თბილისსა და ბაკურიანში ზამთრის ოლიმპიადისთვის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ ფაზაშია
ფოტო: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
თბილისსა და ბაკურიანში ზამთრის ოლიმპიადისთვის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ ფაზაშია, - ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
„2025 წელს საქართველო უმასპინძლებს ევროპის ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს, რისთვისაც ბაკურიანში შენდება ბიატლონის ინფრასტრუქტურა, ხოლო თბილისში - ყინულის სასახლე. პროექტირებისა და სამუშაოების წარმოებისას სრულად არის დაცული საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა და სტანდარტი.
მჭიდრო თანამშრომლობისა და პერიოდული მისიების ფარგლებში, კომიტეტთან თანხმდება ნებისმიერი საკითხი. ამ პროექტების შედეგად, ქვეყანას ექნება ოლიმპიური სტანდარტის ინფრასტრუქტურა, რომელიც არა მხოლოდ ფესტივალის მიზნებისთვის, არამედ სპორტის შესაბამისი სახეობების განვითარებისთვის დიდ როლს შეასრულებს, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბაკურიანსა და თბილისში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოების მონახულების შემდეგ.
2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი დაბა ბაკურიანში ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) მოედანს და 3.5 კმ სიგრძის ტრასას, ხოლო თბილისში ყინულის სასახლეს აშენებს.
ბაკურიანში ბიატლონის და თხილამურებით რბოლის ტრასების და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რბოლის ტრასების ხელოვნური გათოვლიანებისთვის ეწყობა წყალმომარაგებისა და ელექტრო სისტემებიც. დასრულების ეტაპზეა თბილისის ყინულის სასახლის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა და სამუშაოები ორივე პროექტზე მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
სუსტ გრუნტთან და გეოლოგიურ სირთულეებთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, ბიატლონის ტრასის მიწის სამუშაოების 100% და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის 70% დასრულებულია. ასევე, სრულდება ყინულის სასახლის გადახურვის სამუშაოები, რითაც დასრულდება შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა და დაიწყება საინჟინრო სისტემების მონტაჟი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ორივე ინფრასტრუქტურა, აუცილებელი სტანდარტის სრული დაცვით, მზად იქნება 2025 წლის ევროპის ზამთრის ფესტივალის ღირსეული მასპინძლობისთვის, -აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებისთვის გათვლილი თბილისის ყინულის სასახლე 700-მდე მაყურებელზეა გათვლილი. სასახლის შენობაში მოეწყობა ყინულის მოედანი (60მX30მ), სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, საგრიმიორო და საკონფერენციო დარბაზები, გასახდელები, ინვენტარის შესანახი, დასასვენებელი, სამედიცინო ოთახები და სველი წერტილები. ასევე, გათვალისწინებულია კაფე - მოედნის პანორამული ხედით და ავტოსადგომი. შენობაში მონტაჟდება გაგრილების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ტემპერატურულ რეჟიმს და ყინულის საფარის გაგრილებასთან ერთად, არეგულირებს ტენიანობის დონესა და მაყურებელთა სივრცის გათბობას. მოედანზე დამონტაჟდება ორი ტაბლო და განათების სისტემა. მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ყინულის სასახლე აღიჭურვება თანამედროვე (ევროპული წარმოების) ორი ერთეული ყინულის მოედნის მოსავლელი და საპრიალებელი მანქანა-დანადგარით. ასევე, სპეციალიზებული იატაკის იზოლირებული საფარით, რომლის საშუალებითაც, ყინულის საფარის გადნობის გარეშე, მოედანი მოემსახურება საზაფხულო სპორტის სახეობებსა და სხვა სახის ღონისძიებებს (კალათბურთი, მინი ფეხბურთი, ხელბურთი და ა.შ).
ყინულის სასახლის უახლესი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვას და მონტაჟს და ჩეხური კომპანია უზრუნველყოფს.
პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
07 ოქტომბერი 2024, 17:22
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე: დაადასტურა, სამწუხაროდ, რომ ისინი არიან ოპოზიციაში უკვე ქართულ ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან. ეს ჩარევა კი არ არის, არამედ, არის პირდაპირი წარმართვა წინასაარჩევნო კამპანიის
ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთან უნდათ არა პარტნიორული დამოკიდებულება, არამედ, უნდათ პირდაპირი ვასალური დამოკიდებულება, - განუცხადა „ქრონიკას“ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პაველ ჰერჩინსკის განცხადებასთან დაკავშირებით.
07 ოქტომბერი 2024, 17:22
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებელია, საზოგადოებას განემარტოს პაველ ჰერჩინსკის განცხადება, ან ტელეკომპანია „ფორმულამ“ ინფორმაცია უარყოს
აუცილებელია საზოგადოებას განემარტოს პაველ ჰერჩინსკის განცხადება, ან ტელეკომპანია „ფორმულამ“ ინფორმაცია უარყოს, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
07 ოქტომბერი 2024, 17:16
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა: ე.წ. პრეზიდენტი გახდა მადამ მავნებელი. არ მივცემთ საშუალებას, რომ თავის ბიოგრაფიაში ჩაიწეროს, რომ ამოწურა პრეზიდენტად ყოფნის ვადა, სტატუსით უნდა წავიდეს, რომ გადააყენა საქართველოს მოსახლეობამ
სტატუსით უნდა წავიდეს, რომ გადააყენა საქართველოს მოსახლეობამ, საქართველოს მიერ ლეგიტიმურად არჩეულმა პარლამენტმა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.
07 ოქტომბერი 2024, 17:16
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილს მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ შტაინმაიერი მიესალმა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციის დარღვევას - ვერ მივიღე ჯერჯერობით ამ მხრივ განმარტება რამდენად შეესაბამება სიმართლეს
ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და მცდელობა კონსტიტუციური პროცესიდან გაყვანის და ყველა, ვინც ამ პროცესში რაღაცნაირად არის ჩართული, იქნებიან ეს პარტიები თუ იქნებიან ეს უცხოელი აქტორები, რა თქმა უნდა, ამ მხრივ მონაწილეობენ კონსტიტუციის გვერდის ავლის პროცესის დაძვრაში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ტექნიკურ მთავრობასთან“ დაკავშირებით.
07 ოქტომბერი 2024, 17:13
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე: თუ მსგავსი განცხადება მართლაც გაკეთდა, ეს არა მხოლოდ ჩარევაა საარჩევნო კამპანიაში, არამედ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და არამეგობრული
ან „ფორმულა“ ცრუობს, რაც არ გაგვიკვირდება, ან თუ მართლა გაკეთდა ასეთი განცხადება მიუხედავად იმისა, რომ წაშლილია ფორმულას გვერდიდან, ეს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს ევროკავშირის ელჩს,- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
07 ოქტომბერი 2024, 17:10
პოლიტიკა
გურამ მაჭარშვილი: ჩვენ გვინდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში შევიდეს, როგორც საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის ყველაზე ხშირი დამრღვევი
ჩვენ გვინდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში შევიდეს, როგორც მსოფლიო მასშტაბით საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის ხშირი დამრღვევი, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საკითხზე საუბრისას.
07 ოქტომბერი 2024, 16:56
არჩევნები 2024
ლევან ნიკოლეიშვილი: რაც უფრო ახალ დეზინფორმაციას იგონებენ ცესკოს შესახებ, მით უფრო მეტ ფაქტებს დებს საარჩევნო ინსტიტუტი მათ გასაქარწყლებლად
„ცესკოს სრული გამჭვირვალეობა, ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტი და მავნებლების მიერ მისი დისკრედიტაციის მცდელობა, ახალ ფაზაში შევიდა“, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
07 ოქტომბერი 2024, 16:51
პოლიტიკა
ედიშერ გვენეტაძე ნინო ჟიჟილაშვილზე: ნეობოლშევიკური მეთოდებით ცდილობს, ავაზაკთა შორის უავაზაკესი დამსპონსორებლის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაცვას და მისი სამარცხვინო იდეების უნივერსიტეტის კედლებში გატარებას
პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, კავკასიის უნივერსიტეტში მყოფ ევროკავშირის ელჩთან „პოსტვ“-ის გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს, ხოლო ნინო ჟიჟილაშვილი „იმედს“ შემდეგი სიტყვებით დაემუქრა - „მალე თქვენც დაიბლოკებით“.
07 ოქტომბერი 2024, 16:42
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტი გამოუცხადა მოსახლეობის უმრავლესობამ და ის აღარ მოიაზრება მათთვის ქვეყნის პრეზიდენტად. ახლა რჩება სამართლებრივი ნაწილი, რასაც ახალი მოწვევის პარლამენტი სისრულეში მოიყვანს
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის ხელახლა აღძვრას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს ქმედება ნაკარნახევია და გამომდინარეობს სახელმწიფოს სამართლებრივი პატივისცემიდან, რადგან არ შეიძლება სალომე ზურაბიშვილის მიერ ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დარჩეს.
07 ოქტომბერი 2024, 16:17
არჩევნები 2024
ვასილ ჩიგოგიძე: 26 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ საქართველოს წარმატებისთვის! - „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო შეხვედრა ლანჩხუთელ ახალგაზრდებთან გამართა
შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე, დელეგატმა განიხილა განათლებისა და სპორტის მიმართულებით პროგრამები და პროექტები, რომლებსაც ხელისუფლება ახალგაზრდების მხარდასაჭერად ახორციელებს.
07 ოქტომბერი 2024, 16:05
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს თიანეთში აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ქვემო ნაქალაქარის, მაგრანეთის, არტანასა და ლიშოს მოსახლეობას შეხვდა.
07 ოქტომბერი 2024, 15:58
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მთაწმინდა-კრწანისის დელეგატი დავით კაჭარავა მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა, მთაწმინდაზე, ნიკოლაძის ქუჩის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
07 ოქტომბერი 2024, 15:54
არჩევნები 2024
„ქართული ოცნებიდან" აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ქედაში, მამუკა თურმანიძე, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქედის დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში მამუკა თურმანიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფლების: ბალაძეების, გორგიულის, ჯანისის, ჯალაბაშვილების და ხარაულის მოსახლეობას შეხვდა.
07 ოქტომბერი 2024, 15:53
არჩევნები 2024
,,ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
შეხვედრაზე ზუკა რურუა გაეცნო უბნის მოსახლეობას, მან აქცენტი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გააკეთა. მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების“ ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს.
07 ოქტომბერი 2024, 15:48
პოლიტიკა
გიორგი ძიგუა: მთავრობის თავმჯდომარისგან მივიღეთ დავალება, აქტიურად შეხვდეთ დევნილ მოსახლეობას და ადგილზე შევისწავლოთ ყველა ის საკითხი, რაც მათ წინაშე დგას
მთავრობის თავმჯდომარისგან მივიღეთ დავალება, აქტიურად შეხვდეთ დევნილ მოსახლეობას და ადგილზე შევისწავლოთ ყველა ის საკითხი, რაც მათ წინაშე დგას, - განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა გიორგი ძიგუამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომის შემდეგ.
07 ოქტომბერი 2024, 15:46
საზოგადოება
დავით ჩიხელიძე: ჟიჟილაშვილი „იმედს“ ჰერჩინსკის მონაწილეობით გამართულ ღონისძიებაზე დაემუქრა, როგორც ჩანს, დასავლური სტანდარტით დემოკრატია ტელევიზიების დახურვაზე გადის, მაშინ გასაგებია, რატომ მიიჩნეოდა მიშა დემოკრატიის შუქურად
გუშინ ჩაგრული დღეს მჩაგვრელად მოგვევლინა, ჟიჟილაშვილის ფერისცვალება, მის პატარა ადამიანობაზე მიანიშნებს. სწორედ განსხვავებული აზრის გამო დაიხურა მისი ყოფილი ტელევიზიები, განსხვავებული აზრის გამო დაარბიეს ტელეკომპანია იმედი და ა.შ. ნუთუ სინდისის ქენჯნას არ განიცდის, როცა საკუთარ კოლეგას და ზოგადად ტელევიზიას დახურვით ემუქრება? - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, კავკასიის უნივერსიტეტში მყოფ ევროკავშირის ელჩთან „პოსტვ“-ის გადამღები ჯგუფის არშეშვებას და „იმედის“ მიმართ ნინო ჟიჟილაშვილის მუქარას.
07 ოქტომბერი 2024, 15:42
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: თუკი ვინმეა შეუთავსებელი ევროკავშირის ღირებულებებთან, ეს თავად დასავლეთის დღევანდელი ხელისუფლებაა. მათ დემოკრატია ფეხქვეშ გათელეს
პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან შეუთავსებლობაში ადანაშაულებს და თავად თუ არის დიპლომატიასთან თავსებადი? - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში და განმარტავს, რომ სწორედ დასავლეთია ევროპულ ღირებულებებთან შეუთავსებელი, რადგან გათელეს დემოკრატია.
07 ოქტომბერი 2024, 15:38
პოლიტიკა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირვანდელ ვერსიას მხარი დაუჭირა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირვანდელი ვერსია წარადგინა. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პროექტი გააცნო და იმ მაკროეკონომიკურ და ფინანსურ მაჩვენებლებზე ისაუბრა, რომელიც 2025 წლისთვის იგეგმება. მისი ინფორმაციით, მომავალი წლისთვის რეალური ეკონომიკური ზრდა 5.5%-ის ოდენობით არის დაგეგმილი, ნომინალური მშპ-ს პროგნოზი კი 97,4 მლრდ. ლარით არის განსაზღვრული.
07 ოქტომბერი 2024, 15:34
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა ნინო ჟიჟილაშვილის მუქარაზე: ამდენი ხნის ჟურნალისტი, ასე უნდა დაემუქროს კოლეგებს ან ეს დაგბლოკავთ რა უბედურებაა, თუმცა რა გასაკვირია „კოლექტიური ნაცების“ მსახური გახდა და მისმა პატრონებმა ძალადობა კარგად ასწავლეს
ექსპერტი ნინო ფოჩხუა მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, კავკასიის უნივერსიტეტში ევროკავშირის ელჩის განცხადების პარალელურად, პოსტვ-ს გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს, ხოლო ნინო ჟიჟილაშვილი „იმედს" შემდეგი სიტყვებით დაემუქრა - „მალე თქვენც დაიბლოკებით".
07 ოქტომბერი 2024, 15:29
პოლიტიკა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „კონკურენციის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „კონკურენციის შესახებ“ კანონში ცვლილება გამარტივებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.