imedi /  05 ივნისი 2019, 17:22 / სანდო წყარო

არიან თუ არა სუსლიაკები ათივე ბავშვის მშობლები. ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

სუსლიაკი

იულია სუსლიაკი

ბავშვების შესაძლო ტრეფიკინგის საქმეზე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია. როგორც ირკვევა, ათი ბავშვიდან ათივე იური სუსლიაკის ბიოლოგიური შვილია, აქედან ოთხის ბიოლოგიური დედა დაკავებული იულია სუსლიაკია.

ამის თაობაზე უკრაინელი ბრალდებული ქალის ადვოკატმა თქვა. დღესვე საქართველოში ჩამოვიდნენ ბავშვების ბებიები, მათთან ერთად იმყოფება უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, სოციალური მუშაკები და იურისტები.

როგორც იური სუსლიაკმა განაცხადა, სუროგაცია მოხდა დონორის კვერცხუჯრედით.

"ჩვენ მივაწოდეთ ყველა დოკუმენტი და იულიას ჩვენებებშიც არის ყველაფერი. სუროგაცია მოხდა დონორის კვერცხუჯრედით, აქედან გამომდინარე ათივე ბავშვი არის ჩემი ბიოლოგიური შვილი. როდესაც იულია გადიოდა შემოწმებას, ექიმების დასკვნით იულიას კვერცხუჯრედით, ნაყოფის შენარჩუნების მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო, ამის გამო გვირჩიეს გამოგვეყენებინა დონორის კვერცხუჯრედი. უკრაინელი სოციალური მუშაკები გადმოიყვანენ ბავშვებს უკრაინის ტერიტორიაზე და ბავშვების მომავალი ბედი გადაწყდება უკრაინული კანონით", - თქვა იური სუსლიაკმა.

2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში უკრაინის მოქალაქე ბავშვებთან ერთად ჩამოვიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მათი მოგზაურობა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ზუგდიდში ბავშვები ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლნენ.

საავადმყოფოში ერთი შეუსაბამობა ყველასთვის თვალშისაცემი აღმოჩნდა. ქალი ირწმუნებოდა, რომ ათივე მისი შვილია, თუმცა ათიდან 4 ბავშვი 2017 წელსაა დაბადებული. ერთ-ერთი ბავშვი კი ამბობდა, რომ თანმხლები ქალი მისი დედა არ არის. 

შსს-მ ამ საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე 11 ბავშვით შევიდა, საქართველოში კი 10 მცირეწლოვნით ჩამოფრინდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მეთერთმეტე ბავშვს ინტერპოლით ეძებს. არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულ უკრაინელს 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ყველა სიახლე

04 ივლისი 2020, 17:14

საზოგადოება

სურსათის სააგენტო ცხოველების მეპატრონეებს მოუწოდებს, ისინი ყირიმ-კონგოს დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატით დაამუშაონ

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე პერიოდში, ცხოველები, ინსტრუქციის წესების გათვალისწინებით, ინსექტოაკაროციდული პრეპარატით დაამუშაონ, ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ.

ლიონელ მესი

04 ივლისი 2020, 17:06

სპორტი

ცნობილი სპორტული გამოცემა გამოდის ინიციატივით, რომ მესის მაისური NASA-ს მუზეუმში, მეტეორის გვერდით დაკიდონ

სამხრეთ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული გამოცემა OLE გამოდის ინიციტივით. რომ ლიონელ მესის მაისური NASA-მ Cape Canaveral-ის მუზეუმში, მეტეორის, აპოლო 11-ის, ან მსგავსი ექსპონატის გვერდით დაკიდოს.

04 ივლისი 2020, 16:54

სპორტი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივარი, „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელთან, ფოტოს გადაღების შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივარი, კრეიგ უილისი, „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელთან, რიად მაჰრეზისთან ფოტოს გადაღების შემდეგ, სამსახურიდან პირველივე დღეს გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Manchester Evenenig News ავრცელებს. მიზეზი ის ნამდვილად არ გახდა, რომ მისი უფროსი „იუნაიტედის“ ქომაგია. უბრალოდ, ერთ-ერთ დეველოპელურ კომპანიაში მომუშავე უილისმა, მაჰრეზის დანახვისას, სოციალური დისტანციის წესები მთლიანად დაივიწყა, მასთან ახლოს მივიდა და სელფი გადაიღო.

04 ივლისი 2020, 16:45

COVID19

კორონავირუსის გამო, კატალონიაში 210,000 ადამიანით დასახლებული რეგიონი კარანტინის ქვეშაა

ესპანეთის მთავრობამ, კატალონიის რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო შეზღუდვები კვლავ აამოქმედა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. კატალონიის მთავრობის მეთაურის, ქუიმ ტორას თქმით, არავის ექნება სეგრიაში შესვლის, ან გამოსვლის უფლება. კარანტინი დღეს შუადღეს დაიწყო, რომ არამოსახლეებს ადგილის დატოვება შესძლებოდათ.

04 ივლისი 2020, 16:42

COVID19

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მხოლოდ ერთი კოვიდინფიცირებული დარჩა

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი კოვიდინფიცირებული რჩება. ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის სანიტარული სამსახურის უფროსის მოადგილემ ანა გაგლოევამ განაცხადა. მისივე თქმით, ცხინვალის რეგიონში 5 მაისიდან დღემდე სულ COVID19-ის 85 შემთხვევა გამოვლინდა.

ელტონ ჯონი

04 ივლისი 2020, 16:28

კულტურა

ელტონ ჯონმა YouTube-ზე თავისი ძველი კონცერტებს გამოქვეყნება დაიწყო

კონცერტები კვირაში ერთხელ, 8 აგვისტოს ჩათვლით აიტვირთება, ტრანსლაციის დროს კი მსურველები ჯონის შიდსისა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში თანხის გადარიცხვას შეძლებენ.

შსს

04 ივლისი 2020, 16:26

სამართალი

ფოთში მომხდარ მკვლელობის საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს

პოლიციამ ფოთში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავა. ამის შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კიშინიოვი

04 ივლისი 2020, 16:21

მსოფლიო

ბოლო 7 წელიწადში მოლდოვის მოსახლეობა 8%-ით შემცირდა

ბოლო 7 წელიწადში მოლდოვის მოსახლეობა 8%-ით შემცირდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის სტატისტიკის ეროვნული ბიურო ავრცელებს. მოსახლეობის ასეთი შემცირება დიდწილად მიგრაციას უკავშირდება. მხოლოდ ბოლო 12 თვის განმავლობაში ქვეყანა 45 700-მა ადამიანმა (1,7%) დატოვა. ამჟამად მოლდოვაში 2,6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

კიკე სეტიენი

04 ივლისი 2020, 16:17

სპორტი

„ბარსელონას“ მწვრთნელი ფეხბურთელებთან დაპირისპირებას უარყოფს

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფეხბურთელები მას აღარ ენდობიან.

04 ივლისი 2020, 16:14

მსოფლიო

„საგრადა ფამილია“ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაიხსნა

ესპანეთის ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობა, ბარსელონაში მდებარე ტაძარი, „საგრადა ფამილია“, რომელიც კორონავირუსის გამო, მარტის შემდეგ დახურული იყო, იმ ადამიანებისთვის გაიხსნა, ვინც პანდემიისას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავდა. ესენი არიან ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და პოლიციელები.

მილან ბაროში

04 ივლისი 2020, 16:10

სპორტი

ცნობილმა ჩეხმა ფეხბურთელმა მილან ბაროშმა კარიერა დაასრულა

ცნობილმა ჩეხმა ფეხბურთელმა მილან ბაროშმა კარიერა დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 38 წლის თავდამსხმელმა ფეხბურთიდან წასვლის მთავარ მიზეზად აქილევსის ქუსლის ტრავმა დაასახელა, რის გამოც ძველებური დატვირთვით ვეღარ თამაშობდა. საკლუბო დონეზე ბაროშმა ყველაზე დიდ წარმატებას 2005 წელს მიაღწია, როდესაც „ლივერპულის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 2004 წელს კი მისი ჩეხეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, თავად კი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი მოიგო.

ალექსანდრა ჟუკოვსკაია

04 ივლისი 2020, 15:42

პოლიტიკა

უკრაინელი მოსამართლე მიხეილ სააკაშვილის იდეას ეხმაურება

უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მოსამართლეებად შესაძლოა უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც დაინიშნონ, მოსამართლე ალექსანდრა ჟუკოვსკაია გამოეხმაურა.

თეა წულუკიანი

04 ივლისი 2020, 15:41

სამართალი

თეა წულუკიანი: დავით ჭაკუა გერმანელებს ეუბნებოდა, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო არ არის, თუმცა მათ ეს არ გაიზიარეს

„როგორც ჩანს, სწორედ შარშან უნდა იყოს მოცემული ძებნილი პირი გერმანიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნიდან შესული, ჩვენი ინფორმაციით ავსტრიიდან, მაგრამ ამას დღეს უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან სწორედ მიმდინარე წელს, მარტის თვეში მოხდა დავით ჭაკუას გერმანიაში დაპატიმრება საექსტრადიციო მიზნებისათვის და დაკმაყოფილდა ქართული მხარის მოთხოვნა მისი საქართველოში ექსტრადიციის შუამდგომლობა“, - განაცხადა წულუკიანმა.

დიეგო არმანდო მარადონა

04 ივლისი 2020, 15:31

ტაბლოიდი

მარადონა კოკაინს აღარ მოიხმარს, მაგრამ ალკოდამოკიდებული გახდა

„დიეგო კოკაინზე დამოკიდებული აღარაა, მაგრამ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს იღებს. კარანტინში ყოფნამ და ოჯახურმა პრობლემებმა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ის წლების განმავლობაში იღებდა ანქსიოლიზურ საშუალებებს და ახლა ვცდილობთ დოზები ეტაპობრივად შევუმციროთ“.

მამუკა ხაზარაზე

04 ივლისი 2020, 15:26

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: ქალები იმდენად ძლიერები არიან, რომ სამომავლოდ კვოტირების გარეშეც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს

„ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა თანამდებობაზე,” - ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ კრწანისის რაიონული ორგანიზაციის ქალ წევრებს წარდგენის ღონისძიებაზე ესაუბრა.

პეტრო პოროშენკო

04 ივლისი 2020, 15:21

მსოფლიო

პეტრო პოროშენკო: მზად ვარ ციხეში წავიდე, რათა უკრაინა გადარჩეს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ქვეყნის გადასარჩენად მზად არის ციხეში წავიდეს და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან პირად შურისძიებად აფასებს. ამის შესახებ მან BBC-ის უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.

ბელარუსი კორონავირუსი

04 ივლისი 2020, 15:18

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბელარუსში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 6 ადამიანი ემსხვერპლა,პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი სულ 418 პაციენტი გარდაიცვალა..

კადრი ფილმიდან „ინფიცირება“

04 ივლისი 2020, 14:53

ტექნოლოგიები

კვლევა: სამყაროს აღსასრულზე ფილმების მოყვარულები პანდემიას უკეთ გაუმკლავდნენ

„თუ კარგ ფილმს უყურებთ, გითრევთ და გაიძულებთ სიტუაციას პერსონაჟის თვალით შეხედოთ, ამიტომ აუცილებლად თავში სხვადასხვა სცენარს ამუშავებთ. ჩვენი აზრით, ადამიანები სპეციალურად არ სწავლობენ ამას, მაგრამ ტუალეტის ქაღალდის დეფიციტს თუ არ ჩავთვლით, ყველამ უკვე იცოდა რა უნდა ეყიდა“, - განაცხადა ფსიქოლოგმა კოლტან სკრივნერმა.

მავრების ქუჩა

04 ივლისი 2020, 14:40

მსოფლიო

ბერლინში მეტროს სადგურ „მავრების ქუჩას“ სახელს გადაარქმევენ

ბერლინში მეტროს სადგურ „მავრების ქუჩას“ სახელს გადაარქმევენ. ინფორმაცაის ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბერლინის სატრანსპორტო კომპანიაში ჩათვალეს, რომ სახელწოდება დისკრიმინაციული ხასიათისაა. გადარქმევის პროცესი რამდენიმე კვირას გასტანს. ამასთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლება იმსჯელებს იმაზე, საჭიროა თუ არა ამავე სახელწოდების ქუჩისთვის სახელის გადარქმევა.

ანრი ოხანაშვილი

04 ივლისი 2020, 14:27

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ერთგულ პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ერთგულ პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს! ვამაყობთ ქართველი და ამერიკელი ხალხის წარმატებული თანამშრომლობით! მადლობას გიხდით მტკიცე მხარდაჭერისათვის!“, - ნათქვამია ოხანაშვილის განცხადებაში.