სპორტის სამინისტრომ ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სპორტულ დაწესებულებებს ინვენტარი და ეკიპირება გადასცა
ფოტო: კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილი სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების გადაცემა გრძელდება. ამჯერად ინვენტარი და ეკიპირება ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებმა მიიღეს. ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ინვენტარისა და ეკიპირების გადაცემას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ბაღათურია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სპორტული დაწესებულებების აღსაზრდელები ესწრებოდნენ. ინვენტარისა და ეკიპირების გადაცემას დაესწრო ცნობილი ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია.
„მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში 2023 წელს სამინისტროს თანამშრომლების ჯგუფმა 25 მაღალმთიან მუნიციპალიტეტში მწვრთნელებისა და მათი მოსწავლეების საჭიროებების შესწავლის მიზნით კვლევა ჩაატარა. მუნიციპალიტეტებში აღმოჩნდა სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების მწვავე დეფიციტი. არსებული ინვენტარისა და ეკიპირების ნაწილი დაზიანებული იყო და შეცვლა სჭირდებოდა, ეს გარემოება კი ნეგატიურად აისახებოდა ვარჯიშებისა და წვრთნების ხარისხზე, ზრდიდა ტრავმების რისკს და აფერხებდა სპორტის განვითარებას. მონიტორინგის შედეგების ანალიზის საფუძველზე, მასობრივი სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით სამინისტრომ მიმართა შპს „სპორტმშენსერვისს“, რომელმაც შეიძინა სპორტსმენთა ეკიპირება და სპორტული ინვენტარი. სამინისტროს მიერ გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში 25 მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლებისა და დაწესებულებებისთვის, ასევე, სპორტული ფედერაციებისთვის კომპანიამ შეიძინა 3 788 620 ლარი ღირებულების 8 355 ერთეული სხვადასხვა სახის სპორტული ინვენტარი და ეკიპირება. აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი უპრეცედენტოა - მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში პირველად ჩატარდა საჭიროებების მონიტორინგი და ამ რეგიონების სპორტულ ორგანიზაციებს ინვენტარი პირველად გადაეცა.
თითოეულ მუნიციპალიტეტს ინვენტარი და ეკიპირება გადაეცა სპორტული ორგანიზაციებისა და კლუბების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, მწვრთნელებისა და მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებით, კერძოდ: ა(ა)იპ ქედის სასპორტო სკოლამ მაგიდის ჩოგბურთის მაგიდა, მაგიდის ჩოგბურთის ჩოგნები, მაგიდის ჩოგბურთის ბურთები, ქულების ამთვლელები მაგიდის ჩოგბურთისთვის, ფრენბურთის ბადეები, ბაგირები, ლახტები, ბარიერები, სავარჯიშო კიბეები, კროსფიტის თოკები, სავარჯიშო მძიმე ჟილეტები, მეკარის ხელთათმანები, ფეხბურთის დაფები, ფეხბურთის ბურთები, ფრენბურთის ბურთები, ჭადრაკის დაფები, ჭადრაკის საათები და სასწორები მიიღო.
ა(ა)იპ შუახევის სპორტულ ცენტრს საჭიდაო ხალიჩა, ფინკები, მაგიდის ჩოგბურთის მაგიდები, მაგიდის ჩოგბურთის ჩოგნები, ორძელები, შტანგა ფიცარნაგით, კრივის ხელთათმანები, კრივის ტომრები, კროსფიტის თოკები, სავარჯიშო მძიმე ჟილეტები, ბაგირები, ფეხბურთის ფორმები, მეკარის ხელთათმანები, ფეხბურთის ბურთები, კალათბურთის ბურთები, ფრენბურთის ბურთები, ფრენბურთის ბადეები, ტრენაჟორები, შტანგის სიმძიმეები, ჰანტელები, ჭადრაკის დაფები, ჭადრაკის საათები და სასწორები გადაეცა.
ა(ა)იპ ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლამ საჭიდაო ხალიჩები, სავარჯიშო, საჭიდაო მანეკენები, მაგიდის ჩოგბურთის მაგიდა, ქულების ამთვლელები მაგიდის ჩოგბურთისთვის, მაგიდის ჩოგბურთის ბურთები, მაგიდის ჩოგბურთის ჩოგნები, სავარჯიშო მძიმე ჟილეტები, ტანვარჯიშის ბატუტი, ტანვარჯიშის სკამები, სავარჯიშო კიბეები, ორძელები, შტანგა ფიცარნაგით, ბაგირები, ლახტები, სადემონსტრაციო ჭადრაკის დაფები, ჭადრაკის დაფები, ჭადრაკის საათები, კალათბურთის ბურთები, ფრენბურთის ბურთი, ტრენაჟორი, ქართული ჭიდაობის ჩოხები, შვედური კედლები, გირები, კროსფიტის თოკები და სასწორები მიიღო.
ა(ა)იპ ხულოს საფეხბურთო კლუბ ხიხანს კი მეკარის ხელთათმანები, ფეხბურთის ბურთები, ფეხბურთის გადასაცმელები, ფეხბურთის ფორმები და ბარიერები გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებში სპორტულ ინვენტარს არა მარტო სპორტული ორგანიზაციების აღსაზრდელები, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების წევრებიც გამოიყენებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
11 ნოემბერი 2024, 11:38
მსოფლიო
AP: კუბაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
კუბაში 6,8 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ბართოლომე მასოდან 40 კილომეტრში მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები კუბის მთელ აღმოსავლეთ სანაპიროზე იგრძნობოდა, მათ შორის ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა სანტიაგო დე კუბა, ოლგინი და გუანტანამო. „უნდა გენახათ, თუ როგორ მოძრაობდა ყველაფერი, კედლები და ასე შემდეგ“, - განუცხადა ერთ-ერთმა კუბელმა Associated Press-ს. გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება. ასევე უცნობია, თუ რა ზარალი მიადგა კუბას ამ სტიქიური მოვლენის დროს.
11 ნოემბერი 2024, 11:14
პოლიტიკა
ლევან მგალობლიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საქართველოში ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პეტრ კუბერნატს შეხვდა.
11 ნოემბერი 2024, 11:11
არჩევნები 2024
ათონელის რეზიდენციასთან გუშინ დაანონსებული აქცია მიმდინარეობს
ათონელის რეზიდენციასთან ამ წუთებში გუშინ დაანონსებული აქცია მიმდინარეობს. აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანია შეკრებული. როგორც თავად ამბობენ, ამ ფორმით საკუთარ ხმებს იცავენ.
11 ნოემბერი 2024, 10:55
ეკონომიკა
Economist Intelligence Unit-ის და მსოფლიო ბანკის მორიგი აღიარება. ბიუროკრატიის ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნების შორის მეოცეა
მსოფლიო ბანკმა Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზის შედეგები გამოაქვეყნა. ბიუროკრატიის ინდექსი, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის გლობალურ რეიტინგს მმართველობის ეფექტურობის მიმართულებით.
11 ნოემბერი 2024, 10:41
მსოფლიო
ჰოლანდიის პოლიციამ 50 ადამიანი დააკავა, რომლებიც ებრაელების მასობრივი დარბევის შემდეგ ორგანიზებულ პრო-პალესტინურ დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ
ჰოლანდიის პოლიციამ 50 კაცი დააკავა, რომლებიც ებრაელების მასობრივი დარბევის შემდეგ ორგანიზებულ პრო-პალესტინურ დემონსტრაციებში იღებდნენ მონაწილეობას
11 ნოემბერი 2024, 10:17
რეგიონი
ოთარ შამუგია: მსგავსი მასშტაბის პროექტი სახიფათო ნარჩენების მიმართულებით, ქვეყანაში პირველად ხორციელდება და სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს ტერიტორია მთლიანად იქნება უსაფრთხო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანაში, დარიშხანშემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით საცავის მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
11 ნოემბერი 2024, 09:58
მსოფლიო
რუსეთმა გვიან ღამით ზაპოროჟიე დაბომბა. არის მსხვერპლი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის ქალაქი ზაპოროჟიე დაბომბა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი ავრცელებს. მისი თქმით, დაიბომბა ქალაქის საცხოვრებელი რაიონი, განადგურებულია ორსართულიანი სახლი და ავტოსალონი. ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ხუთი ბავშვი დაშავდა. საერთო ჯამში, ფიოდოროვის ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 20-ს აღწევს. რვა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის ოთხი წლის ბავშვი.
11 ნოემბერი 2024, 09:50
რეგიონი
კასპში მშვიდობის, 300 არაგველის, კრწანისის და კოჯრის ქუჩებზე ასფალტ ბეტონის საფარის პირველი ფენა დაიგო
ქალაქ კასპში მშვიდობის, 300 არაგველის, კრწანისის და კოჯრის ქუჩებზე ასფალტ ბეტონის საფარის პირველი ფენა დაიგო. ქუჩების რეაბილიტაციას, რომლის სიგრძე 1 400 გრძივი მეტრია კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
11 ნოემბერი 2024, 09:48
სპორტი
ქართველმა სამბისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვეს
ყაზახეთმა 2024 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა სამბოში. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს პირველობაზე 6 მედალი მოიპოვა. ჩემპიონობა იზეიმა ჯაბა თურქიამ (71 კგ), რომელმაც ფინალში ყაზახი სპორტსმენი დაამარცხა.
11 ნოემბერი 2024, 09:37
მსოფლიო
ისრაელმა იემენიდან გაშვებული რაკეტა ჩამოაგდო
ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) იემენიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტა ჩამოაგდო. ინფორმაცია „ცაჰალის“ ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული. როგორც „ცაჰალის“ განცხადებაშია აღნიშნული, რაკეტას ისრაელის საჰაერო სივრცე არ გადაუკვეთია და მისი ჩამოგდება მანამდე მოხერხდა, სანამ ის ქვეყნის ტერიტორიაში შეაღწევდა. გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის არმიის ინფორმაციით, წუხელ აღმოსავლეთიდან ქვეყნის მიმართულებით ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. ორის ჩამოგდება მოხერხდა მანამ, სანამ ისინი ისრაელის საჰაერო სივრცეში შეაღწევდნენ.
11 ნოემბერი 2024, 09:36
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როდესაც ქართული საზოგადოება ხედავს ევროპელი პოლიტიკოსების მიერ დემოკრატიის უარყოფას, ეს ევროკავშირისადმი ნდობას აზიანებს
რატომ თქვა უარი შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარ ჯგუფთან შეხვედრაზე - პარლამენტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიოსისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნულის მიზეზებზე საუბრობს.
11 ნოემბერი 2024, 09:30
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: შეუძლებელია, ევროპას მშვიდობის პროექტად წარმოაჩენდე და ამავდროულად, ევროპის სახელით, ქვეყანაში არეულობას თესდე
პარლამენტის თავმჯდომარე შელვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს წერილს, რომელიც მან ლიეტუვის პარლამენტის წევრს, ჟიგიმანტას პავილიონისს მისწერა. პაპუაშვილი წერილში განმარტავს - რატომ თქვა უარი რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარ ჯგუფთან შეხვედრაზე.
11 ნოემბერი 2024, 09:19
მსოფლიო
ნატოს გაერთიანებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი: დონალდ ტრამპი ზემოქმედებას მოახდენს უკრაინასა და რუსეთზე, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს
დონალდ ტრამპი ზემოქმედებას მოახდენს უკრაინასა და რუსეთზე მოლაპარაკების მაგიდასთან მათ მისაყვანად, - განაცხადა ვროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ჯეიმს სტავრიდისმა „სიენენთან“ ინტერვიუში. მისივე თქმით, პუტინს, სავარაუდოდ, უკრაინის 20 პროცენტი დარჩება, დანარჩენი 80 პროცენტი კი დემოკრატიული და თავისუფალი იქნება.
11 ნოემბერი 2024, 09:01
მსოფლიო
უკრაინაში აცხადებენ, რომ ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ არაფერი იცოდნენ
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის გიორგი ტიხის განცხადებით, კიევი წინასწარ არ იყო ინფორმირებული აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპსა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შესახებ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინული მხარე წინასწარ ინფორმირებული იყო თითქოს და სატელეფონო საუბრის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს“, - ციტირებს სააგენტო ტიხის. შესაბამისად, დასძინა უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, კიევს არ შეეძლო მხარი დაეჭირა ან არა ამ სატელეფონო საუბრისთვის.
11 ნოემბერი 2024, 09:00
პოლიტიკა
ავთანდილ კუნჭულია: საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის წინააღმდეგ ოპოზიციის მთავარი არგუმენტი იყო სიტყვა - „იმიტომ“
საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის წინააღმდეგ ოპოზიციის მთავარი არგუმენტი იყო სიტყვა - იმიტომ, - განაცხადა პარლამენტის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის უფროსმა ავთანდილ კუნჭულიამ.
11 ნოემბერი 2024, 08:50
პოლიტიკა
როლანდ ახალაია: ვლადიმერ ხუჭუა ყოველთვის იყო ერთ-ერთი ნათელი წერტილი პროკურატურის სისტემაში, ყოჩაღ, კოლეგავ
ვიცნობ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას საქართველოს პროკურატურაში მუშაობის პერიოდიდან. არ გამკვირვებია ის გადაწყვეტილება რაც მან მიიღო, რადგან სამართლებრივ საკითხებში ის ყოველთვის იყო შეუვალი და ერთ-ერთი ნათელი წერტილი პროკურატურის სისტემაში, - წერს პარლამენტის ყოფილი წევრი, როლანდ ახალაია, სოციალურ ქსელში.
11 ნოემბერი 2024, 08:46
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: „ფართომასშტაბიან რუსულ სპეცოპერაციაში“ ასეულ ათასობით პოტენციური მონაწილიდან კონკრეტული ფაქტებიც კი ვერ წარმოადგინეს ვერც საარჩევნო კომისიებში, ვერც პროკურატურაში და ვერც თავიანთი უცხოელი დამკვეთების წინაშე
„ფართომასშტაბიან რუსულ სპეცოპერაციაში“ (როგორც ისინი უწოდებენ) ასეულ ათასობით პოტენციური მონაწილიდან პრაქტიკულად ერთეული პიროვნებების კონკრეტული ფაქტებიც კი ვერ წარმოადგინეს ვერც საარჩევნო კომისიებში, ვერც პროკურატურაში და ვერც თავიანთი უცხოელი დამკვეთების წინაშე. მხედველობაში გვაქვს, - წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე, რითაც არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს ეხმაურება.
11 ნოემბერი 2024, 08:38
სპორტი
სამწლიანი პაუზის შემდეგ, ზვიად პატარიძემ ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა
დაბრუნება დიდ სპორტში - სამწლიანი პაუზის შემდეგ ზვიად პატარიძემ ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ, ამჯერად შეერთებულ შტატებში მოიპოვა. ნიუ-იორკში „ბილ ფარელის" სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, სადაც ქართველი მძიმეწონოსანი, საქართველოს სახელით ტურნირის ჩემპიონი გახდა. პატარიძემ ფინალში ამერიკის დროშის ქვეშ მოასპარეზე კუბელი ფრიმანი 6-0 დაამარცხა, მანამდე კი უკრაინელ ვიშნიცკის და ამერიკელ მესონს უშანსოდ მოუგო.
11 ნოემბერი 2024, 08:29
არჩევნები 2024
ირაკლი ქადაგიშვილი: როცა დაინახეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა, კანონებთან დაკავშირებით ვაჭრობა დაიწყეს
ეს ყველაფერი უკავშირდება გარკვეულ პოლიტიკურ ვაჭრობას და არა რეალობას. როცა დაინახეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა, ახლა დაიწყეს ვაჭრობა ამ კანონებთან დაკავშირებით, - ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ევროპელი ლიდერების ულტიმატუმს, რომ გაუქმდეს ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონები.
11 ნოემბერი 2024, 08:18
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი დღეს გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
პრემიერ-მინისტრი გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბაქოში დღეს იხსნება. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა ლიდერთა სამიტზე, ასევე პანელურ დისკუსიებზე, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება.