imedi /  04 ივლისი 2025, 17:58 / სანდო წყარო

ნინო ლაცაბიძე: GWP-თან მკაცრად დავაყენეთ საკითხი, რომ რუსთავში არსებული გამოწვევების დასაძლევად, კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელება და სწრაფი ტემპია საჭირო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, რუსთავის წყალმომარაგების და წყალარინების საკითხებზე იმსჯელა.

სემეკში გამართულ შეხვედრას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა რეხვიაშვილი, სემეკისა და კომპანია GWP-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რუსთავის მერიის მიმართვის საფუძველზე დაგეგმილ შეხვედრაზე, სემეკმა კომპანია GWP-ის 2025 წლის საინვესტიციო გეგმის მიმდინარეობის შესახებ მოისმინა დეტალური ინფორმაცია, რომელიც კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა გიგა ნადირაძემ წარადგინა.

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ GWP-ის ხელმძღვანელობას საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული პროექტების დროულად შესრულება მოსთხოვა.

,,2022-2024 წლის მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა იქნა სემეკის მიერ დამტკიცებული. GWP-იმ ამ გეგმის მიხედვით, მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა, თუმცა 2025 წელს ჩვენ ვხედავთ, რომ ექვსი თვის განმავლობაში, კომპანიას არ აქვს ის ტემპი, რომელიც უფრო მეტად იქნებოდა ორიენტირებული, როგორც სასმელი წყლის, ასევე წყალარინების სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც ბოლო პერიოდში, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა ჩვენი ქალაქისთვის. ამ თემაზე რეგიონული განვითარების სამინისტროშიც გვქონდა შეხვედრა, დღეს კი ჩვენი მიმართვის საფუძველზე, სემეკში განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა. ჩვენ GWP-თან მკაცრად დავაყენეთ საკითხი, რომ რუსთავში არსებული გამოწვევების დასაძლევად, კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელება და სწრაფი ტემპია საჭირო. დღეს 2025 წლის გეგმაც გავიარეთ, ასევე სექტემბერში დაიგეგმა შეხვედრა, სადაც GWP-ის 2026 წლის საინვესტიციო გეგმას განვიხილავთ ”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ კომპანია GWP-იმ საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული პროექტების ტემპი დააჩქაროს. ,,მარეგულირებელმა კომისიამ GWP-ს დაუმტკიცა საინვესტიციო გეგმა, როგორც დედაქალაქისთვის, ასევე რუსთავისთვის და მცხეთისთვის, სადაც უნდა განხორციელდეს სარეაბილიტაციო პროექტები. ჩვენ დღეს კომპანიისგან მოვისმინეთ ამ პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია. მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია ის, რომ GWP-იმ დააჩქაროს რეაბილიტაციის ტემპი, რათა მუნიციპალიტეტმა შეძლოს დამატებითი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულება”, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.

სემეკში გამართულ შეხვედრაზე, ბოლო პერიოდში, რუსთავის წყალმომარაგებაში არსებული შეფერხებების მიზეზებიც განიხილეს. ,,სემეკში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო, როგორც კომპანიის საინვესტიციო გეგმის შესრულების ტემპს და ვადებს, ასევე, ბოლო პერიოდში, ქალაქის წყალმომარაგების შეფერხებების მიზეზებს. ჩვენ GWP-გან მივიღეთ დაპირება, რომ ეს მიზეზები საფუძვლიანად აღმოიფხვრება და რუსთავი მუდმივად იქნება უზრუნველყოფილი 24-საათიანი წყალმომარაგებით”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა. წყალმომარაგების და წყალარინების ქსელზე, რუსთავში მიმდინარე პროექტები რამდენიმე დღის წინ, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზეც განიხილეს. 2022-2024 წლებში კომპანია GWP-იმ რუსთავში 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრეცელებს.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

15 ივლისი 2025, 01:20

მსოფლიო

ზელენსკიმ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი როსტომაშვილი

15 ივლისი 2025, 01:08

საზოგადოება

ირაკლი როსტომაშვილი: გასაკეთებელია არაპოპულარული რაღაცები, დღეს მერად მუშაობა არის სასჯელი, ხალხს თავი უნდა შეაძულო, მიშენებების, თვითნებური ნაგებობების გამო

„მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ირაკლი როსტომაშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა ავარიული შენობების ინვენტარიზაცია და გადასადგმელია არაპოპულარული, მტკივნეული ნაბიჯები, რათა დედაქალაქში ავარიული კორპუსების პრობლემა შემცირდეს. ამის შესახებ ირაკლი როსტომაშვილმა „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

15 ივლისი 2025, 01:06

მსოფლიო

The Washington Post: გერმანია უკრაინას მიაწვდის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებსაც შეერთებული შტატებისგან შეიძენს

გერმანია უკრაინას მიაწვდის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებსაც შეერთებული შტატებისგან შეიძენს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი როსტომაშვილი

15 ივლისი 2025, 00:56

საზოგადოება

არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი: რომც მოხდეს დღეს ჩამონგრეული შენობის რეკონსტრუქცია, სახლები აუცილებლად უნდა დაიცალოს და ის, რომ მოსახლეობა არ თანხმდება შენობის დაცლას უდიდესი პრობლემაა

რომც მოხდეს დღეს ჩამონგრეული შენობის რეკონსტრუქცია და მერიამ ვთქვათ გამონახოს ამ შენობის რეკონსტრუქციის სახსრები ის აუცილებლად უნდა დაიცალოს, სხვანაირად არ შეიძლება. რაც კალაძემ ბრძანა, რომ მოსახლეობა არ თანხმდება, ეს უდიდესი პრობლემაა,- განაცხადა არქიტექტორმა, ირაკლი როსტომაშვილმა გადაცემაში „პირველი ხაზი“, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე საუბრისას.

ირაკლი როსტომაშვილი

15 ივლისი 2025, 00:45

საზოგადოება

ირაკლი როსტომაშვილი: მე რომ ვუყურებ ჟურნალისტებს, რატომ არ აშუქებთ იმას, რომ ეს კერძო საკუთრებაა? მესაკუთრეების თანხმობის გარეშე იქ სამუშაოებს, ვერც მერია და ვერც ინვესტორი ვერ აწარმოებს

„მენაშენეთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა, ირაკლი როსტომაშვილმა „ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა. რომ დედაქალაქში არსებული ავარიული კორპუსების პრობლემის გადაჭრას ხშირ შემთხვევაში თავად მოსახლეობა აფერხებს.

ირაკლი ბენდელიანი

14 ივლისი 2025, 23:58

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: ახლაც, ამ წუთის მდგომარეობით, სამი ოჯახი არის წინააღმდეგი გამოსვლაზე. კიდევ მოვუწოდებ მოსახლეობას, პასუხისმგებლობით მივუდგეთ ასეთ საკითხებს, რათა უბედური შემთხვევები ავიცილოთ თავიდან

ახლაც, ამ წუთის მდგომარეობით, სამი ოჯახი არის წინააღმდეგი გამოსვლაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.

14 ივლისი 2025, 23:57

საზოგადოება

„გლობალ მედის“ გენერალური დირექტორის ინფორმაციით, „სადგურის მოედანზე“ ნგრევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ ეტაპისთვის ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს

„პაციენტი ამჟამად ოპერაციულ მკურნალობას არ საჭიროებს, თუმცა ფიქსირდება ქალასარქვლის მოტეხილობა, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სავსებით დამაკმაყოფილებელია. ნევროლოგიური სტატუსი დამაკმაყოფილებელია. ნეიროქირურგის რეკომენდაციით კომპიუტერული ტომოგრაფია განმეორდება კვლავ რამდენიმე საათის შემდეგ და დაკვირვების შედეგად გადაწყდება ოპერაციული მკურნალობის საკითხი“, - აღნიშნა სოფიო ბაბუციძემ.

მეთ უიტაკერი

14 ივლისი 2025, 23:36

მსოფლიო

ნატოში აშშ-ის ელჩი: უკრაინის დასაცავად გადასახადის გადამხდელთა შეუზღუდავი დოლარების გაგზავნის დღეები დასრულდა - იარაღის საფასურს ევროპა და კანადა გადაიხდიან, აშშ კი მათ დაამზადებს

ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთ უიტაკერმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინის დასაცავად გადასახადის გადამხდელთა შეუზღუდავი დოლარების გაგზავნის დღეები დასრულდა.

ირაკლი ბენდელიანი

14 ივლისი 2025, 23:35

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ეს მძიმე ფაქტი გავიაზროთ ყველამ კარგად და რასაც მერია და მუნიციპალიტეტი სთავაზობს მოსახლეობას, მაქსიმალურად დავთანხმდეთ

აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს თითოეულ ოჯახთან, დავიწყეთ უკვე მოსახლეობის გაყვანა სასტუმროებში, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.

14 ივლისი 2025, 23:25

სამართალი

შსს-მ თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.

14 ივლისი 2025, 23:12

საზოგადოება

ნიკო კახეთელიძე: ახლაც, როდესაც მოსახლეობის გაყვანის ღონისძიება მიმდინარეობს, აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც გასვლა არ უნდათ

საკრებულოს წევრმა, ნიკო კახეთელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა, მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული, რომელიც არ გულისხმობს შენობის შემოღობვას.

14 ივლისი 2025, 23:12

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეები დააფინანსებენ უკრაინისთვის Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემებისა და სხვა იარაღის შეძენას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეები დააფინანსებენ უკრაინისთვის Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემებისა და სხვა იარაღის შეძენას.

14 ივლისი 2025, 23:10

საზოგადოება

ვაჟა სირაძის განცხადებით, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნანგრევებში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს

„ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები, დამატებით ნაპოვნია ერთი გარდაცვლილი. როგორც თავიდანვე მოგახსენეთ, ერთი გარდაცვლილი იყო, ახლა დაემატა კიდევ ერთი გარდაცვლილი. ვაგრძელებთ სამუშაოებს. შესაბამისად, დამატებით მოგახსენებთ სხვა დეტალებზე“, - აღნიშნა მან.

14 ივლისი 2025, 23:09

საზოგადოება

ნიკო კახეთელიძე: მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი არ გულისხმობს იმას, რომ ეს შენობა შემოფარგლული ყოფილიყო

„შენობა არის მესამე კატეგორიის. მესამე კატეგორია არ გულისხმობს რომ შენობა უნდა შემოღობო, თუნდაც ის, რომ ადამიანები არ გადიან სახლიდან და იმას რას უღობავ?! ახლაც, როდესაც მოსახლეობის გაყვანის ღონისძიება მიმდინარეობს, ახლაც აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც აქედან გასვლა არ უნდათ“.

14 ივლისი 2025, 22:26

საზოგადოება

დიდუბის გამგეობას ჩამონგრეული კორპუსის მობინადრეები სასტუმროში გადაჰყავს

თბილისის მერია თევდორე მღვდლის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მობინადრეებს დროებით სასტუმროში განათავსებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

14 ივლისი 2025, 22:15

საზოგადოება

„სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. LIVE

„სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

14 ივლისი 2025, 22:14

საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებისა და საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლების მუშაობას ეცნობა

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებისა და საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლების მუშაობას ეცნობა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა. დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.

14 ივლისი 2025, 22:13

მსოფლიო

Axios: აშშ უკრაინისთვის ნატოს 10 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას მიჰყიდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპელი მოკავშირეებისთვის იარაღის მიწოდების მკვეთრი ზრდის შესახებ განაცხადა, რათა შემდგომში ეს შეიარაღება უკრაინას გადაეცეს.

14 ივლისი 2025, 22:10

საზოგადოება

„გლობალ მედის“ გენერალური დირექტორი: სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილია ქალბატონი, 49 წლის, პოლიტრავმის დიაგნოზით. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. არის კონტაქტური, ადეკვატური

სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილია ქალბატონი, 49 წლის, პოლიტრავმის დიაგნოზით, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, - განუცხადა „ქრონიკას“ „გლობალ მედის“ გენერალურმა დირექტორმა სოფიო ბაბუციძემ.

14 ივლისი 2025, 21:55

საზოგადოება

თბილისის მერის მოადგილე: თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შენობას მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული - მოსახლეობასთან მიმდინარეობდა აქტიური კომუნიკაცია

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, რომ დიდუბის რაიონში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის მობინადრეებთან კომუნიკაცია წელიწადზე მეტია მიმდინარეობდა, თუმცა მოსახლეობის სრული თანხმობის მიღწევა ვერ შედგა.