ მიღწეული იყოს ის შედეგი, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცვლილება ჰქვია. ეს სანქციები არის ზეწოლის ბერკეტი იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ შეცვალოს გადაწყვეტილება და ხმა მისცეს იმ პარტიებს, რომლებიც ბარიერსაც კი ვერ ლახავენ. ვნახეთ ე.წ. პრეზიდენტი, ორ პარტიას, რომელიც ერთმანეთს ჭამენ, ლანძღავენ, მოუწოდებს, რომ გაერთიანდნენ“, - აღნიშნა ბითაძემ.

მაია ბითაძე

17 სექტემბერი 2024, 18:16

პოლიტიკა

მაია ბითაძე: კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია მშვიდობის, პატიების და შერიგების გარეშე. სამინისტროც კი გვაქვს შერიგების

პარადოქსია ის, რომ დღეს არის აჟიოტაჟ ატეხილი იმ მარტივ ჭეშმარიტებაზე, რომელზეც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ და სახელმწიფო პოლიტიკაა აგებული იმაზე, რომ კონფლიქტების მოგვარება უნდა მოხდეს მშვიდობიანად მხოლოდ იმ გზით, რასაც შეიძება წინ უძღოდეს შერიგება და პატიება.სხვანაირად ამ სახელმწიფში არვის არ წარმოუდგენია ამ კონფლიქტების მოგვარება და დეოკუპაციის პროცესის დაწყება, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესია, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ლევან მაჭავარიანი

17 სექტემბერი 2024, 17:53

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ყველა ინდექსი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში არის ძალიან მაღალი სტანდარტის დემოკრატია - ამ ყველაფრის საფუძველი არის ის უწყვეტი მშვიდობა, რომლის გარანტიც არის „ქართული ოცნება“

„მსოფლიო ბანკს რაც აქვს პროგნოზირებული მომდევნო 3 წელზე, იმ ეკონომიკური ზრდითაც საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებს და ამ ყველაფრის საფუძველი და საწინდარი არის ის უწყვეტი მშვიდობა, რომლის გარანტიც არის „ქართული ოცნება“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

17 სექტემბერი 2024, 17:48

არჩევნები 2024

ლევან მაჭავარიანი: რაც შეეხება დიდ შერიგებას ბატონ ხაზარაძესა და ბატონ გახარიას შორის, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელია თუ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ

რაც შეეხება დიდ შერიგებას ბატონ ხაზარაძესა და ბატონ გახარიას შორის, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელია თუ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

17 სექტემბერი 2024, 17:47

მსოფლიო

რუმინეთში უცნობმა მამაკაცმა პარლამენტს ცეცხლი წაუკიდა

რუმინეთში მამაკაცმა პარლამენტის შენობას ცეცხლი წაუკიდა, რის გამოც 300 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. გამოძიების მტკიცებით, ეჭვმიტანილმა ადვილად აალებადი სითხე საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში დაასხა, რის შემდეგაც ცეცხლი წაუკიდა. სახანძრო სამსახურმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ეჭვმიტანილი ჯერჯერობით დაკავებული არ არის. რუმინეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ეძებენ მამაკაცს, რომლის ასაკი 60-65 წელია. დანაშაული 2-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

არჩილ გორდულაძე

17 სექტემბერი 2024, 17:46

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ამ კანონს ორი მთავარი მიზანი აქვს, პირველი ის რომ საზოგადოების უსაფრთხოებას არ შეექმნას რაიმე საფრთხე და მეორე ნაწილი, რომ ნაბიჯი გადავდგათ მაღალი ევროპული სტანდარტის მიმართულებით და შემცირდეს მსჯავრდადებულთა რაოდენობა

ამ კანონს ორი მთავარი მიზანი აქვს, პირველი ის რომ საზოგადოების უსაფრთხოებას არ შეექმნას რაიმე საფრთხე და მეორე ნაწილი, რომ ნაბიჯი გადავდგათ მაღალი ევროპული სტანდარტის მიმართულებით და შემცირდეს მსჯავრდადებულთა რაოდენობა, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე.

17 სექტემბერი 2024, 17:24

მსოფლიო

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში გადასახადების გაზრდას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც გადასახადების გაზრდას გულისხმობს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის მტკიცებით, გადასახადების გაზრდამ წელს უკრაინის ბიჯეტში დამატებით 58 მილიარდი გრივნა (1,4 მილიარდი დოლარი) უნდა მოიზიდოს, ხოლო მომავალ წელს - 137 მილიარდი გრივნა (3,2 მილიარდი დოლარი). კანონპროექტის მიხედვით, სამხედრო მოსაკრებელი 1,5%-დან 5%-მდე გაიზრდება. ბენზინ და გაზგასამართი სადგურებისთვის დაწესდება საავანსო შესატანი. საფინანსო დაწესებულებებისთვის დაწესდება 25% საშემოსავლო გადასახადი. გარდა ამისა, ახალი კანონპროექტი ბანკებისთვის მოგების გადასახადს 50% ოდენობით დაადგენს.

ლევან მაჭავარიანი

17 სექტემბერი 2024, 17:22

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ჩვენთვის ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი გზა არის დიდი შერიგება, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატიებას, ურთიერთპატივისცემას

ჩვენთვის ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი გზა არის დიდი შერიგება, რომელიც ეფუძნება ურთიერთ პატიებას, ურთიერთპატივისცემას, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

ირაკლი კირცხალია

17 სექტემბერი 2024, 17:21

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: თვითლუსტრაცია მოახდინა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და ასევე მათთან აფილირებულმა „ენჯეოებმა“, როდესაც ოს და აფხაზ ხალხს პირდაპირ მწამებლები უწოდეს

„თვითლუსტრაცია მოახდინა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და ასევე მათთან აფილირებულმა „ენჯეოებმა“, როდესაც ოს და აფხაზ ხალხს პირდაპირ მწამებლები უწოდეს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ.

17 სექტემბერი 2024, 17:20

რეგიონი

რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტი აქტიურ ფაზაშია

დასრულებული სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში ახლით შეიცვლა 14 კმ-მდე სიგრძის წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები მშვიდობის, გაგარინის, მესხიშვილის, ბარათაშვილის, კლდიაშვილის, ლომოურის, გიორგაძის, ნიკოლაძის, ფალიაშვილის ქუჩებზე, მეგობრობის გამზირზე და თოდრიას მოედანზე, ასევე დასრულდა ხრამის სათავე ნაგებობიდან გამომავალი მაგისტრალური მილსადენის 2.7 კმ სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია.

17 სექტემბერი 2024, 17:15

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის შეხვედრა დასრულდა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას შორის შეხვედრა დასრულდა. სასტუმრო „ოლდ თაუნში“ გამართული შეხვედრის დეტალებზე მედიასთან მამუკა ხაზარაძეს და გიორგი გახარიას არ უსაუბრიათ.

17 სექტემბერი 2024, 16:52

პოლიტიკა

პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ „როუზ-როთ“ - ის სემინარში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 16-17 სექტემბერს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როთ“- ის რიგით 106-ე სემინარი გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ უმრავლესობის წევრის ხატია წილოსანის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა.

17 სექტემბერი 2024, 16:41

რეგიონი

კარალეთში, სკოლის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის მოწყობა გრძელდება

გორის მერიის ინფორმაციით, კარალეთში, სკოლის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის მოწყობა გრძელდება.