07 იანვარი 2025, 17:43 / სანდო წყარო

ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ზუგდიდში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა

ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდში, საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა.

ტრადიციული ალილოს მსვლელობა ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან დაიწყო და ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც საზეიმო პარაკლისი აღევლინა.

საზეიმო მსვლელობას ზუგდიდის დელეგატი დავით კოდუა, საქართველოს პარლამენტის წევრი გრეტა წიწავა, მერის მოადგილეები ბესიკ ჭეჟია და მაიზერ ნანავა, საკრებულოს წევრი თაზო ფაცაცია შეუერთდნენ.

მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს და ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცეს.

ალილოს მსვლელობაში სასულიერო პირები, მრევლი და სტიქაროსნები მონაწილეობდნენ.

მსვლელობისას შეგროვებული საჩუქრები სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ.

ყველა სიახლე

ნიკა გაბელია

24 იანვარი 2025, 00:05

პოლიტიკა

ნიკა გაბელია: ვინც არ უნდა მოსულიყო აშშ-ის ხელისუფლებაში, ქართული ოპოზიციის პერსპექტივა არის ნული. ერთადერთი პოლიტიკური პერსპექტივა აქვთ, რომ პოლიტიკურ ხრამში გადავარდნენ

„ვინც არ უნდა მოსულიყო აშშ-ის ხელისუფლებაში, [ქართული] ოპოზიციის პერსპექტივა არის ნული. ერთადერთი პოლიტიკური პერსპექტივა აქვთ, რომ პოლიტიკურ ხრამში გადავარდნენ. ეკითხებიან, რამდენი სქესი არსებობსო და პასუხი არ აქვთ მაშინ, როდესაც ერთი, ან ორი კვირის წინ თავის აზრს იტყოდნენ. ეს არის მონური ფსიქოლოგია, რომ იმან [ტრამპმა] რომ თქვა, მეც ასე ვიფიქრებო. მოდი, ის როგორც ფიქრობს, მეც ისე ვიფიქრებ. ეს გვღუპავს ჩვენ და ეს ღუპავს ქართულ ოპოზიციას“, - აღნიშნა გაბელიამ.

ნიკა გაბელია

24 იანვარი 2025, 00:04

პოლიტიკა

ნიკა გაბელია: ამის შესახებ ძალიან დიდი ხანი საუბრობდა ტრამპი და ჩვენც ვსაუბრობდით, რომ „დიფ სთეითი“ არსებობს, არის „გლობალური ომის პარტია“ და ეს „ქართულ ოცნებას“ არ გამოუგონებია იმისთვის, რომ პროპაგანდა გამოეყენებინა

ამის შესახებ ძალიან დიდი ხანი საუბრობდა ტრამპი და ჩვენც ვსაუბრობდით, რომ „დიფ სთეითი“ არსებობს, არის „გლობალური ომის პარტია“ და ეს არ არის „ქართული ოცნების“ ექსკლუზივი. ეს „ქართულ ოცნებას“ არ გამოუგონებია იმისთვის, რომ პროპაგანდა გამოეყენებინა და ა.შ.,- განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საზოგადოება „ქართულის“ წევრმა ნიკა გაბელიამ.

ირაკლი ზარქუა

23 იანვარი 2025, 23:44

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა აქციის მონაწილეებზე: დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ამიტომაც არის, რომ თითოეული ჩვენგანი მზად ვართ და მათ შორის პრემიერმა მიმართა, რომ დისკუსიისთვის მზად არის შეხვდეს ახალგაზრდებს

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ამიტომაც არის, რომ თითოეული ჩვენგანი მზად ვართ და მათ შორის პრემიერმა მიმართა, რომ დისკუსიისთვის მზად არის შეხვდეს ახალგაზრდებს. თქვენ ნახეთ ხომ ამ უსამშობლოების მცდელობა, რომ რამენაირად ჩაშალონ ეს დიალოგი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ირაკლი ზარქუა

23 იანვარი 2025, 23:43

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ჯო უილსონზე: FARA რომაა, ამერიკაში მოქმედი კანონი, ოპოზიციის გადასახედიდან რუსული კანონი, იქ ფიქსირდება, თურმე 1000 დოლარი ჯდება თითოეული განცხადება „ტვიტერზე“ იმ ჯიგრის

„ჯო უილსონი რომაა, ამერიკელი, ის ჯიგარი, შემდეგი თვიდან ჩვენ ვქირაობთ მის „ტვიტერს“. ახლა „ნაცებს“ აქვთ დაქირავებული. ასე რომ, შემდეგი თვიდან თუ შევთანხმდებით ფასზე [დავიქირავებთ]. როგორც აღმოჩნდა, მის „ტვიტერზე“ რა განცხადებაც იდება, თურმე ფინანსდება. FARA რომაა, ამერიკაში მოქმედი კანონი, ამათი [ოპოზიციის] გადასახედიდან რუსული კანონი, იქ ფიქსირდება. თურმე 1000 დოლარი ჯდება თითოეული განცხადება „ტვიტერზე“ იმ ჯიგრის. ჩვენც გვაქვს ის მოლოდინი, რომ შემდეგი თვიდან ჩვენ დავიქირავებთ მის „ტვიტერს“, - აღნიშნა ზარქუამ.

ირაკლი ზარქუა

23 იანვარი 2025, 23:36

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: შანტაჟს რომ არ დაექვემდებაროს და ყოველ ჯერზე რომ არ ანჯღრიონ ეს ქვეყანა, როდესაც მზად იქნება ევროკავშირი, რომ მოლაპარაკებები გახსნას, იმ წუთასვე მოვაწერთ ხელს

წამყვანმა ჰკითხა, რას უპასუხებს საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც დღეს აქციებზე დგას და არ არის პოლიტიკურად აფილირებული, ამბობენ იმას, რომ ისინი იბრძვიან ევროინტეგრაციისთვის და რომ ხელისუფლებამ ეს პროცესი გააჩერა და და საქართველომ ევროპული გზიდან გადაუხვია.

ირაკლი ზარქუა

23 იანვარი 2025, 23:35

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: მადამ მავნებელზე ბევრი საუბარიც არ გვჭირდება უკვე იმიტომ, რომ ის გაიშიფრა ბოლომდე. ქალი, რომელიც ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო ჩავიდა და ევროპელებს და ამერიკელებს ეუბნება, რომ 3,7 მილიონიანი საქართველო როგორ ვერ დაიმორჩილეთო

მადამ მავნებელზე ბევრი საუბარიც არ გვჭირდება უკვე იმიტომ, რომ ის გაიშიფრა ბოლომდე. ქალი, რომელიც ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო ჩავიდა და ევროპელებს და ამერიკელებს ეუბნება, რომ 3,7 მილიონიანი საქართველო როგორ ვერ დაიმორჩილეთო. ამ მენტალობის არის, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ირაკლი ზარქუა

23 იანვარი 2025, 23:28

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ჩვენ მზად ვართ გადავტვირთოთ ურთიერთობები და სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, თუ ტრამპის ადმინისტრაცია დაამარცხებს „დიფ სთეითს“

ჩვენ მზად ვართ გადავტვირთოთ ურთიერთობები და სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ თუ ტრამპის ადმინისტრაცია დაამარცხებს „დიფ სთეითს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

23 იანვარი 2025, 23:13

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა აბუ-დაბის ინციდენტზე: რაც მოხდა საამაყო არ არის, მაგრამ ოჯახის, შვილების, ახლობლების შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება

„ხმაურიანი მოგზაურობა გამოგვივიდა აბუდაბიში. უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ მხარდამჭერს, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვწერდა და გვამხნევებდა. ის რაც მოხდა, საამაყო არ არის, მაგრამ ოჯახის, შვილების, ახლობლების შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება, რადგან კაცები ვართ და ქართველები ვართ. ჯერ პირველ დღეს ცდილობდა [თავდამსხმელი] საუზმეზე შეურაცხყოფა მოეყენებინა, მერე მეორე დღესაც. მესამე დღეს მოხდა ის, რაც მოხდა და ყველამ ნახეთ“, - აღნიშნა ზარქუამ.

დონალდ ტრამპი

23 იანვარი 2025, 21:40

მსოფლიო

დონალდ ტრამპი დავოსის ფორუმის მონაწილეებს: მე აშშ-ის ოფიციალურ პოლიტიკად ვაქციე ის, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა თავისი ადმინისტრაციის პოლიტიკაზე, რომლის თანახმად, მხოლოდ ორი სქესი არსებობს.

დონალდ ტრამპი

23 იანვარი 2025, 21:30

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად რუსეთის პრეზიდენტთან მალე შეხვედრა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მალე შეხვედრა.

დონალდ ტრამპი

23 იანვარი 2025, 21:11

მსოფლიო

ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის დასრულებაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი მნიშვნელოვან კონსტრუქციულ როლს შეასრულებს რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის დასრულებაში.

დონალდ ტრამპი

23 იანვარი 2025, 20:57

მსოფლიო

ტრამპი: თუ ნავთობის ფასი დაეცემა, ომი რუსეთსა და უკრაინას შორის დაუყოვნებლივ დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის ფორუმზე ონლაინ-რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას (OPEC) ნავთობის ფასების დაწევას სთხოვს, რათა უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი.

დონალდ ტრამპი

23 იანვარი 2025, 20:48

მსოფლიო

ტრამპი: ევროკავშირი ძალიან უსამართლოდ, ძალიან ცუდად გვექცევა

ევროკავშირი ძალიან უსამართლოდ, ძალიან ცუდად გვექცევა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შვეიცარიაში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ონლაინ-რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას.

23 იანვარი 2025, 20:39

პოლიტიკა

მსოფლიო მედია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის სკანდალურ განცხადებას განიხილავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუჩის პროტესტი და ხელისუფლების ანტიდასავლურ რიტორიკაში დადანაშაულება - მსოფლიო მედია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის სკანდალურ განცხადებას განიხილავს, რაც ქართული ოპოზიციის ყურადღების მიღმა რჩება.

23 იანვარი 2025, 20:28

საზოგადოება

თბილისის ახალი სტადიონი - „ქრონიკის“ სიუჟეტი

რეზონანსული პროექტი თბილისში. მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა და 70 ათასი მაყურებლისთვის გათვალისწინებული სივრცე.

დონალდ ტრამპი

23 იანვარი 2025, 20:19

მსოფლიო

ტრამპი: ის, რისი მოწმეც მსოფლიო გასული 72 საათის განმავლობაში გახდა, არაფერია, თუ არა საღი აზრის რევოლუცია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა მისი წინამორბედის პოლიტიკა და განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში მისი ინაუგურაციის შემდეგ „საღი აზრის რევოლუცია“ დაიწყო.

დონალდ ტრამპი მაიკ პომპეო

23 იანვარი 2025, 19:56

მსოფლიო

The New York Times: დონალდ ტრამპმა დაცვა მოუხსნა ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაცვა მოუხსნა ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The New York Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

23 იანვარი 2025, 19:30

სამართალი

გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი ბადაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი ბადაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

23 იანვარი 2025, 19:04

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში კლიმატის ცვლილების კანონთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კლიმატის კანონის საკონსულტაციო დოკუმენტების (მწვანე და თეთრი წიგნების) საფუძველზე, კომიტეტმა კანონის პროექტის პირველადი ვერსია შეიმუშავა. კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ერთ საკანონმდებლო აქტში თავმოყრის აუცილებლობას.

ირაკლი ქარსელაძე

23 იანვარი 2025, 19:03

საზოგადოება

ირაკლი ქარსელაძე ახალი სტადიონის მშენებლობაზე: ჩატარდა სამთავრობო კომისია, სადაც ჩვენ მოვისმინეთ გაწეული სამუშაოს შესახებ მოკლე ანგარიში, ასევე მდებარეობის და მრავალი სხვა სტანდარტის შემუშავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია

დღეს ჩატარდა სამთავრობო კომისია, სადაც ჩვენ მოვისმინეთ როგორც გაწეული სამუშაოს შესახებ მოკლე ანგარიში, ასევე წარმოადგინეს მდებარეობის და მრავალი სხვა სტანდარტის, დეტალის, კონცეფციის მიმართულებით შემუშავებასთან დაკავშირებით ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ჩვენს საკონსულტაციო კომპანიას და ექსპერტებს, რომლებიც ჩაერთვებიან შესაბამისი კონცეფციის მომზადებასა და პროექტის განხორციელების პროცესში, - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის შესახებ საუბრისას, გადაცემაში „დღის ქრონიკა“.