ComCom-მა „მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში“ გამარჯვებულ ქუთაისის 45-ე სკოლას მედიალაბორატორია მოუწყო

ფოტო: ComCom
ComCom-მა მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გამოცხადებული მედიაწიგნიერების ოლიმპიადის ფარგლებში, უფროსკლასელების კატეგორიაში გამარჯვებულად ქალაქ ქუთაისის N45 საჯარო სკოლა გამოავლინა და თანამედროვე მედიალაბორატორიით, კერძოდ: ინტერაქციული დაფით, ლეპტოპით, მობილურის შტატივით, მიკროფონით და ლედ განათებით დააჯილდოვა. ინფორმაციას ComCom-ი ავრცელებს.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, სკოლაში მოეწყო საერთო სივრცე, სადაც ყველა მოსწავლე ტექნიკის გამოყენებას და მაღალხარისხიანი მედიაპროდუქტის შექმნას შეძლებს. მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტოდ ბევრი, 500-ზე მეტი სკოლა მონაწილეობდა. თითოეულ მონაწილეს კი ComCom-მა სერტიფიკატი გადასცა.
„აღსანიშნავია, რომ სსიპ ქ. ქუთაისის #45 საჯარო სკოლაში სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეები სწავლობენ. სკოლას გამარჯვება ,,მედიაწიგნიერების კლუბის“ წევრების მიერ ოლიმპიადისთვის შექმნილმა ვიდეორგოლმა მოუტანა, სადაც მოსწავლეები მსჯელობენ თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს შშმ პირი თანამედროვე სამყაროს ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევას, როგორიც დეზინფორმაციაა. მედიაწიგნიერების კლუბი სკოლაში უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები მედიაწიგნიერებისა და ციფრული წიგნიერების შესახებ ცნობიერებას იმაღლებენ.
კონკურსში სკოლის სახელით I-დან V და VI-დან XII კლასის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები ჩაერთნენ, რომელთაც ერთი მასწავლებელი ხელმძღვანელობდა. გუნდებს ბლოგის, ესსეს, სტატიის, ვიდეოს, პოდკასტის, ციფრული პოსტერის ან კომიქსის სახით უნდა შეემუშავებინათ კრეატიული და ინფორმაციული პასუხი კითხვაზე „როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას?“. ორი გამარჯვებული და ათი საუკეთესო ნამუშევარი ComCom-ის მედიაწიგნიერების პლატფორმაზეა განთავსებული.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის ფარგლებში, დაწყებითი საფეხურის კატეგორიაში გამარჯვება თბილისის წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლამ მოიპოვა, რომელსაც ComCom-მა თანამედროვე მედიალაბორატორიისთვის საჭირო ტექნიკა და ინვენტარი გადასცა.
მედიაწიგნიერების ოლიმპიადა UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. კომუნიკაციების კომისიისთვის კი, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, აღნიშნულ პროცესში მეტი დაინტერესებული მხარისა და მოქალაქის ჩართვა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ყველა სიახლე

15 თებერვალი 2025, 01:23
მსოფლიო
თეთრმა სახლმა Associated Press-ის ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტსა და პრეზიდენტის თვითმფრინავ Air Force One-ზე წვდომა აუკრძალა - მიზეზად კი სააგენტოს მიერ „ამერიკის ყურის“ ტერმინის გამოყენებაზე უარის თქმა დასახელდა
თეთრმა სახლმა Associated Press-ის ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტსა და პრეზიდენტის თვითმფრინავ Air Force One-ზე წვდომა აუკრძალა, ამის მიზეზად კი სააგენტოს მიერ „ამერიკის ყურის“ ტერმინის გამოყენებაზე უარის თქმა დასახელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

15 თებერვალი 2025, 01:01
მსოფლიო
Reuters: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერს შეხვდა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ლიდერს, ალის ვაიდელს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

15 თებერვალი 2025, 00:46
მსოფლიო
ზელენსკიმ განაცხადა, რომ კარგი შეხვედრა გამართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კარგი შეხვედრა გამართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში.

15 თებერვალი 2025, 00:28
კულტურა
Guns N Roses შეკვეთილში - 30 მაისის გრანდიოზული შოუსთვის სამზადისი დაწყებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
Guns N Roses შეკვეთილში - ლეგენდარული როკ-ჯგუფის კონცერტამდე სამ თვეზე ცოტა მეტი რჩება. 30 მაისის გრანდიოზული შოუსთვის სამზადისი დაწყებულია. პარალელურად, „სტარინგ ჯორჯიას” ფარგლებში ახალი კამპანია მიმდინარეობს.

15 თებერვალი 2025, 00:15
მსოფლიო
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს წლებში ევროპამ დიდი ნაბიჯი გადადგას საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით
ჩვენ მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს წლებში ევროპამ დიდი ნაბიჯი გადადგას საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

15 თებერვალი 2025, 00:04
საზოგადოება
დღეს მირქმაა
მირქმა, ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ.

15 თებერვალი 2025, 00:03
კულტურა
„ოსკარის“ 97-ე ცერემონია 2 მარტს გაიმართება - ცერემონიას ტრადიციულად, „იმედის“ მაყურებელიც ნახავს
„ოსკარის“ 97-ე ცერემონიას წელს პირველად, ცნობილი ამერიკელი წამყვანი და კომიკოსი კონან ო’ბრაიენი წაიყვანს. ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო ორჯერ გადადებული ცერემონია, წელს 2 მარტს გაიმართება. 1968 წლის შემდეგ პირველად, საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ორი მიუზიკლია ნომინირებული - „ალქაჯი“ და „ემილია პერესი“, რომელმაც ყველაზე მეტი, 13 ნომინაცია მიიღო.

14 თებერვალი 2025, 23:35
კულტურა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ანა კალანდაძის დაბადებიდან ასი წლისთავი აღინიშნა
საღამოზე ნაჩვენები იყო ანა კალანდაძისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ფრაგმენტები. პოეტის ლექსები წაიკითხეს მე-20 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

14 თებერვალი 2025, 23:26
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანი: ევროპას არ შეუძლია ჩათვალოს, რომ აშშ-ის სამხედრო ყოფნა კონტინენტზე სამუდამოდ გაგრძელდება
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ევროპას არ შეუძლია ჩათვალოს, რომ აშშ-ის სამხედრო ყოფნა კონტინენტზე სამუდამოდ გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

14 თებერვალი 2025, 23:05
მსოფლიო
ზელენსკი: გულწრფელები ვიყოთ, აშშ არასდროს ხედავდა უკრაინას ნატოში - ისინი მხოლოდ ამაზე საუბრობდნენ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ არასდროს ხედავდა უკრაინას ნატოს წევრად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

14 თებერვალი 2025, 22:57
სამართალი
პენიტენციური სამსახური: გავრცელებული დეზინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებული კლინიკაში ნაცემ მდგომარეობაში მიიყვანეს, არის პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მორიგ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, რომელიც მსჯავრდებულ დ.გ.-ს გარდაცვალებას უკავშირდება.

14 თებერვალი 2025, 22:45
საზოგადოება
„10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“ - რას წერენ საქართველოს დედაქალაქის შესახებ ავიაკომპანია „იზიჯეტის“ საბორტო ჟურნალში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
,,10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“, - ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „იზიჯეტი“ საბორტო ჟურნალ „თრეველერში” საქართველოს დედაქალაქის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

14 თებერვალი 2025, 22:36
მსოფლიო
კაია კალასი მიუნხენის კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაზე: ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ვაშინგტონი ევროპასთან წაჩხუბებას ცდილობს
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის სიტყვით გამოსვლას უპასუხა და აღნიშნა, რომ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ვაშინგტონი ევროპასთან წაჩხუბებას ცდილობს.

14 თებერვალი 2025, 22:11
სპორტი
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო საბჭოს წევრი „ბაკურიანი 2025“-ზე: საქართველო არის ადგილი, სადაც მსგავსი დონის ტურნირების ჩატარება და ამ ქვეყნისთვის ნდობის გამოცხადება ნებისმიერ დროს შეიძლება
„პირადად ჩემთვის სიურპრიზი იყო ასეთი მაღალი დონის ორგანიზება. თითოეულ, მცირე ასპექტშიც კი იგრძნობა, რომ სამუშაოები ჩატარებულია ქვეყნის მთავრობისა და საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელობის მჭიდრო კოორდინაციის ფონზე“, - აღნიშნა ფლორინ მიშკამ.

14 თებერვალი 2025, 22:09
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენ გვინდა მდგრადი მშვიდობა, რომელიც არ მიგვიყვანს კონფლიქტამდე რამდენიმე წელიწადში
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ცდილობს მიაღწიოს ომის გრძელვადიან დარეგულირებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

14 თებერვალი 2025, 21:56
პოლიტიკა
კარმა... კარმა... - შალვა პაპუაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაზე
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება. „კარმა... კარმა..“ - წერს შალვა პაპუაშვილი.

14 თებერვალი 2025, 21:42
საზოგადოება
საყოველთაო ნათლობის 71-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება
იწყება 71-ე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა, - ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. მათივე ცნობით, ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ა.წ. 24 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.

14 თებერვალი 2025, 21:05
მსოფლიო
ალექსეი გონჩარენკო: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა ევროპა და სიტყვაც არ უთქვამს რუსეთსა და მის ომზე უკრაინის წინააღმდეგ
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მკაცრად გააკრიტიკა ევროპა და სიტყვაც არ უთქვამს რუსეთსა და მის ომზე უკრაინის წინააღმდეგ, - განაცხადა უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ.

14 თებერვალი 2025, 20:58
პოლიტიკა
„ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენელთა გამოკითხვა დასრულებულია - პროცესი შემდეგ ეტაპზე გადადის და არც ის გამოირიცხა, რომ საქმე დამძიმდეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საბოტაჟი და მტრულ საქმიანობაში დახმარება - სკანდალური საქმის ძიება გრძელდება, „ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენელთა გამოკითხვა დასრულებულია, პროცესი შემდეგ ეტაპზე გადადის და არც ის გამოირიცხა, რომ საქმე დამძიმდეს.

14 თებერვალი 2025, 20:55
მსოფლიო
ზელენსკი: მე მხოლოდ პუტინს შევხვდები
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ გეგმავს შეხვედრებს რუს ოფიციალურ პირებთან, გარდა ვლადიმირ პუტინისა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.