01 ოქტომბერი 2024, 09:56 / სანდო წყარო

ირაკლი ქარსელაძე ბაკურიანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ბორჯომსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებებში 6 პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება 186.5 მილიონ ლარამდეა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, პროექტები,ეტაპობრივად, 2025-2026 წლებში დასრულდება და შედეგად, 44 ათასამდე ბენეფიციარი ახალი ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

2023 წელს დაბა ბაკურიანში 5 მილიონი ლარის ღირებულების წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის 4 პროექტი განხორციელდა. შედეგად, დაბა ბაკურიანის 10 800-მდე ბენეფიციარი უკვე სარგებლობს 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით.

კურორტის განვითარებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისათვის დაიწყო 3 პროექტი. პროექტების ფარგლებში, სრულად განახლდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები, მნიშვნელოვნად გაიზრდება წყლის დებიტი, მოეწყობა რეზერვუარები, სატუმბი სადგურები და აღრიცხვის კვანძები. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება და აშენდება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მათი ჯამური ღირებულება 150 მილიონ ლარამდეა.
ბაკურიანში მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან, ალექსანდრე თევდორაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

„ბაკურიანსა და ბორჯომში მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების უმნიშვნელოვანესი პროექტები. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბაკურიანს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება განახლებული ინფრასტრუქტურით. გრძელდება წყალარინების პროექტები და გათვალისწინებულია გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაც. ასევე, სრულფასოვანი წყალმომარაგება ექნება ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებს - სადგერსა და ლიკანს. აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვანია, როგორც მოსახლეობის წყალმომარაგებისათვის, ისე ბორჯომისა და ბაკურიანის პერსპექტიული განვითარებისთვის, რომელსაც სრულად უპასუხებს გაზრდილი წყლის დებეტი და სრულყოფილი ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ

დაბა ბაკურიანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2026 წელს იგეგმება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია უახლოეს მომავალში კურორტზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას გეგმავს, რომელიც ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

ყველა სიახლე

11 ოქტომბერი 2024, 22:46

სპორტი

საქართველოსა და უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა დაიწყო

საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაშია: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე. სათადარიგო შემადგენლობაში არიან ლორია, გუგეშაშვილი, გოგლიჩიძე, კვერკველია, ბოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი, შენგელია, ნონიკაშვილი, ალთუნაშვილი, გულიაშვილი, დავითაშვილი, ზივზივაძე.

ლევან ნიკოლეიშვილი

11 ოქტომბერი 2024, 22:44

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ეუთო-ოდირის შუალედურ ანგარიშზე: შთაბეჭდილება დამრჩა, ცესკოზე სიმართლეს თვალი გაუსწორეს და დადებითი თქვეს, დანარჩენ საკითხებზე იფიქრეს და ძველ „ჩვენებას" მიაწვნენ

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ოდირის შუალედურ ანგარიშს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ცესკოზე სიმართლეს თვალი გაუსწორეს და დადებითი თქვეს. არჩევნების შემდეგ კი იმას იტყვიან რა ინსტრუქციაც ექნებათ, მაგრამ სიმართლეს უკვე ვერსად გაექცევიან.

ლევან დავითაშვილი

11 ოქტომბერი 2024, 22:05

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ახალი ტექნოლოგიური ჰაბის პროექტით, პოტენციალი, რომელიც ქუთაისის ახალგაზრდობას გააჩნია, მაქსიმალურად იქნება რეალიზებული

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სიმბოლურია, რომ პროექტის პრეზენტაცია ხდება ქუთაისში, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერაა. „ქუთაისში არის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ვფიქრობ, ბოლო წლებში, დამოუკიდებლობის პერიოდში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ქვეყანაში ვითარდება, ძალიან წარმატებით ხორციელდება და აქვს მნიშვნელოვანი ამბიციური გეგმები, რომ ეს ქალაქი არა მარტო საგანმანათლებლო, არამედ სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცენტრი იყოს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას ისახავს მიზნად, სრულად თანხვედრაშია განვითარების ამ ხედვასთან,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

11 ოქტომბერი 2024, 21:45

სპორტი

უკრაინასთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ნაკრების ძირითად შემადგენლობაშია გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.

ვოლოდიმირ ზელენსკი

11 ოქტომბერი 2024, 21:29

მსოფლიო

ზელენსკი: „გამარჯვების გეგმა“ შეიცავს ნაბიჯებს, რომელიც რუსეთს ომის დასრულებას აიძულებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას სურს, რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომი არაუგვიანეს 2025 წლისა დასრულდეს.

ირაკლი  კობახიძე

11 ოქტომბერი 2024, 20:38

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო ჩამოყალიბდეს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების რეგიონულ ლიდერად, რაც ნიშნავს კიდევ უფრო მეტ განვითარებას ყველა მიმართულებით და მეტ ინვესტიციებს

ინოვაციური ეკოსისტემის ხელშეწყობა ჩვენთვის პრიორიტეტია და სწორედ ამას ემსახურება რეფორმები, რომელსაც ამ მიმართულებით ვახორციელებთ. მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს 0%-იან საგადასახადო რეჟიმს ყველა ქართული ინოვაციური სტარტაპ-კომპანიისთვის პირველი სამი წლის განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

დავით ქართველიშვილი

11 ოქტომბერი 2024, 20:24

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი მამუკა ხაზარაძეზე: როდესაც ბუნებით სარწმუნოებისა და წარმომავლობის მიღმა იმყოფები, როდესაც არც ერთი გაგაჩნია, არც მეორე, ან ორივესი გრცხვენია - მაშინ „ვარსქენ არშუშას ძე ფეროზიანი“ ხარ

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ეხმიანება „პოს ტვ“-ის მიერ „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძისთვის დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ მალავს იგი საკუთარ წარმომავლობას.

ირაკლი კობახიძე

11 ოქტომბერი 2024, 20:15

რეგიონი

ირაკლი კობახიძე: მსოფლიოში ტექნოლოგიების უპრეცედენტო ტემპით განვითარება ახალ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს და აძლიერებს ეკონომიკას, სწორედ ამ მიზანს მოემსახურება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი

მსოფლიოში ტექნოლოგიების უპრეცედენტო ტემპით განვითარება ახალ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს და აძლიერებს ეკონომიკას. სწორედ ამ მიზანს მოემსახურება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც იქნება ინოვაციების, შესაძლებლობების და კრეატივის სივრცე და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ციფრულ და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

გია აბაშიძე

11 ოქტომბერი 2024, 20:10

პოლიტიკა

გია აბაშიძე გიორგი გახარიას გუნდის წევრებზე: მმართველმა გუნდმა ეს პარაზიტები ეტაპობრივად მოიშორა, თუმცა მათი ადგილი დამსახურებულად აღმოჩნდა რადიკალების ფლანგზე

რით მიდის არჩევნებზე ქართული საზოგადოება ამ ოპოველით? ნაცნაძირლების ადამიანური რესურსებით, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, გიორგი გახარიას გუნდის წევრებზე - ნათია მეზვრიშვილზე, კახა ქემოკლიძესა და ზაზა თავაძეზე, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ადეიშვილი-მერაბიშვილის კადრები იყვნენ და სხვადასხვა თანამდებობას იკავებდნენ.

არჩილ გორდულაძე

11 ოქტომბერი 2024, 19:59

არჩევნები 2024

არჩილ გორდულაძე: მისასალმებელია, რომ ეუთო/ოდირის მისიამ თავის ანგარიშში ხაზი გაუსვა იმ წუხილებს, რომლებიც არსებობს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით

მისასალმებელია, რომ მისიამ თავის ანგარიშში ხაზი გაუსვა იმ წუხილებს, რომლებიც არსებობს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ, ბრიფინგზე.

არჩილ გორდულაძე

11 ოქტომბერი 2024, 19:54

არჩევნები 2024

არჩილ გორდულაძე: მადლობას ვუხდით ეუთო-ოდირის წარმომადგენლებს ამ ეტაპზე გაწეული საქმიანობისთვის და ვაგრძელებთ მათთან მჭიდრო კომუნიკაციას, რათა საბოლოო ანგარიშში მოცემული შეფასებები ეფუძნებოდეს მხოლოდ ფაქტებს

მადლობას ვუხდით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და ყველა იმ უწყებას, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება არჩევნების მშვიდად, თავისუფლად და პროფესიონალურად ჩატარების საკითხს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშს ეხებოდა.

არჩილ გორდულაძე

11 ოქტომბერი 2024, 19:42

არჩევნები 2024

არჩილ გორდულაძე ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშზე: ოპოზიციის პარტიული არხები ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ბლოკავენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპებს - იმედია, შემდეგ ანგარიშში ეს სათანადოდ იქნება შეფასებული

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ, ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ანგარიშის მიხედვით, მედია გარემო მრავალფეროვანი, მაგრამ პოლარიზებულია.

არჩილ გორდულაძე

11 ოქტომბერი 2024, 19:41

არჩევნები 2024

არჩილ გორდულაძე ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშზე: ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო პროცესი თავისუფალია სისტემური ხასიათის მანიპულაციებისგან, უპირველესად ჩვენი ხელისუფლების მტკიცე ნების და ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგია

ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო პროცესი თავისუფალია ძალადობის, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენების და სხვა სისტემური ხასიათის მანიპულაციებისგან, უპირველესად ჩვენი ხელისუფლების მტკიცე ნების და ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ, ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.

არჩილ გორდულაძე

11 ოქტომბერი 2024, 19:36

არჩევნები 2024

არჩილ გორდულაძე ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშზე: მისასალმებელია, რომ ანგარიშში მოხვდა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის თავდასხმის შედეგად „ქართული ოცნების“ წევრის გარდაცვალების ფაქტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ გორდულაძე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშზე საუბრისას აღნიშნავს, რომ „მისასალმებელია, რომ ანგარიშში მოხვდა წყალტუბოში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის თავდასხმის შედეგად „ქართული ოცნების„ წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალების ფაქტი. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ კარგად დაინახოს ცივილურობის ნიღაბს ამოფარებული ოპოზიციის რეალური სახე“.

არჩილ გორდულაძე

11 ოქტომბერი 2024, 19:12

არჩევნები 2024

არჩილ გორდულაძე: მისასალმებელია ეუთო ოდირის შეფასება საქართველოში არსებულ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. საზოგადოებაც ხედავს, რომ წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიერ 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების შუალედურ ანგარიშზე ისაუბრა.

11 ოქტომბერი 2024, 19:04

მსოფლიო

CNN: ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ როგორ უპასუხოს ირანის სარაკეტო თავდასხმას

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ როგორ უპასუხოს ირანის სარაკეტო თავდასხმას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლევან დავითაშვილი

11 ოქტომბერი 2024, 19:00

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი: „ქართული ოცნების“ გეგმები გულისხმობს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, საქართველოს მაღალშემოსავლიან ქვეყნად ქცევას და ჩვენ ამ ყველაფერს მივაღწევთ

გუშინ საზოგადოებამ ნათლად იხილა ბატონი ბიძინას ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელიც აფასებდა განვლილ 12 წელს და საუბრობდა ობიექტური მაჩვენებლებით. ეს იყო აბსოლუტურად გამყარებული კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

11 ოქტომბერი 2024, 18:53

რეგიონი

ალექსანდრე წულაძემ და ირაკლი ზარქუამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის პედაგოგებთან შეხვედრა გამართეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 300-ზე მეტ პედაგოგთან შეხვედრა გამართეს.

ლევან დავითაშვილი

11 ოქტომბერი 2024, 18:48

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი: ხალხის განწყობაა ის, რომ მას სურს ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობის შენარჩუნება

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომენტარი გააკეთა საზოგადოებრივი აზრის კვლევებზე, რომლებსაც ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნოდ აქვეყნებენ.

ლევან დავითაშვილი

11 ოქტომბერი 2024, 18:39

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ქუთაისის აეროპორტში ახალი, 3,5 კმ სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გვექნება, რაც ქალაქს საშუალებას მისცემს, იყოს ძალიან მნიშვნელოვანი სატვირთო გადაზიდვების ჰაბი

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაფსულის ჩაგდების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას პროექტის პოლიტიკურ-ეკონომიკურ მნიშვნელობასა და მის საჭიროებაზე ისაუბრა - როგორც ქუთაისის აეროპორტის, ისე მთელი ქვეყნის საავიაციო ინდუსტრიის განვითარებისთვის.