რევაზ სოხაძე: მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის რეგიონები განვითარდეს თანაბრად

ფოტო: ინფრასტრუქტურის სამინისტრო
მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის განვითარება მოხდეს თანაბრად. ამ თვალსაზრისით რეგიონების განვითარება არის უმნიშვნელოვანესი და ქვეყნისთვის სტრატეგიულად აუცილებელი. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაც ზუსტად აქეთაა მიმართული, რომ მუნიციპალიტეტებში შეიქმნას ყველა ის საჭირო ინფრასტრუქტურა, რაც აუცილებელია მოსახლეობის უკეთესი ცხოვრებისთვის, ამა თუ იმ რეგიონის სწორად განვითარებისთვის და ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას, - აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სამტრედიაში მშენებარე საბავშვო ბაღის მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.
იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მოადგილეებთან, საქვეუწყებო სამსახურებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა გზების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მიმდინარე პროექტები და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსაც გაეცნო.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამტრედიაში, ვანსა და ბაღდათში მიმდინარე წყალმომარაგება-წყალარინების სამუშაოებიც დაათვალიერა. სამტრედიაში სრულად რეაბილიტირდება სათავე ნაგებობა და დაგეგმილია გამწმენდი ნაგებობის, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის მშენებლობა.
ქალაქ ვანში წყლისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა შენდება, პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქის 4 000-მდე ბენეფიციარი წლის ბოლოდან 24 – საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
წყალმომარაგებისა და წყალარინების სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია, ასევე ბაღდათში, პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გათვალისწინებულია: ბაღდათისა და საირმის სათავე ნაგებობებისა და არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია. სამუშაოების შედეგად, ბაღდათის მოსახლეობა, 2025 წლის ბოლოდან 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. დამატებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ბაღდათში და ვანში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობასაც გეგმავს.
ბაღდათში 250 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლისა და სამტრედიაში 450 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ორივე შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდება და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სულ, იმერეთის რეგიონში, უკვე დასრულებულია 12 და მიმდინარეობს 13 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროექტების ჯამური ღირებულება 60 მილიონ ლარს აღემატება.
მინისტრმა, აგრეთვე, მოინახულა ბაღდათი-ვანი-დაფნარისა და ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმნის გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთები. ამჟამად მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, საყრდენი კედლებისა და წყალგამტარი მილების მოწყობა.
„დღეს, ასევე, გვქონდა სამომავლო პროექტებთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან და იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ბევრ საინტერესო ახალ პროექტს დავიწყებთ, მათ შორის, იმერეთის რეგიონში”, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მინისტრი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა, ქუთაისში საფეხბურთო სპორტული სკოლის - „მართვე“ სტადიონის მდგომარეობას და ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს გაეცნო და ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების პოტენციალზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას ისაუბრა.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
ყველა სიახლე

13 ივლისი 2025, 18:15
სპორტი
MLS-ის მორიგ ტურში ლიონელ მესიმ გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა და რეკორდიც დაამყარა
MLS-ის მორიგ ტურში ლიონელ მესიმ გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა და რეკორდიც დაამყარა. „ინტერ მაიამიმ“ კი, სადაც არგენტინელი ვარსკვლავი თამაშობს, „ნეშვილი“ 2-1 დაამარცხა.

13 ივლისი 2025, 18:06
სპორტი
„სარაევოს“ თავდამსხმელის, გიორგი გულიაშვილის მიმართ ინტერესი MLS-ის კლუბმა გამოიჩინა
„სარაევოს“ გიორგი გულიაშვილის ტრანსფერში 3.7 მილიონ დოლარს სთავაზობენ და შესაძლოა, კლუბი ტრანსფერს დათანხმდეს, - ინფორმაციას ბოსნიური გამოცემა Faktor-ი ავრცელებს.

13 ივლისი 2025, 17:55
მსოფლიო
გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელმა ღაზის სექტორში 150 ობიექტზე მიიტანა იერიში
გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელმა ღაზის სექტორში 150 ობიექტზე მიიტანა იერიში. გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი სამიზნე ბეით-ჰანუნი გახდა.

13 ივლისი 2025, 17:53
მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე ოთხჯერადად უნდა იყოს წარდგენილი
ისრაელის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე ოთხჯერადად უნდა იყოს წარდგენილი.

13 ივლისი 2025, 17:50
მსოფლიო
დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების ომის გაფართოების ფონზე ევროპული აქციები კლებას განაგრძობს
დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების ომის გაფართოების ფონზე ევროპული აქციები კლებას განაგრძობს.

13 ივლისი 2025, 17:42
მსოფლიო
შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა
შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა, რომლებიც დონალდ ტრამპის მიმართ წარმოებულ გამოძიებებში მონაწილეობდნენ.

13 ივლისი 2025, 17:42
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა სახელმწიფო დაწესებულებებში ცვლილებები დააანონსა
უკრაინის პრეზიდენტმა სახელმწიფო დაწესებულებებში ცვლილებები დააანონსა. გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. ცნობა კი ტელეგრამ გვერდზე გაავრცელა და იქვე აღნიშნა, რომ თავდაცვის სფეროს მართვაში ახალი ნაბიჯების გადადგმა და ამერიკასთან ურთიერთობაში „უფრო პოზიტიური დინამიკა“ არის საჭირო.

13 ივლისი 2025, 17:36
მსოფლიო
რუსმა ოკუპანტებმა დრონებით დნეპროპეტროვსკის ოლქს შეუტიეს
რუსმა ოკუპანტებმა დრონებით დნეპროპეტროვსკის ოლქს შეუტიეს.

13 ივლისი 2025, 17:26
სპორტი
ბათუმში კარატეს მასშტაბური საერთაშორისო ტურნირი „ოფენ ბათუმი“ დასრულდა
ბათუმში კარატეს მასშტაბური საერთაშორისო ტურნირი „ოფენ ბათუმი“ დასრულდა.

13 ივლისი 2025, 17:25
სპორტი
ბათუმი 28 ივლისის ჩათვლით ჭადრაკში ქალთა მსოფლიო თასს მასპინძლობს
ბათუმი, 28 ივლისის ჩათვლით, ქალთა მსოფლიო თასს მასპინძლობს. ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდი ნახევარ მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს, 46 ქვეყნის 107 მოჭადრაკე მონაწილეობს. ტურნირზე საქართველოს 7 წარმომადგენლიდან 4 მერვედფინალში გავიდა.

13 ივლისი 2025, 17:15
საზოგადოება
სამების საკათედრო ტაძარში რიგით 72-ე საყოველთაო ნათლობა იმართება
სამების საკათედრო ტაძარში რიგით 72-ე საყოველთაო ნათლობა იმართება. პატრიარქის ნათლული კიდევ ათასამდე ბავშვი გახდება. საყოველთაო ნათლობის იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის. ილია მეორეს ნათლული ჯამში 49 ათასზე მეტი ბავშვია.

13 ივლისი 2025, 16:26
სპორტი
სპორტის მინისტრი ძალოსნობის საერთაშორისო და ევროპის ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდა
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ მუჰამედ ჯალუდთან და ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ ასტრიტ ჰასანისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა 2026 წელს ბათუმში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში ძალოსნობის განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო ერთობლივ პროექტებს.

13 ივლისი 2025, 16:10
ტაბლოიდი
დუბაიში გახსნიან რესტორანს, რომლის შეფ მზარეულიც ხელოვნური ინტელექტი იქნება
რესტორნის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ Aiman-მა სწავლა სამეცნიერო კვლევებისა, პროდუქტების მოლეკულური შემადგენლობისა და მთელი მსოფლიოს სამზარეულოს რეცეპტების დახმარებით გაიარა. იქიდან გამომდინარე, რომ საკუთარ კერძებს ვერ დააგემოვნებს, ის რეცეპტებს პროდუქტების ტექსტურიდან და მჟავიანობიდან გამომდინარე ადგენს.

13 ივლისი 2025, 15:51
საზოგადოება
მეუფე შიო: დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე
დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ დღეს ქადაგებისას.

13 ივლისი 2025, 14:46
მსოფლიო
ბერგამოს აეროპორტში თვითმფრინავის ტურბინამ კაცი ჩაითრია
არსებული ინფორმაციით, კაცი არც მგზავრი იყო და არც აეროპორტის თანამშრომელი და აეროპორტში სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულების მიზნით მივიდა. ის თვითმფრინავს მიუახლოვდა, როდესაც მას მოძრაობა უკვე დაწყებული ჰქონდა და ტურბინაში შეხტომა რამდენჯერმე სცადა.

13 ივლისი 2025, 14:39
სპორტი
ავტორიტეტული გამოცემა ESPN-ის ცნობით, მერაბ დვალიშვილი UFC-ის 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელდა
ავტორიტეტული გამოცემა ESPN-ის ცნობით, მერაბ დვალიშვილი UFC-ის 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელდა

13 ივლისი 2025, 14:36
მსოფლიო
კატალონიაში წყალდიდობას უმკლავდებიან
კატალონია ისევ წყალდიდობას უმკლავდება. ადიდებულმა წყალმა საავტომობილო გზები, ხიდები და საცხოვრებელი სახლები დააზიანა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დახმარების მოთხოვნით ასობით ზარი შედის. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენებიც.

13 ივლისი 2025, 14:25
მსოფლიო
CBS: ტრამპი უკრაინისთვის ახალი დაფინანსების გამოყოფაზე ფიქრობს
დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, ახალი დაფინანსება შესაძლოა პასუხი იყოს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დრონებითა და რაკეტებით მასშტაბურ თავდასხმებზე. დამტკიცების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ახალი დახმარება მას შემდეგ, რაც ტრამპი იანვარში უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

13 ივლისი 2025, 14:19
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: მოსკოვმა გვითხრა, რომ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრა მხოლოდ კაპიტულაციის შემთხვევაშია შესაძლებელი
„ჰუმანიტარული საკითხხების გარდა, სტამბოლში არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. რუსები იქ ჩავიდნენ ულტიმატუმის კარნახის მანდატით. ულტიმატუმები რუსეთის დელეგაციამ შეხვედრის პირველ და მეორე რაუნდზეც წამოაყენა. მოსკოვმა გვითხრა, რომ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრა მხოლოდ კაპიტულაციის შემთხვევაშია შესაძლებელი“, - აღნიშნა კისლიცამ.

13 ივლისი 2025, 14:08
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
რუსეთი უკრაინის ტერიტორიებზე იერიშებს განაგრძობს. ქვეყნის საჰაერო ძალების ცნობით, საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონს 40 დრონით შეუტიეს, მათგან 20 საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოიგერია.