21 მარტი 2025, 11:22 / სანდო წყარო

ფოთის მუნიციპალიტეტი, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის კონკურსზე საუკეთესო პრაქტიკისთვის ორ ნომინაციაში დაჯილდოვდა

ფოთის მუნიციპალიტეტი, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის კონკურსზე საუკეთესო პრაქტიკისთვის ორ ნომინაციაში დაჯილდოვდა. საუკეთესო მუნიციპალურ პროგრამად, „სოციალური ინოვაციები მომავლისთვის” და ,,მრავალფუნქციური სოციალური სივრცე’’ დასახელდა.

ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ მუნიციპალიტეტის ის თანამშრომლები, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა საკონკურსო განაცხადის შედგენაში. ფოთის მერიიდან პრიზი მდგრადი განვითარების და ინოვაციების სამსახურის უფროსს, თეონა გეთიას გადაეცა.

კერძო - საჯარო დიალოგი და პარტნიორობა ადგილობრივ დონეზე ნომინაციაში გამარჯვებული პროექტი „სოციალური ინოვაციები მომავლისთვის” განხორციელდა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, BP-ისა და APM ტერმინალს ფოთის (სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“) მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავდა ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეებში სოციალური ინოვაციებისა და დიზაინის აზროვნების განვითარების ხელშეწყობას, მათი აქტიური ჩართულობის წახალისებას ადგილობრივი სოციალური პრობლემების მოგვარების გზების ძიებაში. პროგრამამ მოიცვა 100-ზე მეტი მოსწავლე, ხოლო კონკურსის შედეგად ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლა განახლებადი ენერგიის წყაროებით („მზის პანელებით“) აღიჭურვა.

„ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის, ანტიდისკრიმინაციისა და ინკლუზიის ხელშეწყობა“ ნომინაციაში გამარჯვებული პროექტი „მრავალფუნქციური სოციალურ სივრცე“, რომლის ფარგლებში ფოთის ცენტრალურ პარკში ადაპტირებული სივრცე მოეწყო, კერძოდ სივრცეში განთავსდა ლედ მონიტორი, დეკორაციული კონსტრუქციები, SDG ინსტალაცია, დამონტაჟდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული ატრაქციონები და ჭადრაკის მაგიდები, სივრცისთვის საჭირო სხვა ინვენტარი.

პროექტი განხორციელდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) პროექტ ,,ინოვაციური გარდასახვა“-ს გრანტის ფარგლებში.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ რიგით მერვე კონფერენციაზე, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსის 11 ნომინაციაში გამარჯვებული 13 მუნიციპალიტეტი დააჯილდოვა.

ყველა სიახლე

26 აპრილი 2025, 11:56

საზოგადოება

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო.

ალექსანდრე დარახველიძე

26 აპრილი 2025, 11:51

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: ბოლო პერიოდში მიგრაციული ნაკადები ძალიან გაზრდილია, ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ დაიცვას საკუთარი ინტერესები და მაქსიმალურად გაფილტროს საზღვარზე ადამიანები

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილებასთან დაკავშირებთ დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილებას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. მისი თქმით კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვები დაწესდა.

26 აპრილი 2025, 11:47

მსოფლიო

საქართველოს პრეზიდენტი წმინდა პეტრეს მოედანზეა

ვატიკანში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული.

26 აპრილი 2025, 11:28

პოლიტიკა

პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია. „იმედი LIVE“-ის სპეციალური ეთერი ვატიკანიდან. LIVE

რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.

26 აპრილი 2025, 11:17

მსოფლიო

რომში პაპ ფრანსცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად მოწრმუნეების და დელეგაციების შეკრება დილიდან დაიწყო. „ქრონიკა“ რომიდან

რომის პაპის ანდერძის მიხედვით, საფლავი უნდა იყოს უბრალო, დაკრძალვის ცერემონიამ კი პომპეზურობის გარეშე უნდა ჩაიაროს.

26 აპრილი 2025, 11:05

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილმა აშშ-ის Exim Bank - ის მოქმედ პირველ ვიცე-პრეზიდენტ ჯიმ ბაროუზთან შეხვედრა გამართა

ამერიკის შეერთებული შტატების Exim Bank - ში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვისაუბრეთ. ვფიქრობ, ამერიკას და საქართველოს ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის მართლაც ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აშშ - ის Exim Bank - ში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერის ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

26 აპრილი 2025, 10:48

მსოფლიო

ვირჯინია ჯუფრემ, რომელიც ჯეფრი ეპშტეინსა და ბრიტანეთის პრინც ენდრიუს ძალადობაში სდებდა ბრალს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ადამიანის უფლებების დამცველი 41 წლის ვირჯინია ჯუფრე გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს.

26 აპრილი 2025, 10:11

მსოფლიო

გამანადგურებლები და ზარბაზნები - ვატიკანში რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად უპრეცედენტო ოპერაცია მიმდინარეობს

შაბათს წმინდა პეტრეს მოედანზე 200 000-ზე მეტ ადამიანს და 130-მდე დელეგაციას ელოდებიან.

26 აპრილი 2025, 10:02

სპორტი

შალვა გოგოლაძე მონტენეგროს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში მონტენეგროს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან დრაგოსლავ შჩეკიჩთან შეხვედრა გამართა. კოლეგებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ლევან დავითაშვილი

26 აპრილი 2025, 09:45

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი: თეთრ სახლში გამართული შეხვედრა გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალ ადმინისტრაციასთან იმ პრიორიტეტებზე საუბარი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გააჩნია

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა შეხვედრა თეთრ სახლში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში გამართა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ ასისტენტსა და უფროს დირექტორს ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში ენდრიუ პიკს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

26 აპრილი 2025, 09:42

მსოფლიო

დრონებით შეტევა დნეპროპეტროვშინაზე - არის მსხვერპლი

დრონებით შეტევა დნეპროპეტროვშინაზე - არის მსხვერპლი.

26 აპრილი 2025, 09:28

მსოფლიო

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპის საკითხებში ახალი ხელმძღვანელი დანიშნა

ბრენდან ჰენაგანი სენატის ყოფილი თანამშრომელია.

მიხეილ ყაველაშვილი

26 აპრილი 2025, 08:08

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. პრეზიდენტის თვითმფრინავი „ჩამპინოს“ სამხედრო აეროპორტში გუშინ საღამოს დაეშვა, სადაც პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა. რომის პაპს ფრანცისკეს დღეს რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.

რომის პაპის ფრანცისკე

26 აპრილი 2025, 08:00

მსოფლიო

რომის პაპ ფრანცისკეს დღეს დაკრძალავენ

რომის პაპ ფრანცისკეს დღეს დაკრძალავენ. რომის პაპის მიერ დაწერილი ანდერძის თანახმად, მას რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ, და არა ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში. 150-ზე მეტი საერთაშორისო დელეგაციის ჩასვლა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აპრილი 2025, 02:42

მსოფლიო

ტრამპი: რუსეთი და უკრაინა ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან და ახლა ორივე მხარე ძალიან მაღალ დონეზე უნდა შეხვდეს ერთმანეთს

რუსეთი და უკრაინა ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან და ახლა ორივე მხარე ძალიან მაღალ დონეზე უნდა შეხვდეს ერთმანეთს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანი

26 აპრილი 2025, 01:23

მსოფლიო

ორბანმა განაცხადა, რომ ტრამპი მას ხშირად ურეკავს და ეკითხება, როდის დატოვებს უნგრეთი ევროკავშირს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც შიდა პოლიტიკის გარდა მიმდინარე საგარეო პოლიტიკური დილემებიც განიხილებოდა, ხოლო ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირი იყო, განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მას ხშირად ურეკავს და ეკითხება, როდის დატოვებს უნგრეთი ევროკავშირს. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

26 აპრილი 2025, 00:59

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინას შეერთებული შტატებისგან ისრაელის მსგავსი უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები სჭირდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას შეერთებული შტატებისგან ისრაელის მსგავსი უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები სჭირდება.

25 აპრილი 2025, 23:26

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი: რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტები, გია ეძგვერაძე, შალვა მუქერია და ოპოზიციის კონტროლირებადი Facebook ჯგუფები ავრცელებენ ყალბ ციტატას - ირაკლი კობახიძეს მსგავსი ფრაზა არასოდეს უთქვამს

რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტები, გია ეძგვერაძე, შალვა მუქერია და ოპოზიციის კონტროლირებადი Facebook ჯგუფები ავრცელებენ ყალბ ციტატას, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფოტოზე დატანილი ფრაზა თქვა. სიცრუეს მეტი დამაჯერებლობისთვის ოპოზიციის პროპაგანდის ინსტრუმენტის, „ტაბულას“ ლოგო ადევს, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის ფეისბუქგვერდის, „სინამდვილეში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

25 აპრილი 2025, 22:58

სამართალი

სამეგრელოს პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ნ.ქ. და ა.ქ. დააკავა

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს. არასრულწლოვანს ძალადობის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.

დონალდ ტრამპი

25 აპრილი 2025, 22:45

მსოფლიო

ტრამპი: რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს - წარმატება, როგორც ჩანს, წინ არის

რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს - წარმატება, როგორც ჩანს, წინ არის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.