22 იანვარი 2025, 15:43 / სანდო წყარო

ოზურგეთში მიმდინარე წელს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

ავთანდილ თალაკვაძე

ავთანდილ თალაკვაძე

ოზურგეთში მიმდინარე წელს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, მათ შორის ქუჩების და გზების კაპიტალური რეაბილიტაცია, ქალაქსა და სოფლებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა, ასევე აშენდება სპორტული მოედნები. როგორც ოზურგეთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ საკითხებზე მერიის სხდომაზე ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ ისაუბრა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 9 167 587 ლარი უკვე გამოეყო, რაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება და უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება 20 პროექტზე, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს 17 311 335 ლარს.

„ოზურგეთში, ანასეულის დასახლებაში უნივერსიტეტისა და მეცნიერების ქუჩის რეაბილიტაცია. დაიხარჯება 997 306 ლ; იაკობ შემოქმედელის 1-ლი და მე-2 შესახვევების რეაბილიტაცია, რაზეც ჯამში 0.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება; ლესელიძის ქ. მე-3 შესახვევისა და ჯანაშიას ქუჩის მონაკვეთის გზის სავალი ნაწილისა და სანიაღვრე არხების მოწყობა - დაიხარჯება 366 955 ლ; დაბა ურეკში გავაკეთებთ გოგუაძის ქუჩის, მაგნეტიტის ქუჩის, წერეთლის და კიდევ რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციას, რაზეც ჯამურად დაახლოებით 1 მილიონი ლარი დაიხარჯება; ქ. ოზურგეთში თავართქილაძის ქუჩიდან სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები - დაიხარჯება 297 480 ლ; ქ. ოზურგეთში სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია - დაიხარჯება 1 015 139 ლ; ფარნავაზ მეფის ქუჩის მე-3 შესახვევის რეაბილიტაცია - დაიხარჯება 320 000 ლ; წმ. გიორგის ქ. მე-2 შესახვევის გზის რეაბილიტაცია - დაიხარჯება 240 977ლ; სოფელ შემოქმედში ვგეგმავთ 26-ე და მე-13 ქუჩების შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას - რაზეც 1 256 739 ლ. დაიხარჯება; სოფელ ძიმითში ვგეგმავთ შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას - ჯამში 2 204 736 ლარს დავხარჯავთ; ასევე, ვგეგმავთ სოფელ ნაგომარში შუა ისნარისა და ადმინისტრაციული შენობის უკან მდებარე გზების რეაბილიტაცია - დაიხარჯება 1 058 280 ლ; სოფელ ჯუმათში გაკეთდება იანეთის უბანში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია - დაიხარჯება 253 460 ლ; სოფელ მელექედურში, მე-4 და მე-14 ქუჩების რეაბილიტაცია - დაიხარჯება 2 200 000 ლ; სოფელ ნატანებში გავაკეთებთ 39-ე ქუჩის რეაბილიტაციას - დაიხარჯება 2 565 000 ლ; ნატანებში ასევე, ვგეგმავთ რკინიგზის სადგურთან მე-20 ქუჩის რეაბილიტაციას - დაიხარჯება 950 000 ლ; დაბა ნარუჯაში კი მე-5 ქუჩის რეაბილიტაციას ვაპირებთ, რაზეც 2 119 439 ლარი დაიხარჯება,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით, მოედნების ასაშენებლად ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია და მალე დაიწყება ახალი მოედნების მშენებლობა.

„სოფელ ნატანების მე-12 ბრიგადის დასახლებაში სტადიონის მშენებლობა - დაიხარჯება 83 979 ლ. სოფელ შემოქმედში, კვირიკეთის უბანში მინი სტადიონის მშენებლობა - დაიხარჯება 55 146 ლ; ძიმითი-ნასაკირალში, ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნის მოწყობა - დაიხარჯება 61 161 ლარი; ქ. ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე (ექადია) სტადიონის მოწყობა - დაიხარჯება თანხა: 71 549 ლ; გრიშაშვილის ქუჩაზე ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა - დაიხარჯება 112 102 ლ. აქვე გეტყვით, რომ მალე დავასრულებთ დ. ბაქრაძის ქუჩაზე, სპორტული მოედნისა და სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებს (თანხა: 175 141 ლ) ასევე, სოფელ ნატანებში, საკუპრის უბანში ფეხბურთის სტადიონის მოწყობას (თანხა: 62 493 ლ),“- განაცხადა მერიის დღევანდელ სხდომაზე ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

ასევე, გრძელდება ოზურგეთში, ქალაქსა და სოფლებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა.

ავთანილ თალაკვაძის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას ჯამში დამატებით 5 627 888 ლარი მოხმარდება.

„რა თქმა უნდა, არ გვავიწყდება სტიქიის შედეგად მიღებული ზიანი და დაზარალებული მოსახლეობა. შესაბამისად, განვაგრძობთ ქალაქსა და სოფლებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას. ჯამში დამატებით 5 627 888 ლარი მოხმარდება წელს ამ საქმეს - ხიდების აღდგენა მშენებლობას, გაბიონების მოწყობას და სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. ტენდერები დასრულებულია და უახლოეს პერიოდში დაიწყება სამუშაოები. ვგეგმავთ ხიდების რეაბილიტაციასა და მშენებლობას მუნიციპალიტეტის სოფლებში: სილაური, შრომა, ჯუმათი, გაღმა დვაბზუ და მაკვანეთი. არაერთ ლოკაციაზე მოხდება სტიქიის შედეგად დაზიანებული დამცავი კედლების აღდგენა გაბიონებით. ესენია: ქადეიშვილის ქუჩა; ჯორჯიაშვილის ქუჩის 1-ელ შესახვევში; სოფელ გურიანთაში მდ. სკურდუმზე სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის სარეგულაციო კედლის მოწყობა; სოფელ ნატანებში დონაურის უბანში საავტომობილო გზის მიმდებარედ, დაზიანებული ფერდის აღდგენა; ზემო ნატანებში, ნატანები-შრომის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ფერდის მონაკვეთის აღდგენა; სოფელ ჯუმათში შუშანდარის უბანში, ნაპირსამაგრი კედლის აღდგენა სამ სხვადასხვა უბანზე; ასევე, სოფელ ჯუმათში - ჭოკლაურის უბანში, დაზიანებული ხიდის სარეგულაციო ფრთების გაბიონით მოწყობა; სოფელ ვაკიჯვარში, სასაფლაოს გზის ფერდის გამაგრება საყრდენი კედლით; სოფელ ჭანიეთში, მილხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები; მდ. ნაბჟუარაზე ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა; ქ. ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩაზე მდ. სკურჩაზე ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა, ასევე, ნ. ნიკოლაძის ქუჩის N10-12-ში მდ. სკურჩაზე არხის დაზიანებული კედლის აღდგენა და ერისთავის ქუჩაზე, მდინარის საყრდენი კედლის მოწყობა,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა.

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

12 თებერვალი 2025, 23:59

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: უშველებელი რესურსი არის დახარჯული იმისათვის, რათა გვარამიამ, ჯაფარიძემ, ვაშაძემ, ბოკუჩავამ, ხაბეიშვილმა უხელმძღვანელონ ქვეყანას. ეს ინტერესი არ განელებულა ევროპაში, ლიბერალური ფაშიზმის რესურსი ჯერ კიდევ არ გამოლეულა

უშველებელი რესურსი არის დახარჯული იმისათვის, რათა გვარამიამ, ჯაფარიძემ, ვაშაძემ, ბოკუჩავამ, ლევან ხაბეიშვილმა უხელმძღვანელონ ქვეყანას. ეს ინტერესი არსებობს, ეს ინტერესი არ განელებულა ევროპაში, მითუმეტეს სახალხო პარტია ჯერ კიდევ მძლავრად არის და ლიბერალური ფაშიზმის რესურსი ჯერ კიდევ არ გამოლეულა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ტიერი მარიანი

12 თებერვალი 2025, 23:53

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი: ვიმეორებ, რომ თქვენი არჩევნები იყო ჯეროვან დონეზე ჩატარებული, ეუთო/ოდირის მოხსენება წავიკითხე არჩევნების შემდეგ. დრო დადგა, რომ შევაჩეროთ ყალბი ახალი ამბები და პატივი ვცეთ დემოკრატიას საქართველოში

ვიმეორებ, რომ თქვენი არჩევნები იყო ჯეროვან დონეზე ჩატარებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ.

გიორგი ვოლსკი

12 თებერვალი 2025, 23:51

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მსოფლიოში როგორ წავა პროცესები არავინ იცის. ამიტომ ყველა ცდილობს დაითრიოს ის მექანიზმი, რომლითაც ხვალ მათი წონა მეტი იქნება. საქართველოს დათრევაზე მიდის ლაპარაკი და მთავარი მექანიზმია გვარამია, ჯაფარიძე

მოძველდა ეგ ფორმულა, იცით რა, ისინი მიდიან ელაპარაკებიან, თქვენ არ ველაპარაკებით. ვინც დასჭირდებათ ის იქნება მათი მოკავშირე. სულ არ ჩაუშვებენ იმ გვარამიას იქ. გვარამია კი არ მართავს სიტუაციას, გვარამია მარიონეტი ამ შემთხვევაში. გვარამიაა ყურმოჭრილი, ცალ ფეხზე მდგომი. უკაცრავად გვარამიები, პირადად გვარამიაზე არ ვლაპარაკობ, პიროვნებაზე. ეს არის მათთვის სათამაშო მექანიზმი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“, რითაც გვარამია-ჯაფარიძის ევროპარლამენტში შეხვედრებს გამოეხმაურა.

ტულსი გაბარდი

12 თებერვალი 2025, 23:37

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე ტულსი გაბარდის კანდიდატურა დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე ტულსი გაბარდის კანდიდატურა დაამტკიცა.

12 თებერვალი 2025, 23:31

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი რადიკალებზე: უნდა აღვნიშნო გულდაწყვეტით, სამწუხაროდ, მიაღწიეს მზაკვრული ამოცანის დიდი ნაწილის რეალიზაციას. ამხელა რესურსი დაიხარჯა იმაში, რომ არასდროს საქართველოში საზოგადოება არ შერიგდეს

ამხელა რესურსი, ამდენი თანხა დაიხარჯა იმაში, რომ ჩვენ საზოგადოებაში შეიქმნა გარკვეული ფენა, რაშიც გამოიყენეს ახალგაზრდების გამოუცდელობა, ნაკლები ინფორმაცია, ეს პროპაგანდისტული უშველებელი და მძლავრი მანქანა მთელი სცენარებით და სახელმძღვანელოებით, რომლებმაც ჩამოაყალიბა გარკვეული წინაპირობა იმისათვის, რომ არასდროს საქართველოში საზოგადოება არ შერიგდეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.

გიორგი ვოლსკი

12 თებერვალი 2025, 23:29

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: აშშ-ს პოზიციების გასაძლიერებლად არა დესტრუქციული, არა რევოლუციაზე ორიენტირებული USAID თუ ორგანიზაციებია საჭირო, არამედ ის ორგანიზაციები ვინც ნამდვილად აჩვენებს აშშ-ს ძლევამოსილებას, რომ შეუძლია გვერდში დაგიდგეს

საერთოდ ჩაიკეტა რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი, ფინანსურადაც მხარდაჭერილი და პოლიტიკურადაც ანგაჟირებული მედია განსხვავებული აზრისადმი. უნდა მოახერხო და არ უნდა შეიმჩნიო და უნდა წაჰყვე მაინც იმ ნარატივს, რომელსაც უკვე წარსულში დარჩენილი პოლიტიკური ჯგუფები ქადაგებენ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპომედიაზე საუბრისას, რომლებიც მისი შეფასებით ცდილობენ USAID-ის სკანდალთან დაკავშირებით, აშშ-ის ახალი ადმიანისტრაციის პოზიციის იგნორირებას.

გიორგი ვოლსკი

12 თებერვალი 2025, 23:26

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ფაქტია, რომ მოღალატეობრივ გზას დაადგა სალომე ზურაბიშვილიც და სხვებიც, ვინც მან თავის ე.წ. ავადხსენებულ ქოლგის ქვეშ გააერთიანა

ჩვენთვის თქვენთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც საკუთარი ქვეყნისთვის იღვწის, მთავარი ფორმულა უნდა იყოს საქართველო უპირველეს ყოვლისა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „იმედი LIVE“-ში. მან ისაუბრა საქართველოში და მსოფლიოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე.

ვიქტორ ორბანი

12 თებერვალი 2025, 23:25

მსოფლიო

ორბანი: პრობლემა ისაა, რომ ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების ლიდერები მშიშარა კურდღლებივით სხედან და ელიან თავიანთ ბედს - მშიშარა კურდღლებს მომავალი არ აქვთ

პრობლემა ისაა, რომ ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების ლიდერები მშიშარა კურდღლებივით სხედან და ელიან თავიანთ ბედს - მშიშარა კურდღლებს მომავალი არ აქვთ, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

12 თებერვალი 2025, 22:43

მსოფლიო

ზელენსკი: შინაარსიანი სატელეფონო საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან - არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე მეტად

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელსი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

დონალდ ტრამპი

12 თებერვალი 2025, 22:23

მსოფლიო

ტრამპი: ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, დროა შეწყდეს ეს აბსურდული ომი - ღმერთმა დალოცოს რუსი და უკრაინელი ხალხი!

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

12 თებერვალი 2025, 22:07

რეგიონი

ბესიკ ამირანაშვილი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი ლაზარაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძესთან ერთად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025”-ის ფარგლებში, სოფელ წყრუთის მოსახლეობას შეხვდა.

დონალდ ტრამპი

12 თებერვალი 2025, 21:55

მსოფლიო

ტრამპი: სატელეფონო საუბარში პრეზიდენტმა პუტინმა ჩემი საარჩევნო კამპანიის ძალიან ძლიერი დევიზიც კი გამოიყენა - „საღი აზრი“, ორივეს ძალიან გვჯერა ამის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ დეტალები გაასაჯაროვა.

12 თებერვალი 2025, 21:34

რეგიონი

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე, ტექნოლოგიური ჰაბის მოსაწყობად სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე, ტექნოლოგიური ჰაბის მოსაწყობად სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

დონალდ ტრამპი

12 თებერვალი 2025, 21:25

მსოფლიო

ტრამპი: ახლახან მქონდა უაღრესად პროდუქტიული სატელეფონო საუბარი პუტინთან - შევთანხმდით, რომ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, მათ შორის, მოვინახულებთ ერთმანეთის ქვეყნებს

მე ახლახან მქონდა ხანგრძლივი და უაღრესად პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინთან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

12 თებერვალი 2025, 21:12

რეგიონი

რუსთავში მიმდინარე წელს 80 მილიონ ლარამდე ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. „ქრონიკის" სიუჟეტი

რუსთავში, მიმდინარე წელს 80 მილიონ ლარამდე ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.

პიტ ჰეგსეტი

12 თებერვალი 2025, 21:12

მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: მაშინ, როდესაც უკრაინაში მიმდინარე ომი მესამე წლისთავს უახლოვდება, ჩვენი გზავნილი მკაფიოა - სისხლისღვრა უნდა შეწყდეს და ეს ომი უნდა დასრულდეს

მაშინ, როდესაც უკრაინაში მიმდინარე ომი მესამე წლისთავს უახლოვდება, ჩვენი გზავნილი მკაფიოა - სისხლისღვრა უნდა შეწყდეს და ეს ომი უნდა დასრულდეს, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

12 თებერვალი 2025, 21:09

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი: არცერთი პაციენტი არ რჩება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გარეშე, შესაბამისად თამარ ბელქანიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

არსებული ბრიგადების რაოდენობა სრულად უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ოპერატიულ მიწოდებას, არცერთი პაციენტი არ რჩება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გარეშე, შესაბამისად თამარ ბელქანიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას იწვევს და სიმართლეს არ შეესაბამება, - განუცხადეს „ქრონიკას“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.

12 თებერვალი 2025, 20:56

პოლიტიკა

უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით საქართველო მსოფლიოში მეოთხეა - საერთაშორისო რეიტინგს „ვორლდ ოფ სტატისტიკს” აქვეყნებს

მონაცემების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ხორვატიას, სლოვენიასა და ისლანდიას ჩამორჩება. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო სტაბილურად ვითარდება, სამართალდამცავი სტრუქტურები კი მოქალაქეებისა და ვიზიტორების უსაფრთხოებას მაღალი სტანდარტებით უზრუნველყოფენ.

ანრი ოხანაშვილი

12 თებერვალი 2025, 20:44

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობას, ხალხებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. სფეროებად გათვალისწინებულია ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ტექნოლოგიები

ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობას, ხალხებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა დუბაიში, სადაც ანდორის ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

12 თებერვალი 2025, 20:43

მსოფლიო

რამდენიმე ქვეყანა ილონ მასკს, მათ ქვეყნებში USAID-ის საქმიანობის და ორგანიზაციის მიერ გაცემული სუბსიდიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თხოვნით შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტირობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ილონ მასკს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა და ბერძენმა ევროპარლამენტარმა მიმართეს.