რეგიონი

19 იანვარი 2022, 13:27

ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

19 იანვარი 2022, 13:20

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

19 იანვარი 2022, 13:15

ნაქერალას უღელტეხილზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილების რეჟიმი მოიხსნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

19 იანვარი 2022, 13:12

გუდაურში ტურიზმის სექტორში დასაქმებული ხელმძღვანელი პირებისათვის ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გუდაურში ტურიზმის სექტორში დასაქმებული ხელმძღვანელი პირებისათვის, ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ტარიელ ხულელიძე, მთის კურორტების განვითარების სააგენტოს, გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსი ნიკო ჩქარეული და მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რეგიონის კოორდინატორი ბადრი კუკულაძე ესწრებოდნენ.

19 იანვარი 2022, 12:14

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზებზე განუწყვეტლივ იყრება ტექნიკური მარილი, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს.

19 იანვარი 2022, 11:46

ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ17-კმ33 (ბუქსიეთი-ჩხაკაურა) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

19 იანვარი 2022, 11:34

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

19 იანვარი 2022, 11:23

მაღალმთიან აჭარაში გზების გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ისევ თოვს. უკვე მეხუთე დღეა, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 70 სპეციალური ტექნიკა და ადამიანური რესურსი თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გასაწმენდად უწყვეტ რეჟიმშია ჩართული.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}